პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარის კურსი - დაბრუნება წარსულში!
ლარის კურსი - დაბრუნება წარსულში!

ლარი დიდი სის­წრა­ფით დაბ­ლა ეშ­ვე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ერთ კვი­რა­ში ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა თით­ქმის 10 პუნ­ქტით გა­უ­ფა­სურ­და. მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ათი­ო­დე დღის წინ ლა­რის გამ­ყა­რე­ბით თავს იწო­ნებ­და და და­მა­ი­მე­დე­ბელ პროგ­ნო­ზებს აკე­თებ­და, დუმს. კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ ეროვ­ნულ ბან­კშიც. არა­და, მო­სახ­ლე­ო­ბა უკვე პა­ნი­კის ზღვარ­ზეა. ხალ­ხი ში­შობს, რომ კურ­სი, შე­საძ­ლოა, ისევ ძველ, 2,4-ის ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­დე­ბა.

ძლივს გამ­ყა­რე­ბუ­ლი ლარი მე­ო­რე კვარ­ტალ­საც კი­დევ ერთი დიდი და­ცე­მით ას­რუ­ლებს. თუ ერთი კვი­რის წინ ერთი დო­ლა­რი 2,13 ლარი ღირ­და, დღეს ლარი დო­ლა­რის მი­მართ უკვე 2,23-ის ნიშ­ნულ­ზეა. ლა­რის სწრა­ფად გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზი, შე­საძ­ლოა, ერთი მხრივ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა იყოს, მე­ო­რე მხრივ კი ქვეყ­ნი­დან კა­პი­ტა­ლის გა­დი­ნე­ბა.

სა­გუ­ლის­ხმოა კი­დევ ერთი მო­მენ­ტი, მარ­ტში, პირ­ვე­ლი კვარტლის მი­წუ­რულს ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა მკვეთ­რად და­ე­ცა. ახლა მე­ო­რე კვარ­ტა­ლი იწუ­რე­ბა და ლარი ისევ უფა­სურ­დე­ბა, ეს მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ფი­ნან­სურ სექ­ტორს უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბის პე­რი­ო­დი უდ­გას და დიდი ოდე­ნო­ბით დო­ლა­რის შეს­ყიდ­ვას ახორ­ცი­ე­ლებს. მე­სა­მე კვარტლის ბოლო სექ­ტემ­ბერ­ში უწევს და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ ლარ­მა მო­რი­გი ვარ­დნა სწო­რედ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­ნი­ცა­დოს.

რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად და რა­ტომ და­ე­ცა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სი ასე მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ასე­თი სის­წრა­ფით, ამა­ზე მთავ­რო­ბა­ში არა­ვინ სა­უბ­რობს. არც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი აკე­თებს რა­ი­მე გან­მარ­ტე­ბას. სებ-ი ამ­ჯე­რა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად სა­მა­რი­სე­ბურ დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებს. მარ­თა­ლია, ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნით სებ-ი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მხო­ლოდ ინფლა­ცი­ა­ზეა, თუმ­ცა ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია კურ­სის ფორ­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ასე­ვე მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში კურ­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბის მო­ნე­ტა­რუ­ლი ბერ­კე­ტი მხო­ლოდ ეროვ­ნულ ბანკს აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ლა­რის ვარ­დნა­ზე პა­სუხს სებ-ის­გან ითხოვს, პა­სუ­ხიც მის­გან უნდა მი­ი­ღოს.

მა­ნამ­დე კი, ვიდ­რე ლარი სწრა­ფად ვარ­დნას და­ი­წყებ­და, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა შე­არ­ბი­ლა და საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 7%-მდე დას­წია. მე­ო­რე დღეს კი ლარი დო­ლა­რის მი­მართ ერ­თბა­შად 4 პუნ­ქტით, 2,13-დან 2,17-მდე გა­უ­ფა­სურ­და, დღეს კი ერთი დო­ლა­რი უკვე 2,2240 ლარი ეღი­რე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

ლარის კურსი - დაბრუნება წარსულში!

ლარის კურსი - დაბრუნება წარსულში!

ლარი დიდი სისწრაფით დაბლა ეშვება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა თითქმის 10 პუნქტით გაუფასურდა. მთავრობა, რომელიც ათიოდე დღის წინ ლარის გამყარებით თავს იწონებდა და დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებდა, დუმს. კომენტარს არ აკეთებენ ეროვნულ ბანკშიც. არადა, მოსახლეობა უკვე პანიკის ზღვარზეა. ხალხი შიშობს, რომ კურსი, შესაძლოა, ისევ ძველ, 2,4-ის ნიშნულს დაუბრუნდება.

ძლივს გამყარებული ლარი მეორე კვარტალსაც კიდევ ერთი დიდი დაცემით ასრულებს. თუ ერთი კვირის წინ ერთი დოლარი 2,13 ლარი ღირდა, დღეს ლარი დოლარის მიმართ უკვე 2,23-ის ნიშნულზეა. ლარის სწრაფად გაუფასურების მიზეზი, შესაძლოა, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გატარებული მონეტარული პოლიტიკა იყოს, მეორე მხრივ კი ქვეყნიდან კაპიტალის გადინება.

საგულისხმოა კიდევ ერთი მომენტი, მარტში, პირველი კვარტლის მიწურულს ეროვნული ვალუტა მკვეთრად დაეცა. ახლა მეორე კვარტალი იწურება და ლარი ისევ უფასურდება, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ პერიოდში ფინანსურ სექტორს უცხოურ ვალუტაში ვალდებულების გასტუმრების პერიოდი უდგას და დიდი ოდენობით დოლარის შესყიდვას ახორციელებს. მესამე კვარტლის ბოლო სექტემბერში უწევს და გამორიცხული არაა, რომ ლარმა მორიგი ვარდნა სწორედ წინასაარჩევნოდ განიცადოს.

რა მოხდა რეალურად და რატომ დაეცა ეროვნული ვალუტის კურსი ასე მოკლე პერიოდში ასეთი სისწრაფით, ამაზე მთავრობაში არავინ საუბრობს. არც ეროვნული ბანკი აკეთებს რაიმე განმარტებას. სებ-ი ამჯერადაც ტრადიციულად სამარისებურ დუმილს ამჯობინებს. მართალია, ორგანული კანონით სებ-ი პასუხისმგებელი მხოლოდ ინფლაციაზეა, თუმცა ყველა ინფორმაცია კურსის ფორმირებასთან დაკავშირებით და ასევე მოკლევადიან პერიოდში კურსის სტაბილურობის მონეტარული ბერკეტი მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს. შესაბამისად, როდესაც საზოგადოება ლარის ვარდნაზე პასუხს სებ-ისგან ითხოვს, პასუხიც მისგან უნდა მიიღოს.

მანამდე კი, ვიდრე ლარი სწრაფად ვარდნას დაიწყებდა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა და საპროცენტო განაკვეთი 7%-მდე დასწია. მეორე დღეს კი ლარი დოლარის მიმართ ერთბაშად 4 პუნქტით, 2,13-დან 2,17-მდე გაუფასურდა, დღეს კი ერთი დოლარი უკვე 2,2240 ლარი ეღირება.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი