სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
X-XI საუკუნეების ქართული მონეტა
X-XI საუკუნეების ქართული მონეტა

კოლ­ხუ­რი ფული დამ­ზა­დე­ბუ­ლია მა­ღალ­მხატ­ვრულ დო­ნე­ზე, რი­თაც იგი ტოლს არ უდებს იმ­დრო­ინ­დე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბის ნუ­მიზ­მა­ტი­კურ ძეგ­ლებს და სტი­ლის­ტუ­რად ემ­სგავ­სე­ბა კი­დეც მათ. კოლ­ხუ­რი მო­ნე­ტე­ბის ად­რე­უ­ლი ცა­ლე­ბი სტი­ლი­თა და ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით გან­სა­კუთ­რე­ბულ მსგავ­სე­ბას ავ­ლენს ძვ.წ. VI სა­უ­კუ­ნის ბერ­ძნულ, კერ­ძოდ, მი­ლე­ტურ მო­ნე­ტებ­თან.

კოლ­ხუ­რი თეთ­რის ტი­პე­ბი

კოლ­ხუ­რი თეთ­რის რამ­დე­ნი­მე ტიპი და ნო­მი­ნა­ლი არ­სე­ბობს. ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­ულ ერ­თე­უ­ლებს შო­რის უდი­დე­სია ე.წ. ტეტ­რად­რაქ­მა (ანუ ოთხდრაქ­მი­ა­ნი მო­ნე­ტა). შემ­დეგ მო­დის დიდ­რაქ­მე­ბის (ორდრაქ­მი­ა­ნი) რიგი.

დრა­მა. ვერ­ცხლი. ბაგ­რატ IV (1027-1072)

Av. გა­მო­სა­ხუ­ლია ვლა­ქერ­ნის ღვთის­მშო­ბე­ლი. ბერ­ძნუ­ლი ზედ­წე­რი­ლი: "წმინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი".

Rv. ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი ზედ­წე­რი­ლი: "ქრის­ტე, ადი­დე ბაგ­რატ აფხაზ­თა მეფე და სე­ვას­ტო­სი".

ქარ­თულ­მა მო­ნე­ტამ გან­სა­კუთ­რე­ბით მკა­ფიო ეროვ­ნუ­ლი ხა­სი­ა­თი X-XI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შე­ი­ძი­ნა. ამ დროს ქვე­ყა­ნამ თავი და­აღ­წია არაბ­თა ბა­ტო­ნო­ბას. X სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ნე­ტო საქ­მის ის­ტო­რი­ა­ში შე­მო­დის ვერ­ცხლის ფუ­ლის ახა­ლი, ბი­ზან­ტი­უ­რი ტიპი. მო­ნე­ტა­ზე ზედ­წე­რი­ლე­ბი ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ე­ბი ბი­ზან­ტი­უ­რი სა­კა­რის­კა­ცო ტი­ტუ­ლე­ბით მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან. ახა­ლი სა­მო­ნე­ტო ტი­პის გა­ჩე­ნა, ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდარ სე­რი­ო­ზულ სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა.

არაბ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ქარ­თულ სა­მე­ფო-სამ­თავ­რო­ებს ბი­ზან­ტია უჭერ­და მხარს. მის ნო­მი­ნა­ლურ ვა­სა­ლე­ბად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს (აფხა­ზე­თის სა­მე­ფოს) მმარ­თვე­ლე­ბი ით­ვლე­ბოდ­ნენ. ამ­გვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო ქარ­თველ მეფე-მთა­ვარ­თათ­ვის ბი­ზან­ტი­უ­რი სა­პა­ტიო სა­კა­რის­კა­ცო ტი­ტუ­ლე­ბის (კუ­რა­პა­ლა­ტი, ნო­ვე­ლი­სი­მო­სი, სე­ვას­ტო­სი, კე­სა­რო­სი) მი­ნი­ჭე­ბა. ამ ტი­პის მო­ნე­ტე­ბის მოჭ­რას ტაო-კლარ­ჯე­თის მმარ­თველ­მა, და­ვით III კუ­რა­პა­ლატ­მა ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ბი­ზან­ტი­ურ­ტი­ტუ­ლი­ა­ნი მო­ნე­ტე­ბის მოჭ­რა გა­აგ­რძე­ლა ბაგ­რატ IV-მ (1027-1072). 1050-1060 წლებ­ში მოჭ­რილ მო­ნე­ტებ­ზე ის ნო­ვე­ლი­სი­მო­სის, ხოლო 1060-1072 წლებ­ში - სე­ვას­ტო­სის ტი­ტუ­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბა.

გა­ი­გეთ მეტი "ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცი­ის" შე­სა­ხებ

გა­მო­ი­წე­რეთ მო­ნე­ტე­ბის წიგ­ნი-ალ­ბო­მი

X-XI საუკუნეების ქართული მონეტა

X-XI საუკუნეების ქართული მონეტა

კოლხური ფული დამზადებულია მაღალმხატვრულ დონეზე, რითაც იგი ტოლს არ უდებს იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მოწინავე ქვეყნების ნუმიზმატიკურ ძეგლებს და სტილისტურად ემსგავსება კიდეც მათ. კოლხური მონეტების ადრეული ცალები სტილითა და ტექნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულ მსგავსებას ავლენს ძვ.წ. VI საუკუნის ბერძნულ, კერძოდ, მილეტურ მონეტებთან.

კოლხური თეთრის ტიპები

კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი არსებობს. ჩვენამდე მოღწეულ ერთეულებს შორის უდიდესია ე.წ. ტეტრადრაქმა (ანუ ოთხდრაქმიანი მონეტა). შემდეგ მოდის დიდრაქმების (ორდრაქმიანი) რიგი.

დრამა. ვერცხლი. ბაგრატ IV (1027-1072)

Av. გამოსახულია ვლაქერნის ღვთისმშობელი. ბერძნული ზედწერილი: "წმინდა ღვთისმშობელი".

Rv. ქართული ასომთავრული ზედწერილი: "ქრისტე, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე და სევასტოსი".

ქართულმა მონეტამ განსაკუთრებით მკაფიო ეროვნული ხასიათი X-XI საუკუნეებში შეიძინა. ამ დროს ქვეყანამ თავი დააღწია არაბთა ბატონობას. X საუკუნის ბოლოს საქართველოს სამონეტო საქმის ისტორიაში შემოდის ვერცხლის ფულის ახალი, ბიზანტიური ტიპი. მონეტაზე ზედწერილები ქართული ასომთავრულითაა შესრულებული და საქართველოს მეფეები ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულებით მოიხსენიებიან. ახალი სამონეტო ტიპის გაჩენა, ქვეყანაში მომხდარ სერიოზულ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.

არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში ქართულ სამეფო-სამთავროებს ბიზანტია უჭერდა მხარს. მის ნომინალურ ვასალებად დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის სამეფოს) მმართველები ითვლებოდნენ. ამგვარი ურთიერთობების გამოხატულება იყო ქართველ მეფე-მთავართათვის ბიზანტიური საპატიო საკარისკაცო ტიტულების (კურაპალატი, ნოველისიმოსი, სევასტოსი, კესაროსი) მინიჭება. ამ ტიპის მონეტების მოჭრას ტაო-კლარჯეთის მმართველმა, დავით III კურაპალატმა ჩაუყარა საფუძველი. ბიზანტიურტიტულიანი მონეტების მოჭრა გააგრძელა ბაგრატ IV-მ (1027-1072). 1050-1060 წლებში მოჭრილ მონეტებზე ის ნოველისიმოსის, ხოლო 1060-1072 წლებში - სევასტოსის ტიტულით მოიხსენიება.

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს