მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი ავღანეთში ჩავიდა
თინა ხიდაშელი ავღანეთში ჩავიდა

ვარ­შა­ვა­ში და­გეგ­მი­ლი ნა­ტოს სა­მი­ტის­თვის მზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ავ­ღა­ნეთ­ში ჩა­ვი­და და ის ბა­ზე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა, სა­დაც ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ნა­ტოს ეგი­დით სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ბე­სიკ ლო­ლა­ძეს­თან, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ნი­კო­ლოზ აგ­ლა­ძეს­თან და ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ კობა კო­ბა­ლა­ძეს­თან ერ­თად ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბაზა და­ათ­ვა­ლი­ე­რა. ად­გილ­ზე გა­ეც­ნო იმ და­ვა­ლე­ბებს, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი ას­რუ­ლე­ბენ, მო­ის­მი­ნა ავ­ღა­ნეთ­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და პი­რა­დად გა­ე­სა­უბ­რა ჯა­რის­კა­ცებს.

"და­ვი­წყეთ ვი­ზი­ტი ავ­ღა­ნეთ­ში. ჩვენ ყო­ვე­ლი რო­ტა­ცი­ის დროს ვცდი­ლობთ ჩა­მო­ვი­დეთ ავ­ღა­ნეთ­ში, მო­ვი­ნა­ხუ­ლოთ ბი­ჭე­ბი და ად­გილ­ზე გა­ვი­გოთ, რა კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბი აქვთ გა­და­სა­წყვე­ტი, რამე პრობ­ლე­მა ხომ არ არ­სე­ბობს. მო­ვის­მი­ნოთ, მი­ვი­ღოთ ის სი­ა­მოვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გვე­ლო­დე­ბა ავ­ღა­ნეთ­ში, ის­ტო­რი­ე­ბი ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ, მად­ლო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მუდ­მი­ვად ამ­ბო­ბენ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი. ასე­ვე შეხ­ვედ­რე­ბი გვაქვს გე­ნერ­ლებ­თან იმი­სათ­ვის, რომ RSM-ის მი­სი­ის შე­სა­ხებ ვიმ­სჯე­ლოთ. სა­ქარ­თვე­ლო ამ მი­სი­ის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მხარ­დამ­ჭე­რი და მო­ნა­წი­ლეა. ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვე­ნი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მი­ი­ღე­ბა. ვარ­შა­ვის სა­მი­ტის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თემა, სწო­რედ, RSM-ის მი­სი­აა და სა­მი­ტამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ად­გილ­ზე, აქა­ურ გე­ნერ­ლებ­თან სა­უბ­რით შეგ­ვე­ჯე­რე­ბი­ნა პო­ზი­ცი­ე­ბი," - აღ­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

ავ­ღა­ნეთ­ში ვი­ზი­ტის დროს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ყვე­ლა იმ სამ­ხედ­რო ბა­ზას ეს­ტუმ­რე­ბა, სა­დაც ქარ­თუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი და RSM-ის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ გე­ნერ­ლებს შეხ­ვდე­ბა.

თინა ხიდაშელი ავღანეთში ჩავიდა

თინა ხიდაშელი ავღანეთში ჩავიდა

ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადების პერიოდში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა და ის ბაზები დაათვალიერა, სადაც ქართველი ჯარისკაცები ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობენ.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ აგლაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელ კობა კობალაძესთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა. ადგილზე გაეცნო იმ დავალებებს, რომელსაც ქართული ქვედანაყოფები ასრულებენ, მოისმინა ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა და პირადად გაესაუბრა ჯარისკაცებს.

„დავიწყეთ ვიზიტი ავღანეთში. ჩვენ ყოველი როტაციის დროს ვცდილობთ ჩამოვიდეთ ავღანეთში, მოვინახულოთ ბიჭები და ადგილზე გავიგოთ, რა კონკრეტული საკითხები აქვთ გადასაწყვეტი, რამე პრობლემა ხომ არ არსებობს. მოვისმინოთ, მივიღოთ ის სიამოვნება, რომელიც ყოველთვის გველოდება ავღანეთში, ისტორიები ჩვენი ბიჭების წარმატების შესახებ, მადლობები, რომლებსაც მუდმივად ამბობენ ჩვენი პარტნიორები. ასევე შეხვედრები გვაქვს გენერლებთან იმისათვის, რომ RSM-ის მისიის შესახებ ვიმსჯელოთ. საქართველო ამ მისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი და მონაწილეა. ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენი თანამონაწილეობით მიიღება. ვარშავის სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, სწორედ, RSM-ის მისიაა და სამიტამდე მნიშვნელოვანი იყო, რომ ადგილზე, აქაურ გენერლებთან საუბრით შეგვეჯერებინა პოზიციები,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ავღანეთში ვიზიტის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყველა იმ სამხედრო ბაზას ესტუმრება, სადაც ქართული ბატალიონებია განთავსებული და RSM-ის მისიის ხელმძღვანელ გენერლებს შეხვდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."