პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიხუანა დნმ-ს აზიანებს
მარიხუანა დნმ-ს აზიანებს

ლეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (დიდი ბრი­ტა­ნე­თი) მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფი ვა­რა­უ­დობს, რომ მა­რი­ხუ­ა­ნა აზი­ა­ნებს დნმ-ს და შე­საძ­ლოა, კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზა­დაც კი იქ­ცეს. დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, რომ თამ­ბა­ქოს კვამლში შე­მა­ვა­ლი ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს გე­ნე­ტი­კურ მა­სა­ლა­ზე და ზრდის ფილ­ტვის კი­ბო­სა და სხვა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, მა­რი­ხუ­ა­ნას კვამ­ლი კი ამ კუ­თხით შე­უს­წავ­ლე­ლია. მე­დი­კო­სებს გან­სა­კუთ­რე­ბით აშ­ფო­თებთ თამ­ბა­ქო­სა და ნარ­კო­ტი­კულ მცე­ნა­რე­ებ­ში შე­მა­ვა­ლი აცე­ტალ­დე­ჰი­დის ტოქ­სი­კუ­რო­ბა. აცე­ტალ­დე­ჰი­დით დნმ-ს და­ზი­ა­ნე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ახა­ლი მე­თო­დი - მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას-სპექტრო­მეტ­რია. ანა­ლი­ზის შე­დე­გებ­მა ცხად­ყო, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას კვამ­ლი ნამ­დვი­ლად ცვლის ადა­მი­ა­ნის დნმ-ს და

ზრდის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბას.

რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე ფრედ ჰატ­ჩინ­სო­ნის კვლე­ვით ცენ­ტრში (აშშ) დად­გე­ნილ იქნა, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას ხში­რი და ხან­გრძლი­ვი წევა ზრდის სა­თეს­ლე ჯირ­კვლის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მა­რი­ხუ­ა­ნას რე­გუ­ლა­რულ მომ­ხმა­რებ­ლებს და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა არამ­წე­ვე­ლებ­თან შე­და­რე­ბით ორ­ჯერ მეტი აქვთ. დად­გე­ნი­ლია აგ­რეთ­ვე უშუ­ა­ლო კავ­ში­რი მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვა­სა და სა­თეს­ლე ჯირ­კვლის უკი­დუ­რე­სად სა­შიშ და სწრა­ფად მზარდ არა­სე­მი­ნო­მურ კი­ბოს შო­რის, რო­მე­ლიც უმ­თავ­რე­სად ახალ­გაზ­რდა, 20-დან 35 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცებს ემარ­თე­ბათ.

mkurnali.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

მარიხუანა დნმ-ს აზიანებს

მარიხუანა დნმ-ს აზიანებს

ლესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, რომ მარიხუანა აზიანებს დნმ-ს და შესაძლოა, კიბოს განვითარების მიზეზადაც კი იქცეს. დიდი ხანია ცნობილია, რომ თამბაქოს კვამლში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები ნეგატიურ გავლენას ახდენს გენეტიკურ მასალაზე და ზრდის ფილტვის კიბოსა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, მარიხუანას კვამლი კი ამ კუთხით შეუსწავლელია. მედიკოსებს განსაკუთრებით აშფოთებთ თამბაქოსა და ნარკოტიკულ მცენარეებში შემავალი აცეტალდეჰიდის ტოქსიკურობა. აცეტალდეჰიდით დნმ-ს დაზიანების გამოსავლენად მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა ახალი მეთოდი - მოდიფიცირებული მას-სპექტრომეტრია. ანალიზის შედეგებმა ცხადყო, რომ მარიხუანას კვამლი ნამდვილად ცვლის ადამიანის დნმ-ს და

ზრდის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ალბათობას.

რამდენიმე ხნით ადრე ფრედ ჰატჩინსონის კვლევით ცენტრში (აშშ) დადგენილ იქნა, რომ მარიხუანას ხშირი და ხანგრძლივი წევა ზრდის სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ადრეული ასაკიდან მარიხუანას რეგულარულ მომხმარებლებს დაავადების განვითარების ალბათობა არამწეველებთან შედარებით ორჯერ მეტი აქვთ. დადგენილია აგრეთვე უშუალო კავშირი მარიხუანას მოწევასა და სათესლე ჯირკვლის უკიდურესად საშიშ და სწრაფად მზარდ არასემინომურ კიბოს შორის, რომელიც უმთავრესად ახალგაზრდა, 20-დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს ემართებათ.

mkurnali.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს