რიანას ფანმა სახეზე მოცეკვავე მომღერალი დაიხატა. ის კრეატიულად მიუდგა საკუთარი კერპის მოძრაობებს და ინტერნეტსენსაციად იქცა.
გოგონამ შავი მარკერით ცხვირზე დაიხატა ზურგით მდგარი რიანა "თვერქის" პოზაში. მისი ვიდეო, რომელიც სიმღერა Work-ის არაოფიციალურ კლიპად შეიძლება ჩაითვალოს, გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა პორტალ "იუთუბზე". რამდენიმე დღის განმავლობაში ვიდეომ 31 მილიონი ნახვა დააგროვა. ასე დაიბადა ახალი მოვლენა - "თვერქი" ცხვირით.მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.