Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრეის კელი - ნამდვილი ამბავი ზღაპრის მიღმა...
გრეის კელი - ნამდვილი ამბავი ზღაპრის მიღმა...

1955 წელს მო­ნა­კო­ში სამი ის­ტო­რი­უ­ლი პერ­სო­ნის გზა გა­და­იკ­ვე­თა. პირ­ვე­ლი - პრინ­ცი რე­ნიე, პა­ტა­რა სა­მე­ფოს მმარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პი­რად ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე და სიყ­ვა­რულ­ზე უარი ეთ­ქვა, მე­ო­რე - მო­ნა­კო­ში "სა­გა­და­სა­ხა­დო სა­მო­თხის" შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მი­ლი­არ­დე­რი ონა­სი­სი, და მე­სა­მე - გრე­ის კელი, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქალი, რო­მე­ლიც ქა­ლურ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და... რა მი­ი­ღო სა­ბო­ლოო ჯამ­ში თი­თო­ე­ულ­მა?

რე­ნიე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. მისი რჩე­უ­ლი - ჟი­ზელ პას­კა­ლი, მსა­ხი­ო­ბი, ქალი მშვე­ნი­ე­რი სევ­დი­ა­ნი თვა­ლე­ბით. ისი­ნი უკვე 6 წე­ლია ერ­თად არი­ან. ბედ­ნი­ე­რე­ბი, გა­ნუყ­რე­ლე­ბი, ერ­თმა­ნეთს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ავ­სე­ბენ. მაგ­რამ... წყვი­ლი უნდა და­შორ­დეს. ჟი­ზელს არა­სო­დეს ეყო­ლე­ბა შვი­ლე­ბი, რე­ნი­ეს კი არ აქვს უფ­ლე­ბა, მემ­კვიდ­რის გა­რე­შე დარ­ჩეს.

მოვ­ლე­ნე­ბის მსგავ­სი გან­ვი­თა­რე­ბა არ აწყობ­და ონა­სისს. 1949 წელს რე­ნი­ემ, რო­მელ­საც მემ­კვიდ­რე­ო­ბად გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი სა­მე­ფო ერგო, ბერ­ძენ მი­ლი­ო­ნერს "Societe des Bains de Mer"-ის, მო­ნა­კოს სა­უ­კე­თე­სო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი მიჰ­ყი­და. ონა­სის­მა სა­მე­ფოს წეს­რიგ­ში მო­იყ­ვა­ნა და­ი­წყო: აღად­გი­ნა კა­ზი­ნო­ე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, აა­შე­ნა ახა­ლი იპოდ­რო­მი, მო­ა­წყო ნავ­მი­სად­გო­მე­ბი. ის, რა თქმა უნდა, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო თა­ვი­სი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მომ­გე­ბი­ა­ნო­ბა­ში, ამი­ტო­მაც, პრინ­ცის­თვის სა­ცო­ლის შერ­ჩე­ვა მო­ინ­დო­მა. მისი საქ­მი­ა­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი ახალ მსოფ­ლი­ოს უკავ­შირ­დე­ბო­და, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ცო­ლე ამე­რი­კე­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი უნდა გამ­ხდა­რი­ყო.

არის­ტო­ტე­ლე ონა­სი­სი: "რე­ნიე, ნუ ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი მტე­რი ვარ. ჩვენ პარტნი­ო­რე­ბი ვართ: მე 52%-ს ვფლობ, თქვენ - 48%-ს. მე ფულს ვა­ბან­დებ,თქვენ - სა­ხელს, წო­დე­ბა­სა და რე­პუ­ტა­ცი­ას. ომის დროს თქვე­ნი სა­მე­ფო ნა­ცის­ტე­ბის და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ჰგავ­და, სა­დაც გერ­მა­ნე­ლი გე­ნერ­ლე­ბი ფარ­შე­ვან­გე­ბი­ვით და­გოგ­მა­ნებ­დნენ. ამი­ტო­მაც არ სურს ხალ­ხს აქ ჩა­მოს­ვლა. უნდა და­ვუბ­რუ­ნოთ მო­ნა­კოს და­დე­ბი­თი იმი­ჯი, მი­ვიქ­ცი­ოთ პუბ­ლი­კის ყუ­რა­დღე­ბა, თქვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო მსოფ­ლი­ოს ახა­ლი ამ­ბე­ბის ცენ­ტრად უნდა ვაქ­ცი­ოთ! ნება მი­ბო­ძეთ, მი­კიბ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე გე­სა­უბ­როთ. უნდა და­ქორ­წინ­დეთ და მემ­კვიდ­რე გა­ა­ჩი­ნოთ. ცო­ლად კი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ქალი უნდა მო­იყ­ვა­ნოთ, პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ქალი... მე­რი­ლინ მონ­რო­ზე რას ფიქ­რობთ? ახ­ლა­ხან გა­ვი­ცა­ნი, ის თა­ვის ბე­ის­ბო­ლისტს, დი მა­ჯი­ოს და­შორ­და.

მთა­ვა­რია, დრო არ დავ­კარ­გოთ. ის ხომ მე­რი­ლინ მონ­როა! დამ­თქნა­რე­ბა­საც ვერ მო­ას­წრებ და ცხვირ­წინ აგ­წაპ­ნი­ან! ელ­ვის სის­წრა­ფით უნდა ვი­მოქ­მე­დოთ. ერთი სი­ტყვით, მე უკვე და­ვი­წყე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. პირ­და­პირ ვკი­თხე მას: სურს თუ არა თქვე­ნი გაც­ნო­ბა. იცით რა მი­პა­სუ­ხა? "დამ­ტო­ვეთ მას­თან უდაბ­ნო­ში ორი დღით და პრინ­ცი ცო­ლად მო­მიყ­ვანს". რე­ნი­ეს გა­უკ­ვირ­და: - ღმერ­თო, რა­ტომ მა­ინც და მა­ინც უდაბ­ნო­ში? - აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­რი­ლინს მო­ნა­კო და მა­რო­კო აე­რია ერ­თმა­ნეთ­ში. არ არის გო­გო­ნა გე­ოგ­რა­ფი­ა­ში ძლი­ე­რი, ამას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? - გა­ნაგ­რძო ონა­სის­მა - მთა­ვა­რია, ის ყვე­ლაფ­რის­თვის მზად არის, კი­ნო­დან სა­მუ­და­მოდ წა­მოს­ვლა­ზეც კი. ერთ კვი­რა­ში კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა, პი­რა­დად გა­გაც­ნობთ მას..."

მე­რი­ლი­ნი კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე არ ჩა­ვი­და, პრინც რე­ნი­ეს ამე­რი­კე­ლი დრა­მა­ტურ­გი არ­თურ მი­ლე­რი ამ­ჯო­ბი­ნა. ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი ვარ­სკვლა­ვი კი ქერა, მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა გრე­ის კელი გახ­და, რო­მე­ლიც ალფ­რედ ჰი­ჩკო­კის ბოლო ფილ­მებ­ში ბრწყი­ნავ­და.

გრე­სი პატ­რი­სია კელი, ვინ არის ის?... ერ­თნი მას­ში ან­გა­რე­ბი­ან კი­ნო­დი­ვას ხე­დავ­დნენ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ას­რუ­ლებ­და პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფოს პრინ­ცე­სის როლს. სხვე­ბი მას გა­მოც­დილ კახ­პად მი­იჩ­ნევ­დნენ, რო­მე­ლიც უსირ­ცხვი­ლოდ იც­ვლი­და საყ­ვარ­ლებს... მაგ­რამ ამ ბრწყინ­ვა­ლე­ბი­სა და სკან­და­ლუ­რი სენ­სა­ცი­ე­ბის მიღ­მა მარ­ტო­ხე­ლა, მო­აზ­როვ­ნე სული იმა­ლე­ბო­და. ქა­ლის სული, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, და რო­მე­ლიც ამ ბედ­ნი­ე­რე­ბის მა­ხე­ში გა­ე­ბა.

გრე­ი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყო აღ­ზრდი­ლი, თა­ვა­ზი­ა­ნი და კე­თილ­მო­სურ­ნე, სხვე­ბის ყუ­რა­დღე­ბით მოს­მე­ნა შე­ეძ­ლო, ბრწყინ­ვა­ლედ ფლობ­და წე­რი­სა და სა­უბ­რის კულ­ტუ­რას, ულა­მა­ზე­სი ხმის პატ­რო­ნი იყო. კარ­გად აწონ-და­წო­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ეხერ­ხე­ბო­და, მუ­დამ აღ­წევ­და და­სა­ხულ მი­ზანს. მისი კერ­პი ინ­გრიდ ბერ­გმა­ნი გახ­ლდათ. 18 წლი­დან სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ირ­ჩენ­და თავს და იხ­დი­და სწავ­ლის სა­ფა­სურს. მას­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად ერ­წყმო­და მან­კი­ე­რე­ბა და სი­ნა­ზე, პრაქ­ტი­კუ­ლი და მე­ოც­ნე­ბე ქალი. გა­რეგ­ნუ­ლად "ცივი ლედი", რო­მელ­შიც პა­ტა­რა ეშ­მა­კი ბუ­დობ­და. შე­საძ­ლოა, სწო­რედ ეს იდუ­მა­ლი გა­ო­რე­ბა მოს­წონ­და მას­ში გე­ნი­ა­ლურ ჰი­ჩკოკს. "ის არის ვულ­კა­ნი თოვ­ლის ქვეშ, - ამ­ბობ­და რე­ჟი­სო­რი საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობ­ზე, "მისი ცივი, ხაზ­გას­მუ­ლად რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბის მიღ­მა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ვნე­ბა იმა­ლე­ბა".

გრე­ის კე­ლის საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი

19 წლის გრე­ისს სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბის პე­და­გო­გი დონ რი­ჩარდსო­ნი შე­უყ­ვარ­და. ეს მისი პირ­ვე­ლი და დიდი რო­მან­ტი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გახ­ლდათ. წყვი­ლი მა­ლუ­ლად ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს. გრე­ი­სის მშობ­ლებ­თან რი­ჩარდსო­ნის გაც­ნო­ბა კრა­ხით დას­რულ­და. მა­მამ იეჭ­ვა, რომ ის ებ­რა­ე­ლი იყო, და რო­გორც მორ­წმუ­ნე კა­თო­ლი­კემ, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და სხვა რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და­მოყვრე­ბა­ზე.

ალექს, დ’არსი. იმ მო­მენ­ტის­თვის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც უკვე 20-ზე მეტ ფილმში გა­და­ი­ღეს. ბო­ჰე­მის ნე­ბი­ე­რა, რო­მე­ლიც გრე­ის­ზე თით­ქმის ორ­ჯერ უფ­რო­სი იყო. ალექ­სი იხ­სე­ნებ­და, რომ გრე­ი­სი ძა­ლი­ან "სექ­სუ­ა­ლუ­რი, ნაზი და ვნე­ბი­ა­ნი იყო".

კლარკ გე­იბ­ლი. ფილმმა "მო­გამ­ბო" გრე­ისს ოს­კა­რის ნო­მი­ნა­ცია და... მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ კლარკ გე­იბლთან რო­მა­ნი მო­უ­ტა­ნა. კე­ლის მუ­დამ იზი­დავ­და შუა ხნის მა­მა­კა­ცე­ბი, რა­ღა­ცით მა­მა­მი­სის მსგავ­სი. გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გე­იბლმა ურ­თი­ერ­თო­ბას წერ­ტი­ლი და­უს­ვა. გრე­ი­სი აე­რო­პორ­ტში ყვე­ლას და­სა­ნა­ხად ატირ­და...

რეი მი­ლან­დი. პარტნი­ო­რი ჰი­ჩკო­კის ფილმში "აკ­რი­ფეთ მკვლე­ლის ნო­მე­რი". მათ რო­მანს სკან­და­ლი მოჰ­ყვა - მი­ლან­დი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო, მის მე­უღ­ლეს კი გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და.

უი­ლი­ამ ჰოლ­დე­ნი. პარტნი­ო­რი ფილმში "ტოკო-რი". გა­თხო­ვე­ბის მო­რი­გი მცდე­ლო­ბა, და გრე­ი­სის მა­მის­გან მო­რი­გი სა­სი­ძოს და­წუ­ნე­ბა...

ოლეგ კა­სი­ნი. გრე­ისს ბოლო რო­მა­ნი იტა­ლი­ელ მო­დე­ლი­ერ­თან და დი­ზა­ი­ნერ­თან, ოლეგ კა­სი­ნის­თან ჰქონ­და - რუსი დიდ­გვა­რო­ვა­ნი ემიგ­რან­ტე­ბის შთა­მო­მა­ვალ­თან. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოდ­გა. გრე­ის­მა სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღო კა­სი­ნის წი­ნა­და­დე­ბა, მაგ­რამ ოჯახ­მა კვლავ უარ­ყო ქა­ლიშ­ვი­ლის არ­ჩე­ვა­ნი. თა­ვად ოლეგ­მაც არ და­ი­ჟი­ნა - მისი წინა ორი ქორ­წი­ნე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და კა­სი­ნი არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, შეძ­ლებ­და თუ არა გრე­ი­სის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას.

პრინცთან გაც­ნო­ბა. 1955 წელი. გრე­ისს, რო­მე­ლიც უკვე 11 ფილმში გა­და­ი­ღეს, რო­მელ­საც ორი "ოქ­როს გლო­ბუ­სი" და "ოს­კა­რი" ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, შეს­თა­ვა­ზეს ამე­რი­კუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე. ჟურ­ნალ­მა Paris Match ამე­რი­კის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი ქა­ლი­სა და ევ­რო­პე­ლი მო­ნარ­ქის ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­სე­სია მო­ა­წყო.

შეხ­ვედ­რა შედ­გა. მის კე­ლიმ და მო­ნა­კოს პრინცმა რე­ნიე III-მ ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­არ­თვეს, ფო­ტოგ­რა­ფებ­მა კი ეს მო­მენ­ტი ფირ­ზე აღ­ბეჭ­დეს. პრინცმა გრე­ისს სა­სახ­ლე და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, ბაღ­ში გა­ა­სე­ირ­ნა. რო­დე­საც კე­ლის ჰკი­თხეს, თუ რო­გორ მო­ე­წო­ნა პრინ­ცი, მან უპა­სუ­ხა: "მომ­ხიბ­ვლე­ლია, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ვლე­ლია". შემ­დეგ პრინცს მოკ­ლე, თა­ვა­ზი­ა­ნი ბა­რა­თი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც მას­პინ­ძლო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. ასე და­ი­წყო მათი მი­მო­წე­რა, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვარ წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­რი­ლი­ნის გრე­ის კე­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა­ში ონა­სი­სის ხელი ერია: კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ში მისი ჩა­მოს­ვლის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ა­წყო, შემ­დეგ კი და­არ­წმუ­ნა, გა­ეგ­ზავ­ნა პრინ­ცის­თვის ბა­რა­თი.

ნიშ­ნო­ბა. რე­ნი­ემ და­ქორ­წი­ნე­ბა მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რო­დე­საც შე­ი­ტყო, რომ მის სა­ცო­ლეს შვი­ლის გა­ჩე­ნა შე­უძ­ლია. ნიშ­ნო­ბა 1955 წლის დე­კემ­ბერ­ში, გრე­ი­სის სამ­შობ­ლო­ში, ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში შედ­გა. გრე­ი­სი სი­ხა­რუ­ლის­გან ცაში დაფ­რი­ნავ­და - ოჯა­ხის შექ­მნის სურ­ვი­ლი, მიმ­ზიდ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი, ზღა­პარ­ში აღ­მო­ჩე­ნა - ყვე­ლა ოც­ნე­ბა უს­რულ­დე­ბო­და. ალფ­რედ ჰი­ჩკოკს კი ეს ამ­ბა­ვი არ მო­ე­წო­ნა: ქორ­წი­ლის შემ­დეგ, ქმრის ბრძა­ნე­ბით, კე­ლიმ კი­ნო­ში გა­და­ღე­ბას თავი და­ა­ნე­ბა. მე­ტიც, რე­ნი­ემ აკ­რძა­ლა მო­ნა­კოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გრე­ი­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა.

სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ლი. 1956 წლის აპ­რილ­ში ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი გა­ი­მარ­თა. გრე­ის კე­ლი­სა და პრინც რე­ნი­ეს ქორ­წი­ლი დღემ­დე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზულ მოვ­ლე­ნად მი­იჩ­ნე­ვა. ამ­ბო­ბენ, ამ დღეს შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე შოუ ბიზ­ნე­სის და­ბა­დე­ბის დღე ეწო­დოს. დღეს, შო­რი­დან, შეგ­ვიძ­ლია ონა­სი­სის "პი­ა­რის" გე­ნი­ა­ლუ­რი ნი­ჭის სა­თა­ნა­დოდ შე­ფა­სე­ბა. ძვე­ლი ევ­რო­პის მთელ­მა სი­ლა­მა­ზემ და ფუ­ფუ­ნე­ბამ მო­ი­ყა­რა იმ დღეს თავი მო­ნა­კოს კა­თედ­რა­ლურ ტა­ძარ­ში, რო­მე­ლიც ია­სამ­ნი­თა და თეთ­რი ლი­ლი­ე­ბით იყო მორ­თუ­ლი. რე­ნი­ეს ნა­პო­ლე­ო­ნის ეპო­ქის სტი­ლი­ზე­ბუ­ლი მუნ­დი­რი ემო­სა, პა­ტარ­ძალს კი სპი­ლოს ძვლის­ფე­რი კაბა-შე­დევ­რი, რო­მე­ლიც ჰო­ლი­ვუ­დის კოს­ტი­უ­მერ­მა, ელენ რო­უზ­მა შე­კე­რა. კა­ბის შე­საქ­მნე­ლად 25 მეტ­რი სა­უ­კე­თე­სო აბ­რე­შუ­მი და 100 მეტ­რი აბ­რე­შუ­მის მაქ­მა­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­მე­ლიც ქორ­წი­ლამ­დე 125 წლით ადრე და­ამ­ზა­დეს ფრან­გმა მე­მაქ­მა­ნე­ებ­მა. თავ­სა­ბუ­რა­ვის­თვის კი ათა­სო­ბით მარ­გა­ლი­ტი. გრე­ის კე­ლის სა­პა­ტარ­ძლო კაბა ფი­ლა­დელ­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა.

600 მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ დიპ­ლო­მა­ტე­ბი, ქვეყ­ნის მე­თა­უ­რე­ბი, კი­ნო­ვარ­სკვლა­ვე­ბი, ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ ოს­კა­რის და­ჯილ­დო­ვე­ბის დრო­საც კი არ მო­უყ­რია თავი ერ­თად ამ­დენ ვარ­სკვლავს. ქორ­წი­ლის პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია ევ­რო­პის 9 ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მას 33 მი­ლი­ო­ნი ადევ­ნებ­და თვალს.

შე­დე­გი. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­კო მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ახა­ლი ამ­ბე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი გახ­და მო­დუ­რი ჟურ­ნა­ლე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თაც იგი სა­კულ­ტო და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გი­ლად აქ­ცი­ეს. ონა­სი­სის იდე­ამ გაჭ­რა. მო­ნა­კო ნა­ტიფ პუბ­ლი­კას იზი­დავ­და, ნავ­სად­გო­მებ­ში ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი იახ­ტე­ბი იწო­ნებ­დნენ თავს, კა­ზი­ნო სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ამუ­შავ­და. ყო­ველ­წლიყრად მო­ნა­კოს 4 მი­ლი­ო­ნი ტუ­რის­ტი სტუმ­რობს. "მო­ნა­კოს გრან პრი" "ფორ­მუ­ლა 1"-ის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი რბო­ლა გახ­ლავთ. რე­ნი­ეს მემ­კვიდ­რე­ე­ბი გა­უჩ­ნდა - ის ორი პრინ­ცე­სა­სა და პრინ­ცის მამა გახ­და (პრინ­ცე­სა კა­რო­ლი­ნა (1957), მემ­კვიდ­რე პრინ­ცი ალ­ბერტ II (1958), პრინ­ცე­სა სტე­ფა­ნია (1965)

XX სა­უ­კუ­ნის და­სას­რუ­ლის­თვის რე­ნი­ეს პი­რა­დი ქო­ნე­ბა მი­ლი­არ­დნა­ხე­ვარ დო­ლარს აჭარ­ბებ­და. კა­ნო­ნე­ბის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გზით, მან მო­ა­ხერ­ხა ონა­სი­სის­თვის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის წარ­თმე­ვა. მას შემ­დეგ, დღემ­დე, კა­ზი­ნო­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მო­ნა­კოს სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნა­ში შე­დის.

პრინ­ცე­სა გრე­ი­სი. მთე­ლი თა­ვი­სი ელე­გან­ტუ­რო­ბა და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა მსა­ხი­ობ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის უმ­თავ­რეს როლ­ში - პრინ­ცე­სას, მე­უღ­ლი­სა და დე­დის როლ­ში ჩა­აქ­სო­ვა. გრე­ი­სი გა­თხო­ვე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე წელს ქველ­მოქ­მე­დე­ბით და­კავ­და - 1956 წელს სა­შო­ბაო ნაძ­ვის ხე მო­ა­წყო სა­სახ­ლე­ში სა­მე­ფოს ბავ­შვე­ბის­თვის. ეს ყო­ველ­წლი­უ­რი ტრა­დი­ცია გახ­და, ისე­ვე რო­გორც ხან­დაზ­მუ­ლე­ბი­სა და შშმ პი­რე­ბის ჩა­ი­ზე და­პა­ტი­ჯე­ბა, რო­მელ­თაც გრე­ი­სი პი­რა­დად ასა­ჩუქ­რებ­და. გრე­ის­მა მო­ნა­კო­ში სა­ა­ვად­მყო­ფო და სა­ბავ­შვო ბაღი გახ­სნა, ინა­ხუ­ლებ­და მზრუნ­ვე­ლო­ბა მოკ­ლე­ბულ ბავ­შვთა სახ­ლს. გრე­ი­სის შე­მოქ­მე­დე­ბით ნა­ტუ­რას სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ში დიდი გა­სა­ქა­ნი არ ჰქონ­და. კი­ნო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც ზედ­მე­ტი იყო, მაგ­რამ მან მო­ა­ხერ­ხა კომ­პრო­მი­სუ­ლი ვა­რი­ან­ტის პოვ­ნა - პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებს მარ­თავ­და. ბი­ლე­თე­ბი ელ­ვის სის­წრა­ფით იყი­დე­ბო­და, დარ­ბა­ზი ბო­ლომ­დე ივ­სე­ბო­და. მან კონ­ცერ­ტე­ბით მთე­ლი ევ­რო­პა მო­ი­ა­რა.

ემ­ზა­დე­ბო­და ამე­რი­კის ტურ­ნეს­თვის. შინ მას არა­ფე­რი აჩე­რებ­და. შვი­ლე­ბი გა­ი­ზარ­დნენ და დე­დის მზრუნ­ვე­ლო­ბა უკვე სა­ჭი­რო აღარ იყო. ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ცივ­და. გრე­ისს უამ­რა­ვი ერ­თგუ­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და, ხში­რად, მას­ზე უმ­ცრო­სი. ყვი­თე­ლი პრე­სა მათ "სა­თა­მა­შო ბი­ჭებს" უწო­დებ­და.

ზღა­პარს მიღ­მა. ქალი-გრე­ი­სი კი ქორ­წი­ნე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რი არ ყო­ფი­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნელ წლებ­ში. რე­ნი­ეს უმი­ზე­ზო აგ­რე­სი­ის შე­ტე­ვე­ბი ემარ­თე­ბო­და, მას შე­ეძ­ლო ცო­ლის­თვის ღვი­ნის ბო­კა­ლი ეს­რო­ლა, ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით და­ემ­ცი­რე­ბი­ნა. გრე­ისს არა­სო­დეს უტი­რია, არ გა­უ­მარ­თავს ის­ტე­რი­კა. რბი­ლი, მშვი­დი ხმით უბ­რძა­ნებ­და მო­ახ­ლეს, შე­ეც­ვა­ლათ მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის­თვის შე­ეც­ვა­ლათ ბო­კა­ლი.

შე­საძ­ლოა, რე­ნიე მე­უღ­ლის სა­ყო­ველ­თაო დი­დე­ბას ვერ ეგუ­ე­ბო­და და ეჭ­ვი­ა­ნობ­და. მო­ნა­კოს ცხოვ­რე­ბის დონე სულ უფრო მაღ­ლდე­ბო­და, და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ამას პრინ­ცე­სა გრე­ი­სის გა­მო­ჩე­ნას უკავ­ში­რებ­და. მას მო­ნა­კო­ე­ლე­ბის თი­ლის­მად და აყ­ვა­ვე­ბის სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნევ­დნენ. შე­საძ­ლოა, რე­ნი­ეს აღო­ნებ­და ის ფაქ­ტი, რომ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა და­ი­ვი­წყეს მისი ამა­გი და ძა­ლის­ხმე­ვა, რაც მან კრი­ზი­სის დროს გას­წია. ან შე­საძ­ლოა, მათ ვერ იპო­ვეს ერ­თმა­ნეთ­ში ის, რა­საც ეძებ­დნენ... ან მათ შო­რის კვლავ ჟი­ზე­ლი და კა­სი­ნი იდ­გნენ... 38 წლის ასაკ­ში გრე­ის­მა სე­რი­ო­ზუ­ლი ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა, რის შემ­დე­გაც შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა არ შე­ეძ­ლო. ორ­გა­ნიზ­მის ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ფონი და­ირ­ღვა. თავი იჩი­ნა ჰი­პერ­ტო­ნულ­მა კრიზ­მა, უძი­ლო­ბამ. გრე­ი­სი ცდი­ლობ­და, დეპ­რე­სი­ა­ში არ ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო. რე­გუ­ლა­რუ­ლად ცუ­რავ­და აუზ­ში, და­კა­ვე­ბუ­ლი იყო აუ­ტოტ­რე­ნინ­გით, სა­ღა­მო­ო­ბით მღე­რო­და. მაგ­რამ ხან­და­ხან წყო­ბი­ლე­ბი­დან გა­მო­დი­ო­და, ტი­რო­და, უარს ამ­ბობ­და საკ­ვებ­ზე, სა­ა­თო­ბით ჩუ­მად იყო.

ამ­ბო­ბენ, რო­დე­საც ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­და თავს, იკე­ტე­ბო­და თა­ვის ოთახ­ში, სკივ­რი­დან იღებ­და ფა­ი­ფუ­რის თო­ჯი­ნას და წარ­მოთ­ქვამ­და ფრა­ზას, მხო­ლოდ მის­თვის გა­სა­გებ "თო­ჯი­ნე­ბის ენა­ზე". გრე­ის-პატ­რი­სია კელი - XX სა­უ­კუ­ნის სა­ო­ცა­რი და ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა. მან მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბას მი­აღ­წია, გახ­და კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი (გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მე­ბი­ში: "შუ­ა­დღე", "მო­გამ­ბა", "ტოკო-რი", "სოფ­ლე­ლი გო­გო­ნა", "გედი", "მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა", და სხვ.) და ნამ­დვილ პრინცს გაჰ­ყვა ცო­ლად... 1982 წლის 14 სექ­ტემ­ბერს 53 წლის პრინ­ცე­სა გრე­ი­სი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა...

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

გრეის კელი - ნამდვილი ამბავი ზღაპრის მიღმა...

გრეის კელი - ნამდვილი ამბავი ზღაპრის მიღმა...

1955 წელს მონაკოში სამი ისტორიული პერსონის გზა გადაიკვეთა. პირველი - პრინცი რენიე, პატარა სამეფოს მმართველი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინაშე ვალდებულებების გამო იძულებული გახდა, პირად ბედნიერებაზე და სიყვარულზე უარი ეთქვა, მეორე - მონაკოში "საგადასახადო სამოთხის" შენარჩუნებაში დაინტერესებული მილიარდერი ონასისი, და მესამე - გრეის კელი, ჰოლივუდის ვარსკვლავი და ჩვეულებრივი ქალი, რომელიც ქალურ ბედნიერებაზე ოცნებობდა... რა მიიღო საბოლოო ჯამში თითოეულმა?

რენიე შეყვარებული იყო. მისი რჩეული - ჟიზელ პასკალი, მსახიობი, ქალი მშვენიერი სევდიანი თვალებით. ისინი უკვე 6 წელია ერთად არიან. ბედნიერები, განუყრელები, ერთმანეთს შესანიშნავად ავსებენ. მაგრამ... წყვილი უნდა დაშორდეს. ჟიზელს არასოდეს ეყოლება შვილები, რენიეს კი არ აქვს უფლება, მემკვიდრის გარეშე დარჩეს.

მოვლენების მსგავსი განვითარება არ აწყობდა ონასისს. 1949 წელს რენიემ, რომელსაც მემკვიდრეობად გაპარტახებული სამეფო ერგო, ბერძენ მილიონერს "Societe des Bains de Mer"-ის, მონაკოს საუკეთესო უძრავი ქონების მფლობელი კომპანიის საკონტროლო პაკეტი მიჰყიდა. ონასისმა სამეფოს წესრიგში მოიყვანა დაიწყო: აღადგინა კაზინოები, სასტუმროები, ააშენა ახალი იპოდრომი, მოაწყო ნავმისადგომები. ის, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყო თავისი ინვესტიციების მომგებიანობაში, ამიტომაც, პრინცისთვის საცოლის შერჩევა მოინდომა. მისი საქმიანი ინტერესები ახალ მსოფლიოს უკავშირდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ საცოლე ამერიკელი კინოვარსკვლავი უნდა გამხდარიყო.

არისტოტელე ონასისი: "რენიე, ნუ ფიქრობთ, რომ თქვენი მტერი ვარ. ჩვენ პარტნიორები ვართ: მე 52%-ს ვფლობ, თქვენ - 48%-ს. მე ფულს ვაბანდებ,თქვენ - სახელს, წოდებასა და რეპუტაციას. ომის დროს თქვენი სამეფო ნაცისტების დასასვენებელ სახლს ჰგავდა, სადაც გერმანელი გენერლები ფარშევანგებივით დაგოგმანებდნენ. ამიტომაც არ სურს ხალხს აქ ჩამოსვლა. უნდა დავუბრუნოთ მონაკოს დადებითი იმიჯი, მივიქციოთ პუბლიკის ყურადღება, თქვენი სახელმწიფო მსოფლიოს ახალი ამბების ცენტრად უნდა ვაქციოთ! ნება მიბოძეთ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე გესაუბროთ. უნდა დაქორწინდეთ და მემკვიდრე გააჩინოთ. ცოლად კი ძალიან ცნობილი ქალი უნდა მოიყვანოთ, პლანეტის ყველაზე ცნობილი ქალი... მერილინ მონროზე რას ფიქრობთ? ახლახან გავიცანი, ის თავის ბეისბოლისტს, დი მაჯიოს დაშორდა.

მთავარია, დრო არ დავკარგოთ. ის ხომ მერილინ მონროა! დამთქნარებასაც ვერ მოასწრებ და ცხვირწინ აგწაპნიან! ელვის სისწრაფით უნდა ვიმოქმედოთ. ერთი სიტყვით, მე უკვე დავიწყე მოლაპარაკებები. პირდაპირ ვკითხე მას: სურს თუ არა თქვენი გაცნობა. იცით რა მიპასუხა? "დამტოვეთ მასთან უდაბნოში ორი დღით და პრინცი ცოლად მომიყვანს". რენიეს გაუკვირდა: - ღმერთო, რატომ მაინც და მაინც უდაბნოში? - აღმოჩნდა, რომ მერილინს მონაკო და მაროკო აერია ერთმანეთში. არ არის გოგონა გეოგრაფიაში ძლიერი, ამას რა მნიშვნელობა აქვს? - განაგრძო ონასისმა - მთავარია, ის ყველაფრისთვის მზად არის, კინოდან სამუდამოდ წამოსვლაზეც კი. ერთ კვირაში კანის კინოფესტივალი იწყება, პირადად გაგაცნობთ მას..."

მერილინი კანის კინოფესტივალზე არ ჩავიდა, პრინც რენიეს ამერიკელი დრამატურგი ართურ მილერი ამჯობინა. ფესტივალის მთავარი ვარსკვლავი კი ქერა, მწვანეთვალება გრეის კელი გახდა, რომელიც ალფრედ ჰიჩკოკის ბოლო ფილმებში ბრწყინავდა.

გრესი პატრისია კელი, ვინ არის ის?... ერთნი მასში ანგარებიან კინოდივას ხედავდნენ, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად ასრულებდა პატარა სახელმწიფოს პრინცესის როლს. სხვები მას გამოცდილ კახპად მიიჩნევდნენ, რომელიც უსირცხვილოდ იცვლიდა საყვარლებს... მაგრამ ამ ბრწყინვალებისა და სკანდალური სენსაციების მიღმა მარტოხელა, მოაზროვნე სული იმალებოდა. ქალის სული, რომელიც ბედნიერებაზე ოცნებობდა, და რომელიც ამ ბედნიერების მახეში გაება.

გრეისი შესანიშნავად იყო აღზრდილი, თავაზიანი და კეთილმოსურნე, სხვების ყურადღებით მოსმენა შეეძლო, ბრწყინვალედ ფლობდა წერისა და საუბრის კულტურას, ულამაზესი ხმის პატრონი იყო. კარგად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებების მიღება ეხერხებოდა, მუდამ აღწევდა დასახულ მიზანს. მისი კერპი ინგრიდ ბერგმანი გახლდათ. 18 წლიდან საკუთარი ძალებით ირჩენდა თავს და იხდიდა სწავლის საფასურს. მასში წარმოუდგენლად ერწყმოდა მანკიერება და სინაზე, პრაქტიკული და მეოცნებე ქალი. გარეგნულად "ცივი ლედი", რომელშიც პატარა ეშმაკი ბუდობდა. შესაძლოა, სწორედ ეს იდუმალი გაორება მოსწონდა მასში გენიალურ ჰიჩკოკს. "ის არის ვულკანი თოვლის ქვეშ, - ამბობდა რეჟისორი საყვარელ მსახიობზე, "მისი ცივი, ხაზგასმულად რესპექტაბელური გარეგნობის მიღმა წარმოუდგენელი ვნება იმალება".

გრეის კელის საყვარელი მამაკაცები

19 წლის გრეისს სამსახიობო ხელოვნების პედაგოგი დონ რიჩარდსონი შეუყვარდა. ეს მისი პირველი და დიდი რომანტიკული სიყვარული გახლდათ. წყვილი მალულად ხვდებოდა ერთმანეთს. გრეისის მშობლებთან რიჩარდსონის გაცნობა კრახით დასრულდა. მამამ იეჭვა, რომ ის ებრაელი იყო, და როგორც მორწმუნე კათოლიკემ, კატეგორიული უარი განაცხადა სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან დამოყვრებაზე.

ალექს, დ’არსი. იმ მომენტისთვის სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი, რომელიც უკვე 20-ზე მეტ ფილმში გადაიღეს. ბოჰემის ნებიერა, რომელიც გრეისზე თითქმის ორჯერ უფროსი იყო. ალექსი იხსენებდა, რომ გრეისი ძალიან "სექსუალური, ნაზი და ვნებიანი იყო".

კლარკ გეიბლი. ფილმმა "მოგამბო" გრეისს ოსკარის ნომინაცია და... მთავარი როლის შემსრულებელ კლარკ გეიბლთან რომანი მოუტანა. კელის მუდამ იზიდავდა შუა ხნის მამაკაცები, რაღაცით მამამისის მსგავსი. გადაღებების დასრულების შემდეგ გეიბლმა ურთიერთობას წერტილი დაუსვა. გრეისი აეროპორტში ყველას დასანახად ატირდა...

რეი მილანდი. პარტნიორი ჰიჩკოკის ფილმში "აკრიფეთ მკვლელის ნომერი". მათ რომანს სკანდალი მოჰყვა - მილანდი დაქორწინებული იყო, მის მეუღლეს კი გავლენიანი მეგობრები ჰყავდა.

უილიამ ჰოლდენი. პარტნიორი ფილმში "ტოკო-რი". გათხოვების მორიგი მცდელობა, და გრეისის მამისგან მორიგი სასიძოს დაწუნება...

ოლეგ კასინი. გრეისს ბოლო რომანი იტალიელ მოდელიერთან და დიზაინერთან, ოლეგ კასინისთან ჰქონდა - რუსი დიდგვაროვანი ემიგრანტების შთამომავალთან. ეს ურთიერთობა ყველაზე ხანგრძლივი და სერიოზული გამოდგა. გრეისმა სიხარულით მიიღო კასინის წინადადება, მაგრამ ოჯახმა კვლავ უარყო ქალიშვილის არჩევანი. თავად ოლეგმაც არ დაიჟინა - მისი წინა ორი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და კასინი არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა გრეისის გაბედნიერებას.

პრინცთან გაცნობა. 1955 წელი. გრეისს, რომელიც უკვე 11 ფილმში გადაიღეს, რომელსაც ორი "ოქროს გლობუსი" და "ოსკარი" ჰქონდა მიღებული, შესთავაზეს ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობა კანის კინოფესტივალზე. ჟურნალმა Paris Match ამერიკის ერთ-ერთი ულამაზესი ქალისა და ევროპელი მონარქის ერთობლივი ფოტოსესია მოაწყო.

შეხვედრა შედგა. მის კელიმ და მონაკოს პრინცმა რენიე III-მ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ფოტოგრაფებმა კი ეს მომენტი ფირზე აღბეჭდეს. პრინცმა გრეისს სასახლე დაათვალიერებინა, ბაღში გაასეირნა. როდესაც კელის ჰკითხეს, თუ როგორ მოეწონა პრინცი, მან უპასუხა: "მომხიბვლელია, ჩემი აზრით, ძალიან მომხიბვლელია". შემდეგ პრინცს მოკლე, თავაზიანი ბარათი გაუგზავნა, სადაც მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ასე დაიწყო მათი მიმოწერა, რომელიც ნახევარ წელიწადს გაგრძელდა. სავარაუდოდ, მერილინის გრეის კელით ჩანაცვლებაში ონასისის ხელი ერია: კანის კინოფესტივალში მისი ჩამოსვლის ორგანიზება მოაწყო, შემდეგ კი დაარწმუნა, გაეგზავნა პრინცისთვის ბარათი.

ნიშნობა. რენიემ დაქორწინება მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც შეიტყო, რომ მის საცოლეს შვილის გაჩენა შეუძლია. ნიშნობა 1955 წლის დეკემბერში, გრეისის სამშობლოში, ფილადელფიაში შედგა. გრეისი სიხარულისგან ცაში დაფრინავდა - ოჯახის შექმნის სურვილი, მიმზიდველი სოციალური სტატუსი, ზღაპარში აღმოჩენა - ყველა ოცნება უსრულდებოდა. ალფრედ ჰიჩკოკს კი ეს ამბავი არ მოეწონა: ქორწილის შემდეგ, ქმრის ბრძანებით, კელიმ კინოში გადაღებას თავი დაანება. მეტიც, რენიემ აკრძალა მონაკოს ტერიტორიაზე გრეისის მონაწილეობით ფილმების ჩვენება.

საუკუნის ქორწილი. 1956 წლის აპრილში ჯვრისწერის ცერემონიალი გაიმართა. გრეის კელისა და პრინც რენიეს ქორწილი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ მოვლენად მიიჩნევა. ამბობენ, ამ დღეს შეიძლება თანამედროვე შოუ ბიზნესის დაბადების დღე ეწოდოს. დღეს, შორიდან, შეგვიძლია ონასისის "პიარის" გენიალური ნიჭის სათანადოდ შეფასება. ძველი ევროპის მთელმა სილამაზემ და ფუფუნებამ მოიყარა იმ დღეს თავი მონაკოს კათედრალურ ტაძარში, რომელიც იასამნითა და თეთრი ლილიებით იყო მორთული. რენიეს ნაპოლეონის ეპოქის სტილიზებული მუნდირი ემოსა, პატარძალს კი სპილოს ძვლისფერი კაბა-შედევრი, რომელიც ჰოლივუდის კოსტიუმერმა, ელენ როუზმა შეკერა. კაბის შესაქმნელად 25 მეტრი საუკეთესო აბრეშუმი და 100 მეტრი აბრეშუმის მაქმანი გამოიყენეს, რომელიც ქორწილამდე 125 წლით ადრე დაამზადეს ფრანგმა მემაქმანეებმა. თავსაბურავისთვის კი ათასობით მარგალიტი. გრეის კელის საპატარძლო კაბა ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში ინახება.

600 მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დიპლომატები, ქვეყნის მეთაურები, კინოვარსკვლავები, ცნობილი ბიზნესმენები. ამბობენ, რომ ოსკარის დაჯილდოვების დროსაც კი არ მოუყრია თავი ერთად ამდენ ვარსკვლავს. ქორწილის პირდაპირი ტრანსლაცია ევროპის 9 ქვეყანაში მიმდინარეობდა, მას 33 მილიონი ადევნებდა თვალს.

შედეგი. მრავალი წლის განმავლობაში მონაკო მაღალი საზოგადოების ახალი ამბების მიმწოდებელი გახდა მოდური ჟურნალებისათვის, რომელთაც იგი საკულტო დასასვენებელ ადგილად აქციეს. ონასისის იდეამ გაჭრა. მონაკო ნატიფ პუბლიკას იზიდავდა, ნავსადგომებში ძვირად ღირებული იახტები იწონებდნენ თავს, კაზინო სრული დატვირთვით ამუშავდა. ყოველწლიყრად მონაკოს 4 მილიონი ტურისტი სტუმრობს. "მონაკოს გრან პრი" "ფორმულა 1"-ის ყველაზე პრესტიჟული რბოლა გახლავთ. რენიეს მემკვიდრეები გაუჩნდა - ის ორი პრინცესასა და პრინცის მამა გახდა (პრინცესა კაროლინა (1957), მემკვიდრე პრინცი ალბერტ II (1958), პრინცესა სტეფანია (1965)

XX საუკუნის დასასრულისთვის რენიეს პირადი ქონება მილიარდნახევარ დოლარს აჭარბებდა. კანონების მანიპულაციის გზით, მან მოახერხა ონასისისთვის საკონტროლო პაკეტის წართმევა. მას შემდეგ, დღემდე, კაზინოდან მიღებული შემოსავალი მონაკოს სახელმწიფო ხაზინაში შედის.

პრინცესა გრეისი. მთელი თავისი ელეგანტურობა და მომხიბვლელობა მსახიობმა თავისი ცხოვრების უმთავრეს როლში - პრინცესას, მეუღლისა და დედის როლში ჩააქსოვა. გრეისი გათხოვებიდან პირველივე წელს ქველმოქმედებით დაკავდა - 1956 წელს საშობაო ნაძვის ხე მოაწყო სასახლეში სამეფოს ბავშვებისთვის. ეს ყოველწლიური ტრადიცია გახდა, ისევე როგორც ხანდაზმულებისა და შშმ პირების ჩაიზე დაპატიჯება, რომელთაც გრეისი პირადად ასაჩუქრებდა. გრეისმა მონაკოში საავადმყოფო და საბავშვო ბაღი გახსნა, ინახულებდა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს. გრეისის შემოქმედებით ნატურას სამეფო სასახლეში დიდი გასაქანი არ ჰქონდა. კინოში დაბრუნებაზე საუბარიც ზედმეტი იყო, მაგრამ მან მოახერხა კომპრომისული ვარიანტის პოვნა - პოეზიის საღამოებს მართავდა. ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდებოდა, დარბაზი ბოლომდე ივსებოდა. მან კონცერტებით მთელი ევროპა მოიარა.

ემზადებოდა ამერიკის ტურნესთვის. შინ მას არაფერი აჩერებდა. შვილები გაიზარდნენ და დედის მზრუნველობა უკვე საჭირო აღარ იყო. ქმართან ურთიერთობა გაცივდა. გრეისს უამრავი ერთგული თაყვანისმცემელი ჰყავდა, ხშირად, მასზე უმცროსი. ყვითელი პრესა მათ "სათამაშო ბიჭებს" უწოდებდა.

ზღაპარს მიღმა. ქალი-გრეისი კი ქორწინებაში ბედნიერი არ ყოფილა, განსაკუთრებით, ცხოვრების უკანასკნელ წლებში. რენიეს უმიზეზო აგრესიის შეტევები ემართებოდა, მას შეეძლო ცოლისთვის ღვინის ბოკალი ესროლა, ხალხის თანდასწრებით დაემცირებინა. გრეისს არასოდეს უტირია, არ გაუმართავს ისტერიკა. რბილი, მშვიდი ხმით უბრძანებდა მოახლეს, შეეცვალათ მისი უდიდებულესობისთვის შეეცვალათ ბოკალი.

შესაძლოა, რენიე მეუღლის საყოველთაო დიდებას ვერ ეგუებოდა და ეჭვიანობდა. მონაკოს ცხოვრების დონე სულ უფრო მაღლდებოდა, და უამრავი ადამიანი ამას პრინცესა გრეისის გამოჩენას უკავშირებდა. მას მონაკოელების თილისმად და აყვავების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. შესაძლოა, რენიეს აღონებდა ის ფაქტი, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა დაივიწყეს მისი ამაგი და ძალისხმევა, რაც მან კრიზისის დროს გასწია. ან შესაძლოა, მათ ვერ იპოვეს ერთმანეთში ის, რასაც ეძებდნენ... ან მათ შორის კვლავ ჟიზელი და კასინი იდგნენ... 38 წლის ასაკში გრეისმა სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც შვილების გაჩენა არ შეეძლო. ორგანიზმის ჰორმონალური ფონი დაირღვა. თავი იჩინა ჰიპერტონულმა კრიზმა, უძილობამ. გრეისი ცდილობდა, დეპრესიაში არ ჩავარდნილიყო. რეგულარულად ცურავდა აუზში, დაკავებული იყო აუტოტრენინგით, საღამოობით მღეროდა. მაგრამ ხანდახან წყობილებიდან გამოდიოდა, ტიროდა, უარს ამბობდა საკვებზე, საათობით ჩუმად იყო.

ამბობენ, როდესაც ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, იკეტებოდა თავის ოთახში, სკივრიდან იღებდა ფაიფურის თოჯინას და წარმოთქვამდა ფრაზას, მხოლოდ მისთვის გასაგებ "თოჯინების ენაზე". გრეის-პატრისია კელი - XX საუკუნის საოცარი და ძლიერი პიროვნება. მან მსოფლიო აღიარებას მიაღწია, გახდა კინოვარსკვლავი (გადაღებულია ფილმებიში: "შუადღე", "მოგამბა", "ტოკო-რი", "სოფლელი გოგონა", "გედი", "მაღალი საზოგადოება", და სხვ.) და ნამდვილ პრინცს გაჰყვა ცოლად... 1982 წლის 14 სექტემბერს 53 წლის პრინცესა გრეისი ავტოკატასტროფაში დაიღუპა...

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს