პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეეშალა პრეზიდენტს?!
რა შეეშალა პრეზიდენტს?!

5 აპ­რილს ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 8 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 73-ე მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის "სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" 108-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის შე­სა­ბა­მი­სად და­ნიშ­ნა, ხოლო აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არ­ჩევ­ნე­ბი "აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის მე-10 მუხ­ლის მე-4 პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად.

ორი­ვე გან­კარ­გუ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მე­ო­რე დღეს­ვე გა­და­ეგ­ზავ­ნა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ის შემ­დეგ გან­კარ­გუ­ლე­ბა "სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ში" უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე კი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია იწყე­ბა. ამას სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის ორი­ვე გან­კარ­გუ­ლე­ბა ძა­ლა­ში 8 აგ­ვის­ტო­დან შევა.

...და და­ი­წყო გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა პო­ლი­ტი­კურ, სა­მარ­თლებ­რივ და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წრე­ებ­ში.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" შე­ფა­სე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­სი სპონ­ტა­ნუ­რად და არა­თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად წა­რი­მარ­თა, რა­მაც სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­უ­გებ­რო­ბე­ბი წარ­მოშ­ვა. არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღის და­ნიშ­ვნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ორ­გა­ნი­ზა­ცია სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი" მი­მარ­თავს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, პრე­ზი­დენტს, მთავ­რო­ბას, პარ­ლა­მენტს, ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას, გა­ა­კე­თონ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბე­ბი, კა­ნო­ნის რო­მე­ლი ნორ­მის სა­ფუძ­ველ­ზე არის შე­საძ­ლე­ბე­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­წყე­ბა 8 აგ­ვის­ტოს და არა "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით" დად­გე­ნი­ლი წე­სით - არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე".

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ: "უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" 45-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის თა­ნახ­მად, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბა უკავ­შირ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას და არა მისი ძა­ლა­ში შეს­ვლის თა­რიღს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ სა­მარ­თლებ­რივ აქ­ტის კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის (აგი­ტა­ცი­ის) რე­ჟი­მი აქ­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ავ­ტო­მა­ტუ­რად ამოქ­მედ­დე­ბა".

"ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია" კი მი­იჩ­ნევს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა არ­ჩევ­ნე­ბის 8 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბის კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ა­ზე უარი უნდა თქვას. რო­გორც საია-ს თავ­მჯდო­მა­რე ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, თუკი პრე­მი­ე­რი პრე­ზი­დენტს მის­სა­ვე გან­კარ­გუ­ლე­ბას, მი­ნი­მუმ ორ არ­გუ­მენტზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბით უკან და­უბ­რუ­ნებს. "ამ შემ­თხვე­ვა­ში, ორი არ­გუ­მენ­ტით - ერთი იმი­ტომ, რომ გა­და­ვა­დე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არის გა­ურ­კვე­ვე­ლი და მე­ო­რე იმი­ტომ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე, ვფიქ­რობ, რომ გან­კარ­გუ­ლე­ბა პრე­მი­ერ­მა უნდა და­უბ­რუ­ნოს პრე­ზი­დენტს მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნით", - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბებს პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა­ზე პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბის 8 აგ­ვის­ტო­დან ამოქ­მე­დე­ბას "ტა­კი­მას­ხა­რა­ო­ბა" უწო­და: "გუ­შინ შე­იკ­რიბ­ნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ისე, ბავ­შვე­ბი რომ შეკ­რი­ბე­ბი­ან და "იბურ­ჭა­ლე­ბენ". შემ­დეგ გა­მო­ვი­და პრე­ზი­დენ­ტი, ჩა­ა­ტა­რა ბრი­ფინ­გი და დღეს თქვა, რომ "ნი­ჩუ­რი­ტი" მე­კა­ვაო. ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტის მი­მართ, რო­გო­რიც არის არ­ჩევ­ნე­ბი. არ­ჩევ­ნე­ბი 8-ში და­ი­ნიშ­ნე­ბა, 1-ში თუ 25-ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­მარ­ცხდე­ბა, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რო­გორც უდ­გე­ბი­ან სა­კითხს, ეს არის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რმა გი­ორ­გი ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღის გა­მო­ცხა­დე­ბა, რაც მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ო­ბი­სა და გა­უთ­ვიც­ნო­ბი­ე­რებ­ლო­ბის გამო, დიდ გა­უ­გებ­რო­ბად და სა­ჯილ­დაო ქვად იქცა". ცა­გა­რე­იშ­ვი­ლის თქმით, შე­იძ­ლე­ბო­და, პრე­ზი­დენტს მხო­ლოდ ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რად გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას 8 ოქ­ტომ­ბრის­თვის გეგ­მავ­და და რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის გა­მო­ცე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლი­ყო. რო­გორც ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, როცა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­და­წყვე­ტი­ლად თქვა, რომ არ­ჩევ­ნებს 8 ოქ­ტომ­ბრი­სათ­ვის ნიშ­ნავს, შე­სა­ბა­მის გან­კარ­გუ­ლე­ბას კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ის­თვის უგ­ზავ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, აქ კი, უკვე პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა, რად­გან მისი მხრი­დან არა­ნა­ი­რი 8 აგ­ვის­ტო ნახ­სე­ნე­ბი არ ყო­ფი­ლა.

"უკვე ჩნდე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მა­ტი­კა, თუ რას ნიშ­ნავს არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვის დღე, რო­მე­ლია ეს დღე, რო­მე­ლია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის თა­რი­ღი, რა­ტომ 60 დღით ადრე და არა - 90 დღით ადრე ასე შემ­დეგ. პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა ის, რომ პარ­ტი­ე­ბი 8 ოქ­ტომ­ბერ­ზე იყ­ვნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და 8 ოქ­ტომ­რი­სათ­ვის მო­ემ­ზა­დონ, მაგ­რამ ჩნდე­ბა ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი - გუ­შინ, როცა თა­რი­ღი გავ­რცელ­და, იქვე მე­ო­რე თა­რიღ­ზე - 8 აგ­ვის­ტო­ზე არა­ფე­რი იყო ნათ­ქვა­მი. ით­ქვა მხო­ლოდ 8 ოქ­ტომ­ბრის შე­სა­ხებ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მიჩ­ნდა ეჭვი, რომ 5 აპ­რილს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უბ­რა­ლოდ რა­ღა­ცე­ე­ბი ვერ გათ­ვა­ლა და ვერ გან­სა­ზღვარ­ვა ის, რომ რო­გორც კი, პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი და მთავ­რო­ბის მიერ კონ­ტრა­სიგ­ნი­რე­ბუ­ლი კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი ძა­ლა­ში შე­ვი­დო­და, ამოქ­მედ­დე­ბო­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით" გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი. მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი გა­ნა­ცხა­დი იყო და ამის შემ­დეგ მთავ­რო­ბა­ში მო­ი­საზ­რეს, აწონ-და­წო­ნეს ყვე­ლა ის რის­კი, რაც აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და - როცა მკვიდ­რდე­ბა თა­მა­შის წე­სე­ბი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი თვით ადრე, უამ­რა­ვი რამ იზღუ­დე­ბა და ამ შე­ზღუდ­ვე­ბის 6-თვით ადრე და­წე­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის კარ­გი იყოს, მაგ­რამ საქ­მე იმა­შია, რამ­დე­ნად გა­მო­ად­გე­ბა ეს ქვეყ­ნის გა­მარ­თულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ: "არა­სე­რი­ო­ზუ­ლი კაცი" - 7-ჯერ გაჭ­რი­სა და ერთხელ გა­ზომ­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი ტრა­გი­კო­მე­დია?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რა შეეშალა პრეზიდენტს?!

რა შეეშალა პრეზიდენტს?!

5 აპრილს ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.

პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დანიშნა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

ორივე განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მეორე დღესვე გადაეგზავნა. როგორც ცნობილია, კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება "საკანონმდებლო მაცნეში" უნდა გამოქვეყნდეს, გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია იწყება. ამას საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირის ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა.

...და დაიწყო გაუთავებელი ვნებათაღელვა პოლიტიკურ, სამართლებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციების წრეებში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების პროცესი სპონტანურად და არათანამიმდევრულად წარიმართა, რამაც სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა. არჩევნების თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილებას ორგანიზაცია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა: "სამართლიანი არჩევნები" მიმართავს შესაბამის უწყებებს, პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ოფიციალური განმარტებები, კანონის რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება 8 აგვისტოს და არა "საარჩევნო კოდექსით" დადგენილი წესით - არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე".

"სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ: "უნდა აღინიშნოს, რომ "საარჩევნო კოდექსის" 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება უკავშირდება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას და არა მისი ძალაში შესვლის თარიღს. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივ აქტის კონტრასიგნაციის შემთხვევაში, არჩევნები დანიშნულად ჩაითვლება და წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) რეჟიმი აქტის გამოქვეყნებისთანავე ავტომატურად ამოქმედდება".

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების თაობაზე პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი უნდა თქვას. როგორც საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება, თუკი პრემიერი პრეზიდენტს მისსავე განკარგულებას, მინიმუმ ორ არგუმენტზე დაფუძნებული მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნებს. "ამ შემთხვევაში, ორი არგუმენტით - ერთი იმიტომ, რომ გადავადების სამართლებრივი საფუძველი არის გაურკვეველი და მეორე იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პროცესზე, ვფიქრობ, რომ განკარგულება პრემიერმა უნდა დაუბრუნოს პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნით", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებებს პრეზიდენტის განკარგულების შესახებ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა არჩევნების დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულებების 8 აგვისტოდან ამოქმედებას "ტაკიმასხარაობა" უწოდა: "გუშინ შეიკრიბნენ პრემიერ-მინისტრთან ისე, ბავშვები რომ შეკრიბებიან და "იბურჭალებენ". შემდეგ გამოვიდა პრეზიდენტი, ჩაატარა ბრიფინგი და დღეს თქვა, რომ "ნიჩურიტი" მეკავაო. ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტის მიმართ, როგორიც არის არჩევნები. არჩევნები 8-ში დაინიშნება, 1-ში თუ 25-ში, "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად გაიმარჯვებს და "ქართული ოცნება" დამარცხდება, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც უდგებიან საკითხს, ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ "არჩევნების თარიღის გამოცხადება, რაც მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის სასიხარულო ინფორმაცია შეიძლება ყოფილიყო, ხელისუფლების წარმომადგენლების საქმეში ჩაუხედაობისა და გაუთვიცნობიერებლობის გამო, დიდ გაუგებრობად და საჯილდაო ქვად იქცა". ცაგარეიშვილის თქმით, შეიძლებოდა, პრეზიდენტს მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გამოეცხადებინა, რომ არჩევნების დანიშვნას 8 ოქტომბრისთვის გეგმავდა და რაიმე სამართლებრივი აქტის გამოცემაზე საუბარი არ ყოფილიყო. როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, როცა გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილად თქვა, რომ არჩევნებს 8 ოქტომბრისათვის ნიშნავს, შესაბამის განკარგულებას კონტრასიგნაციისთვის უგზავნის პრემიერ-მინისტრს, აქ კი, უკვე პრობლემები შეიქმნა, რადგან მისი მხრიდან არანაირი 8 აგვისტო ნახსენები არ ყოფილა.

"უკვე ჩნდება სამართლებრივი პრობლემატიკა, თუ რას ნიშნავს არჩევნების დანიშვის დღე, რომელია ეს დღე, რომელია გამოქვეყნების თარიღი, რატომ 60 დღით ადრე და არა - 90 დღით ადრე ასე შემდეგ. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ის, რომ პარტიები 8 ოქტომბერზე იყვნენ ორიენტირებული და 8 ოქტომრისათვის მოემზადონ, მაგრამ ჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი - გუშინ, როცა თარიღი გავრცელდა, იქვე მეორე თარიღზე - 8 აგვისტოზე არაფერი იყო ნათქვამი. ითქვა მხოლოდ 8 ოქტომბრის შესახებ. აქედან გამომდინარე გამიჩნდა ეჭვი, რომ 5 აპრილს მთავრობის კანცელარიაში შეკრებილმა საზოგადოებამ უბრალოდ რაღაცეები ვერ გათვალა და ვერ განსაზღვარვა ის, რომ როგორც კი, პრეზიდენტის მიერ გამოცემული და მთავრობის მიერ კონტრასიგნირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ძალაში შევიდოდა, ამოქმედდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით "საარჩევნო კოდექსით" გათვალისწინებული შეზღუდვები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მოუმზადებელი განაცხადი იყო და ამის შემდეგ მთავრობაში მოისაზრეს, აწონ-დაწონეს ყველა ის რისკი, რაც აქედან გამომდინარეობდა - როცა მკვიდრდება თამაშის წესები არჩევნებამდე ორი თვით ადრე, უამრავი რამ იზღუდება და ამ შეზღუდვების 6-თვით ადრე დაწესება შეიძლება ოპოზიციური პარტიებისთვის კარგი იყოს, მაგრამ საქმე იმაშია, რამდენად გამოადგება ეს ქვეყნის გამართულ ფუნქციონირებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ცაგარეიშვილმა.

წაიკითხეთ: "არასერიოზული კაცი" - 7-ჯერ გაჭრისა და ერთხელ გაზომვის პოლიტიკური ტრაგიკომედია?!

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."