გასული წლის სექტემბრიდან მასწავლებლები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ - სახელმწიფომ პედაგოგის საქმიანობა ერთიან სისტემაში მოაქცია და მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით დაარეგულირა. სქემის პრინციპი შემდეგია - სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ქვეყანაში პროფესიონალი კადრების მომზადებაზე, რომლებიც მასწავლებლების კორპუსს გააძლიერებენ, სკოლაში მათ უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და შესაბამის კარიერულ აღმასვლაზე. თავის მხრივ მასწავლებლებმა საქმიანობის ფარგლებში არაერთი სავალდებულო და დამატებითი აქტივობა უნდა განახორციელონ, რომელიც ყოველწლიურად შეფასდება, შეფასებას კი მასწავლებლის სტატუსი და ანაზღაურება დაეფუძნება. ახალი სისტემის ერთ-ერთი სიახლე მასწავლებლის შეფასების ჯგუფია, რომელიც სკოლაშივე კომპლექტდება და მასში სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად პედსაბჭოს მიერ შერჩეული, სხვადასხვა საგნობრივი კათედრების წარმომადგენელი პედაგოგებიც შედიან. როგორც სქემის ავტორები აცხადებენ, შეფასების ჯგუფის ყველაზე დადებითი მხარე სწორედ ისაა, რომ მასწავლებლები არა მხოლოდ გარედან, არამედ კოლეგების მიერ შეფასდებიან. გარდა შეფასებისა რა კომპონენტებს მოიცავს შეფასების ჯგუფის საქმიანობა, რა არის მისი მთავარი მიზანი და რაში შეუწყობს ხელს მასწავლებლებს ამ ერთეულის არსებობა, ამასთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მანანა რატიან ვესაუბრეთ.
რაფორმითაფასებსშეფასებისჯგუფი მასწავლებელს?
ვიდრეუშუალოდკითხვასვუპასუხებდე, თავადმასწავლებლისშეფასებისჯგუფისშესახებვიტყვირამოდენიმე სიტყვას, ეს ჯგუფები "მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" ფარგლებში ყველა სკოლაში შეიქმნა. მათგან სქემით წინასწარ გათვალისწინებული იყო სკოლის ადმინისტრაციის წევრების - დირექტორის და მისი მოადგილის (თუკი ასეთი ყავს სკოლას) ყოფნა, ხოლო ფასილიტატორები და კათედრების წარმომადგენლები მასწავლებლების მიერ აირჩნენ. ამდენად, შეფასების ჯგუფი, იმის გამო, რომ მასწავლებლების მიერ არის არჩეული, სარგებლობს მათი ნდობით, რაც თავისთავად პროცესების ეფექტიანად წარმართვას უწყობს ხელს.
ახლარაცშეეხებაშეფასებისფორმებს: შეფასებისფორმებიარისსხვადასხვადანიშნულებისადაფუნქციისმატარებელი. გვაქვსთვითშეფასებისკითხვარი, რომელიცმასწავლებლისდამხმარეინსტრუმენტია, იმისთვის, რომმათუკეთგააცნობიერონ,რასგულისხმობს,იყოკარგი მასწავლებელი და ამ საქმიანობას ყველა მიმართულებით ახასიათებს, როგორც უშუალოდ სასწავლო პროცესის წარმართვას, ასევე მის პროფესიულ ვალდებულებებს. ამავდროულად, ჩვენმა ცენტრმა დაამტკიცა მასწავლებლებისთვის კრედიტქულების მომტანი საქმიანობების შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები, რომელიც ბრძანების სახითაც გამოიცა. ასევე ყველა დეტალი მასწავლებლებისა და შეფასების ჯგუფის წევრებისთვის სქემის გზამკვლევიდანაც გახდა ცნობილი, რომელიც ჩვენი ცენტრის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მიმდინარე წლის იანვრიდან.
გზამკვლევში, რომელზეცუკვემოგახსენეთ, თითოეულითავითითოაქტივობასეხება, აღწერილიათუროგორუნდამოემზადოსმისთვისმასწავლებელიდაროგორშეფასდებაიგიშეფასებისჯგუფისმიერ. თუმცა,ამასგარდა,შეფასებისჯგუფისწევრებსჩვენ ვამზადებთ შეფასების პროცესის ობიექტურად წარსამართად. ამისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს მათი გადამზადება. გადამზადების პროცესში მასწავლებლის საქაღალდის შეფასებას მიეძღვნება 4-დღიანი ტრენინგი, ხოლო მას შემდეგ რაც ყველა გადამზადდება, 2 დღე დაეთმობა საგაკვეთილო დაკვირვებაში გადამზადებას. აღნიშნული რუბრიკა გამოცდებისა და შეფასების ცენტრის მიერ მზადდება და გამოყენებული იქნება როგორც გარე დაკვირვებისთვის, ისე შიდა სასკოლო შეფასებისთვის.
შეფასებამდე რითი ეხმარება მასწავლებელს ჯგუფი?
რუბრიკებისსაფუძველზე, რომლებზეცუკვევისაუბრეთ, მასწავლებელს აფასებს შეფასების ჯგუფის შემდეგი წევრები: დირექტორი და მისი მოადგილე, შესაბამისი მიმართულების ფასილიტატორი და კათედრის წარმომადგენელი. ისინი მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულ აქტივობას, რომელსაც განახორციელებს, კონსენსუსის საფუძველზე შეაფასებენ.თუმცამასწავლებელისაკუთარიპროფესიულისაქმიანობისდაგეგმვისპროცესშიმარტოარარის. სკოლებშიწელსმასწავლებლებმააირჩიესფასილიტატორები. ისინიგარდაზემოთნახსენებიგადამზადებისა, დამატებითგადამზადდნენთვითშეფასების კითხვარის შევსებასა და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაში, თუ როგორ უნდა გაუწიონ დახმარება მასწავლებლებს. ისინი მასწავლებლებს აქტივობების დაგეგმვაში დახმარებას გაუწევენ და მათ განმავითარებელ კომენტარს მიაწვდიან. ეს სისტემა იზიარებს პრინციპს, რომ მასწავლებლების სკოლების ბაზაზე თანამშრომლობა და პროფესიული დიალოგი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ეფექტური ფორმაა. შესაბამისად, მასწავლებელი ამ ახალი გამოწვევების წინაშე მარტო არ რჩება და მას გადამზადებული, მისივე არჩეული ფასილიტატორი ეხმარება.
რა სარგებელი აქვს მასწავლებლისთვის შეფასების ჯგუფის წევრობას?
შეფასებისჯგუფისწევრობაუჩვენებს, რომმასწავლებელსსკოლაენდობა, მისიკომპეტენციებითანამშრომლებმაგამოარჩიესდაშეფასებისჯგუფისწევრადდაასახელეს. შეფასებისჯგუფისწევრებისთვისესარისმაღალიპასუხისმგებლობა, ასევე ამ ჯგუფის წევრობა ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი ღიაა სიახლეებისადმი, არის ინტერესიანი და შეუძლია გარკვეულ გამოწვევებს აუწყოს ფეხი.
შეიძლებაითქვას, რომსარგებელიარაერთია, პირველი ის, რომ მასწავლებელი გადის გადამზადებას და მისი კომპეტენციები მაღლდება, მეორე კი, ჯგუფის წევრობაში მასწავლებლები კრედიტქულებს იღებენ. 3-წლიანი მუშაობისთვის შეფასების ჯგუფის წევრი 1 კრედიტქულას იღებს, ხოლო ფასილიტატორი - წელიწადში ერთს.
რამდენადშეიძლებასამომავლოდსკოლანამდვილადიქცესპროფესიულიდიალოგისსივრცედ და პროფესიული განვითარების ადგილად?
ჩვენიმიზანისწორედესაა. მნიშვნელოვანიამასწავლებლებიერთმანეთთანხშირადსაუბრობდნენსაკუთარწარმატებებსათუპრობლემებზე. იმსკოლებში, სადაცმსგავსი, თანამშრომლობაზეორიენტირებულიგარემოა, სასწავლოპროცესიცორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე, მასწავლებლები უკეთ გეგმავენ, უკეთ ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას, მათ არ ეშინიათ სირთულეების, რადგან პასუხისმგებლობაც გაზიარებულია, ისინი პრობლემების პირისპირ მარტო არ რჩებიან.
მასწავლებლებიაღნიშნავენ, რომსქემისდამტკიცებისა და ამოქმედების შემდეგ მათ ხშირად უჩნდებათ მოთხოვნილება ერთმანეთს შეხვდნენ, რათა განიხილონ და მეტად მომზადებულები შეხვდნენ სიახლეებს. ისინი ერთმანეთს უზიარებენ მათ ხელთ არსებულ რესურსებს. ეს, შეიძლება ითქვას, სქემის ავტორებისა და მისი განმხორციელებლებისთვის ყველაზე დიდი წარმატებაა.
R