Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი იყო უპირველესი გვარი საქართველოში?
რომელი იყო უპირველესი გვარი საქართველოში?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ გვა­რებს ყვე­ლა ვიც­ნობთ. ვი­ცით, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ცხოვ­რო­ბენ ბე­რი­ძე­ე­ბი, კა­პა­ნა­ძე­ე­ბი და გე­ლაშ­ვი­ლე­ბი, თუმ­ცა, მათ ტოლს არ უდე­ბენ მა­მე­დო­ვე­ბი და ალი­ე­ვე­ბიც - ეს კარ­გად ჩანს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბი­დან. სწო­რედ ეს გვა­რე­ბი ქმნი­ან ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი გვა­რე­ბის ხუ­თე­ულს სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა, დღეს ჩვენ ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო და იშ­ვი­ათ გვა­რებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, რომ­ლე­ბიც თით­ქმის გაქ­რო­ბის პი­რა­საა მი­სუ­ლი. ამ სა­კი­თხის გა­სა­შუ­ქებ­ლად თსუ-ის პრო­ფე­სორს, გე­ლა­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კოს ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძეს მივ­მარ­თეთ, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ მცი­რე­რი­ცხო­ვან გვა­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი

- ვიდ­რე მთა­ვა­რი სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­ზე გა­და­ვალთ, უპ­რი­ა­ნია ზო­გა­დად, გვარ­ზე ვი­სა­უბ­როთ. სა­ქარ­თვე­ლო მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი ქვე­ყა­ნა არ არის და აქ ძა­ლი­ან მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი გვა­რე­ბი არ გვხვდე­ბა. გვა­რი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მთა­ვა­რი ატ­რი­ბუ­ტი, მსოფ­ლი­ო­ში შე­და­რე­ბით გვი­ან გაჩ­ნდა, თუმ­ცა, ქარ­თვე­ლებს ეს ატ­რი­ბუ­ტი გა­ცი­ლე­ბით ადრე ჰქო­ნი­ათ. ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ფიქ­რობს, რომ გვა­რის ცნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც გვი­ან გაჩ­ნდა, მაგ­რამ ასე არ არის. ჩვენს მე­ფე­ებ­სა და მთავ­რებს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნათ ჰქონ­დათ გვა­რე­ბი, თუმ­ცა, მა­სობ­რი­ვად გვა­რე­ბის დარ­ქმე­ვა გვი­ან და­ი­წყო.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, პირ­ვე­ლი გვა­რის და­სა­ხე­ლე­ბა თუ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ის­ტო­რი­ი­დან?

- ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ამის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შია პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც გაბ­რი­ელ და­ფან­ჩულს უწო­დებ­დნენ და რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გი­ორ­გი მერ­ჩუ­ლე თა­ვის თხზუ­ლე­ბა­ში გვი­ამ­ბობს. ყვე­ლას გვახ­სოვს, გრი­გოლ ხანძთე­ლი თა­ვის მო­წა­ფე­ებ­თან ერ­თად სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ გა­და­ვი­და, იქ მას მე­ფეს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი დიდ­გვა­რო­ვა­ნი აზ­ნა­უ­რი, გაბ­რი­ელ და­ფან­ჩუ­ლი დახ­ვდა. ავ­ტო­რი ანუ გი­ორ­გი მერ­ჩუ­ლე ამ­ბობს, რომ და­ფან­ჩუ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კუ­ნის შემ­დე­გაც ცხოვ­რობ­დნენ. სწო­რედ ეს არის გვა­რი - წო­დე­ბა, ერ­თგვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა შთა­მო­მავ­ლო­ბით, მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო თა­ვი­სი წი­ნაპ­რე­ბი­სა­გან. ასე რომ, გვა­რის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­ში არის სწო­რედ გი­ორ­გი მერ­ჩუ­ლეს მიერ ნახ­სე­ნე­ბი პერ­სო­ნა­ჟი - და­ფან­ჩუ­ლი, რო­მე­ლიც მე­ცხრე სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. მსოფ­ლი­ო­ში გვა­რის ცნე­ბა XIV-XVI სა­უ­კუ­ნე­ში გაჩ­ნდა, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი, მა­გა­ლი­თად, ჩვენს მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­ში - XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში.

- ყვე­ლას გვყო­ლია სულ ცოტა, ერთი ნაც­ნო­ბი მა­ინც, რო­მე­ლიც სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი, უჩ­ვე­უ­ლო გვა­რის გამო ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბას იპყრობ­და. მოგ­ვი­ყე­ვით ასეთ გვა­რებ­ზე.

- სა­ერ­თოდ, მცი­რე­რი­ცხო­ვან გვა­რად მიჩ­ნე­უ­ლია ისე­თი გვა­რი, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა რი­ცხვი ოცზე ნაკ­ლე­ბია. ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­იჩ­ნე­ვა, რომ ეს გვა­რი გან­წი­რუ­ლია გა­საქ­რო­ბად. ამი­ტომ, რაც უფრო მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნია გვა­რი, მით უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

- ალ­ბათ ამი­თაც აიხ­სნე­ბა, რომ ჩვენს წი­ნაპ­რებს ბი­ჭის და­ბა­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით უხა­რო­დათ.

- დიახ, ეს შემ­თხვე­ვი­თი სუ­ლაც არ არის: ბი­ჭის და­ბა­დე­ბა ნიშ­ნავ­და და დღე­საც ნიშ­ნავს, რომ ამ­ქვეყ­ნად გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი გაჩ­ნდა, რომ გვარს გა­და­შე­ნე­ბა არ უწე­რია. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვან გვა­რებს შო­რის ლი­დე­რო­ბენ ბე­რი­ძე­ე­ბი, მა­ი­სუ­რა­ძე­ე­ბი, გე­ლაშ­ვი­ლე­ბი, მაგ­რამ რა­ო­დენ სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გაქ­რო­ბის პი­რას მი­სუ­ლი გვა­რე­ბიც არ­სე­ბობს.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რომელი იყო უპირველესი გვარი საქართველოში?

რომელი იყო უპირველესი გვარი საქართველოში?

საქართველოში ფართოდ გავრცელებულ გვარებს ყველა ვიცნობთ. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ბერიძეები, კაპანაძეები და გელაშვილები, თუმცა, მათ ტოლს არ უდებენ მამედოვები და ალიევებიც - ეს კარგად ჩანს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებიდან. სწორედ ეს გვარები ქმნიან ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარების ხუთეულს საქართველოში, თუმცა, დღეს ჩვენ ყველაზე უჩვეულო და იშვიათ გვარებზე ვისაუბრებთ, რომლებიც თითქმის გაქრობის პირასაა მისული. ამ საკითხის გასაშუქებლად თსუ-ის პროფესორს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ზურაბ ჭუმბურიძეს მივმართეთ, რომელიც ფიქრობს, რომ მცირერიცხოვან გვარებს განსაკუთრებული

- ვიდრე მთავარი საკითხის განხილვაზე გადავალთ, უპრიანია ზოგადად, გვარზე ვისაუბროთ. საქართველო მაინცდამაინც დიდი ქვეყანა არ არის და აქ ძალიან მრავალრიცხოვანი გვარები არ გვხვდება. გვარი, როგორც პიროვნების მახასიათებელი მთავარი ატრიბუტი, მსოფლიოში შედარებით გვიან გაჩნდა, თუმცა, ქართველებს ეს ატრიბუტი გაცილებით ადრე ჰქონიათ. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ გვარის ცნება საქართველოშიც გვიან გაჩნდა, მაგრამ ასე არ არის. ჩვენს მეფეებსა და მთავრებს საუკუნეების წინათ ჰქონდათ გვარები, თუმცა, მასობრივად გვარების დარქმევა გვიან დაიწყო.

- ბატონო ზურაბ, პირველი გვარის დასახელება თუ შეიძლება ჩვენი ისტორიიდან?

- ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია პიროვნება, რომელსაც გაბრიელ დაფანჩულს უწოდებდნენ და რომლის შესახებაც გიორგი მერჩულე თავის თხზულებაში გვიამბობს. ყველას გვახსოვს, გრიგოლ ხანძთელი თავის მოწაფეებთან ერთად სამხრეთ საქართველოში რომ გადავიდა, იქ მას მეფესთან დაახლოებული დიდგვაროვანი აზნაური, გაბრიელ დაფანჩული დახვდა. ავტორი ანუ გიორგი მერჩულე ამბობს, რომ დაფანჩულები საქართველოში საუკუნის შემდეგაც ცხოვრობდნენ. სწორედ ეს არის გვარი - წოდება, ერთგვარი მახასიათებელი, რომელიც ადამიანმა შთამომავლობით, მემკვიდრეობით მიიღო თავისი წინაპრებისაგან. ასე რომ, გვარის საუკეთესო ნიმუში არის სწორედ გიორგი მერჩულეს მიერ ნახსენები პერსონაჟი - დაფანჩული, რომელიც მეცხრე საუკუნეში მოღვაწეობდა. მსოფლიოში გვარის ცნება XIV-XVI საუკუნეში გაჩნდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, ჩვენს მეზობელ თურქეთში - XIX-XX საუკუნეებში.

- ყველას გვყოლია სულ ცოტა, ერთი ნაცნობი მაინც, რომელიც სხვებისგან გამორჩეული, უჩვეულო გვარის გამო ყველას ყურადღებას იპყრობდა. მოგვიყევით ასეთ გვარებზე.

- საერთოდ, მცირერიცხოვან გვარად მიჩნეულია ისეთი გვარი, რომლის წარმომადგენელთა რიცხვი ოცზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ეს გვარი განწირულია გასაქრობად. ამიტომ, რაც უფრო მცირერიცხოვანია გვარი, მით უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს.

- ალბათ ამითაც აიხსნება, რომ ჩვენს წინაპრებს ბიჭის დაბადება განსაკუთრებით უხაროდათ.

- დიახ, ეს შემთხვევითი სულაც არ არის: ბიჭის დაბადება ნიშნავდა და დღესაც ნიშნავს, რომ ამქვეყნად გვარის გამგრძელებელი გაჩნდა, რომ გვარს გადაშენება არ უწერია. საქართველოში არსებულ ყველაზე მრავალრიცხოვან გვარებს შორის ლიდერობენ ბერიძეები, მაისურაძეები, გელაშვილები, მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, რომ საქართველოში გაქრობის პირას მისული გვარებიც არსებობს.

წაიკითხეთ სრულად

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ლიზამ გადაუღო თავის ძმას და ჩვენს საოცარ ქეთის..." - ეკა ბესელია შვილის ნიშნობის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

"მაშინ თაკო სტუდენტი იყო, ეს ერთი ნახვით შეყვარება გახლდათ... ძალიან მორცხვი ვიყავი" - ცნობილი ექიმი ოჯახზე, პროფესიასა და მრავალფეროვან ჰობზე