სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უჩვეულო" პროდუქტი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ექსპორტზე უშვებს
"უჩვეულო" პროდუქტი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ექსპორტზე უშვებს

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ტო­ტა­ლი­ტა­რულ ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენს. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ ჩა­კე­ტილ ქვე­ყა­ნას საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის, თა­ნაც "უჩ­ვე­უ­ლო" სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ტი გა­აჩ­ნია.

ნახ­ში­რი

ცნო­ბი­ლია, რომ მსოფ­ლი­ო­ში ნახ­ში­რის უმ­სხვი­ლე­სი მიმ­წო­დე­ბე­ლი ჩი­ნე­თი გახ­ლავთ. სა­ი­დან იღებს ჩი­ნე­თი მი­ლი­ო­ნო­ბით ტონა საწ­ვავს? - აღ­მოჩ­ნდა, რომ ბოლო დროს ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ჩი­ნე­თის ძი­რი­თა­დი მიმ­წო­დე­ბე­ლი გახ­და - 2015 წლის მა­ის­ში ქვე­ყა­ნამ ჩი­ნეთ­ში 1,8 მი­ლი­ო­ნი ტონა ნახ­ში­რის ექ­სპორ­ტი მო­ახ­დი­ნა.

ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის ექ­სპორ­ტი საკ­მა­ოდ იოლი სა­შუ­ა­ლე­ბაა ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის­თვის ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად, ამას­თან მო­სახ­ლე­ო­ბის კონ­ტრო­ლის შე­უ­სუს­ტებ­ლად. კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა გახ­ლავთ ის, რომ ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის ექ­სპორ­ტი გა­ე­რო-ს სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში არ მოხ­ვდა, ამი­ტო­მაც ამ გზით ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ფულს კა­ნო­ნი­ე­რად შო­უ­ლობს.

ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ასე­ვე ცნო­ბი­ლია ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გაშ­ვე­ბე­ბით, რო­მელ­საც რო­გორც წესი, "ავა­ზა­კი კა­პი­ტა­ლის­ტე­ბის მზაკ­ვრო­ბას" მი­ა­წე­რენ. მაგ­რამ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტებს მხო­ლოდ ამის­თვის არ იყე­ნე­ბენ, მათ სა­ექ­სპორ­ტო­დაც უშ­ვე­ბენ, რი­თიც ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რით ივ­სე­ბა. ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის ექ­სპორ­ტი მთავ­რო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­ნაგ­რძოს რა­კე­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა შიდა მოხ­მა­რე­ბის­თვის.

ია­რა­ღის ქარ­ხნე­ბი

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა, მისი არ­მია მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე მეტს ით­ვლის. ია­რა­ღის უზარ­მა­ზა­რი ინ­დუსტრია ქვეყ­ნის­თვის უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის კი­დევ ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­ლავთ. ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ია­რა­ღის ექ­სპორ­ტის გარ­და, კლი­ენ­ტებს ია­რა­ღის ქარ­ხნე­ბის აშე­ნე­ბას სთა­ვა­ზობს.

ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ ეთი­ო­პი­ის ია­რა­ღის ორი ქარ­ხნის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­ჭი­რო და­ნად­გა­რე­ბი­თაც აღ­ჭურ­ვა. გარ­და ამის, ნი­გე­რი­ა­სა და მა­და­გას­კარ­შიც აა­შე­ნა სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი.

ძეგ­ლე­ბი

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში კო­ლო­სა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის ძეგლია აღ­მარ­თუ­ლი, რად­გა­ნაც ისი­ნი პრო­პა­გან­დის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს შე­ად­გე­ნენ. ამ გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სხვა ქვეყ­ნებ­მაც და­ი­წყეს ქან­და­კე­ბე­ბის შეკ­ვე­თა.

ამ­გვა­რად, ზიმ­ბაბ­ვემ 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის, რო­ბერტ მუ­გა­ბეს ორ ძეგლ­ში. ასე­ვე, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას დამ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს ქან­და­კე­ბე­ბი ან­გო­ლას­თვის, ეგ­ვიპ­ტის­თვის, ეკ­ვა­ტო­რუ­ლი გვი­ნე­ის­თვის და გერ­მა­ნი­ის­თვი­საც კი. ყვე­ლა­ზე დიდი შემ­კვე­თი გახ­ლავთ ნა­მი­ბია, რო­მელ­თა­ნაც 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გა­ფორმ­და 60-მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის კონ­ტრაქ­ტი გი­გან­ტუ­რი სამ­ხედ­რო მე­მო­რი­ა­ლის ასა­შე­ნებ­ლად.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"უჩვეულო" პროდუქტი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ექსპორტზე უშვებს

"უჩვეულო" პროდუქტი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ექსპორტზე უშვებს

ჩრდილოეთ კორეა დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ტოტალიტარულ ქვეყანას წარმოადგენს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ჩაკეტილ ქვეყანას საკმაოდ დიდი რაოდენობის, თანაც "უჩვეულო" საექსპორტო პროდუქტი გააჩნია.

ნახშირი

ცნობილია, რომ მსოფლიოში ნახშირის უმსხვილესი მიმწოდებელი ჩინეთი გახლავთ. საიდან იღებს ჩინეთი მილიონობით ტონა საწვავს? - აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეა ჩინეთის ძირითადი მიმწოდებელი გახდა - 2015 წლის მაისში ქვეყანამ ჩინეთში 1,8 მილიონი ტონა ნახშირის ექსპორტი მოახდინა.

ბუნებრივი რესურსების ექსპორტი საკმაოდ იოლი საშუალებაა ტოტალიტარული რეჟიმისთვის ფულის საშოვნელად, ამასთან მოსახლეობის კონტროლის შეუსუსტებლად. კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ბუნებრივი რესურსების ექსპორტი გაერო-ს სანქციების სიაში არ მოხვდა, ამიტომაც ამ გზით ჩრდილოეთ კორეა ფულს კანონიერად შოულობს.

ბალისტიკური რაკეტები

ჩრდილოეთ კორეა ასევე ცნობილია ბალისტიკური რაკეტების პროვოკაციული გაშვებებით, რომელსაც როგორც წესი, "ავაზაკი კაპიტალისტების მზაკვრობას" მიაწერენ. მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტებს მხოლოდ ამისთვის არ იყენებენ, მათ საექსპორტოდაც უშვებენ, რითიც ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად მილიონობით დოლარით ივსება. ბალისტიკური რაკეტების ექსპორტი მთავრობას საშუალებას აძლევს, განაგრძოს რაკეტების წარმოება შიდა მოხმარებისთვის.

იარაღის ქარხნები

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანაა, მისი არმია მილიონ ადამიანზე მეტს ითვლის. იარაღის უზარმაზარი ინდუსტრია ქვეყნისთვის უცხოური ვალუტის გამომუშავების კიდევ ერთი საშუალება გახლავთ. ჩრდილოეთ კორეა იარაღის ექსპორტის გარდა, კლიენტებს იარაღის ქარხნების აშენებას სთავაზობს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ ეთიოპიის იარაღის ორი ქარხნის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა და საჭირო დანადგარებითაც აღჭურვა. გარდა ამის, ნიგერიასა და მადაგასკარშიც ააშენა სამხედრო ობიექტები.

ძეგლები

ჩრდილოეთ კორეაში კოლოსალური რაოდენობის ძეგლია აღმართული, რადგანაც ისინი პროპაგანდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს ქანდაკებების შეკვეთა.

ამგვარად, ზიმბაბვემ 5 მილიონი დოლარი გადაიხადა ქვეყნის პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს ორ ძეგლში. ასევე, ჩრდილოეთ კორეას დამზადებული აქვს ქანდაკებები ანგოლასთვის, ეგვიპტისთვის, ეკვატორული გვინეისთვის და გერმანიისთვისაც კი. ყველაზე დიდი შემკვეთი გახლავთ ნამიბია, რომელთანაც 2000-იანი წლების დასაწყისში გაფორმდა 60-მილიონი დოლარის ოდენობის კონტრაქტი გიგანტური სამხედრო მემორიალის ასაშენებლად.

გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა