მატერიალისტურ სამყაროში თითქმის ყველაფერი ფულადი ერთეულით იზომება. ფულის გამომუშავების ან შოვნის მრავალი მეთოდი არსებობს. ზოგი დღეში 1-2 საათი წაიმუშავებს, ზოგი კი დილიდან ღამემდე მუშაობით წელში წყდება. ამ ყველაფერთან ერთად, არსებობს ინტერნეტით თანხის შოვნის საშუალებაც.
ფორექსი, სხვადასხვა სახის დავალებები, საიტების მონახულება - ეს მხოლოდ მცირედია იმ შესაძლებლობებიდან, რომელსაც ინტერნეტ-სივრცე გვთავაზობს. მრავალი ადამიანია ჩართული სარეკლამო ბიზნესში, google-ის გამოყენებით შესაძლებელია ფულის გამომუშავება რეკლამების განთავსებით, როგორც საკუთარ საიტზე, ისე youtube-ის არხზე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი მოითხოვს მუშაობას და დიდი ენერგიის ჩადებას საქმეში. მოგება შეიძლება მიზერულიც იყოს და ძალიან დიდი, თუმცა, ყველაფერი მომხმარებელზეა დამოკიდებული.