სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავბოლდეთ თუ არ დავბოლდეთ?!
დავბოლდეთ თუ არ დავბოლდეთ?!

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პარ­ლა­მენ­ტმა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს მა­რი­ხუ­ა­ნის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე კენ­ჭისყ­რის დროს დე­პუ­ტატ გოგა ხა­ჩი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვამ მხო­ლოდ 47 დე­პუ­ტა­ტის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა, წი­ნა­აღ­მდე­გი 21 დე­პუ­ტა­ტი წა­ვი­და.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, კა­ნა­ფის, კა­ნა­ფის ექ­სტრა­ტის და ნა­ყე­ნის, ასე­ვე გა­მომშრა­ლი/ნედ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნის გა­სა­ღე­ბის მიზ­ნის გა­რე­შე, მცი­რე ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა ან შე­ნახ­ვა ან ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე მოხ­მა­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს. დავ­ბოლ­დეთ თუ არ დავ­ბოლ­დეთ?! - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას იუ­რის­ტი და­ვით ჯა­ფა­რი­ძე წი­ნამ­დე­ბა­რე ბლო­გით შე­ეც­დე­ბა:

"აი, რო­გორც იქნა, ქვე­ყა­ნა­ში მი­ვაღ­წი­ეთ გან­ვი­თა­რე­ბის ისეთ პიკს, რო­დე­საც აღ­მოვ­ჩნდით სე­რი­ო­ზუ­ლი დი­ლე­მის წი­ნა­შე - მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვის ლე­გა­ლი­ზა­ცია თუ დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია, სა­კი­თხა­ვი აი ეს არის. რამ­დენ სა­ლა­პა­რა­კოს აჩენს ეს აღ­გზნე­ბა­დი და აა­ლე­ბა­დი სფე­რო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ ყვე­ლა ფეხ­ბურ­თის მწვრთნე­ლია, პო­ლი­ტი­კო­სი, კუ­ლი­ნა­რი, და რაც მთა­ვა­რია მო­რა­ლის­ტი, ზნე­ო­ბი­სა და სიწ­მინ­დის დამ­ცვე­ლი რა­ინ­დია და უმე­ტე­სო­ბას რა თქმა უნდა, მა­რი­ხუ­ა­ნა ან არ გა­უ­სინ­ჯავს პი­რა­დად სა­ერ­თოდ, ან ვი­საც გა­უ­სინ­ჯავს, გმობს თა­ვის ახალ­გაზ­რდულ შეც­დო­მას.

არ და­ვი­ღა­ლეთ ამ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი უგუ­ნუ­რი აჟი­ტი­რე­ბუ­ლო­ბი­სა და თვალ­თმაქ­ცო­ბი­სა­გან? არ გვინ­და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე გა­და­ვერ­თოთ? რე­ა­ლუ­რად ვინ­მეს აწუ­ხებს ეს თემა? ხვალ რომ შეკ­ვრე­ბად გა­ი­ყი­დოს მა­რი­ხუ­ა­ნა ქუ­ჩა­ში, ყვე­ლა­ნი ქო­რე­ბი­ვით ვე­ცე­მით? იქ­ნებ ცოტა დავ­წყნარ­დეთ და ნუ შე­ვიქ­მნით პრობ­ლე­მებს, იქ სა­დაც სა­ჭი­რო არ არის. ამი­ტომ, ამ სტა­ტი­ა­ში გთა­ვა­ზობთ მენ­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ცი­ო­ნიზ­მით დავ­კავ­დეთ. მა­გა­ლი­თად, არ ღირს მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლუ­რად დაშ­ვე­ბა იმად, რომ და­ბო­ლი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ან მთავ­რო­ბის წევ­რი ვი­ხი­ლოთ? იქ­ნებ მო­ნო­ბი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ჩაკ­რე­ბი გა­ეხ­სნათ და რა­მე­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ. სა­ინ­ტე­რე­სო თუ არ იქ­ნე­ბა, ვი­ხა­ლი­სებთ მა­ინც.

ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბი­თია, მაგ­რამ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია მოხ­სნის თუნ­დაც შემ­დეგ სა­კი­თხებს:

• სახ­ლში გვი­ან მობ­რუ­ნე­ბუ­ლი მთვრა­ლი მა­მა­კა­ცი ცოლ-შვილს შეკ­ვე­თი­ლი სიმ­ღე­რე­ბი­სა და ცემა-ტყე­პის ერ­თდრო­ულ სე­ან­სებს უტა­რებს და მე­ო­რე დღეს სა­ქარ­თვე­ლოს და ოჯა­ხის სიყ­ვა­რულ­ში ეჯიბ­რე­ბა ყვე­ლას (მა­რი­ხუ­ა­ნას მომ­ხმა­რე­ბე­ლი ამას არ კად­რუ­ლობს ან ენერ­გია არ აქვს ამ­დე­ნი პრინ­ციპ­ში, ასეა?)

• ნაგ­ვის ურ­ნას­თან დგა­ხარ ამა­ყი აზი­უ­რი თუ ევ­რო­ა­სო­ცი­რე­ბუ­ლი მზე­რით და ნა­გავს მა­ინც ქუ­ჩა­ში ყრი

• ავ­ტო­მო­ბი­ლით უწე­სო მოძ­რა­ო­ბა სო­დომ­სა და გო­მორს ჰგავს და უცხო­ელ სტუმ­რებ­ში გუ­ლის შე­ტე­ვებს იწ­ვევს

• ვინ­მე ძა­ლით "ელი­ტუ­რი" ტიპი მწვა­ნე შარ­ვლით გა­ივ­ლის და ამის შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რი ცდი­ლობს მის მსგავ­სად გა­ზა­ფხულ­ზე აბი­ბი­ნე­ბუ­ლი მო­ლის ფე­რებ­ში ჩაც­მას

• ქრო­ნი­კა­ში, ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლი ომის სი­უ­ჟე­ტის დროს მო­სახ­ლე­ო­ბის საგ­რძნო­ბი ნა­წი­ლი საზვრის­პი­რა ბო­ძებ­ზე მსხლე­ბი­ვით რომ იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი (ვინც არ ყო­ფი­ლა, ნამ­დვი­ლად ბო­დიშს ვიხ­დი მათ წი­ნა­შე)

გა­ვაგ­რძე­ლო? აღარ მინ­და, მე­ზა­რე­ბა და გუ­ლი­სამ­რე­ვია უკვე, ყვე­ლას შე­უძ­ლია ამ კი­თხვე­ბის წრის გა­ფარ­თო­ე­ბა და და­ფიქ­რე­ბა. უბ­რა­ლოდ არ მგო­ნია, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა თუ არ­მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევ­დეს ზე­მო­აღ­ნიშ­ნულს, ეს ღრმა მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­დე­გია და მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა თუ აკ­რძალ­ვა, დიდ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს მათ­ზე.

ერთი კი­თხვა მაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის პრო­მო­უ­ტე­რებ­თან - რას შვრე­ბით? არ გაქვთ სურ­ვი­ლი თქვენს ოკე­ა­ნის­გაღ­მელ, თუ დუ­ნა­ის და რა­ი­ნის­პი­რელ რე­ჟი­სო­რებ­სა და პრო­დი­უ­სე­რებს ჰკი­თხოთ, რო­გორ ხდე­ბა ასე­თი ტი­პის სა­კი­თხე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხილ­ვა-გა­ტა­ნა? შე­იძ­ლე­ბა რამე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნე­ბის გა­რე­შე ქვე­ყა­ნა­ში ბობ მარ­ლის კურ­თხე­უ­ლი სა­მო­თხის კა­რის გა­ღე­ბა? არ უნდა ვი­ცო­დეთ რას­თან გვაქვს საქ­მე? რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბის კა­ნა­ფის, რა რა­ო­დე­ნო­ბით, რა სიხ­ში­რით მოხ­მა­რე­ბა რა სა­ხის პრო­ცე­სებს და შე­დე­გებს იწ­ვევს? თამ­ბა­ქო­ზე ხომ ვი­ცით ყვე­ლა­ფე­რი და თუ ვინ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად მი­დის მა­ინც მო­წე­ვა­ზე, საპ­რე­ტენ­ზიო ნაკ­ლე­ბიც გაქვს, რად­გან გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ხარ.

მა­რი­ა­ხუ­ნას მავ­ნებ­ლო­ბა­სა თუ სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, შე­იძ­ლე­ბა და­ვეყ­რდნოთ მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი პრაქ­ტი­კო­სი ექი­მე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, "და­ბო­ლი­ლი" მე­გობ­რე­ბის და მე­ზობ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბებს, სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას, ჩვე­ულ ქარ­თულ ჭო­რა­ო­ბას და მი­თებს? ვფიქ­რობ, ასე­თი მიდ­გო­მა, სულ ცოტა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

ერთი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მექ­ნე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ლო­ბის­ტებ­თან, ხომ მო­წი­ნა­ვე­ე­ბი ხართ, გვა­ნა­ხეთ და წინ წაგ­ვი­ძე­ხით. მა­გა­ლი­თად, ცო­ცხა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ა­ლი­თი შოუ გა­ვა­კე­თოთ, პი­რო­ბი­თად და­ვარ­ქვათ "ცხოვ­რე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას­თან ერ­თად". შე­იკ­რი­ბეთ, შოუს და­წყე­ბამ­დე აგ­წო­ნი­ან, გაგ­ზო­მა­ვენ და ა. შ. მერე "და­ბოლ­დით" 1 თვე სხვა­დას­ხვა დო­ზით და იცხოვ­რეთ ასე, ჩვენც შე­მოგ­ხე­დავთ. სა­ხე­ლი და გვა­რი თუ არ და­გა­ვი­წყდე­ბათ, წონა, ზომა და ტვი­ნის უჯრე­დე­ბის პა­რა­მეტ­რე­ბი თუ იგი­ვე ან გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი დაგ­რჩათ და სა­ხეს არ და­კარ­გავთ, მოგ­ბა­ძავთ და ვი­ტყვით, რომ სა­სარ­გებ­ლო და კარ­გი ყო­ფი­ლა მო­წე­ვა. მა­რი­ხუ­ა­ნას სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი რომც დამ­ტკიც­დეს, შე­იძ­ლე­ბა, არ მოგ­ბა­ძოთ მა­ინც, თევ­ზის ქო­ნიც სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ ბევ­რს უყ­ვარს და მი­ირ­თმევს? ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, გვე­ცო­დი­ნე­ბა ჩვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის ფასი. თუ არ გნე­ბავთ სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბით გა­რის­კოთ თუ მხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გსურთ?!

მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია მაქვს, არ მგო­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის თე­მას წარ­მო­ად­გენ­დეს მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცია და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნოს ამის დაშ­ვე­ბამ, უპა­სუ­ხის­მგე­ლო­ბა­ზე და ზო­გა­დად სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვის უტი­ფარ მიდ­გო­მებ­ზე ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას. ამას­თან, სრუ­ლი­ად ვი­ზი­ა­რებ, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის გამო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა არ შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ნა­ი­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყოს. უამ­რა­ვი ტექ­ნი­კუ­რი და შემ­ზღუდ­ვე­ლი წე­სის შე­მო­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ეს სა­კი­თხი და­რე­გუ­ლირ­დეს - მკაც­რად გა­მო­ყო­ფი­ლი მო­სა­წე­ვი ად­გი­ლე­ბი, ჯა­რი­მე­ბი, ლე­გა­ლუ­რი მა­ღა­ზი­ე­ბი. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ დიდი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მხრივ. თუმ­ცა აქ ამ სა­კი­თხებს არ ვი­ხი­ლავ, მიდ­გო­მებ­ზე და მენ­ტა­ლო­ბა­ზე მაქვს აქ­ცენ­ტი.

მცი­რე რე­ზი­უ­მეს სა­ხით კი­დევ ვი­ტყვი, რომ სა­ჭი­როა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, ერთხე­ლაც ჯი­უ­ტად გა­ვი­მე­ო­რებ ამ სა­კი­თხის მრა­ვალ­მხრი­ვი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გან­ხილ­ვა. მო­საზ­რე­ბა, რომ მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე გა­დას­ვლა სხვა ნარ­კო­ტი­კებს ჩა­ა­ნაც­ლებს, შე­საძ­ლე­ბე­ლია კარ­გი იდე­აა, მაგ­რამ არის ეს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ან გა­მოკ­ვლე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ჩემ პი­რად აზ­რსაც გა­მოვ­ხა­ტავ ნარ­კო­ტი­კებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ყვე­ლა­ნა­ი­რი ნარ­კო­ტი­კი, მათ შო­რის მსუ­ბუ­ქიც, მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის და სხვა­საც მო­ვუ­წო­დებ ამის­კენ, რე­ლაქ­სა­ცი­ის სხვა უფრო ჯან­სა­ღი ხერ­ხე­ბი არ­სე­ბობს. თუმ­ცა, მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­უ­გე­ბარ ის­ტე­რი­ამ­დე მივ­დი­ვართ, რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ თა­ო­ბე­ბი დაგ­ვე­კარ­გე­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა გა­ირ­ყვნე­ბა, ყვე­ლა და­ბო­ლი­ლი ივ­ლის და ასე შემ­დეგ. რა მა­ინ­ტე­რე­სებს, სამ­სა­ხურ­ში ან პა­ნაშ­ვიდ­ზე მთვრა­ლი რომ არ უნდა მიხ­ვი­დე სად­მე გა­წე­რი­ლია? მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ხომ არ ვა­კე­თებთ ამას. ეს ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რის სა­კი­თხია და არ ღირს სა­ყო­ველ­თაო და­ბო­ლი­ლო­ბის აუც­დენ­ლო­ბის ჰი­პერ­ბო­ლი­ზე­ბა. უკაც­რა­ვად და, სი­ბინ­ძუ­რის მოყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­თვის იპო­ვის თა­ვის სამ­ყოფ ტა­ლა­ხი­ან გუ­ბეს. ამ­დე­ნად, მო­წი­ოს ვი­საც რამ­დე­ნი უნდა, ოღონდ თა­ვად უნდა აგებ­დე პა­სუხს, როცა "და­ბო­ლი­ლო­ბის" გამო სამ­სა­ხურს და­კარ­გავ ან პა­ნაშ­ვიდ­ზე სი­ცი­ლით თუ ახ­ვალ და მაგ­რად მოგ­ხვდე­ბა ნა­თე­სა­ვე­ბი­სა­გან.

ახლა არ და­ვი­წყოთ, რომ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ა­ში არ ყო­ფი­ლა მო­წე­ვა და ეს დამ­პა­ლი და­სავ­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი თავს მოხ­ვე­უ­ლია. ჯერ ერთი, ეს ბო­ლომ­დე და­ზუს­ტე­ბით არა­ვინ იცის, მო­წე­ვის ტრა­დი­ცი­ებ­ზე ვამ­ბობ, და რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მო­წე­ვას, ეს სუ­ლაც არ წარ­მო­ად­გენს რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლე­ბას და ფა­სე­უ­ლო­ბას, არც და­სავ­ლურს მათ შო­რის. ისე­ვე, რო­გორც არამ­წე­ვე­ლი გმი­რი არ არის, არც მწე­ვე­ლია ზნე­და­ცე­მუ­ლი. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებს არ ვი­ხი­ლავ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ღრმა თე­მაა, დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობ - ეს ერთ-ერთი ხერ­ხია გან­ტვირ­თვის და თა­ვი­სუ­ფა­ლი ქმე­დე­ბის ერთ-ერთი სა­ხეა მი­ლი­ო­ნო­ბით თა­ვი­სუ­ფალ ქმე­დე­ბებს შო­რის, ისე­ვე, რო­გორც პა­რა­შუ­ტით ხტო­მა.

ტრა­დი­ცი­ებს და პატ­რი­ო­ტულ შეგ­რძნე­ბებს და­მა­ტე­ბით რაც შე­ე­ხე­ბა, სას­მე­ლით დათ­რო­ბა გვი­ან­დერ­ძა და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა? გვერ­დზე გა­ვი­ხე­დოთ და და­ვი­ნა­ხავთ, ია­ფ­ფა­სი­ა­ნი არ­ყით და სახ­ლში გა­მოხ­დი­ლი ჭა­ჭით დამ­თვრა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ ხო­ცა­ვენ ერ­თმა­ნეთს. და­ბო­ლი­ლი მო­ძა­ლა­დე გვი­ნა­ხავს სად­მე? ვკი­თხოთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და მოგ­ვაწ­ვდის სტა­ტის­ტი­კას მა­რი­ხუ­ა­ნას ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ, მათ შო­რის ძა­ლა­დობ­რივ­ზე, თუ ასე­თი არ­სე­ბობს. თა­ნა­ფარ­დო­ბა­საც გვე­ტყვი­ან, რამ­დე­ნია და­ბო­ლი­ლი და არ­ყით დამ­თვრა­ლი მკვლე­ლი, ხუ­ლი­გა­ნი, ყა­ჩა­ღი, მძარ­ცვე­ლი, მო­ძა­ლა­დე და საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე.

კი­დევ ერთი, არა­ვინ იფიქ­როს, თუ მოხ­დე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცია ან დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხო­ლოდ რო­მე­ლი­მე ჯგუფს შე­ე­ხე­ბა, ან რო­მე­ლი­მე ვიწ­რო სუბკულ­ტუ­რის კუთ­ვნი­ლე­ბა გახ­დე­ბა. კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია, დიახ, პარ­ლა­მენ­ტა­რი, მი­ნის­ტრი, პრე­ზი­დენ­ტი, მო­სა­მარ­თლე, მა­ტა­რებ­ლის მე­მან­ქა­ნე, თვითმფრი­ნა­ვის პი­ლო­ტი, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მი, მე­ხან­ძრე, მღვდელმსა­ხუ­რი, პუ­რის მცხო­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი - ყვე­ლა გახ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და თა­ნას­წო­რი ამ თვალ­საზ­რი­სით. ამ­დე­ნად, ყვე­ლამ ერ­თად უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ, გვინ­და თუ არა ჩვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო დის­ციპ­ლი­ნის და ნე­ბის­ყო­ფის გა­მოც­და. ამას­თან, მი­ვეჩ­ვი­ოთ სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვას და გა­და­წყვე­ტას ის­ტე­რი­უ­ლი ფე­ხის ბა­კუ­ნის გა­რე­შე.

ოღონდ, ისე არ გა­მო­ვი­დეს, რომ ახალ­გაზ­რდო­ბამ სა­ერ­თოდ გა­ა­ტა­როს ეს სა­კი­თხი, არ და­ინ­ტე­რეს­დეს მო­წე­ვით და იქით არ გვთხო­ვონ გონ­ზე მოს­ვლა, მერე ჭკუა ვის და­ვა­რი­გოთ და მო­რა­ლი ვის წა­ვუ­კი­თხოთ?!"

დავბოლდეთ თუ არ დავბოლდეთ?!

დავბოლდეთ თუ არ დავბოლდეთ?!

რამდენიმე დღის წინ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. პლენარულ სესიაზე კენჭისყრის დროს დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინიციატივამ მხოლოდ 47 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, წინააღმდეგი 21 დეპუტატი წავიდა.

კანონპროექტის მიხედვით, კანაფის, კანაფის ექსტრატის და ნაყენის, ასევე გამომშრალი/ნედლი მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხზე საზოგადოებაში ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. დავბოლდეთ თუ არ დავბოლდეთ?! - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას იურისტი დავით ჯაფარიძე წინამდებარე ბლოგით შეეცდება:

"აი, როგორც იქნა, ქვეყანაში მივაღწიეთ განვითარების ისეთ პიკს, როდესაც აღმოვჩნდით სერიოზული დილემის წინაშე - მარიხუანას მოწევის ლეგალიზაცია თუ დეკრიმინალიზაცია, საკითხავი აი ეს არის. რამდენ სალაპარაკოს აჩენს ეს აღგზნებადი და აალებადი სფერო. საქართველოში ხომ ყველა ფეხბურთის მწვრთნელია, პოლიტიკოსი, კულინარი, და რაც მთავარია მორალისტი, ზნეობისა და სიწმინდის დამცველი რაინდია და უმეტესობას რა თქმა უნდა, მარიხუანა ან არ გაუსინჯავს პირადად საერთოდ, ან ვისაც გაუსინჯავს, გმობს თავის ახალგაზრდულ შეცდომას.

არ დავიღალეთ ამ გაუთავებელი უგუნური აჟიტირებულობისა და თვალთმაქცობისაგან? არ გვინდა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გადავერთოთ? რეალურად ვინმეს აწუხებს ეს თემა? ხვალ რომ შეკვრებად გაიყიდოს მარიხუანა ქუჩაში, ყველანი ქორებივით ვეცემით? იქნებ ცოტა დავწყნარდეთ და ნუ შევიქმნით პრობლემებს, იქ სადაც საჭირო არ არის. ამიტომ, ამ სტატიაში გთავაზობთ მენტალური პროექციონიზმით დავკავდეთ. მაგალითად, არ ღირს მარიხუანას ლეგალურად დაშვება იმად, რომ დაბოლილი პარლამენტარი ან მთავრობის წევრი ვიხილოთ? იქნებ მონობისაგან გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი ჩაკრები გაეხსნათ და რამეზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღონ. საინტერესო თუ არ იქნება, ვიხალისებთ მაინც.

ყველაფერი შედარებითია, მაგრამ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხსნის თუნდაც შემდეგ საკითხებს:

• სახლში გვიან მობრუნებული მთვრალი მამაკაცი ცოლ-შვილს შეკვეთილი სიმღერებისა და ცემა-ტყეპის ერთდროულ სეანსებს უტარებს და მეორე დღეს საქართველოს და ოჯახის სიყვარულში ეჯიბრება ყველას (მარიხუანას მომხმარებელი ამას არ კადრულობს ან ენერგია არ აქვს ამდენი პრინციპში, ასეა?)

• ნაგვის ურნასთან დგახარ ამაყი აზიური თუ ევროასოცირებული მზერით და ნაგავს მაინც ქუჩაში ყრი

• ავტომობილით უწესო მოძრაობა სოდომსა და გომორს ჰგავს და უცხოელ სტუმრებში გულის შეტევებს იწვევს

• ვინმე ძალით "ელიტური" ტიპი მწვანე შარვლით გაივლის და ამის შემდეგ ძალიან ბევრი ცდილობს მის მსგავსად გაზაფხულზე აბიბინებული მოლის ფერებში ჩაცმას

• ქრონიკაში, ინსცენირებული ომის სიუჟეტის დროს მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი საზვრისპირა ბოძებზე მსხლებივით რომ იყო ჩამოკიდებული (ვინც არ ყოფილა, ნამდვილად ბოდიშს ვიხდი მათ წინაშე)

გავაგრძელო? აღარ მინდა, მეზარება და გულისამრევია უკვე, ყველას შეუძლია ამ კითხვების წრის გაფართოება და დაფიქრება. უბრალოდ არ მგონია, რომ მარიხუანას მოხმარება თუ არმოხმარება იწვევდეს ზემოაღნიშნულს, ეს ღრმა მენტალური პრობლემების შედეგია და მარიხუანას მოწევის თავისუფლება თუ აკრძალვა, დიდ გავლენას არ ახდენს მათზე.

ერთი კითხვა მაქვს საქართველოში მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციის პრომოუტერებთან - რას შვრებით? არ გაქვთ სურვილი თქვენს ოკეანისგაღმელ, თუ დუნაის და რაინისპირელ რეჟისორებსა და პროდიუსერებს ჰკითხოთ, როგორ ხდება ასეთი ტიპის საკითხების საზოგადოებაში განხილვა-გატანა? შეიძლება რამე დასაბუთებული ავტორიტეტული სამედიცინო დასკვნების გარეშე ქვეყანაში ბობ მარლის კურთხეული სამოთხის კარის გაღება? არ უნდა ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე? რომელი სახეობის კანაფის, რა რაოდენობით, რა სიხშირით მოხმარება რა სახის პროცესებს და შედეგებს იწვევს? თამბაქოზე ხომ ვიცით ყველაფერი და თუ ვინმე შეგნებულად მიდის მაინც მოწევაზე, საპრეტენზიო ნაკლებიც გაქვს, რადგან გაფრთხილებული ხარ.

მარიახუნას მავნებლობასა თუ სარგებლიანობაზე საუბრისას, შეიძლება დავეყრდნოთ მხოლოდ ცალკეული პრაქტიკოსი ექიმების, მეცნიერების, "დაბოლილი" მეგობრების და მეზობლების მოსაზრებებს, საკუთარ გამოცდილებას, ჩვეულ ქართულ ჭორაობას და მითებს? ვფიქრობ, ასეთი მიდგომა, სულ ცოტა უპასუხისმგებლობაა.

ერთი შემოთავაზება მექნება მარიხუანას ლეგალიზაციის ლობისტებთან, ხომ მოწინავეები ხართ, გვანახეთ და წინ წაგვიძეხით. მაგალითად, ცოცხალი სატელევიზიო რეალითი შოუ გავაკეთოთ, პირობითად დავარქვათ ,,ცხოვრება მარიხუანასთან ერთად". შეიკრიბეთ, შოუს დაწყებამდე აგწონიან, გაგზომავენ და ა. შ. მერე "დაბოლდით" 1 თვე სხვადასხვა დოზით და იცხოვრეთ ასე, ჩვენც შემოგხედავთ. სახელი და გვარი თუ არ დაგავიწყდებათ, წონა, ზომა და ტვინის უჯრედების პარამეტრები თუ იგივე ან გაუმჯობესებელი დაგრჩათ და სახეს არ დაკარგავთ, მოგბაძავთ და ვიტყვით, რომ სასარგებლო და კარგი ყოფილა მოწევა. მარიხუანას სასარგებლო თვისებები რომც დამტკიცდეს, შეიძლება, არ მოგბაძოთ მაინც, თევზის ქონიც სასარგებლოა, მაგრამ ბევრს უყვარს და მიირთმევს? ყოველ შემთხვევაში, გვეცოდინება ჩვენი თავისუფალი არჩევანის ფასი. თუ არ გნებავთ საკუთარი ჯანმრთელობით გარისკოთ თუ მხოლოდ მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარება გსურთ?!

მარიხუანას მოწევასთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია მაქვს, არ მგონია, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემას წარმოადგენდეს მარიხუანას ლეგალიზაცია და საზოგადოებრივ ცნობიერებაში რევოლუცია მოახდინოს ამის დაშვებამ, უპასუხისმგელობაზე და ზოგადად სიახლეების დანერგვის უტიფარ მიდგომებზე ვამახვილებ ყურადღებას. ამასთან, სრულიად ვიზიარებ, რომ მარიხუანას მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება რამენაირად გამართლებული იყოს. უამრავი ტექნიკური და შემზღუდველი წესის შემოღებაა შესაძლებელი, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს - მკაცრად გამოყოფილი მოსაწევი ადგილები, ჯარიმები, ლეგალური მაღაზიები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დიდი ზეგავლენა მოახდინა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქების მხრივ. თუმცა აქ ამ საკითხებს არ ვიხილავ, მიდგომებზე და მენტალობაზე მაქვს აქცენტი.

მცირე რეზიუმეს სახით კიდევ ვიტყვი, რომ საჭიროა კვალიფიციური, ერთხელაც ჯიუტად გავიმეორებ ამ საკითხის მრავალმხრივი კვალიფიციური განხილვა. მოსაზრება, რომ მარიხუანაზე გადასვლა სხვა ნარკოტიკებს ჩაანაცლებს, შესაძლებელია კარგი იდეაა, მაგრამ არის ეს დამტკიცებული ან გამოკვლეული საქართველოში?

ჩემ პირად აზრსაც გამოვხატავ ნარკოტიკებთან მიმართებაში, ყველანაირი ნარკოტიკი, მათ შორის მსუბუქიც, მიუღებელია ჩემთვის და სხვასაც მოვუწოდებ ამისკენ, რელაქსაციის სხვა უფრო ჯანსაღი ხერხები არსებობს. თუმცა, მარიხუანას მოწევასთან დაკავშირებით გაუგებარ ისტერიამდე მივდივართ, როდესაც ვამბობთ, რომ თაობები დაგვეკარგება და ახალგაზრდობა გაირყვნება, ყველა დაბოლილი ივლის და ასე შემდეგ. რა მაინტერესებს, სამსახურში ან პანაშვიდზე მთვრალი რომ არ უნდა მიხვიდე სადმე გაწერილია? მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ხომ არ ვაკეთებთ ამას. ეს შინაგანი კულტურის საკითხია და არ ღირს საყოველთაო დაბოლილობის აუცდენლობის ჰიპერბოლიზება. უკაცრავად და, სიბინძურის მოყვარული ყოველთვის იპოვის თავის სამყოფ ტალახიან გუბეს. ამდენად, მოწიოს ვისაც რამდენი უნდა, ოღონდ თავად უნდა აგებდე პასუხს, როცა "დაბოლილობის" გამო სამსახურს დაკარგავ ან პანაშვიდზე სიცილით თუ ახვალ და მაგრად მოგხვდება ნათესავებისაგან.

ახლა არ დავიწყოთ, რომ ქართულ ტრადიციაში არ ყოფილა მოწევა და ეს დამპალი დასავლური ფასეულობები თავს მოხვეულია. ჯერ ერთი, ეს ბოლომდე დაზუსტებით არავინ იცის, მოწევის ტრადიციებზე ვამბობ, და რაც შეეხება უშუალოდ მოწევას, ეს სულაც არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას და ფასეულობას, არც დასავლურს მათ შორის. ისევე, როგორც არამწეველი გმირი არ არის, არც მწეველია ზნედაცემული. მეოცე საუკუნის 60-იან წლებს არ ვიხილავ, ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა, დღევანდელ რეალობაზე ვსაუბრობ - ეს ერთ-ერთი ხერხია განტვირთვის და თავისუფალი ქმედების ერთ-ერთი სახეა მილიონობით თავისუფალ ქმედებებს შორის, ისევე, როგორც პარაშუტით ხტომა.

ტრადიციებს და პატრიოტულ შეგრძნებებს დამატებით რაც შეეხება, სასმელით დათრობა გვიანდერძა დავით აღმაშენებელმა? გვერდზე გავიხედოთ და დავინახავთ, იაფფასიანი არყით და სახლში გამოხდილი ჭაჭით დამთვრალი ადამიანები როგორ ხოცავენ ერთმანეთს. დაბოლილი მოძალადე გვინახავს სადმე? ვკითხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოგვაწვდის სტატისტიკას მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მათ შორის ძალადობრივზე, თუ ასეთი არსებობს. თანაფარდობასაც გვეტყვიან, რამდენია დაბოლილი და არყით დამთვრალი მკვლელი, ხულიგანი, ყაჩაღი, მძარცველი, მოძალადე და საგზაო შემთხვევების მონაწილე.

კიდევ ერთი, არავინ იფიქროს, თუ მოხდება მარიხუანას ლეგალიზაცია ან დეკრიმინალიზაცია, ეს საზოგადოების მხოლოდ რომელიმე ჯგუფს შეეხება, ან რომელიმე ვიწრო სუბკულტურის კუთვნილება გახდება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, დიახ, პარლამენტარი, მინისტრი, პრეზიდენტი, მოსამართლე, მატარებლის მემანქანე, თვითმფრინავის პილოტი, სასწრაფო დახმარების ექიმი, მეხანძრე, მღვდელმსახური, პურის მცხობელი, მასწავლებელი - ყველა გახდება თავისუფალი და თანასწორი ამ თვალსაზრისით. ამდენად, ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ჩვენი სამოქალაქო დისციპლინის და ნებისყოფის გამოცდა. ამასთან, მივეჩვიოთ საკითხების განხილვას და გადაწყვეტას ისტერიული ფეხის ბაკუნის გარეშე.

ოღონდ, ისე არ გამოვიდეს, რომ ახალგაზრდობამ საერთოდ გაატაროს ეს საკითხი, არ დაინტერესდეს მოწევით და იქით არ გვთხოვონ გონზე მოსვლა, მერე ჭკუა ვის დავარიგოთ და მორალი ვის წავუკითხოთ?!"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია