Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარჯვენასაჭიანი ბიზნესი 80%-ით დაპატარავდა
მარჯვენასაჭიანი ბიზნესი 80%-ით დაპატარავდა

ბოლო 3 თვე­ში მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტი 70-80%-ით შემ­ცირ­და. ეს არ გახ­ლავთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა, თუმ­ცა ზუს­ტად ასა­ხავს იმ რე­ა­ლო­ბას, რაც ამ ბიზ­ნეს­შია. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნე­ბის აკ­რძალ­ვა 2017 წლამ­დე გა­და­ი­დო, ჯერ­ჯე­რო­ბით იმ­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკე­თე­სო­ბა არ შე­იმ­ჩნე­ვა.

სატ­რან­სპორ­ტო სა­კი­თხე­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­ბიზ­ნე­სი ჩა­ვარ­და. ამ ფაქტს იმ­პორ­ტი­ო­რე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ და დას­ძე­ნენ, რომ მო­თხოვ­ნა თით­ქმის აღარ არის.

წე­სით, მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია 2016 წლის 1-ელ მარ­ტამ­დე იყო ნე­ბა­დარ­თუ­ლი, თუმ­ცა კა­ნონპ­რო­ექ­ტი ჯერ კი­დევ გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია, რაც ნიშ­ნავს, რომ მისი დამ­ტკი­ცე­ბა გა­და­ი­დო, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2017 წლამ­დე. ექ­სპერ­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ აკ­რძალ­ვა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ამოქ­მედ­დეს.

კო­ა­ლი­ცია "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვას" წარ­მომ­და­გე­ნე­ლი, ტრან­სპორ­ტის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტი ვასო ურუ­შა­ძე აცხა­დებს, რომ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის ბიზ­ნესს უკი­დუ­რე­სად გა­უ­ჭირ­და და რამ­დე­ნი­მე ოფი­სი და­ი­ხუ­რა კი­დეც.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმ­დე­ნი გა­ა­კე­თა, რომ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის ბიზ­ნე­სი ჩა­აგ­დო. იმ­პორ­ტი ბოლო 3 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, 70-80%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეს ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბას ზუს­ტად ასა­ხავს. სა­ბო­ლო­ოდ, და­ზა­რალ­დნენ რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, ასე­ვე დი­ლე­რე­ბი, კომ­პა­ნი­ე­ბი, ყვე­ლა ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პირი, ვინც ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ბიზ­ნეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი. მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა თქმა, რომ ბიზ­ნე­სი ჩა­ვარ­და. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, აღი­ა­რე­ბენ თუ არა, რე­ა­ლო­ბა ასე­თია", - აცხა­დებს ურუ­შა­ძე.

მისი თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, კა­ნონპ­რო­ექ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლონ, თუმ­ცა აკ­რძალ­ვა მა­ინც რამ­დე­ნი­მე თვით გა­და­ვად­დე­ბა.

"სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია არ გა­უ­კე­თე­ბია არა­ვის, თუ რა­ტომ გა­და­ი­დო პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა, მათ შო­რის, არც შსს-ს, რო­მე­ლიც კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რია, არც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ადას­ტუ­რებ­და, რომ უკან და­ხე­ვას არ აპი­რებს. ასე­თი ბუნ­დო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ ექ­სპორტ-იმ­პორ­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე აი­სა­ხე­ბა.

ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი და რე­ექ­სპორ­ტი პირ­ველ ად­გილ­ზე იყო, მაგ­რამ პო­ზი­ცია დათ­მო. ცხა­დია, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მაც, ვი­საც უნ­დო­და 1-ელ მარ­ტამ­დე მო­ეს­წრო, ამ ტი­პის მან­ქა­ნის ყიდ­ვის­გან თავი შე­ი­კა­ვეს. შე­სა­ბა­მი­სად, რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­მაც იკლო. ბოლო 2 თვე­ში იმ­პორ­ტი­ო­რებ­მა ოფი­სე­ბიც და­ხუ­რეს.

ხალ­ხს არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რამ­დე­ნი ხნით გა­და­ი­დო აკ­რძალ­ვა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლონ და აპ­რილ-მა­ი­სამ­დე გა­და­ი­წი­ოს ვადა, თუმ­ცა დიდი ალ­ბა­თო­ბაა, რომ არ­ჩევ­ნებს და­ე­ლო­დონ", - ვა­რა­უ­დობს ვასო ურუ­შა­ძე.

გაგ­რძე­ლე­ბა

მარჯვენასაჭიანი ბიზნესი 80%-ით დაპატარავდა

მარჯვენასაჭიანი ბიზნესი 80%-ით დაპატარავდა

ბოლო 3 თვეში მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი 70-80%-ით შემცირდა. ეს არ გახლავთ ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც ამ ბიზნესშია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენასაჭიანების აკრძალვა 2017 წლამდე გადაიდო, ჯერჯერობით იმპორტის მიმართულებით უკეთესობა არ შეიმჩნევა.

სატრანსპორტო საკითხეზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ავტობიზნესი ჩავარდა. ამ ფაქტს იმპორტიორებიც ადასტურებენ და დასძენენ, რომ მოთხოვნა თითქმის აღარ არის.

წესით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2016 წლის 1-ელ მარტამდე იყო ნებადართული, თუმცა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, რაც ნიშნავს, რომ მისი დამტკიცება გადაიდო, სავარაუდოდ, 2017 წლამდე. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აკრძალვა არჩევნების შემდეგ ამოქმედდეს.

კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივას" წარმომდაგენელი, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების ბიზნესს უკიდურესად გაუჭირდა და რამდენიმე ოფისი დაიხურა კიდეც.

"ხელისუფლებამ იმდენი გააკეთა, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების ბიზნესი ჩააგდო. იმპორტი ბოლო 3 თვის მონაცემებით, 70-80%-ით არის შემცირებული. ოფიციალურად ეს ჯერჯერობით არ დადასტურებულა, მაგრამ რეალობას ზუსტად ასახავს. საბოლოოდ, დაზარალდნენ როგორც მომხმარებლები, ასევე დილერები, კომპანიები, ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვინც ავტომანქანების ბიზნესში იყო ჩართული. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. თამამად შეიძლება თქმა, რომ ბიზნესი ჩავარდა. არ აქვს მნიშვნელობა, აღიარებენ თუ არა, რეალობა ასეთია", - აცხადებს ურუშაძე.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილონ, თუმცა აკრძალვა მაინც რამდენიმე თვით გადავადდება.

"საჯარო ინფორმაცია არ გაუკეთებია არავის, თუ რატომ გადაიდო პროექტის განხილვა, მათ შორის, არც შსს-ს, რომელიც კანონპროექტის ავტორია, არც პრემიერ-მინისტრს, რომელიც ცოტა ხნის წინ ადასტურებდა, რომ უკან დახევას არ აპირებს. ასეთი ბუნდოვანი დამოკიდებულება საბოლოოდ ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებზე აისახება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი პირველ ადგილზე იყო, მაგრამ პოზიცია დათმო. ცხადია, საქართველოს გარდა, პრობლემა შეექმნათ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც. ადგილობრივებმაც, ვისაც უნდოდა 1-ელ მარტამდე მოესწრო, ამ ტიპის მანქანის ყიდვისგან თავი შეიკავეს. შესაბამისად, რეალიზაციამაც იკლო. ბოლო 2 თვეში იმპორტიორებმა ოფისებიც დახურეს.

ხალხს არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ხნით გადაიდო აკრძალვა. შესაძლებელია, დაჩქარებული წესით განიხილონ და აპრილ-მაისამდე გადაიწიოს ვადა, თუმცა დიდი ალბათობაა, რომ არჩევნებს დაელოდონ", - ვარაუდობს ვასო ურუშაძე.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია