პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არა - "არა ოკუპაციას"
არა - "არა ოკუპაციას"

დღეს 25 თე­ბერ­ვა­ლია. 95 წელი გა­ვი­და რუ­სე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პა­ცი­ი­დან. დღეს ერ­თგვარ აუ­ცი­ლებ­ლო­ბად იქცა ამ დღის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა, თა­ნაც ისე, რომ სხვებ­მაც შე­გამ­ჩნი­ონ. რაც უფრო ხმა­მაღ­ლა, აგ­რე­სი­უ­ლად და სხვე­ბის­თვის შე­სამ­ჩნე­ვად გა­მო­ხა­ტავ პრო­ტესტს, მით უფრო ფას­დე­ბი ზო­გი­ერ­თე­ბის თვალ­ში. სამ­წუ­ხა­როა, რომ გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა ერ­თგვარ შე­ჯიბ­რად იქცა, ხოლო ის, რა­საც ამით ვაპ­რო­ტეს­ტებთ, არა­გულ­წრფე­ლია და მხო­ლოდ სხვის და­სა­ნა­ხა­დაა. მას შემ­დეგ, რაც სხვა დაგ­ვი­ნა­ხავს, facebook-ზე, twitter-ზე და სხვა სოცქსე­ლებ­ზე და­პოს­ტავს, რომ ამან და ამან ეს თქვა, რა მაგ­რად თქვა, შემ­დეგ ჩვენ სტა­ტუსს - "არა ოკუ­პა­ცი­ას", ბევ­რი like და­უგ­როვ­დე­ბა, ჩავ­თვლით, რომ პრო­ტეს­ტი ღირ­სე­უ­ლად გა­მოვ­ხა­ტეთ. ხოლო იმან, ვინც სა­ერ­თოდ არა­ვის შე­ამ­ჩნე­ვი­ნა თა­ვი­სი პრო­ტეს­ტი, რუ­სე­თუ­მედ და ოკუ­პან­ტე­ბის მხარ­დამ­ჭე­რად მი­ვიჩ­ნევთ.

პი­რა­დად მე არა­ვი­თარ საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბას არ ვუ­ერ­თდე­ბი, არც "არა ოკუ­პა­ცი­ას" გა­ვი­ძა­ხი და არც "გა­ეთ­რიე ჩრდი­ლო­ე­ლოს", მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა ვინ­მეს ჩემ­ზე დიდი ში­ნა­გა­ნი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა ქონ­დეს. ის დრო, რაც სხვის და­სა­ნა­ხად პლა­კა­ტის და­ჭე­რა­ში უნდა დავ­ხარ­ჯო, მირ­ჩევ­ნია ჩემ პა­ტა­რა შვილ­თან გა­ვა­ტა­რო, ავუხ­სნა რაა ქარ­თვე­ლო­ბა, რა ევა­ლე­ბა, რომ კარგ ქარ­თვე­ლად გა­ი­ზარ­დოს და ვუ­თხრა, ვი­ნაა ოკუ­პან­ტი, თო­რემ ათას­ნა­ი­რი ლო­ზუნ­გე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი პლა­კა­ტის და­ჭე­რა­ში, რომ ვაი ქარ­თვე­ლებს ბა­და­ლი არ ყავთ, სწო­რედ 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალ­მა და­ამ­ტკი­ცა.

სუ­რამ­ში, ჩემი ქუჩა, რო­მე­ლიც დღეს 26 მა­ი­სის სა­ხე­ლო­ბი­საა, წლე­ბის მან­ძილ­ზე 25 თე­ბერ­ვლი­სა იყო, დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს ის რკი­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლი, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებ­და ჩემი სახ­ლის მი­სა­მართს - 25 თე­ბერ­ვლის N12 (ცოტა ჟან­გმა შე­უ­ტია, ალ­ბათ ბუ­ნე­ბის პრო­ტეს­ტია ამ დღი­სად­მი), თუმ­ცა სრუ­ლე­ბით არ ვთვლი, რომ ოკუ­პა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ.

ჩემი მშობ­ლე­ბი იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, ვინც 25 თე­ბერ­ვალს ზე­ი­მობ­და. მა­მაც და დე­დაც არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლან იმ მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც 25 თე­ბერ­ვალს იმარ­თე­ბო­და. დღეს არ­ცერ­თი არ გა­მო­დის და არ იძა­ხის "არა ოკუ­პა­ცი­ას", თუმ­ცა არ­ცერ­თი არაა ოკუ­პან­ტე­ბის მი­მართ ლო­ი­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი, მათი მხრი­დან პრო­ტეს­ტი შვი­ლე­ბის ქარ­თვე­ლე­ბად გაზ­რდა იყო.

დღეს იუნ­კერ­თა საფ­ლა­ვე­ბი ყვა­ვი­ლე­ბით შე­ამ­კეს, ცუ­დია, რომ მო­მა­ვალ 25 თე­ბერ­ვლამ­დე ისი­ნი ძა­ლი­ან ცო­ტას გა­ახ­სენ­დე­ბა, ხოლო ერთი წლის მერე ისევ ახა­ლი ლო­ზუნ­გე­ბი, საფ­ლავ­თან სა­მახ­სოვ­რო სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა, ნერ­ვი­უ­ლად სა­ხის კუნ­თე­ბის თა­მა­ში (ჩუ­მად თვა­ლის გა­პა­რე­ბა, გხე­და­ვენ თუ არა). პი­რა­დად ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია და გუ­ლი­სამ­რე­ვი.

7 წლის ვი­ყა­ვი, როცა სო­ხუ­მი დავ­კარ­გეთ. მა­შინ სო­ხუ­მის და­კარ­გვა­ზე მე­ტად დე­დას და მა­მი­დას ცრემ­ლებს უფრო გან­ვიც­დი­დი. უმ­ძი­მე­სი და­სა­ნა­ხი იყო მა­მას უსუ­სუ­რი სახე, რად­გან ამ წა­მამ­დე მამა უძ­ლე­ვე­ლი და ყოვ­ლის­შემ­ძლე მე­გო­ნა. სწო­რედ ამ დღე­ებ­ში გა­ვი­გე პირ­ვე­ლად სი­ტყვა - ოკუ­პა­ცია. ამ დღის შემ­დეგ ლა­მის ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რად მექ­ცა. იმე­დია მალე სა­მუ­და­მოდ მო­ვი­შო­რებ ამ მა­ხინჯ სა­ტე­ლიტს. ამის იმედს ჩემი შვი­ლი მაძ­ლევს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მინ­და ისეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­ზარ­დოს, სა­დაც ოკუ­პა­ცი­ის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა არა მოდა, არა­მედ ში­ნა­გა­ნი პრო­ტეს­ტი იქ­ნე­ბა.

პ.ს. დამ­თხვე­ვე­ბი შემ­თხვე­ვი­თია და სა­კუ­თარ თავ­ზე ნუ­რა­ვინ მი­ი­ღებს

ლადო გო­გო­ლა­ძე, AMBEBI.GE

ფოტო: ირი­ნა ან­დრე­ე­ვა

იხი­ლეთ ასე­ვე: 12 ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

არა - "არა ოკუპაციას"

არა - "არა ოკუპაციას"

დღეს 25 თებერვალია. 95 წელი გავიდა რუსების მიერ საქართველო ოკუპაციიდან. დღეს ერთგვარ აუცილებლობად იქცა ამ დღის გაპროტესტება, თანაც ისე, რომ სხვებმაც შეგამჩნიონ. რაც უფრო ხმამაღლა, აგრესიულად და სხვებისთვის შესამჩნევად გამოხატავ პროტესტს, მით უფრო ფასდები ზოგიერთების თვალში. სამწუხაროა, რომ გამოხატვის ფორმა ერთგვარ შეჯიბრად იქცა, ხოლო ის, რასაც ამით ვაპროტესტებთ, არაგულწრფელია და მხოლოდ სხვის დასანახადაა. მას შემდეგ, რაც სხვა დაგვინახავს, facebook-ზე, twitter-ზე და სხვა სოცქსელებზე დაპოსტავს, რომ ამან და ამან ეს თქვა, რა მაგრად თქვა, შემდეგ ჩვენ სტატუსს - "არა ოკუპაციას", ბევრი like დაუგროვდება, ჩავთვლით, რომ პროტესტი ღირსეულად გამოვხატეთ. ხოლო იმან, ვინც საერთოდ არავის შეამჩნევინა თავისი პროტესტი, რუსეთუმედ და ოკუპანტების მხარდამჭერად მივიჩნევთ.

პირადად მე არავითარ საპროტესტო მოძრაობას არ ვუერთდები, არც "არა ოკუპაციას" გავიძახი და არც "გაეთრიე ჩრდილოელოს", მაგრამ მეეჭვება ვინმეს ჩემზე დიდი შინაგანი პროტესტის გრძნობა ქონდეს. ის დრო, რაც სხვის დასანახად პლაკატის დაჭერაში უნდა დავხარჯო, მირჩევნია ჩემ პატარა შვილთან გავატარო, ავუხსნა რაა ქართველობა, რა ევალება, რომ კარგ ქართველად გაიზარდოს და ვუთხრა, ვინაა ოკუპანტი, თორემ ათასნაირი ლოზუნგებით დამშვენებული პლაკატის დაჭერაში, რომ ვაი ქართველებს ბადალი არ ყავთ, სწორედ 1921 წლის 25 თებერვალმა დაამტკიცა.

სურამში, ჩემი ქუჩა, რომელიც დღეს 26 მაისის სახელობისაა, წლების მანძილზე 25 თებერვლისა იყო, დღემდე შენახული მაქვს ის რკინის მაჩვენებლი, რომელიც მიუთითებდა ჩემი სახლის მისამართს - 25 თებერვლის N12 (ცოტა ჟანგმა შეუტია, ალბათ ბუნების პროტესტია ამ დღისადმი), თუმცა სრულებით არ ვთვლი, რომ ოკუპაციის მხარდამჭერი ვარ.

ჩემი მშობლები იმ თაობის წარმომადგენლები არიან, ვინც 25 თებერვალს ზეიმობდა. მამაც და დედაც არაერთხელ ყოფილან იმ მსვლელობის მონაწილე, რომელიც 25 თებერვალს იმართებოდა. დღეს არცერთი არ გამოდის და არ იძახის "არა ოკუპაციას", თუმცა არცერთი არაა ოკუპანტების მიმართ ლოილურად განწყობილი, მათი მხრიდან პროტესტი შვილების ქართველებად გაზრდა იყო.

დღეს იუნკერთა საფლავები ყვავილებით შეამკეს, ცუდია, რომ მომავალ 25 თებერვლამდე ისინი ძალიან ცოტას გაახსენდება, ხოლო ერთი წლის მერე ისევ ახალი ლოზუნგები, საფლავთან სამახსოვრო სურათების გადაღება, ნერვიულად სახის კუნთების თამაში (ჩუმად თვალის გაპარება, გხედავენ თუ არა). პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე მომაბეზრებელია და გულისამრევი.

7 წლის ვიყავი, როცა სოხუმი დავკარგეთ. მაშინ სოხუმის დაკარგვაზე მეტად დედას და მამიდას ცრემლებს უფრო განვიცდიდი. უმძიმესი დასანახი იყო მამას უსუსური სახე, რადგან ამ წამამდე მამა უძლეველი და ყოვლისშემძლე მეგონა. სწორედ ამ დღეებში გავიგე პირველად სიტყვა - ოკუპაცია. ამ დღის შემდეგ ლამის ცხოვრების თანამგზავრად მექცა. იმედია მალე სამუდამოდ მოვიშორებ ამ მახინჯ სატელიტს. ამის იმედს ჩემი შვილი მაძლევს, რომელიც ძალიან მინდა ისეთ საქართველოში გაიზარდოს, სადაც ოკუპაციის გაპროტესტება არა მოდა, არამედ შინაგანი პროტესტი იქნება.

პ.ს. დამთხვევები შემთხვევითია და საკუთარ თავზე ნურავინ მიიღებს

ლადო გოგოლაძე, AMBEBI.GE

ფოტო: ირინა ანდრეევა

იხილეთ ასევე: 12 ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტი საბჭოთა კავშირის შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია