პოლიტიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამხელა ჯორი ვიდექი და ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები" - "მძიმე კაცის" ემოციური პოსტი
"ამხელა ჯორი ვიდექი და ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები" - "მძიმე კაცის" ემოციური პოსტი

"მძი­მე კა­ცის" წამ­ყვა­ნი და­ვით კოვ­ზი­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"рукописи не горят - ბულ­გა­კო­ვის ეს ფრა­ზა ედო ვი­ღა­ცას და ერთი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ ერთ გა­ზეთ­ში ვწერ­დი, ვწერ­დით პას­ტე­ბით, მერე ამ ნა­წერს სტი­ლისტ-კო­რექ­ტო­რი კი­თხუ­ლობ­და და მბეჭ­და­ვებს აძ­ლევ­და. სტი­ლის­ტი ხან­ში შე­სუ­ლი კაცი იყო, ენას­თან ძა­ლი­ან კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბით, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­გა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. პირ­ვე­ლი ტექ­სტი რომ მი­ვუ­ტა­ნე, მაგ­რა გა­და­აჭ­რე­ლა და იმ დღის მერე ჩვენ შო­რის ორ­თოგ­რა­ფი­ულ-გრა­მა­ტი­კუ­ლი ხმა­ლა­ო­ბა და­ი­წყო, ეს იყო ერ­თგვა­რი თა­ო­ბე­ბის ბრძო­ლა - სა­ა­თო­ბით ვკა­მა­თობ­დით თითო მძი­მე­ზე და წერ­ტილ­ზე, ხან­და­ხან ისეთ წვრილ­მა­ნებ­ზეც, მკი­თხვე­ლი ვე­რას­დროს რო ვერ გა­ი­გებს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­მე­გობ­რდით, ტექ­სტებ­შიც ნაკ­ლე­ბად ერე­ო­და - მე მის­თვის ახალ ფან­ჯა­რად ვი­ქე­ცი საქ­მე­ში და ის დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ულ სკივ­რად, რო­მელ­ში ქექ­ვაც ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და და უამ­რა­ვი რა­ღაც ვის­წავ­ლე. ერთ დღე­საც პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით მორ­ცხვად მო­ვი­და ჩემ­თან, ფურ­ცე­ლი მო­მა­წო­და და მე­უბ­ნე­ბა, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ცუ­და­დაა, არ ვი­ცით რო­გორ იქ­ნე­ბა, ხვალ და­ბა­დე­ბის დღე აქვს, ჰოდა ეს და­ვუ­წე­რე და მინ­და პირ­ვე­ლად შენ წა­ი­კი­თხო, სხვას ვე­რა­ვის ვან­დობ და სი­მარ­თლე მი­თხა­რი, რო­გო­რი­აო. არ­ცერ­თი სი­ტყვა არ მახ­სოვს, რაც იქ ეწე­რა, მაგ­რამ შუა კი­თხვა­ში მივ­ხვდი, რომ ამ­ხე­ლა ჯორი ვი­დე­ქი და ღაპა-ღუ­პით მომ­დი­ო­და ცრემ­ლე­ბი. მსგავ­სი ემო­ცია არ­ცერ­თი ტექ­სტის­გან არ მი­მი­ღია არას­დროს. მო­ვი­და და ჩა­მე­ხუ­ტა. მგო­ნი ისიც ტი­რო­და".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ამხელა ჯორი ვიდექი და ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები" - "მძიმე კაცის" ემოციური პოსტი

"ამხელა ჯორი ვიდექი და ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები" - "მძიმე კაცის" ემოციური პოსტი

"მძიმე კაცის" წამყვანი დავით კოვზირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"рукописи не горят - ბულგაკოვის ეს ფრაზა ედო ვიღაცას და ერთი ამბავი გამახსენდა: დაახლოებით 15 წლის წინ ერთ გაზეთში ვწერდი, ვწერდით პასტებით, მერე ამ ნაწერს სტილისტ-კორექტორი კითხულობდა და მბეჭდავებს აძლევდა. სტილისტი ხანში შესული კაცი იყო, ენასთან ძალიან კონსერვატიული მიდგომებით, მაგრამ ძალიან მაგარი პროფესიონალი. პირველი ტექსტი რომ მივუტანე, მაგრა გადააჭრელა და იმ დღის მერე ჩვენ შორის ორთოგრაფიულ-გრამატიკული ხმალაობა დაიწყო, ეს იყო ერთგვარი თაობების ბრძოლა - საათობით ვკამათობდით თითო მძიმეზე და წერტილზე, ხანდახან ისეთ წვრილმანებზეც, მკითხველი ვერასდროს რო ვერ გაიგებს. დროთა განმავლობაში დავმეგობრდით, ტექსტებშიც ნაკლებად ერეოდა - მე მისთვის ახალ ფანჯარად ვიქეცი საქმეში და ის დიდ ინფორმაციულ სკივრად, რომელში ქექვაც ძალიან შემიყვარდა და უამრავი რაღაც ვისწავლე. ერთ დღესაც პატარა ბავშვივით მორცხვად მოვიდა ჩემთან, ფურცელი მომაწოდა და მეუბნება, ჩემი შვილიშვილი ძალიან ცუდადაა, არ ვიცით როგორ იქნება, ხვალ დაბადების დღე აქვს, ჰოდა ეს დავუწერე და მინდა პირველად შენ წაიკითხო, სხვას ვერავის ვანდობ და სიმართლე მითხარი, როგორიაო. არცერთი სიტყვა არ მახსოვს, რაც იქ ეწერა, მაგრამ შუა კითხვაში მივხვდი, რომ ამხელა ჯორი ვიდექი და ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები. მსგავსი ემოცია არცერთი ტექსტისგან არ მიმიღია არასდროს. მოვიდა და ჩამეხუტა. მგონი ისიც ტიროდა".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს