მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 რამ, რაც ომების დროს გამოიგონეს
7 რამ, რაც ომების დროს გამოიგონეს

ომი ნგრე­ვა­სა და გა­ნად­გუ­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, თუმ­ცა მათ არა­ერთ სა­სარ­გებ­ლო გა­მო­გო­ნე­ბას და­უ­დეს სა­თა­ვე. სწო­რედ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს შექ­მნი­ლი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ბრძო­ლის ველ­ზე პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­სა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ეფექ­ტურ გა­ნად­გუ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის დროს ომი­ა­ნო­ბი­სას შექ­მნი­ლი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში იკი­დებს ფეხს და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუყ­რელ ნა­წი­ლად იქ­ცე­ვა.

ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ რომ არა ომე­ბი, კა­ცობ­რი­ო­ბა კონ­სერ­ვე­ბის, მიკ­რო­ტალ­ღუ­რი ღუ­მე­ლე­ბის, სუ­პერ-წე­ბოს და მარ­გა­რი­ნის გა­რე­შე დარ­ჩე­ბო­და.

ომი­ა­ნო­ბის დროს ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის გარ­და, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლოვ­ნია არ­მი­ის კვე­ბის სა­კი­თხი. თუ­ნუ­ქის ქი­ლებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის - კონ­სერ­ვე­ბის ის­ტო­რია ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის ეპო­ქა­ში იღებს სა­თა­ვეს. იმ­პე­რა­ტორ­მა ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­ვე­ბის სა­ი­მე­დო შე­ნახ­ვის მე­თო­დის გა­მო­გო­ნე­ბის­თვის ჯილ­დოდ 12 ათა­სი ფრან­კი და­ა­წე­სა. კონ­კურ­სში ნი­კო­ლა აპპერ­მა გა­ი­მარ­ჯვა, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა მსოფ­ლი­ო­ში პრო­დუქ­ტის კონ­სერ­ვი­რე­ბის მე­თო­დი შე­ი­მუ­შა­ვა. ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ჰერ­მენ­ტუ­ლად და­ხუ­რულ თუ­ნუ­ქის ქი­ლებ­ში საკ­ვე­ბი სა­ი­მე­დოდ 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბო­და. მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად კუთ­ვნი­ლი ჯილ­დო გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა თა­ვად იმ­პე­რა­ტო­რის ხე­ლი­დან მი­ი­ღო.

ხე­ლის სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი - ეს პო­ლი­მე­რუ­ლი პლასტმა­სის სა­თა­მა­შოა, რო­მე­ლიც პა­ტა­რა ბავ­შვებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ის 1943 წელს შოტ­ლან­დი­ელ­მა მეც­ნი­ერ­მა ჯე­იმს რა­იტ­მა შექ­მნა, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვი კა­უ­ჩუ­კის ხე­ლოვ­ნუ­რი შემ­ცვლე­ლის გა­მო­გო­ნე­ბას ცდი­ლობ­და.

სა­თა­მა­შო ზამ­ბა­რა - მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს "შემ­თხვე­ვით" შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტი, დღემ­დე მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სა­თა­მა­შოდ რჩე­ბა. ალ­ბათ ყვე­ლა ჩვენ­განს ერთხელ მა­ინც უთა­მა­შია ამ პლასტმა­სის ფე­რა­დი ზამ­ბა­რით, რო­მე­ლიც კი­ბე­ზე დაბ­ლა ჩა­მოს­ვლა­საც ახერ­ხებს. 1943 წელს ამე­რი­კელ ინ­ჟი­ნერ რი­ჩარდ ჯე­იმსს, რო­მე­ლიც ღელ­ვი­სას ზღვა­ში გე­მებ­ზე ვიბ­რა­ცი­ი­სა და რწე­ვის ჩამხშობ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, ია­ტაკ­ზე შემ­თხვე­ვით ზამ­ბა­რა და­უ­ვარ­და. გა­ჩე­რე­ბის ნაც­ვლად, ზამ­ბა­რამ ია­ტაკ­ზე მოძ­რა­ო­ბა გა­აგ­რძე­ლა და ჯე­იმსს სა­თა­მა­შოს შექ­მნის იდეა გა­უჩ­ნდა.

მიკ­რო­ტალ­ღუ­რი ღუ­მე­ლი - ეს გა­მო­გო­ნე­ბა ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო ინ­ჟი­ნერ პერი სპენ­სერს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს რა­და­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, მო­რი­გი ექ­სპე­რი­მენ­ტი­სას ამოქ­მე­დე­ბულ­მა მო­წყო­ბი­ლო­ბამ მის ჯი­ბე­ში შო­კო­ლა­დის ფილა გა­ად­ნო. 1947 წელს დამ­ზა­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი მიკ­რო­ტალ­ღუ­რი ღუ­მე­ლი 340 კგ-ს იწო­ნი­და. მის სრულ­ყო­ფა­სა და მა­სი­ურ გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე მიყ­ვა­ნას 30 წელი დას­ჭირ­და.

სუ­პერ წებო - ამ­ბო­ბენ, რომ ის ბრძო­ლის ველ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბის "შე­წე­ბე­ბის­თვის" შექ­მნეს. ეს მხო­ლოდ ლე­გენ­დაა. ნივ­თი­ე­რე­ბა ამე­რი­კელ­მა ქი­მი­კოს­მა ჰარი ქუ­ვერ­მა 1942 წელს შემ­თხვე­ვით მი­ი­ღო, რო­დე­საც ოპ­ტი­კუ­რი სა­მიზ­ნე­ე­ბის­თვის პლასტმა­სის ლინ­ზე­ბის შექ­მნას ცდი­ლობ­და. მა­შინ ქუ­ვერ­მა არ მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა ამ აღ­მო­ჩე­ნას და მას მხო­ლოდ 10 წლის შემ­დეგ მი­უბ­რუნ­და.

მარ­გა­რი­ნი - მისი გა­მო­ჩე­ნის­თვის მად­ლო­ბა ნა­პო­ლე­ონ მე­სა­მეს (იმ დიდი ნა­პო­ლე­ო­ნის ძმის­შვი­ლი) უნდა გა­და­ვუ­ხა­დოთ. 1860 წელს ჯა­რის კვე­ბის­თვის კა­რა­ქის შე­და­რე­ბით ია­ფ­ფა­სი­ა­ნი შემ­ცვლე­ლის გა­მო­გო­ნე­ბის­თვის მან ჯილ­დო და­ა­წე­სა. ფრან­გმა ქი­მი­კოს­მა იპო­ლიტ მოჟე-მუ­რი­ემ სა­ქონ­ლის ცხი­მის რძეს­თან ემულ­გა­ცი­ის ვა­რი­ან­ტი წარ­მო­ად­გი­ნა. სა­კუ­თარ გა­მო­გო­ნე­ბას ქი­მი­კოს­მა "ოლე­ო­მარ­გა­რი­ნი" უწო­და. სა­ხელ­წო­დე­ბა მარ­გა­რი­ნი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაჩ­ნდა.

სან­ტექ­ნი­კუ­რი წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტი - ის აშშ-ის არ­მი­ის დაკ­ვე­თით კომ­პა­ნია Johnson & Johnson-მა 1942 წელს შექ­მნა. პო­ლი­ე­თი­ლე­ნის მტკი­ცე ლენ­ტი, რო­მელ­საც არც წყლის და არც სის­ვე­ლის "ეში­ნო­და", ჯა­რის­კა­ცებ­ში დიდი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობ­და. მას და­ხე­უ­ლი კარ­ვე­ბის შე­კე­თე­ბი­სა და ჭრი­ლო­ბე­ბის დრო­ე­ბით შეხ­ვე­ვის­თვის მო­იხ­მარ­დნენ. ომის შემ­დეგ რუხი ფე­რის წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ყიდ­ვა­ში გა­მოჩ­ნდა.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

AMBEBI.GE

7 რამ, რაც ომების დროს გამოიგონეს

7 რამ, რაც ომების დროს გამოიგონეს

ომი ნგრევასა და განადგურებასთან ასოცირდება, თუმცა მათ არაერთ სასარგებლო გამოგონებას დაუდეს სათავე. სწორედ საბრძოლო მოქმედებების დროს შექმნილი ახალი ტექნოლოგიები ბრძოლის ველზე პირად შემადგენლობას სხვადასხვა პრობლემების მოგვარებასა და მოწინააღმდეგის ეფექტურ განადგურებაში ეხმარება. მშვიდობიანობის დროს ომიანობისას შექმნილი გამოგონებები სამოქალაქო სექტორში იკიდებს ფეხს და ჩვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცევა.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ რომ არა ომები, კაცობრიობა კონსერვების, მიკროტალღური ღუმელების, სუპერ-წებოს და მარგარინის გარეშე დარჩებოდა.

ომიანობის დროს იარაღისა და საბრძოლო მასალების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვნია არმიის კვების საკითხი. თუნუქის ქილებში მოთავსებული საკვების - კონსერვების ისტორია ნაპოლეონ ბონაპარტის ეპოქაში იღებს სათავეს. იმპერატორმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკვების საიმედო შენახვის მეთოდის გამოგონებისთვის ჯილდოდ 12 ათასი ფრანკი დააწესა. კონკურსში ნიკოლა აპპერმა გაიმარჯვა, რომელმაც პირველმა მსოფლიოში პროდუქტის კონსერვირების მეთოდი შეიმუშავა. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ჰერმენტულად დახურულ თუნუქის ქილებში საკვები საიმედოდ 8 თვის განმავლობაში ინახებოდა. მადლიერების ნიშნად კუთვნილი ჯილდო გამომგონებელმა თავად იმპერატორის ხელიდან მიიღო.

ხელის საღეჭი რეზინი - ეს პოლიმერული პლასტმასის სათამაშოა, რომელიც პატარა ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის 1943 წელს შოტლანდიელმა მეცნიერმა ჯეიმს რაიტმა შექმნა, რომელიც ბუნებრივი კაუჩუკის ხელოვნური შემცვლელის გამოგონებას ცდილობდა.

სათამაშო ზამბარა - მეორე მსოფლიო ომის დროს "შემთხვევით" შექმნილი პროდუქტი, დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სათამაშოდ რჩება. ალბათ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უთამაშია ამ პლასტმასის ფერადი ზამბარით, რომელიც კიბეზე დაბლა ჩამოსვლასაც ახერხებს. 1943 წელს ამერიკელ ინჟინერ რიჩარდ ჯეიმსს, რომელიც ღელვისას ზღვაში გემებზე ვიბრაციისა და რწევის ჩამხშობ მოწყობილობაზე მუშაობდა, იატაკზე შემთხვევით ზამბარა დაუვარდა. გაჩერების ნაცვლად, ზამბარამ იატაკზე მოძრაობა გააგრძელა და ჯეიმსს სათამაშოს შექმნის იდეა გაუჩნდა.

მიკროტალღური ღუმელი - ეს გამოგონება ამერიკელ სამხედრო ინჟინერ პერი სპენსერს ეკუთვნის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს რადარების გაუმჯობესებაზე მუშაობდა. ლეგენდის თანახმად, მორიგი ექსპერიმენტისას ამოქმედებულმა მოწყობილობამ მის ჯიბეში შოკოლადის ფილა გაადნო. 1947 წელს დამზადებული პირველი მიკროტალღური ღუმელი 340 კგ-ს იწონიდა. მის სრულყოფასა და მასიურ გამოყენებამდე მიყვანას 30 წელი დასჭირდა.

სუპერ წებო - ამბობენ, რომ ის ბრძოლის ველზე ჭრილობების "შეწებებისთვის" შექმნეს. ეს მხოლოდ ლეგენდაა. ნივთიერება ამერიკელმა ქიმიკოსმა ჰარი ქუვერმა 1942 წელს შემთხვევით მიიღო, როდესაც ოპტიკური სამიზნეებისთვის პლასტმასის ლინზების შექმნას ცდილობდა. მაშინ ქუვერმა არ მიაქცია ყურადღება ამ აღმოჩენას და მას მხოლოდ 10 წლის შემდეგ მიუბრუნდა.

მარგარინი - მისი გამოჩენისთვის მადლობა ნაპოლეონ მესამეს (იმ დიდი ნაპოლეონის ძმისშვილი) უნდა გადავუხადოთ. 1860 წელს ჯარის კვებისთვის კარაქის შედარებით იაფფასიანი შემცვლელის გამოგონებისთვის მან ჯილდო დააწესა. ფრანგმა ქიმიკოსმა იპოლიტ მოჟე-მურიემ საქონლის ცხიმის რძესთან ემულგაციის ვარიანტი წარმოადგინა. საკუთარ გამოგონებას ქიმიკოსმა "ოლეომარგარინი" უწოდა. სახელწოდება მარგარინი მოგვიანებით გაჩნდა.

სანტექნიკური წებოვანი ლენტი - ის აშშ-ის არმიის დაკვეთით კომპანია Johnson & Johnson-მა 1942 წელს შექმნა. პოლიეთილენის მტკიცე ლენტი, რომელსაც არც წყლის და არც სისველის "ეშინოდა", ჯარისკაცებში დიდი მოწონებით სარგებლობდა. მას დახეული კარვების შეკეთებისა და ჭრილობების დროებით შეხვევისთვის მოიხმარდნენ. ომის შემდეგ რუხი ფერის წებოვანი ლენტი სამოქალაქო გაყიდვაში გამოჩნდა.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"