9 წლის ქალიშვილის დედა სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს რჩევებს, რომლებიც სინამდვილეში მისი გოგონასთვის არის განკუთვნილი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
- გოგომ "არას" გამო ბოდიში არ უნდა მოიხადოს. შეგიძლია, ყოველთვის გაისტუმრო უარით შეყვარებული, შეფი, უტაქტო დაქალი... გახსოვდეს, ამის სრული უფლება გაქვს.
- შეიძლება ძალიან გიყვარს, მაგრამ დედამისს ის შენზე ადრე უყვარდა. ასე რომ, პატივი ეცი იმ ქალის გრძნობებს.
- კულინარული უნარ-ჩვევები ძალიან გამოგადგება: ჯერ ერთი, შიმშილით არ მოკვდები და მეორე, შენს პირველ ბინაში გადაბარგებულს ეკონომიასაც გასწავლის.
- ტამპონებს არ გაეკარო.
- ყველა ქალს აქვს სიამოვნების მიღების უფლება. თუ ის ვაჟბატონი სხვანაირად
ფიქრობს, სასწრაფოდ ჩაიცვი და წამოდი.
- მეგობრობა ყველაზე მომგებიანი პოზიციაა მამაკაცთან ურთიერთობაში - სიყვარულამდე ერთი ნაბიჯი გაშორებს, უკან დასახევად კი "ძმასავით გიყურებ" ყველაზე უმტკივნეულო არგუმენტია.
- ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ იაფფასიანი ვარცხნილობებით და უხარისხო კოსმეტიკით იარო. ორმაგი გადაიხადე და ყოველთვის მოწესრიგებულმა იარე.
- ჟაკლინ კენედის (აშშ-ის პირველი ლედი 1961-1963 წლებში) არასოდეს სცმია მოკლე, ტანზე მოტმასნილი შორტები, მაგრამ ყოველთვის დახვეწილი და ელეგანტური იყო.
- მამაკაცი, რომელსაც ქმრად აირჩევ, არის ადამიანი, რომელიც შენთან ერთად მოდის, მაგრამ წინ არ გისწრებს.
არცერთ დაქალს არ გაანდო შენი მთავარი საიდუმლო