მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია...
50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია...

მარ­ტი­დან, "გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L", წიგ­ნე­ბის ახა­ლი სე­რი­ის, სა­ხელ­წო­დე­ბით "50 პერ­სო­ნა - მათ შექ­მნეს ის­ტო­რია", გა­მო­ცე­მას იწყებს.

ახა­ლი სე­რია გა­მო­ვა ყო­ველ­თვი­უ­რად ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ან­თან" ერ­თად და ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ებს შე­ე­ხე­ბა. წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ნინო დე­კა­ნო­სი­ძე:

- წიგ­ნე­ბი ად­რეც ახ­ლდა ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ანს" და ეს შე­თა­ვა­ზე­ბა კვლა­ვაც მკი­თხვე­ლის თხოვ­ნით გა­ნახ­ლდე­ბა. სხვა­დას­ხვა ჟან­რის წიგ­ნი ჩვენს სხვა არა­ერთ პე­რი­ო­დულ გა­მო­ცე­მა­საც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია ახ­ლავს და გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ პრო­ექ­ტი მკი­თხვე­ლის დიდ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. "ის­ტო­რი­ანს" შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის წიგ­ნე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და: ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნე­ბი, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად ვახ­ტანგ ჭე­ლი­ძის "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბის ქრო­ნი­კე­ბით" და­ვას­რუ­ლეთ. რამ­დე­ნი­მე თვემ გან­ვლო და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ვფიქ­რობ­დით, რო­მე­ლი წიგ­ნე­ბი გა­მო­იწ­ვევ­და მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რესს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უპი­რა­ტე­სო­ბა ის­ტო­რი­ულ ჟანრს ენი­ჭე­ბო­და, თუმ­ცა გან­ვი­ხი­ლავ­დით სხვა ვა­რი­ან­ტებ­საც. მა­გა­ლი­თად, გვსურ­და მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა; ცნო­ბი­ლი უცხო­ე­ლი მწერ­ლე­ბის ის­ტო­რი­ულ რო­მა­ნებ­ზე სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვაც მო­ვა­წყვეთ. ბო­ლოს, ბი­ოგ­რა­ფი­ებ­ზე შევ­ჩერ­დით, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­თა და ის­ტო­რი­უ­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბით არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით, გვექ­ნე­ბა დიდი მწერ­ლე­ბის, ის­ტო­რი­კო­სე­ბის, ფი­ზი­კო­სე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი და სხვ. მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის სე­რია იმ 50 პერ­სო­ნი­სა, რო­მელ­თაც მსოფ­ლიო შეც­ვა­ლეს. ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის, სხვა­დას­ხვა ეპო­ქებ­ში მცხოვ­რე­ბი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. პირ­ვე­ლი წიგ­ნი ქრის­ტე­ფო­რე კო­ლუმ­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ას მი­ე­ძღვნე­ბა. მან ახა­ლი სამ­ყა­რო აღ­მო­ა­ჩი­ნა, რა­მაც მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის მდი­ნა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა.

- ამ­ბობთ, რომ წიგ­ნე­ბი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვი­საც მიმ­ზიდ­ვე­ლი იქ­ნე­ბა...

- ეს არ იქ­ნე­ბა "მო­სა­წყე­ნი" ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი. წიგ­ნის ზედ­მი­წევ­ნით მოყ­ვა­რუ­ლი უნდა იყოს მკი­თხვე­ლი, რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად მშრალ ბი­ოგ­რა­ფი­ას ჩა­უღ­რმავ­დეს და სქელ­ტა­ნი­ა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე წა­ი­კი­თხოს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, და­ინ­ტე­რეს­დნენ და წიგ­ნე­ბი წა­ი­კი­თხონ ახალ­გაზ­რდებ­მაც. ჩვე­ნი სე­რი­ის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი, უფრო ბე­ლე­ტის­ტრი­კის ტი­პი­სა, მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ელე­მენ­ტე­ბი­თა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ფე­რი, რაც იყო ამა თუ იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და სა­ე­ტა­პო პე­რი­ო­დე­ბი, აგ­რეთ­ვე სა­ხა­სი­ა­თო დე­ტა­ლე­ბი.

ქრის­ტე­ფო­რე კო­ლუმ­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ას უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის მოჰ­ყვე­ბა. ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნის" ხელ­მომ­წე­რებს შო­რი­საც მო­ვა­წყვეთ კვლე­ვა და სა­ყუ­რა­დღე­ბო შე­დე­გი მი­ვი­ღეთ: მათ აინ­ტე­რე­სებთ იო­ჰან ვოლ­ფგანგ გო­ე­თე­სა და მი­გელ დე სერ­ვან­ტე­სის ცხოვ­რე­ბა. ამი­ტო­მაც უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის შემ­დეგ სერ­ვან­ტე­სის ბი­ოგ­რა­ფია გა­მო­ვა. მისი ცხოვ­რე­ბა მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო: რო­გორც ბო­ლოს ცნო­ბი­ლი გახ­და, იგი მე­კობ­რე­ებ­მა მო­ი­ტა­ცეს (ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" ეწე­რა და ბევ­რმა მკი­თხველ­მა აქე­დან გა­ი­გო)... მოკ­ლედ, გი­ამ­ბობთ იმ ადა­მი­ან­თა შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც გვა­ინ­ტე­რე­სებს, მათ­ზე ბევ­რი რამ გაგ­ვი­გია და უფრო მეტი გვინ­და გა­ვი­გოთ. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, ნა­ხევ­რად სა­მეც­ნი­ე­რო ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი უფრო სხარ­ტად და სა­ინ­ტე­რე­სოდ გი­ამ­ბოთ... პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რი გახ­ლავთ ჟურ­ნა­ლის­ტი მარი ჯა­ფა­რი­ძე. ასე­ვე ვე­ძებთ იმ ავ­ტო­რებს, რო­მელ­თაც კა­ლა­მი უჭ­რით და სურთ ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- რა ეღი­რე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტის წიგ­ნე­ბი?

- რო­გორც ყო­ველ­თვის, ფასი მი­ნი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. მათ შე­ძე­ნას ყვე­ლა მსურ­ვე­ლი შეძ­ლებს. ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნის" მკი­თხვე­ლი კი, რო­გორც ყო­ველ­თვის, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად მი­ი­ღებს.

50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია...

50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია...

მარტიდან, "გამომცემლობა პალიტრა L", წიგნების ახალი სერიის, სახელწოდებით "50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია", გამოცემას იწყებს.

ახალი სერია გამოვა ყოველთვიურად ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად და ცნობილი ისტორიული პიროვნებების ბიოგრაფიებს შეეხება. წიგნების შესახებ გვესაუბრება გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი ნინო დეკანოსიძე:

- წიგნები ადრეც ახლდა ჟურნალ "ისტორიანს" და ეს შეთავაზება კვლავაც მკითხველის თხოვნით განახლდება. სხვადასხვა ჟანრის წიგნი ჩვენს სხვა არაერთ პერიოდულ გამოცემასაც უკვე რამდენიმე წელიწადია ახლავს და გამოცდილებამ აჩვენა, რომ პროექტი მკითხველის დიდ მოწონებას იმსახურებს. "ისტორიანს" შესაბამისი პროფილის წიგნები მოჰყვებოდა: ქართული ისტორიული რომანები, რომელიც სიმბოლურად ვახტანგ ჭელიძის "ქართლის ცხოვრების ქრონიკებით" დავასრულეთ. რამდენიმე თვემ განვლო და ამ ხნის განმავლობაში სულ ვფიქრობდით, რომელი წიგნები გამოიწვევდა მკითხველის ინტერესს. რასაკვირველია, უპირატესობა ისტორიულ ჟანრს ენიჭებოდა, თუმცა განვიხილავდით სხვა ვარიანტებსაც. მაგალითად, გვსურდა მხატვრული ლიტერატურისა და ისტორიის ერთმანეთთან დაკავშირება; ცნობილი უცხოელი მწერლების ისტორიულ რომანებზე სოციოლოგიური კვლევაც მოვაწყვეთ. ბოლოს, ბიოგრაფიებზე შევჩერდით, თუმცა პოლიტიკოსებითა და ისტორიული მოღვაწეებით არ შემოვიფარგლებით, გვექნება დიდი მწერლების, ისტორიკოსების, ფიზიკოსების ბიოგრაფიები და სხვ. მარტიდან დაიწყება ბიოგრაფიების სერია იმ 50 პერსონისა, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს. ესენი იქნებიან სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ეპოქებში მცხოვრები ცნობილი ადამიანები. პირველი წიგნი ქრისტეფორე კოლუმბის ბიოგრაფიას მიეძღვნება. მან ახალი სამყარო აღმოაჩინა, რამაც მსოფლიო ისტორიის მდინარება რადიკალურად შეცვალა.

- ამბობთ, რომ წიგნები ახალგაზრდა თაობისთვისაც მიმზიდველი იქნება...

- ეს არ იქნება "მოსაწყენი" ბიოგრაფიები. წიგნის ზედმიწევნით მოყვარული უნდა იყოს მკითხველი, რომ მეტ-ნაკლებად მშრალ ბიოგრაფიას ჩაუღრმავდეს და სქელტანიანი ნაწარმოებები თავიდან ბოლომდე წაიკითხოს. ჩვენი სურვილია, დაინტერესდნენ და წიგნები წაიკითხონ ახალგაზრდებმაც. ჩვენი სერიის ბიოგრაფიები იქნება ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობილი, უფრო ბელეტისტრიკის ტიპისა, მხატვრული ლიტერატურის ელემენტებითა და ცხოვრებისეული ეპიზოდებით გაჯერებული - ყველაფერი, რაც იყო ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის ცხოვრებაში, დასამახსოვრებელი და საეტაპო პერიოდები, აგრეთვე სახასიათო დეტალები.

ქრისტეფორე კოლუმბის ბიოგრაფიას უინსტონ ჩერჩილის მოჰყვება. ჟურნალ "ისტორიანის" ხელმომწერებს შორისაც მოვაწყვეთ კვლევა და საყურადღებო შედეგი მივიღეთ: მათ აინტერესებთ იოჰან ვოლფგანგ გოეთესა და მიგელ დე სერვანტესის ცხოვრება. ამიტომაც უინსტონ ჩერჩილის შემდეგ სერვანტესის ბიოგრაფია გამოვა. მისი ცხოვრება მართლაც გამორჩეული იყო: როგორც ბოლოს ცნობილი გახდა, იგი მეკობრეებმა მოიტაცეს (ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ეწერა და ბევრმა მკითხველმა აქედან გაიგო)... მოკლედ, გიამბობთ იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც გვაინტერესებს, მათზე ბევრი რამ გაგვიგია და უფრო მეტი გვინდა გავიგოთ. ჩვენ შევეცდებით, ნახევრად სამეცნიერო ბიოგრაფიები უფრო სხარტად და საინტერესოდ გიამბოთ... პროექტის ერთ-ერთი ავტორი გახლავთ ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე. ასევე ვეძებთ იმ ავტორებს, რომელთაც კალამი უჭრით და სურთ ამ პროექტში მონაწილეობა.

- რა ეღირება ახალი პროექტის წიგნები?

- როგორც ყოველთვის, ფასი მინიმალური იქნება. მათ შეძენას ყველა მსურველი შეძლებს. ჟურნალ "ისტორიანის" მკითხველი კი, როგორც ყოველთვის, სპეციალურ ფასად მიიღებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია