მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი..." - ნიკოლოზ რაჭველი
"ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი..." - ნიკოლოზ რაჭველი

ორ ცნო­ბილ ქარ­თველ მა­ესტროს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც პირ­ვე­ლად ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი ალა­პა­რაკ­და, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ფა­რუ­ლად უკვე წლე­ბია გრძელ­დე­ბა. რაჭ­ვე­ლი გუ­ლის­ტკი­ვილს დარ­ბა­ზის არ­დათ­მო­ბის გამო გა­მოთ­ქვამს, ვახ­ტანგ კა­ხი­ძე კი ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს უწუ­ნებს. ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა ამის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

"ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დი­რი­ჟო­რის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ვერ­ცერთ პი­რო­ბას ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს და მი­მაჩ­ნია, რომ სა­დი­რი­ჟო­რო პულ­ტის­კენ მისი ასე­თი და­ჟი­ნე­ბუ­ლი ლტოლ­ვა და ამ­პლუ­ა­ში თვით­დამ­კვიდ­რე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი, დი­რი­ჟო­რის პრო­ფე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია და დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფაა. მი­მაჩ­ნია, რომ ამ პი­როვ­ნე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია" - ეს ნა­წყვე­ტია იმ წე­რი­ლი­დან, რო­მე­ლიც ჯან­სუღ კა­ხი­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის მუ­სი­კა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა ვახ­ტანგ კა­ხი­ძემ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე წლის წინ მის­წე­რა.

მა­ესტრო დღე­საც იმა­ვე აზ­რზეა: "მე ყვე­ლა სი­ტყვა­ზე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რაც მანდ წე­რია" - ამ­ბობს "რუს­თა­ვი 2"-თან მცი­რე კო­მენ­ტარ­ში კა­ხი­ძე-უმ­ცრო­სი, რო­მე­ლიც რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, უკვე წლე­ბის მან­ძილ­ზე დარ­ბაზს არა­მარ­ტო ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრს, არა­მედ ოპე­რის ორ­კესტრსაც არ უთ­მობ­და. ამ სივ­რცე­ში ბოლო ათი წე­ლია, ვერც პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის მიერ მოწ­ვე­უ­ლი მსოფ­ლიო დო­ნის არ­ტის­ტე­ბი მოხ­ვდნენ, რა­საც კა­ხი­ძე ასე ხსნის: "მე ვარ ამ ცენ­ტრის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, ამი­ტომ მე გა­დავ­წყვი­ტავ, რო­გორ უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი აქ, სა­ნამ ვარ".

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი უფ­რო­სი კო­ლე­გის კო­მენ­ტარს კვლავ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რა­დი გვერ­დი­დან ეხ­მა­უ­რე­ბა: "თბი­ლი­სის ერ­თა­დერ­თი სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კის დარ­ბა­ზის კარი ეროვ­ნუ­ლი ორ­კესტრის­თვის და­კე­ტი­ლია, მი­ზე­ზი ზოგ­ჯერ ჩემი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია, ზოგ­ჯერ დარ­ბა­ზის დატ­ვირ­თვა, ზოგ­ჯერ ორ­კესტრი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა... გული მწყდე­ბა, რომ ამ პრობ­ლე­მამ კუ­ლი­სე­ბი­დან ავან­სცე­ნა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, თუმ­ცა ეს არ მოხ­დე­ბო­და, თუნ­დაც ერთი კე­თი­ლი ნა­ბი­ჯი რომ გად­მოდ­გმუ­ლი­ყო, თუნ­დაც სი­ტყვი­ე­რი... ახლა კი სა­ზო­ა­დო­ე­ბამ გა­და­წყვი­ტოს ჩვე­ნი ბედი! ყო­ველ­თვის ჩემი ხალ­ხის, მუ­სი­კით შე­ძე­ნი­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის იმე­დად ვი­ყა­ვი, არც სა­ხე­ლო­ვა­ნი მშობ­ლე­ბი მყო­ლია და არც მდი­და­რი ნა­თე­სა­ვე­ბი... ასე მო­ვე­დი აქამ­დე... დღეს კი მყავს არ­მია სა­ო­ცა­რი მუ­სი­კო­სე­ბის, რო­მელ­თა წი­ნა­შე თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ, რომ ისი­ნი ღირ­სე­უ­ლად მოღ­ვა­წე­ობ­დნენ სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში! ხოდა მეც წა­ვე­დი კომ­პრო­მის­ზე სა­კუ­თარ თავ­თან და ვე­ღარ დავ­მა­ლე წლე­ბის მან­ძილ­ზე ნა­ტა­რე­ბი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი..." - წერს რაჭ­ვე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პოს­ტში.

კაიზერ-სოზა
0

პიტალო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი..." - ნიკოლოზ რაჭველი

"ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი..." - ნიკოლოზ რაჭველი

ორ ცნობილ ქართველ მაესტროს შორის დაპირისპირება, რომლის შესახებაც პირველად ნიკოლოზ რაჭველი ალაპარაკდა, როგორც აღმოჩნდა, ფარულად უკვე წლებია გრძელდება. რაჭველი გულისტკივილს დარბაზის არდათმობის გამო გამოთქვამს, ვახტანგ კახიძე კი ახალგაზრდა კოლეგას პროფესიონალიზმს უწუნებს. ნიკოლოზ რაჭველმა ამის შესახებ პირველად "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რასაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ნიკოლოზ რაჭველი პროფესიონალი დირიჟორისთვის აუცილებელ ვერცერთ პირობას ვერ აკმაყოფილებს და მიმაჩნია, რომ სადირიჟორო პულტისკენ მისი ასეთი დაჟინებული ლტოლვა და ამპლუაში თვითდამკვიდრების დაუოკებელი სურვილი, დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია და დიდი შეურაცხყოფაა. მიმაჩნია, რომ ამ პიროვნების მიერ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორისა და განსაკუთრებით მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება ყოვლად დაუშვებელია" - ეს ნაწყვეტია იმ წერილიდან, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ კახიძემ კულტურის სამინისტროს რამდენიმე წლის წინ მისწერა.

მაესტრო დღესაც იმავე აზრზეა: "მე ყველა სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, რაც მანდ წერია" - ამბობს "რუსთავი 2"-თან მცირე კომენტარში კახიძე-უმცროსი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, უკვე წლების მანძილზე დარბაზს არამარტო ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, არამედ ოპერის ორკესტრსაც არ უთმობდა. ამ სივრცეში ბოლო ათი წელია, ვერც პაატა ბურჭულაძის მიერ მოწვეული მსოფლიო დონის არტისტები მოხვდნენ, რასაც კახიძე ასე ხსნის: "მე ვარ ამ ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ამიტომ მე გადავწყვიტავ, როგორ უნდა მიმდინარეობდეს შემოქმედებითი პროცესი აქ, სანამ ვარ".

ნიკოლოზ რაჭველი უფროსი კოლეგის კომენტარს კვლავ "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ეხმაურება: "თბილისის ერთადერთი სიმფონიური მუსიკის დარბაზის კარი ეროვნული ორკესტრისთვის დაკეტილია, მიზეზი ზოგჯერ ჩემი პროფესიონალიზმია, ზოგჯერ დარბაზის დატვირთვა, ზოგჯერ ორკესტრისადმი დამოკიდებულება... გული მწყდება, რომ ამ პრობლემამ კულისებიდან ავანსცენაზე გადაინაცვლა, თუმცა ეს არ მოხდებოდა, თუნდაც ერთი კეთილი ნაბიჯი რომ გადმოდგმულიყო, თუნდაც სიტყვიერი... ახლა კი საზოადოებამ გადაწყვიტოს ჩვენი ბედი! ყოველთვის ჩემი ხალხის, მუსიკით შეძენილი გულშემატკივრების იმედად ვიყავი, არც სახელოვანი მშობლები მყოლია და არც მდიდარი ნათესავები... ასე მოვედი აქამდე... დღეს კი მყავს არმია საოცარი მუსიკოსების, რომელთა წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ ისინი ღირსეულად მოღვაწეობდნენ საკუთარ სამშობლოში! ხოდა მეც წავედი კომპრომისზე საკუთარ თავთან და ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი..." - წერს რაჭველი "ფეისბუქის" პოსტში.