პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეს ის საქართველოა, სადაც...
ეს ის საქართველოა, სადაც...

შევ­დი­ვარ "ფე­ის­ბუქ­ზე": და მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ "სხვა­გან მოვ­ხვდი". ქვე­ყა­ნაც ორ, არა­თა­ნა­ბარ ნა­წი­ლად არის გა­ყო­ფი­ლი: სა­ქარ­თვე­ლო და suckარ­თვე­ლო. ნელ­ნე­ლა სქ­რო­ლავ პოს­ტებს და გე­ღი­მე­ბა, მერე სა­კუ­თა­რი ღი­მი­ლიც გა­ში­ნებს… მერე, ხვდე­ბი, რომ რამ­დე­ნიც არ უნდა იჭი­კ­ჭი­კო, გა­ზა­ფხულს მა­ინც ვერ მო­იყ­ვან. ყეფა არც გა­მო­სა­ვა­ლია, რად­გან ქა­რა­ვანს მა­ინც ვერ შე­ა­ჩე­რებ და არც პრეს­ტი­ჟუ­ლი, რაკი უკვე ძი­რი­თა­დად კა­ტე­ბი ყე­ფენ… თუმ­ცა მა­ინც არ ელო­დე­ბი დროს, გზის და­ნახ­ვას ურ­მის გა­დაბ­რუ­ნე­ბამ­დე ცდი­ლობ, შვი­ლებს დედ-მა­მის გა­მო­ნახ­ვამ­დე ატყობ კო­ჭებ­ში, ვისი გო­რის არი­ან და რაც მთა­ვა­რია ხვდე­ბი…

ხვდე­ბი, რომ ეს ის სა­ქარ­თვე­ლოა...:

1. სა­დაც მა­ვან­ნი ოპე­რა­ში ცხო­ვე­ლის ქურ­ქით შე­მო­სილ ქალ­ბა­ტო­ნებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და გვერ­დით­ვე ტყა­ვის სა­ფუ­ლე, ჩან­თა, ტყა­ვის­ვე ფეხ­საც­მე­ლი ულა­გი­ათ, ცოტა ხნის წინ კბი­ლებ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ხორ­ციც ნეკა თით­ზე გაზ­რდი­ლი ფრჩხი­ლით გა­მო­ი­ჩიჩ­ქნეს და მა­ინც: გმო­ბენ ბე­ჭებ­ზე შე­მოგ­დე­ბულ "მკვდარ ცხო­ვე­ლებს". ის, რომ ოპე­რა გა­იხ­სნა, რა მოხ­და, რა იყო და რო­გორ - ფე­ხებ­ზე გვკი­დია. აქვე შე­გახ­სე­ნებთ, ოპე­რა ბრა­უ­ზე­რიც არის, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ხა­ლა­თით და ფეხ­შიშ­ვე­ლი შეს­ვლაც, თუმ­ცა მარ­ტი­ვად, და­გუ­გ­ლეთ, რო­გო­რი ჩაც­მუ­ლო­ბით სტუმ­რო­ბენ ოპე­რას სხვა ქვეყ­ნებ­ში, მგო­ნი ორი "ოპე­რა" აგ­ვე­რია ერ­თმა­ნეთ­ში.

2. სა­დაც გა­დაშ­ლი­ლი ბიბ­ლი­ით ხელ­ში, მო­რალს მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი მე­ძა­ვე­ბი გი­კი­თხა­ვენ, ათი მცნე­ბი­დან პუნ­ქტებ­საც არ­გუ­მენ­ტად იშ­ვე­ლი­ე­ბენ, იმ პუნ­ქტებს, წინა სა­ღა­მოს თა­ვად რომ და­არ­ღვი­ეს, ან ვერ და­არ­ღვი­ეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ფორ­მა­ში აღარ არი­ან და პარტნი­ო­რიც ასე მარ­ტი­ვად აღარ იშო­ვე­ბა.

3. სა­დაც ერის მთა­ვარ პრობ­ლე­მას გე­ე­ბის ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს, სხვა არა­ფე­რი გვა­წუ­ხებს… "ფე­ის­ბუკ-ომის­თვის" ყვე­ლას გვცა­ლია, ქუ­ჩა­ში ლო­ზუნ­გე­ბით და­სად­გო­მა­დაც მზად ვართ, ხელ­საც და­ვარ­ტყამთ თუ სა­ჭი­როა, უფრო სწო­რად ხელს არა, ბიბ­ლი­ის ყდას ვურ­ტყამთ თავ­ში! იმ ბიბ­ლი­ის, რო­მე­ლიც ალ­ბათ არას­დროს გა­დაგ­ვიშ­ლია, ან უბ­რა­ლოდ გა­დაგ­ვიშ­ლია…

4. სა­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პირი რიგ­შიც პირ­ვე­ლია, სა­ცობ­შიც და მე­ტიც, გი­ნე­ბით ან სიგ­ნა­ლით აგიკ­ლებს, თუ არ გა­ა­ტა­რებ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

გუ­რამ შე­რო­ზი­ას ბლო­გი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ეს ის საქართველოა, სადაც...

ეს ის საქართველოა, სადაც...

შევდივარ "ფეისბუქზე": და მრჩება შთაბეჭდილება, რომ "სხვაგან მოვხვდი". ქვეყანაც ორ, არათანაბარ ნაწილად არის გაყოფილი: საქართველო და suckართველო. ნელნელა სქროლავ პოსტებს და გეღიმება, მერე საკუთარი ღიმილიც გაშინებს… მერე, ხვდები, რომ რამდენიც არ უნდა იჭიკჭიკო, გაზაფხულს მაინც ვერ მოიყვან. ყეფა არც გამოსავალია, რადგან ქარავანს მაინც ვერ შეაჩერებ და არც პრესტიჟული, რაკი უკვე ძირითადად კატები ყეფენ… თუმცა მაინც არ ელოდები დროს, გზის დანახვას ურმის გადაბრუნებამდე ცდილობ, შვილებს დედ-მამის გამონახვამდე ატყობ კოჭებში, ვისი გორის არიან და რაც მთავარია ხვდები…

ხვდები, რომ ეს ის საქართველოა...:

1. სადაც მავანნი ოპერაში ცხოველის ქურქით შემოსილ ქალბატონებს განიხილავენ და გვერდითვე ტყავის საფულე, ჩანთა, ტყავისვე ფეხსაცმელი ულაგიათ, ცოტა ხნის წინ კბილებში ჩარჩენილი ხორციც ნეკა თითზე გაზრდილი ფრჩხილით გამოიჩიჩქნეს და მაინც: გმობენ ბეჭებზე შემოგდებულ "მკვდარ ცხოველებს". ის, რომ ოპერა გაიხსნა, რა მოხდა, რა იყო და როგორ - ფეხებზე გვკიდია. აქვე შეგახსენებთ, ოპერა ბრაუზერიც არის, სადაც შეიძლება ხალათით და ფეხშიშველი შესვლაც, თუმცა მარტივად, დაგუგლეთ, როგორი ჩაცმულობით სტუმრობენ ოპერას სხვა ქვეყნებში, მგონი ორი "ოპერა" აგვერია ერთმანეთში.

2. სადაც გადაშლილი ბიბლიით ხელში, მორალს მოქმედი და ყოფილი მეძავები გიკითხავენ, ათი მცნებიდან პუნქტებსაც არგუმენტად იშველიებენ, იმ პუნქტებს, წინა საღამოს თავად რომ დაარღვიეს, ან ვერ დაარღვიეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმაში აღარ არიან და პარტნიორიც ასე მარტივად აღარ იშოვება.

3. სადაც ერის მთავარ პრობლემას გეების ქორწინების დაკანონება წარმოადგენს, სხვა არაფერი გვაწუხებს… "ფეისბუკ-ომისთვის" ყველას გვცალია, ქუჩაში ლოზუნგებით დასადგომადაც მზად ვართ, ხელსაც დავარტყამთ თუ საჭიროა, უფრო სწორად ხელს არა, ბიბლიის ყდას ვურტყამთ თავში! იმ ბიბლიის, რომელიც ალბათ არასდროს გადაგვიშლია, ან უბრალოდ გადაგვიშლია…

4. სადაც სასულიერო პირი რიგშიც პირველია, საცობშიც და მეტიც, გინებით ან სიგნალით აგიკლებს, თუ არ გაატარებ განაგრძეთ კითხვა

გურამ შეროზიას ბლოგი

"სამწუხაროდ, პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები… მხედველობაში მაქვს კოვიდით გარდაცვალება” - ამირან გამყრელიძე

"დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება..." - რა წერია ჯანმოს ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურებას ეხება?

"საქართველო არ არის ამერიკა, რომ სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც ნასა-ს ან პენტაგონს აქვს - გუშინ იყო 500 000 მცდელობა" - ცერცვაძე