მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედეა ამირანაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს
მედეა ამირანაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქარ­თუ­ლი სა­ო­პე­რო სამ­ყა­როს ერთ-ერთი უდი­დე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის და სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის ვარ­სკვლა­ვი ოპე­რის წინ სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა.

88 წლის სოპ­რა­ნოს ვარ­სკვლა­ვი კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის და­ფი­ნან­სე­ბით და მხარ­და­ჭე­რით დამ­ზად­და. ეს არის რი­გით მე-4 ვარ­სკვლა­ვი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის წინ ნო­დარ ან­დღუ­ლა­ძის, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძი­სა და ცი­სა­ნა ტა­ტიშ­ვი­ლის ვარ­სკვლა­ვე­ბის შემ­დეგ. ღო­ნის­ძი­ე­ბა თე­ატ­რის გახ­სნის სა­ზე­ი­მო კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და.

დღეს­ვე "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბა მო­ე­წყო, რო­მე­ლიც მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვილს მი­ე­ძღვნ. ჩვე­ნე­ბას პრე­ზი­დენ­ტი და­ეს­წრო.

მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვილ­მა 1954 წელს და­ამ­თავ­რა ვ. სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია. იმა­ვე წელს შედ­გა მისი დე­ბი­უ­ტი ზ. ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, რის შემ­დეგ იყო ამ თე­ატ­რის წამ­ყვა­ნი სო­ლის­ტი და ას­რუ­ლებ­და სოპ­რა­ნოს მთა­ვარ პარ­ტი­ებს: მარო, ეთე­რი და მა­რე­ხი (ფა­ლი­აშ­ვი­ლის "და­ი­სი" და "აბე­სა­ლომ და ეთე­რი"), მზია (თაქთა­ქიშ­ვი­ლის "მინ­დია"), ლელა (ლა­ღი­ძის "ლელა"), ტა­ტი­ა­ნა (ჩა­ი­კოვ­სკის "ევ­გე­ნი ონე­გი­ნი"), ზემ­ფი­რა (რახ­მა­ნი­ნო­ვის "ალე­კო"), ბა­ტერ­ფლაი (სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მია, ტო­კიო, 1970).

მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რი, აკა­დე­მი­კო­სი, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის ლა­უ­რე­ა­ტია.

მედეა ამირანაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

მედეა ამირანაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

კულტურის პალატის ინიციატივით, ქართული საოპერო სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის და სახალხო არტისტის მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი ოპერის წინ საზეიმოდ გაიხსნა.

88 წლის სოპრანოს ვარსკვლავი კულტურის პალატის დაფინანსებით და მხარდაჭერით დამზადდა. ეს არის რიგით მე-4 ვარსკვლავი ოპერისა და ბალეტის წინ ნოდარ ანდღულაძის, პაატა ბურჭულაძისა და ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავების შემდეგ. ღონისძიება თეატრის გახსნის საზეიმო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

დღესვე "აბესალომ და ეთერის" საპრემიერო ჩვენება მოეწყო, რომელიც მედეა ამირანაშვილს მიეძღვნ. ჩვენებას პრეზიდენტი დაესწრო.

მედეა ამირანაშვილმა 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, რის შემდეგ იყო ამ თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის "დაისი" და "აბესალომ და ეთერი"), მზია (თაქთაქიშვილის "მინდია"), ლელა (ლაღიძის "ლელა"), ტატიანა (ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ზემფირა (რახმანინოვის "ალეკო"), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970).

მედეა ამირანაშვილი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება