საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წელს საქართველოში "ღორის გრიპის" 111 შემთხვევა დაფიქსირდა
წელს საქართველოში "ღორის გრიპის" 111 შემთხვევა დაფიქსირდა

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. ღო­რის გრი­პის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 111 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. იან­ვრის სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის ზო­მი­ე­რი მა­ტე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გუ­შინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ 2016 წლის მე­სა­მე კა­ლენ­და­რუ­ლი კვი­რის მდგო­მა­რე­ო­ბით, გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ზღურ­ბლს არ აჭარ­ბებს. "მე­ო­რე კვი­რა­ში 100 000 მო­სახ­ლე­ზე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 240-დან 248-ის ფარ­გლებ­ში იყო, მე­სა­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა და­ახ­ლო­ე­ბით, 332-მდე მო­ი­მა­ტა. ასე­ვე მო­ი­მა­ტა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა და ჰოს­პიტ­ლებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბამ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვთა ასაკ­ში", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში დო­მი­ნი­რებს A ტი­პის H1N1 ვირუ­სი. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 115 შემ­თხვე­ვა, აქე­დან 111 H1N1-ია, 4- H3N2-ი. გრი­პის მიერ გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის 4 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. აქე­დან 3 შემ­თხვე­ვა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო H1N1-ით, 1 კი H3N2-ით.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის და­სას­რულს, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ხაზი გა­უს­ვა, რომ გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის ზო­მი­ე­რი ზრდა ფიქ­სირ­დე­ბა და "გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან საქ­მე არ გვაქვს".

"სა­პა­ნი­კო და სა­ა­ჟი­ო­ტა­ჟო არა­ფე­რი გახ­ლავთ. იან­ვა­რია, ყო­ველ იან­ვარ­ში და ზა­თარ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პი გვაქვს, გრი­პი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა. ჩვენ ყვე­ლამ უნდა ვე­ცა­დოთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი და­ზი­ა­ნე­ბით გა­მო­ვი­დეთ ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან", - დას­ძი­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ და მო­სახ­ლე­ო­ბას ძი­რი­თა­დი სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წელს საქართველოში "ღორის გრიპის" 111 შემთხვევა დაფიქსირდა

წელს საქართველოში "ღორის გრიპის" 111 შემთხვევა დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 111 შემთხვევა ფიქსირდება. იანვრის სამი კვირის განმავლობაში საქართველოში გრიპის შემთხვევების ზომიერი მატება ფიქსირდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცენტრის ხელმძღვანელმა ქვეყანაში გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. ცენტრში აცხადებენ, რომ 2016 წლის მესამე კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. "მეორე კვირაში 100 000 მოსახლეზე მაჩვენებელი დაახლოებით 240-დან 248-ის ფარგლებში იყო, მესამე კვირის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა დაახლოებით, 332-მდე მოიმატა. ასევე მოიმატა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა და ჰოსპიტლებში მიმართვიანობამ, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში დომინირებს A ტიპის H1N1 ვირუსი. დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია 115 შემთხვევა, აქედან 111 H1N1-ია, 4- H3N2-ი. გრიპის მიერ განპირობებული გარდაცვალების 4 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 3 შემთხვევა გამოწვეული იყო H1N1-ით, 1 კი H3N2-ით.

პრესკონფერენციის დასასრულს, ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ გრიპის შემთხვევების ზომიერი ზრდა ფიქსირდება და "განსაკუთრებულ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს".

"საპანიკო და სააჟიოტაჟო არაფერი გახლავთ. იანვარია, ყოველ იანვარში და ზათარში საქართველოში გრიპი გვაქვს, გრიპი ყოველთვის იქნება. ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მინიმალური დაზიანებით გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან", - დასძინა ამირან გამყრელიძემ და მოსახლეობას ძირითადი სანიტარულ-ჰიგიენური რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია