საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ქართველი დიზაინერი, რომლებმაც მსოფლიო მოდის ინდუსტრია დაიპყრეს
5 ქართველი დიზაინერი, რომლებმაც მსოფლიო მოდის ინდუსტრია დაიპყრეს

რუ­სულ­მა გა­მო­ცე­მა StyleNews-მა და­ა­სა­ხე­ლა ხუთი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი უკვე დიდი ხა­ნია ნიუ-იორკში, პა­რიზ­ში, ლონ­დონ­სა და მო­დის სხვა დე­და­ქა­ლა­ქებ­ში ცნო­ბი­ლია.

ხი­ლეთ ვი­დეო

დემ­ნა გვა­სა­ლია

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და ან­ტვერ­პის სა­მე­ფო აკა­დე­მი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი 2009-2012 წლებ­ში Maison Martin Margiela-ში ქა­ლე­ბის კო­ლექ­ცი­ის დი­ზა­ი­ნე­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და, 2012-2014 წლებ­ში კი LOUIS VUITTON-ში. 2015 წელს "ვუნ­დერ­კინ­დი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი", რო­გორც მას ერთ-ერ­თმა და­სავ­ლურ­მა გა­მო­ცე­მამ უწო­და, Balenciaga-ს კრე­ა­ტი­ულ დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა. ბრენ­დის­თვის თა­ვი­სი პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცია გვა­სა­ლი­ამ 2016 წლის მარ­ტში უნდა წა­რად­გი­ნოს. ის ასე­ვე გა­ნაგ­რძობს ბრენდ Vetements-ის კო­ლექ­ცი­ის შექ­მნა­საც.

რია ქე­ბუ­რია

ქე­ბუ­რი­ამ მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, რის შემ­დე­გაც საფ­რან­გეთ­ში გა­და­ბარ­გდა, სა­დაც მარ­კე­ტინგს სწავ­ლობ­და American University of Paris-ში, პა­რა­ლე­ლუ­რად კი სწავ­ლა და­ი­წყო International Fashion Academy-ში ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნის პრო­ფი­ლით. პრინ­ტე­ბის და ტექ­სტუ­რის მიქ­სი, ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი იმი­ჯე­ბი და არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი სტი­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თველ კო­ლო­რიტს ახა­სი­ა­თებ­და, ლედი გა­გას სტი­ლის­ტის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა. "ჩემი ბრენ­დი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, მინ­და მო­და­ში მეტი ხე­ლოვ­ნე­ბა შე­ვი­ტა­ნო", - გა­ნა­ცხა­და ქე­ბუ­რი­ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში. არ­ჩე­უ­ლი გეზი აშ­კა­რად წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს მას, რად­გან მო­დის და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­ზა­ვი ბოლო წლე­ბის მთა­ვა­რი ტრენ­დია.

დე­ვიდ კომა

ახალ­გაზ­რდა და ნი­ჭი­ე­რი ლონ­დო­ნე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და­ამ­თავ­რა, ლონ­დონ­ში გა­დას­ვლით კი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა კა­რი­ე­რა­ში. იქ ჩას­ვლის­თა­ნა­ვე მო­ე­წყო Central Saint Martins College of Art&Design-ში. მისი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი კურ­სზე სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რეს. შემ­დეგ­მა კო­ლექ­ცი­ა­მაც აღი­ა­რე­ბა და ორი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო - Harrods Design Award და Vauxhall Fashion Scout Merit Award მო­უ­ტა­ნა მას. ფე­შენ ინ­დუსტრი­ის დე­ბი­უ­ტანტზე V Magazine და Dazed&Confused წერ­დნენ. მა­ლე­ვე კო­მა­ხი­ძემ (დი­ზა­ი­ნე­რის ნამ­დვი­ლი გვა­რი) კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა ლონ­დო­ნურ მა­ღა­ზია Brown’s Focus-თან. 2009 წელს ის ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხდე­ბა და სა­კუ­თარ მარ­კას ქმნის. ახლა დე­ვი­დი 29 წლი­საა და ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბა­დი ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რია ლონ­დონ­ში, 2014 წლი­დან კი Thierry Mugler-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რიც გახ­ლავთ. აც­მევს გვი­ნეტ პელტრო­უს, ჯე­ნი­ფერ ლო­პესს, ბი­ონ­სე­სა და შო­უ­ბიზ­ნე­სის სხვა ვარ­სკვლა­ვებს.

ალექ­სან­დრ არუ­ტი­ნო­ვი

არუ­ტი­ნო­ვი დიდი ხა­ნია მოღ­ვა­წე­ობს რუ­სუ­ლი მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში. დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მით. მისი ჩვე­ნე­ბე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი შო­უ­ე­ბია მოს­კოვ­ში. მისი ბრენ­დი 2011 წელს შე­იქ­მნა. სწო­რედ მა­შინ წა­რად­გი­ნა დი­ზა­ი­ნერ­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა. ცოტა ხნის წინ მისი მარ­კის სათ­ვა­ლე­ში ლედი გაგა გა­მოჩ­ნდა, რა­მაც დი­ზა­ი­ნე­რი მსოფ­ლიო ორ­ბი­ტა­ზე გა­იყ­ვა­ნა.

ლალო დო­ლი­ძე

ტყუპ­მა დებ­მა - ნინო და ლალო დო­ლი­ძე­ებ­მა თა­ვი­ან­თი ბრენ­დი 2013 წელს და­ა­არ­სეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლა­ლოს არ აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ის თვით­ნას­წავ­ლი დი­ზა­ი­ნე­რია, რაც მის ის­ტო­რი­ას მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას მა­ტებს. მისი მარ­კის ნაქ­სო­ვი სა­მო­სის ყიდ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მოს­კოვ­ში, ამე­რი­კა­ში, იტა­ლი­ა­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ხორ­ვა­ტი­ა­ში და მექ­სი­კა­ში. ცოტა ხნის წინ კი საიტ Moreislove.com-ზეც.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია stylenews.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

5 ქართველი დიზაინერი, რომლებმაც მსოფლიო მოდის ინდუსტრია დაიპყრეს

5 ქართველი დიზაინერი, რომლებმაც მსოფლიო მოდის ინდუსტრია დაიპყრეს

რუსულმა გამოცემა StyleNews-მა დაასახელა ხუთი ქართველი დიზაინერი, რომელთა სახელები უკვე დიდი ხანია ნიუ-იორკში, პარიზში, ლონდონსა და მოდის სხვა დედაქალაქებში ცნობილია.

ხილეთ ვიდეო

დემნა გვასალია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ანტვერპის სამეფო აკადემიის ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებული 2009-2012 წლებში Maison Martin Margiela-ში ქალების კოლექციის დიზაინერის პოზიციას იკავებდა, 2012-2014 წლებში კი LOUIS VUITTON-ში. 2015 წელს "ვუნდერკინდი ქართველი დიზაინერი", როგორც მას ერთ-ერთმა დასავლურმა გამოცემამ უწოდა, Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. ბრენდისთვის თავისი პირველი კოლექცია გვასალიამ 2016 წლის მარტში უნდა წარადგინოს. ის ასევე განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნასაც.

რია ქებურია

ქებურიამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც საფრანგეთში გადაბარგდა, სადაც მარკეტინგს სწავლობდა American University of Paris-ში, პარალელურად კი სწავლა დაიწყო International Fashion Academy-ში ტანსაცმლის დიზაინის პროფილით. პრინტების და ტექსტურის მიქსი, ამოტრიალებული იმიჯები და არაორდინალური სტილი, რომელიც ქართველ კოლორიტს ახასიათებდა, ლედი გაგას სტილისტისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. "ჩემი ბრენდი კონცეპტუალური იქნება, მინდა მოდაში მეტი ხელოვნება შევიტანო", - განაცხადა ქებურიამ ინტერვიუში. არჩეული გეზი აშკარად წარმატებას მოუტანს მას, რადგან მოდის და ხელოვნების ნაზავი ბოლო წლების მთავარი ტრენდია.

დევიდ კომა

ახალგაზრდა და ნიჭიერი ლონდონელი დიზაინერი თბილისში დაიბადა. უნივერსიტეტი სანკტ-პეტერბურგში დაამთავრა, ლონდონში გადასვლით კი სერიოზული ნაბიჯი გადადგა კარიერაში. იქ ჩასვლისთანავე მოეწყო Central Saint Martins College of Art&Design-ში. მისი სადიპლომო ნამუშევარი კურსზე საუკეთესოდ აღიარეს. შემდეგმა კოლექციამაც აღიარება და ორი პრესტიჟული ჯილდო - Harrods Design Award და Vauxhall Fashion Scout Merit Award მოუტანა მას. ფეშენ ინდუსტრიის დებიუტანტზე V Magazine და Dazed&Confused წერდნენ. მალევე კომახიძემ (დიზაინერის ნამდვილი გვარი) კონტრაქტი გააფორმა ლონდონურ მაღაზია Brown’s Focus-თან. 2009 წელს ის ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებული ხდება და საკუთარ მარკას ქმნის. ახლა დევიდი 29 წლისაა და ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ახალგაზრდა დიზაინერია ლონდონში, 2014 წლიდან კი Thierry Mugler-ს კრეატიული დირექტორიც გახლავთ. აცმევს გვინეტ პელტროუს, ჯენიფერ ლოპესს, ბიონსესა და შოუბიზნესის სხვა ვარსკვლავებს.

ალექსანდრ არუტინოვი

არუტინოვი დიდი ხანია მოღვაწეობს რუსული მოდის ინდუსტრიაში. დიზაინერი, რომელიც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, ცნობილია თავისი პერფექციონიზმით. მისი ჩვენებები ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი შოუებია მოსკოვში. მისი ბრენდი 2011 წელს შეიქმნა. სწორედ მაშინ წარადგინა დიზაინერმა თავისი პირველი ჩვენება. ცოტა ხნის წინ მისი მარკის სათვალეში ლედი გაგა გამოჩნდა, რამაც დიზაინერი მსოფლიო ორბიტაზე გაიყვანა.

ლალო დოლიძე

ტყუპმა დებმა - ნინო და ლალო დოლიძეებმა თავიანთი ბრენდი 2013 წელს დააარსეს. აღსანიშნავია, რომ ლალოს არ აქვს სპეციალური განათლება, ის თვითნასწავლი დიზაინერია, რაც მის ისტორიას მომხიბვლელობას მატებს. მისი მარკის ნაქსოვი სამოსის ყიდვა შესაძლებელია მოსკოვში, ამერიკაში, იტალიაში, პორტუგალიაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ხორვატიაში და მექსიკაში. ცოტა ხნის წინ კი საიტ Moreislove.com-ზეც.

მომზადებულია stylenews.ru-ს მიხედვით

8 ფილმი, რომელიც ფსიქოლოგიით დაინტერესებულმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა ნახონ

გოგონა ფილმიდან "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა"  - როგორ ცხოვრობს მარიკა გიორგობიანი,­ რეჟისორ მეუღლესთან ერთად, გერმანიაში

"ადამიანი ლამაზი მაშინაა, როდესაც შიგნიდან ასხივებს..." - ნინუცა ორჯონიკიძე  წამყვანის ამპლუასა და "საქართველოს ვარსკვლავის" კულისებზე