მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დევიდ ბოუი – როკ-მუსიკის ქამელეონი
დევიდ ბოუი – როკ-მუსიკის ქამელეონი

დე­ვიდ ბოუი – ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი როკ-მუ­სი­კო­სი, სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი, ხმის რე­ჟი­სო­რი, მხატვვა­რი და მსა­ხი­ო­ბი… 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­სი­კა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, იმი­ჯის ხში­რი ცვლის გამო კი მეტ­სა­ხე­ლი "როკ-მუ­სი­კის ქა­მე­ლე­ო­ნი" მი­ი­ღო.

2016 წლის და­სა­წყის­ში, 8 იან­ვარს, დე­ვი­დის და­ბა­დე­ბის დღეს, მისი ახა­ლი ალ­ბო­მი "Blackstar" გა­მო­ვი­და. კრი­ტი­კო­სებ­მა იგი შე­ა­ფა­სეს რო­გორც არ­ტის­ტის ბოლო დრო­ის ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო და და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, ასე­ვე რო­გორც მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე "ექ­სტრე­მა­ლუ­რი" ალ­ბო­მი.

1999 წელს დე­ვიდ ბოუი საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ ხე­ლოვ­ნე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა, იმა­ვე წელს ბერკლის მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლე­ჯის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. 2000 წელს ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ის კო­მან­დო­რის ჯილ­დო­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, 2003 წელს კი რა­ინ­დის წო­დე­ბა­ზე: "ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ რა­ი­მე მსგავსს მი­ვი­ღებ­დი. სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვიცი, რის­თვის არის იგი სა­ჭი­რო. ეს ის არ არის, რის­თვი­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვიშ­რო­მე".

1. მუ­სი­კო­სის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი – დე­ვიდ რო­ბერტ ჯონ­სი. თავ­და­პირ­ვე­ლად თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლით გა­მო­დი­ო­და სცე­ნა­ზე. ფსევ­დო­ნი­მი ცივი ია­რა­ღის პა­ტივ­სა­ცე­მად აიღო – საბ­რძო­ლო დანა ბოუი (და­ნას ჯიმ ბო­უ­ის (1796—1836), "ტე­ხა­სუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის" ლი­დე­რის სა­ხე­ლი ეწო­და). სას­ცე­ნო ფსევ­დო­ნი­მით ზუს­ტად 50 წლის წინ წარ­სდგა, რო­დე­საც მისი ახა­ლი სა­ხე­ლი ფირ­ფი­ტის Can’t Help Thinking About Me ყდა­ზე გა­მოჩ­ნდა.

2. ბო­უ­ის სხვა­დას­ხვა ფე­რის თვა­ლე­ბი ტრავ­მის შე­დე­გია, რო­მე­ლიც 15 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო. დე­ვიდ­მა და მის­მა მე­გო­ბარ­მა ჯორჯ ან­დერ­ვუდ­მა გო­გო­ნას გამო იჩხუ­ბეს. დე­ვიდ­მა მარ­ცხე­ნა თვალ­ში მი­ი­ღო დარ­ტყმა ბეჭ­დით, რო­მე­ლიც ან­დერ­ვუდს თით­ზე ეკე­თა, ტრავ­მამ მხედ­ვე­ლო­ბის არის სიღ­რმის და ფე­რის აღ­ქმის უნა­რის და­კარ­გვა გა­მო­იწ­ვია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ან­დერ­ვუ­დი და ბოუი მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ.

3. დე­ვიდ ბო­უ­ის დი­დე­ბა 1969 წელს გა­მო­სულ­მა სინ­გლ­მა "Space Oddity" მო­უ­ტა­ნა. სიმ­ღე­რას BBC-ს რე­პორ­ტა­ჟე­ბის დროს იყე­ნებ­დნენ მთვა­რე­ზე ეკი­პაჟ აპო­ლო-11-ს დაშ­ვე­ბი­სა და აპო­ლო-13-ს გაფ­რე­ნი­სას.

4. ამე­რი­კა­ში ბო­უ­იმ წარ­მა­ტე­ბა 1975 წელს სინ­გლ Fame-ით ჰპო­ვა. მისი თა­ნა­ავ­ტო­რი და ბექ-ვო­კა­ლის­ტი ჯონ ლე­ნო­ნი გახ­ლდათ.

5. სწო­რედ ბო­უ­იმ და­წე­რა 1970 წელს სიმ­ღე­რა The Man Who Sold The World, რომ­ლის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი აკუს­ტი­კუ­რი ქა­ვე­რი კურტ კო­ბე­ინ­მა 1993 წელს MTV Unplugged შო­უ­ში შე­ას­რუ­ლა. ამის შემ­დეგ, რო­დე­საც დე­ვი­დი სა­კუ­თარ სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებ­და, კონ­ცერ­ტის მერე არ­ტის­ტთან კუ­ლი­სებ­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ: "რა მა­გა­რია, "ნირ­ვა­ნას" სიმ­ღე­რა რომ შე­ას­რუ­ლე­თო".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დევიდ ბოუი – როკ-მუსიკის ქამელეონი

დევიდ ბოუი – როკ-მუსიკის ქამელეონი

დევიდ ბოუი – ცნობილი ბრიტანელი როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ხმის რეჟისორი, მხატვვარი და მსახიობი… 50 წლის განმავლობაში მუსიკალური შემოქმედებით იყო დაკავებული, იმიჯის ხშირი ცვლის გამო კი მეტსახელი "როკ-მუსიკის ქამელეონი" მიიღო.

2016 წლის დასაწყისში, 8 იანვარს, დევიდის დაბადების დღეს, მისი ახალი ალბომი "Blackstar" გამოვიდა. კრიტიკოსებმა იგი შეაფასეს როგორც არტისტის ბოლო დროის ერთ-ერთი საინტერესო და დამაინტრიგებელი ნამუშევარი, ასევე როგორც მომღერლის კარიერის ყველაზე "ექსტრემალური" ალბომი.

1999 წელს დევიდ ბოუი საფრანგეთის მთავრობამ ხელოვნების ორდენით დააჯილდოვა, იმავე წელს ბერკლის მუსიკალური კოლეჯის საპატიო დოქტორის ხარისხი მიიღო. 2000 წელს ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის ჯილდოზე უარი განაცხადა, 2003 წელს კი რაინდის წოდებაზე: "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ რაიმე მსგავსს მივიღებდი. სერიოზულად არ ვიცი, რისთვის არის იგი საჭირო. ეს ის არ არის, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვიშრომე".

1. მუსიკოსის ნამდვილი სახელი – დევიდ რობერტ ჯონსი. თავდაპირველად თავისი ნამდვილი სახელით გამოდიოდა სცენაზე. ფსევდონიმი ცივი იარაღის პატივსაცემად აიღო – საბრძოლო დანა ბოუი (დანას ჯიმ ბოუის (1796—1836), "ტეხასური რევოლუციის" ლიდერის სახელი ეწოდა). სასცენო ფსევდონიმით ზუსტად 50 წლის წინ წარსდგა, როდესაც მისი ახალი სახელი ფირფიტის Can’t Help Thinking About Me ყდაზე გამოჩნდა.

2. ბოუის სხვადასხვა ფერის თვალები ტრავმის შედეგია, რომელიც 15 წლის ასაკში მიიღო. დევიდმა და მისმა მეგობარმა ჯორჯ ანდერვუდმა გოგონას გამო იჩხუბეს. დევიდმა მარცხენა თვალში მიიღო დარტყმა ბეჭდით, რომელიც ანდერვუდს თითზე ეკეთა, ტრავმამ მხედველობის არის სიღრმის და ფერის აღქმის უნარის დაკარგვა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ანდერვუდი და ბოუი მეგობრებად დარჩნენ.

3. დევიდ ბოუის დიდება 1969 წელს გამოსულმა სინგლმა "Space Oddity" მოუტანა. სიმღერას BBC-ს რეპორტაჟების დროს იყენებდნენ მთვარეზე ეკიპაჟ აპოლო-11-ს დაშვებისა და აპოლო-13-ს გაფრენისას.

4. ამერიკაში ბოუიმ წარმატება 1975 წელს სინგლ Fame-ით ჰპოვა. მისი თანაავტორი და ბექ-ვოკალისტი ჯონ ლენონი გახლდათ.

5. სწორედ ბოუიმ დაწერა 1970 წელს სიმღერა The Man Who Sold The World, რომლის ყველაზე ცნობილი აკუსტიკური ქავერი კურტ კობეინმა 1993 წელს MTV Unplugged შოუში შეასრულა. ამის შემდეგ, როდესაც დევიდი საკუთარ სიმღერას ასრულებდა, კონცერტის მერე არტისტთან კულისებში შესული ადამიანები მას ეუბნებოდნენ: "რა მაგარია, "ნირვანას" სიმღერა რომ შეასრულეთო".

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება