საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი სიყვარული ღვთის საჩუქარი იყო" - სოფი ლორენის ოჯახური ცხოვრება
"ჩვენი სიყვარული ღვთის საჩუქარი იყო" - სოფი ლორენის ოჯახური ცხოვრება

იტა­ლი­უ­რი კი­ნოს ლე­გენ­დის სოფი ლო­რე­ნის ვაჟი 9 იან­ვარს, თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, ნინო სურ­გუ­ლა­ძის საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერტს უდი­რი­ჟო­რებს. კარ­ლო პონ­ტი უმ­ცრო­სი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია. ის ჟე­ნე­ვა­ში 1968 წლის 29 დე­კემ­ბერს ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, სოფი ლო­რე­ნი­სა და იტა­ლი­ე­ლი პრო­დი­უ­სე­რის კარ­ლო პონ­ტის ოჯახ­ში და­ი­ბა­და.

კარ­ლო პონ­ტი უმ­ცრო­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში პონ­ტის, სა­დი­რი­ჟო­რო კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე 30-მდე სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი, გა­მოშ­ვე­ბუ­ლი აქვს ორი ალ­ბო­მი, რო­მელ­შიც შე­სუ­ლია კონ­ცერ­ტე­ბი მისი დი­რი­ჟო­რო­ბით, ასე­ვე იგი ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხვა ამე­რი­კულ რა­დიო და ტე­ლე­არ­ხე­ბის მუ­სი­კა­ლურ გა­და­ცე­მებ­ში. კარ­ლო პონ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი 11 სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ში და ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მას გა­და­ე­ცა 5 სა­პა­ტიო ჯილ­დო. ამ­ჟა­მად კარ­ლო პონ­ტი აშშ-ში მოღ­ვა­წე­ობს.

სოფი ლო­რე­ნი და კარ­ლო პონ­ტი პირ­ვე­ლი ვა­ჟის შე­ძე­ნას ზე­ი­მო­ბენ დი­რი­ჟო­რის ცხოვ­რე­ბა მუ­დამ სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მათი ოჯა­ხი მე­დი­ის მუდ­მი­ვი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. დედა - სოფი ლო­რე­ნი ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ო­ბა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. სოფი ლო­რე­ნი­სა და მე­უღ­ლის კარ­ლო პონ­ტის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია კი, მუდ­მი­ვი გან­ხილ­ვის თემა გახ­ლდათ.

იგი 13 წლამ­დე ისე გამ­ხდა­რი და უშნო იყო, რომ ბი­ჭე­ბი დას­ცი­ნოდ­ნენ და კბი­ლის სა­ჩიჩ­ქნ ჩხირს ეძახ­დნენ...

უც­ნა­უ­რი რამ არის ბე­დი­წე­რა, რო­დის რა სი­ურპრიზს მო­გი­წყობს, ღმერ­თმა იცის... იმ კნა­ჭა გო­გოს­თვის კი ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზი ის იყო, რომ 15 წლი­სა უცებ დამ­შვენ­და, თან ისე, რომ ქუ­ჩა­ში თვალს აყო­ლებ­დნენ... წლე­ბის შემ­დეგ ეს "შე­უ­ხე­და­ვი" გო­გო­ნა კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი გახ­და, მთე­ლი იტა­ლია აღ­მერ­თებ­და და მას კა­თო­ლი­კუ­რი წე­სის "შე­ბღალ­ვაც" კი აპა­ტია. დიახ, ის სოფი ლო­რე­ნი გახ­ლავთ, ბუ­ნებ­რი­ვად ლა­მა­ზი, ელე­გან­ტუ­რი და მუ­დამ მომ­ხიბ­ვლე­ლი... სო­ფია ვი­ლა­ნი ში­კო­ლო­ნე თა­ვა­და­პირ­ვე­ლად რომ­ში ცხოვ­რობ­და. მას დედა - რო­მილ­და, მარ­ტო ზრდი­და. მამა - რი­კარ­დო ოდ­ნა­ვა­დაც არ იწუ­ხებ­და თავს მათ­თვის. არა­და, რო­მილ­დას ის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ელო­და. რი­კარ­დო მხო­ლოდ ერთხელ დაბ­რუნ­და მას­თან და რო­მილ­და მე­ო­რედ და­ფეხ­მძიმ­და. გაჩ­ნდა გო­გო­ნა, მა­რია, თუმ­ცა სო­ფი­ას­გან გან­სხვა­ვე­ბით მა­მამ მას გვა­რი არ მის­ცა. რო­მილ­დას გა­უ­ჭირ­და დე­და­ქა­ლაქ­ში ყოფ­ნა და სა­ცხოვ­რებ­ლად ნე­ა­პო­ლის ახ­ლოს მდე­ბა­რე მე­თევ­ზე­თა პა­ტა­რა ქა­ლაქ პო­ცუ­ო­ლი­ში გა­და­ვი­და...

სოფი 16 წლის იყო, როცა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ერთ-ერთ კა­ფე­ში გა­იც­ნო, კარ­ლომ მას სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა, სწო­რედ ამის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნა მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ პა­ტა­რა გო­გო­ნას მსა­ხი­ო­ბუ­რი ნიჭი. მა­მა­კა­ცი მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და გო­გო­ნა კი­ნო­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში და სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც.

პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი როლი 20 წლის სო­ფიმ ფილმ "ოქ­როს ნე­ა­პოლ­ში" შე­ას­რუ­ლა. პირ­ვე­ლი ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი კი, რო­მე­ლიც მან საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­გან მი­ი­ღო იყო ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი.

1955 წელს სოფი ლო­რე­ნი უკვე საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი და წა­მა­ტე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ. ის კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევ­და იმ დროს­თვის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ მსა­ხი­ო­ბებს , რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ ჯინა ლო­ლობ­რი­ჯი­და და სილ­ვა­ნა მა­ნა­გო. სოფი მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი გახ­და, თუმ­ცა მას თა­ვი­სი წარ­ტა­მე­ბა არ ადარ­დებ­და, გო­გო­ნას სურ­და თა­ვი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გვერ­დით იტა­ლი­ა­ში ყო­ფი­ლი­ყო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ჩვენი სიყვარული ღვთის საჩუქარი იყო" - სოფი ლორენის ოჯახური ცხოვრება

"ჩვენი სიყვარული ღვთის საჩუქარი იყო" - სოფი ლორენის ოჯახური ცხოვრება

იტალიური კინოს ლეგენდის სოფი ლორენის ვაჟი 9 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორებს. კარლო პონტი უმცროსი უკვე საქართველოშია. ის ჟენევაში 1968 წლის 29 დეკემბერს ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენისა და იტალიელი პროდიუსერის კარლო პონტის ოჯახში დაიბადა.

კარლო პონტი უმცროსი საქართველოში პონტის, სადირიჟორო კარიერის მანძილზე 30-მდე სიმფონიურ ორკესტრთან აქვს ნამუშევარი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, რომელშიც შესულია კონცერტები მისი დირიჟორობით, ასევე იგი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ამერიკულ რადიო და ტელეარხების მუსიკალურ გადაცემებში. კარლო პონტის მონაწილეობა აქვს მიღებული 11 სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალში და ამ პერიოდის განმავლობაში მას გადაეცა 5 საპატიო ჯილდო. ამჟამად კარლო პონტი აშშ-ში მოღვაწეობს.

სოფი ლორენი და კარლო პონტი პირველი ვაჟის შეძენას ზეიმობენ დირიჟორის ცხოვრება მუდამ საინტერესო იყო, მათი ოჯახი მედიის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. დედა - სოფი ლორენი ლეგენდარულ მსახიობადაა აღიარებული. სოფი ლორენისა და მეუღლის კარლო პონტის სიყვარულის ისტორია კი, მუდმივი განხილვის თემა გახლდათ.

იგი 13 წლამდე ისე გამხდარი და უშნო იყო, რომ ბიჭები დასცინოდნენ და კბილის საჩიჩქნ ჩხირს ეძახდნენ...

უცნაური რამ არის ბედიწერა, როდის რა სიურპრიზს მოგიწყობს, ღმერთმა იცის... იმ კნაჭა გოგოსთვის კი ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი ის იყო, რომ 15 წლისა უცებ დამშვენდა, თან ისე, რომ ქუჩაში თვალს აყოლებდნენ... წლების შემდეგ ეს "შეუხედავი" გოგონა კინოვარსკვლავი გახდა, მთელი იტალია აღმერთებდა და მას კათოლიკური წესის "შებღალვაც" კი აპატია. დიახ, ის სოფი ლორენი გახლავთ, ბუნებრივად ლამაზი, ელეგანტური და მუდამ მომხიბვლელი... სოფია ვილანი შიკოლონე თავადაპირველად რომში ცხოვრობდა. მას დედა - რომილდა, მარტო ზრდიდა. მამა - რიკარდო ოდნავადაც არ იწუხებდა თავს მათთვის. არადა, რომილდას ის ძალიან უყვარდა და ელოდა. რიკარდო მხოლოდ ერთხელ დაბრუნდა მასთან და რომილდა მეორედ დაფეხმძიმდა. გაჩნდა გოგონა, მარია, თუმცა სოფიასგან განსხვავებით მამამ მას გვარი არ მისცა. რომილდას გაუჭირდა დედაქალაქში ყოფნა და საცხოვრებლად ნეაპოლის ახლოს მდებარე მეთევზეთა პატარა ქალაქ პოცუოლიში გადავიდა...

სოფი 16 წლის იყო, როცა მომავალი მეუღლე ერთ-ერთ კაფეში გაიცნო, კარლომ მას სილამაზის კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა, სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინა მომავალმა მეუღლემ პატარა გოგონას მსახიობური ნიჭი. მამაკაცი მალევე მიხვდა, რამდენად წარმატებული იქნებოდა გოგონა კინომატოგრაფიაში და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მათი სიყვარულის ისტორიაც.

პირველი მთავარი როლი 20 წლის სოფიმ ფილმ "ოქროს ნეაპოლში" შეასრულა. პირველი ძვირფასი საჩუქარი კი, რომელიც მან საყვარელი მამაკაცისგან მიიღო იყო ბრილიანტის ბეჭედი.

1955 წელს სოფი ლორენი უკვე საკმაოდ ცნობილი და წამატებული ქალბატონი გახლდათ. ის კონკურენციას უწევდა იმ დროსთვის ყველაზე წარმატებულ მსახიობებს , როგორებიც იყვნენ ჯინა ლოლობრიჯიდა და სილვანა მანაგო. სოფი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა, თუმცა მას თავისი წარტამება არ ადარდებდა, გოგონას სურდა თავისი შეყვარებულის გვერდით იტალიაში ყოფილიყო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს