საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იპოვეს პარიზის ლეგენდარული სენ-მარტენის არხის დაშრობის შემდეგ
რა იპოვეს პარიზის ლეგენდარული სენ-მარტენის არხის დაშრობის შემდეგ

ბოლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პა­რი­ზის სენ-მარ­ტე­ნის ხიდი პირ­ვე­ლად და­აშ­რეს და მისი გაწ­მენ­დის დროს, შლამ­ში ასო­ბით უც­ნა­უ­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნივ­თი იპო­ვეს. არხი საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში, ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­დურ და ექ­სკლუ­ზი­ურ უბან­ში მდე­ბა­რე­ობს და ბოლო წლებ­ში ღა­მის ცხოვ­რე­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლად იქცა. ამე­რი­კელ­მა იმპრე­სი­ო­ნის­ტმა ალფ­რედ სის­ლე­იმ 1870 წელს არხი უკ­ვდავ­ყო ნა­ხატ­ში - "სენ-მარ­ტე­ნის არხი პა­რიზ­ში".

იხი­ლეთ ვი­დეო

5 კი­ლო­მეტ­რი სიგ­რძის მო­ნაკ­ვე­თი ბო­ლოს 2001 წელს გაწ­მინ­დეს და მა­შინ არ­ხი­დან 40 ტონა ნა­გა­ვი ამო­ი­ტა­ნეს, რო­მელ­თა შო­რის ოქ­როს მო­ნე­ტე­ბი, ინ­ვა­ლი­დის ეტლი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო­ინ­დე­ლი ორი ჭურ­ვი და მცი­რე ზო­მის მან­ქა­ნაც კი იყო.

წელს კი, არხში "და­მა­ლულ სა­გან­ძურს" შო­რის ვე­ლო­სი­პე­დე­ბი, სკუ­ტე­რე­ბი, რა­დი­ო­მიმ­ღე­ბი, ფო­ტო­ა­პა­რა­ტი და ასო­ბით სხვა ნივ­თი აღ­მოჩ­ნდა. და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პის­ტო­ლე­ტიც იპო­ვეს, რო­მე­ლიც უკვე გა­და­ე­ცა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას შე­სას­წავ­ლად.

არ­ხის წყლის­გან დაც­ლა, გაწ­მენ­და და მისი ჩამ­კე­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბა ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯეტს 9 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი და­უჯ­დე­ბა. ამა­ვე ხარ­ჯებ­ში შე­დის სენ მარ­ტე­ნის არხში მო­ბი­ნად­რე 5 ტო­ნამ­დე კალ­მა­ხის, კობ­რი­სა და კა­პარ­ჭი­ნას გა­დაყ­ვა­ნა სხვა არხში, ვიდ­რე სენ-მარ­ტე­ნი გა­იწ­მინ­დე­ბა და ხე­ლახ­ლა შე­ივ­სე­ბა წყლით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა იპოვეს პარიზის ლეგენდარული სენ-მარტენის არხის დაშრობის შემდეგ

რა იპოვეს პარიზის ლეგენდარული სენ-მარტენის არხის დაშრობის შემდეგ

ბოლო 15 წლის განმავლობაში, პარიზის სენ-მარტენის ხიდი პირველად დააშრეს და მისი გაწმენდის დროს, შლამში ასობით უცნაური და მოულოდნელი ნივთი იპოვეს. არხი საფრანგეთის დედაქალაქის შუაგულში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და ექსკლუზიურ უბანში მდებარეობს და ბოლო წლებში ღამის ცხოვრებისა და ტურისტების თავშეყრის ადგილად იქცა. ამერიკელმა იმპრესიონისტმა ალფრედ სისლეიმ 1870 წელს არხი უკვდავყო ნახატში - "სენ-მარტენის არხი პარიზში".

იხილეთ ვიდეო

5 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი ბოლოს 2001 წელს გაწმინდეს და მაშინ არხიდან 40 ტონა ნაგავი ამოიტანეს, რომელთა შორის ოქროს მონეტები, ინვალიდის ეტლი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი ჭურვი და მცირე ზომის მანქანაც კი იყო.

წელს კი, არხში "დამალულ საგანძურს" შორის ველოსიპედები, სკუტერები, რადიომიმღები, ფოტოაპარატი და ასობით სხვა ნივთი აღმოჩნდა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა პისტოლეტიც იპოვეს, რომელიც უკვე გადაეცა პოლიციის განყოფილებას შესასწავლად.

არხის წყლისგან დაცლა, გაწმენდა და მისი ჩამკეტების განახლება ქალაქის ბიუჯეტს 9 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება. ამავე ხარჯებში შედის სენ მარტენის არხში მობინადრე 5 ტონამდე კალმახის, კობრისა და კაპარჭინას გადაყვანა სხვა არხში, ვიდრე სენ-მარტენი გაიწმინდება და ხელახლა შეივსება წყლით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა