მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2016 წლის საშობაო ეპისტოლე
2016 წლის საშობაო ეპისტოლე

უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე

"დღეს ყო­ვე­ლი და­ბა­დე­ბუ­ლი იშ­ვებს და იხა­რებს, რა­მე­თუ ქრის­ტე იშვა ქალ­წუ­ლი­სა­გან" (სა­დღე­სას­წა­უ­ლო)

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მა­მა­ნო და დე­და­ნო, ძმა­ნო და დანო, მკვიდ­რნო სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო!

დღეს ხა­რობს ყო­ვე­ლი სულ­დგმუ­ლი, ცა და ქვე­ყა­ნა, ხა­რობს ჩვე­ნი სუ­ლე­ბი და სამ­ყა­როც ივ­სე­ბა ან­გე­ლოზ­თა სა­გა­ლობ­ლით: "დი­დე­ბა მა­ღალ­თა შინა ღმერ­თსა, ქვე­ყა­ნა­სა ზედა მშვი­დო­ბა და კაც­თა შო­რის სათ­ნო­ე­ბა".

- რა არის მი­ზე­ზი ამ სა­ო­ცა­რი სუ­ლი­ე­რი ზე­ი­მი­სა?

- ის, რომ მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­მო­თხი­სე­უ­ლი ნე­ტა­რე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა, და­კარ­გუ­ლი სიწ­მინ­დის აღ­დგე­ნი­სა და სუ­ლი­ე­რი გა­ნახ­ლე­ბი­სა. დღეს ძე ღვთი­სა გან­ხორ­ცი­ელ­და, რათა ადა­მი­ა­ნი ღმერ­თამ­დე აღა­მაღ­ლოს!

"სა­ი­დუმ­ლო უცხო და დი­დე­ბუ­ლი ვი­ხი­ლოთ, ქუ­ა­ბი ცათა ემ­სგავ­სა, ქალ­წუ­ლი - ქე­რუ­ბიმ­თა, ხოლო ბაგა სახე იქ­მნა სამ­ყა­რო­ი­სა, რა­მე­თუ და­ი­ტია დღეს ქრის­ტე ღმერ­თი, და­უ­ტევ­ნე­ლი, რო­მელ­სა ვა­დი­დებთ" (სა­დღე­სას­წა­უ­ლო).

მაშ, მი­ვე­გე­ბოთ ახ­ლად­შო­ბილ ყრმას და გავ­ხსნათ კარ­ნი გუ­ლი­სა­ნი, რათა ჩვენ­შიც იშ­ვას ქრის­ტე.

- ვართ კი ღირ­სნი, რომ იესო მო­ვი­დეს და და­ემ­კვიდ­როს ჩვენს გუ­ლებ­ში?

- რა თქმა უნდა, არა და არც არას­დროს ვიქ­ნე­ბით მზად ამ დიდი სა­ი­დუმ­ლო­სათ­ვის, მაგ­რამ მო­წყა­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ღვთი­სა იმ­დე­ნად მი­უწ­ვდო­მე­ლია და უნა­პი­რო, რომ ეს სას­წა­უ­ლი სრულ­დე­ბა. ოღონდ ამას თა­ვი­სი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაც ახ­ლავს.

- კერ­ძოდ?

- ადა­მი­ა­ნი თა­ნა­ზი­ა­რი უნდა გახ­დეს ღვთა­ებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი­სა.

- რო­გორ შევ­ძლოთ ეს?

- წმ. პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი მი­უ­თი­თებს, რომ ღმერ­თთან კავ­ში­რი­სათ­ვის ადა­მი­ანს უნდა ჰქონ­დეს ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნა, სა­სო­ე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი. ამათ შო­რის კი უპი­რა­ტე­სად სა­ხელ­დებს სიყ­ვა­რულს (I კორ. 13.13), რად­გან რწმე­ნა და სა­სო­ე­ბა, მხო­ლოდ ამ­ქვეყ­ნად არ­სე­ბობს და ჩვე­ნი მი­წი­ე­რი ყო­ფის­თვი­საა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ხოლო სიყ­ვა­რუ­ლი ჰგი­ეს უკუ­ნი­სამ­დე.

- რო­გო­რია ღვთა­ებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი?

- ახალ­მა აღ­თქმამ გა­ნა­ცხა­და სა­ო­ცა­რი რამ, _ "ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია"(ინ.4,8).

ამის სრუ­ლი სი­სავ­სით უწყე­ბა ვერ შეძ­ლო ვერ­ცერ­თმა რე­ლი­გი­ამ. ქრის­ტემ­დეც და შემ­დგო­მაც ადა­მის მოდ­გმას არ უხი­ლავს ღმერ­თი, რო­მე­ლიც მის­თვის მსხვერ­პლად გა­ი­ღებ­და თა­ვის თავს და ცხო­ნე­ბის ერ­თა­დერთ გზას გა­უკ­ვა­ლავ­და.

"შე­იყ­ვა­რეთ ერ­თმა­ნე­თი, რო­გორც მე შე­გიყ­ვა­რეთ თქვენ" (ინ. 13,34); "არა­ვის აქვს იმა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, ვინც სულს დას­დებს თა­ვი­სი მოყ­ვა­სი­სათ­ვის (ინ. 15,13.), _ ბრძა­ნებს იესო.

ქრის­ტი­ა­ნო­ბამ აბ­სო­ლი­ტუ­რად სხვა გა­გე­ბა შეს­ძი­ნა მოყ­ვა­სის ცნე­ბას. მარ­თლმორ­წმუ­ნე­თათ­ვის მოყ­ვა­სია ყვე­ლა, _ მისი ერის თუ სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი, დამ­ნა­შა­ვე თუ უდა­ნა­შა­უ­ლო, მდი­და­რი თუ ღა­რი­ბი, კე­თი­ლის­მყო­ფე­ლი თუ მტე­რი!

"მე გე­უბ­ნე­ბით თქვენ, გიყ­ვარ­დეთ თქვე­ნი მტერ­ნი, და­ლო­ცეთ მა­წყე­ვარ­ნი, კე­თი­ლი უყა­ვით თქვენს მო­ძუ­ლეთ და ილო­ცეთ თქვენს მდევ­ნელ­თა და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ­თათ­ვის, რათა იყოთ თქვენ შვილ­ნი მა­მი­სა თქვე­ნი­სა ზე­ცი­ე­რი­სა" (მთ. 5.44-45).

ეს არის მა­ნა­მა­დე არსმე­ნი­ლი და არ­გა­გო­ნი­ლი სი­ტყვე­ბი, მან­მა­დე არ­სად და არას­დროს გა­ცხა­დე­ბუ­ლი სი­მაღ­ლე ღვთა­ებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი­სა.

ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე იყო ჩვე­ნი ხალ­ხი სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე. ამი­ტო­მაც, თავ­გან­წირ­ვით იცავ­და იგი მოყ­ვასს, სამ­შობ­ლო­სა და ჭეშ­მა­რიტ რწმე­ნას და, ამა­ვე დროს, სის­ხლით მორ­წყულ თა­ვის მიწა-წყალ­ზე სით­ბოს არ აკ­ლებ­და უცხო­ტო­მელთ. ჩვენს დე­ვი­ზად იქცა რუს­თვე­ლის უკ­ვდა­ვი სი­ტყვე­ბი:

"მე იგი ვარ...ვის სიკ­ვდი­ლი მოყვრი­სათ­ვის თა­მა­შად და მი­ჩანს მღე­რად..." "სიყ­ვა­რუ­ლი აღგ­ვა­მაღ­ლებს."

ასეთ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, ცხოვ­რე­ბის ასეთ­მა წეს­მა გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ათას­გვა­რი ქარ­ტე­ხი­ლი და დღემ­დე მოგ­ვიყ­ვა­ნა. ჩვენ კი რო­გორ ვცხოვ­რობთ?

აშ­კა­რად ჩანს, რომ მსოფ­ლიო კარ­გავს ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლის გან­ცდას და მის ად­გილს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გრძნო­ბე­ბი და გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იკა­ვებს. ასეა აქაც.

სხვა­დას­ხვა გა­ტა­ცე­ბას, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ხან­მოკ­ლე დრო­ით ეწ­ვე­ვა ხოლ­მე, დღეს სიყ­ვა­რულს უწო­დე­ბენ. იგი, პირ­ველ რიგ­ში, ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ თავ­გან­წირ­ვის უნა­რის­გან თით­ქმის სრუ­ლად დაც­ლი­ლია, სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არ­სე­ბობს მა­ნამ, ვიდ­რე ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის ეგო­ის­ტურ ზრახ­ვებს რა­ი­მე საფრ­თხე არ და­ე­მუქ­რე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ გრძნო­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მყი­ფეა, ხან­მოკ­ლე და მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო თავ­და­დე­ბულ, ნამ­დვილ სიყ­ვა­რულ­თან.

მოჩ­ვე­ნე­ბი­თი სიყ­ვა­რუ­ლი არის დღე­ვან­დე­ლი ოჯა­ხე­ბის რღვე­ვის მთა­ვა­რი მი­ზე­ზიც. ცოლ-ქმარს აღარ შე­უძ­ლი­ათ ერ­თმა­ნეთს სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვი მი­ა­გონ, დად­გნენ პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა და უღე­ლი ერ­თად გას­წი­ონ. რაკი მათ სიღ­რმი­სე­უ­ლი გრძნო­ბე­ბი არ აკავ­ში­რებთ, მცი­რე­დი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის გა­მოც ად­ვი­ლად ამ­ბო­ბენ უარს პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა­ზე და "ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის" ძებ­ნას იწყე­ბენ.

ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხი შე­იძ­ლე­ბა არც და­ინ­გრეს, მაგ­რამ უსიყ­ვა­რუ­ლო­ბამ მუდ­მი­ვი ჩხუ­ბი და უთან­ხმო­ე­ბა წარ­მოშ­ვას; ასეთ გა­რე­მო­ში კი ბავ­შვე­ბი ით­რგუ­ნე­ბი­ან და მძი­მე ხა­სი­ა­თი უყა­ლიბ­დე­ბათ.

აც­ნო­ბი­ე­რებს კი ამას დედ-მამა? აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა რომც ჰქონ­დეთ მათ შვი­ლებს, ბავ­შვებ­მა თუ ყვე­ლა­ზე დიდ და მნიშ­ვნე­ლო­ვან სას­წავ­ლე­ბელ­ში, ოჯახ­ში, ვერ და­ი­ნა­ხეს ერ­თგუ­ლე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა, პა­ტი­ე­ბის, სხვის­თვის მსა­ხუ­რე­ბი­სა და გუ­ლი­თა­დო­ბის მა­გა­ლი­თი, თა­ვა­დაც ამ გრძნო­ბე­ბი­სა­გან დაც­ლილ­ნი და ნაკ­ლუ­ლე­ვან­ნი იქ­ნე­ბი­ან, რაც შემ­დეგ მათ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს.

მშობ­ლე­ბი ამ ცოდ­ვას რო­გორ გა­მო­ის­ყი­დი­ან?

ქორ­წი­ნე­ბა ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლოა. ეს არის ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა სუ­ლი­ე­რი და ხორ­ცი­ე­ლი ერ­თო­ბი­სათ­ვის, რათა ერ­თმა­ნეთს შე­ე­წი­ონ იმ მდგო­მა­რე­ო­ბის მი­საღ­წე­ვად, რა­საც გუ­ლის­ხმობს განღმრთო­ბა.

ეს პრო­ცე­სი ჰგავს ოქ­როს გა­მოდ­ნო­ბას, რაც ოჯა­ხურ ყო­ფა­ში ვლინ­დე­ბა ღვთის სა­დი­დებ­ლად ურ­თი­ერ­თმსხვერ­პლშე­წი­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით, გან­საც­დელ­თა ერ­თობ­ლი­ვი დათ­მე­ნით და მოყ­ვა­სი­სად­მი მსა­ხუ­რე­ბით.

რა თქმა უნდა, განღმრთო­ბის მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლი არის ბერ-მო­ნოზვნუ­რი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი აზ­რიც, ოღონდ ამ შემ­თხვე­ვა­ში სრულ­ყო­ფის პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბულ მოღ­ვა­წე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. იგი უფრო რთუ­ლი გზა არის და ნუ­რა­ვინ იფიქ­რებს, რომ ეგო­ის­ტუ­რად მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ბერ-მო­ნოზვნო­ბა არის ას­კე­ტუ­რი მსა­ხუ­რე­ბა ღვთი­სა და მოყ­ვა­სი­სათ­ვის ამ სი­ტყვის ფარ­თო გა­გე­ბით.

წმინ­და წე­რი­ლი ბრძა­ნებს: "შექ­მნა ღმერ­თმა კაცი, თა­ვის ხა­ტად შექ­მნა იგი, მა­მა­კა­ცად და დე­და­კა­ცად შექ­მნა ისი­ნი" (დაბ.1.27), _ რო­გო­რი დიდი აზ­რია ჩა­დე­ბუ­ლი ამ წი­ნა­და­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც გვი­ცხა­დებს, რომ უფ­ლის სა­დი­დე­ბე­ლად მო­წო­დე­ბუ­ლი მარ­ტომ­ყო­ფო­ბაც და ცოლ-ქმრის თა­ნა­ცხოვ­რე­ბაც და­ლოც­ვი­ლია და ცხოვ­რე­ბის ამ წე­სის დარ­ღვე­ვა, მოშ­ლა, ან და­მა­ხინ­ჯე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

უსიყ­ვა­რუ­ლო­ბას­თან ერ­თად ჩვე­ნი ყო­ფის­თვის მე­ტად და­მაბ­რკო­ლე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად იქცა ისე­თი აზ­როვ­ნე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბა, რომ­ლის­თვი­საც ცოდ­ვა აღარ არის ცოდ­ვა, არა­მედ - ადა­მი­ა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა, ხოლო ცოდ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი, _ თურ­მე ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ერთ-ერთი სახე. სი­ტუ­ა­ცია ისე ვი­თარ­დე­ბა, რომ უფ­ლის მიერ დად­გე­ნი­ლი მცნე­ბე­ბის შეც­ვლაც კი სურთ, რათა ღვთი­სა­გან არ იქ­ნენ მხი­ლე­ბულ­ნი, არა­მედ, მი­სა­ღებ­ნი გახ­დნენ ყვე­ლა­სათ­ვის. ხოლო ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამ პრო­ცესს, დამ­ცი­რე­ბი­სა და და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი ხდე­ბა.

ეს არც არის გა­საკ­ვი­რი. ჯერ კი­დევ ბრძე­ნი სო­ლო­მო­ნი წერ­და: "ღვთის­მგმო­ბე­ლის დამ­რი­გე­ბე­ლი დამ­ცი­რე­ბას მი­ი­ღებს, ბო­რო­ტე­უ­ლის მამ­ხი­ლე­ბე­ლი, - შე­უ­რა­ცხყო­ფას" (სიბ­რძნ. სოლ. 9,7).

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ქრის­ტი­ა­ნო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის რე­ლი­გი­აა. რა თქმა უნდა, მას უყ­ვარს ძე შეც­დო­მი­ლიც, ოღონდ მო­ნა­ნუ­ლი, მაგ­რამ სძულს ცოდ­ვა. ქრის­ტე მკვეთრ ზღვარს ავ­ლებს სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბას შო­რის და ამ­ბობს: "არა მო­ვედ მი­ფე­ნად მშვი­დო­ბი­სა, არა­მედ მახ­ვი­ლი­სა" (მთ. 10.34).

გა­ვიხ­სე­ნოთ პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლიც: "ნუთუ არ იცით, რომ უსა­მარ­თლო­ნი ვერ და­იმ­კვიდ­რე­ბენ ღმრთის სა­სუ­ფე­ველს... ვერც მე­ძავ­ნი, ვერც კერ­პთმსა­ხურ­ნი, ვერც მემ­რუ­შე­ნი, ვერც ჩუ­კენ­ნი, ვერც მა­მათ­მა­ვალ­ნი, ვერც მპა­რავ­ნი, ვერც ან­გარ­ნი, ვერც მემ­თვრა­ლე­ნი, ვერც მა­გი­ნე­ბელ­ნი, ვერც მტა­ცე­ბელ­ნი" (Iკორ. 6.9-10).

მათ­და­მი ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი იმით უნდა გა­მოვ­ხა­ტოთ, რომ ვე­ცა­დოთ, რო­გორ­მე და­ვა­ნა­ხოთ მათი ცდო­მი­ლე­ბა. ერთი პი­როვ­ნე­ბის სწორ გზა­ზე და­ყე­ნე­ბაც კი, კე­თი­ლის­მყო­ფე­ლის მრა­ვალ და­ნა­შა­ულს დაჰ­ფა­რავს. თუმ­ცა ამის მიღ­წე­ვა ად­ვი­ლი არ არის, მით უმე­ტეს დღეს, რო­დე­საც ამ­პარ­ტავ­ნე­ბის ხა­რის­ხი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ადა­მი­ა­ნი ვე­ღარ იტანს შე­ნიშ­ვნას.

ისიც არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ჩვენ ხში­რად სხვა­ში ვხე­დავთ გა­მო­სას­წო­რე­ბელ ნაკლს და სა­კუ­თა­რი თავი გვა­ვი­წყდე­ბა. ჯერ კი­დევ ძვე­ლი ბერ­ძნე­ბი ამ­ბობ­დნენ: "შე­ი­ცა­ნი თავი შენი;" რო­მა­ე­ლე­ბიც იმე­ო­რებ­დნენ: "NOSCE TE IPSUM." " სა­ხა­რე­ბაც გვა­რი­გებს: "რა­ტომ ხე­დავ ბეწვს შენი ძმის თვალ­ში, ხოლო შენ­სა­ში დი­რე­საც ვერა გრძნობ?" (მთ.7.3).

სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბა ზო­გი­ერთს ად­ვი­ლი ჰგო­ნია და არ იცის, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში პი­როვ­ნე­ბის სამ­სა­ხოვ­ნე­ბას­თან აქვს საქ­მე: 1. რო­გო­რა­დაც თვი­თონ ხე­დავს იგი სა­კუ­თარ თავს. 2. რო­გორც სხვე­ბი ხე­და­ვენ მას და 3. რო­გო­რი­ცაა ის სი­ნამ­დვი­ლე­ში.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ამ მე­სა­მე მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­მო­ჩე­ნაა, რად­გან ჩვენ­ში არ­სე­ბუ­ლი ამ­პარ­ტავ­ნე­ბით სავ­სე ეგო­ის­ტუ­რი "მე" ჩვენს სი­სუს­ტე­ებ­სა და მცდარ ნა­ბი­ჯებს მუდ­მი­ვად გა­მარ­თლე­ბას უძებ­ნის და შემ­წყნა­რე­ბე­ლია მათ მი­მართ; ეს კი რე­ა­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას გვიჩ­ლუნ­გებს.

გო­ნი­ე­რია ის, ვინც სწო­რად გან­სჯის უნარს შე­ი­ძენს და თა­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში ჩა­ხედ­ვი­სას არაფ­რის შე­ლა­მა­ზე­ბას არ მო­ინ­დო­მებს.

მა­შინ მი­ემ­სგავ­სე­ბა იგი იმ ჭეშ­მა­რიტ მჭვრე­ტელს, რო­მე­ლიც უკვე ნათ­ლად ხე­დავს თა­ვი­სი სუ­ლის აქამ­დე ბუნ­დო­ვან, ან თუნ­დაც სრუ­ლი­ად უც­ნობ, ფრი­ად და­ზი­ა­ნე­ბულ სამ­ყა­როს და მისი აღ­დგე­ნი­სა და გა­ნახ­ლე­ბი­სა­კენ ის­წრაფ­ვის.

ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი "მე-ს" და­მა­ხინ­ჯე­ბის მი­ზე­ზი არას­წორ ქმე­დე­ბებ­თან ერ­თად ცუდ-მე­ტყვე­ლე­ბა და ცუდი აზ­რე­ბია.

სა­ერ­თოდ, სი­ტყვას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ჩვენ კი მის­და­მი ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვი­ჩენთ და ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ მას მა­რა­დი­ულ სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლეს­თან ღრმა კავ­ში­რი აქვს.

რა­ტომ აქვს სი­ტყვას ასე­თი დატ­ვირ­თვა?

წმინ­და იო­ა­ნე მა­ხა­რე­ბე­ლი მა­ცხო­ვარ­ზე სა­უბ­რით იწყებს თა­ვის სა­ხა­რე­ბას და ასე წერს: "პირ­ვე­ლით­გან იყო სი­ტყვა" (ინ. 1.1).

დიახ, მო­ცი­ქუ­ლი, რო­მელ­მაც გან­გვი­ცხა­და, რომ ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია, სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად, მას სი­ტყვა­დაც სა­ხელ­დებს, რი­თაც ხაზს უს­ვამს მა­ცხოვ­რის საღვთო, ბუ­ნე­ბით ძე­ო­ბას და ამას­თან ცხად­ყოფს მა­მის და მხო­ლოდ­შო­ბი­ლი ძის, სი­ტყვის, შე­მოქ­მე­დე­ბით ძა­ლას, რად­გან ძე, რო­გორც შე­მოქ­მე­დი, მა­მი­სა­გან ცალ­კე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა: "სი­ტყვა იყო ღმერ­თთან და ღმერ­თი იყო სი­ტყვა...და ყო­ვე­ლი­ვე მის მიერ შე­იქ­მნა"(ინ. 1.1-3).

სამ­ყა­როს წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ ბიბ­ლი­ა­ში წე­რია: "თქვა ღმერ­თმა: იყოს ნა­თე­ლი! და იქ­მნა ნა­თე­ლი. თქვა ღმერ­თმა: იყოს წყალ­თა შო­რის მყა­რი...და იქ­მნა ასე. თქვა ღმერ­თმა: იყოს მნა­თო­ბე­ბი ცის მყარ­ზე დღი­სა და ღა­მის გა­საყ­რე­ლად, დრო-ჟა­მის აღმნიშ­ვნე­ლად...და იქ­მნა ასე"(დაბ. I. 3,6,7,14,15)...

ანუ სი­ტყვით ხდე­ბა და­ბა­დე­ბა, ქმნი­ლე­ბა­თათ­ვის სი­ცო­ცხლი­სა და ფუნ­ქცი­ის მი­ნი­ჭე­ბა, რაც ღმერ­თის თვი­სე­ბაა!

ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სი­ტყვა-სა­ხელს, რო­გორც პი­როვ­ნე­ბი­სათ­ვის, ისე საგ­ნი­სა თუ მოვ­ლე­ნი­სათ­ვის, რად­გან მას­ში ჩა­დე­ბუ­ლი შინა არსი ბევრ რა­მეს გან­სა­ზღვრავს. სა­ხელ­დე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის მიერ მოხ­და:

"ნა­თელს ღმერ­თმა უწო­და დღე და ბნელს უწო­და ღამე,...მყარს ღმერ­თმა უწო­და ცა, ხმე­ლეთს, - მიწა (დაბ.1.5.8.10), ადამ­საც სა­ხე­ლი მან და­არ­ქვა...

შემ­დეგ კი ღმერ­თმა მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რი და სა­ხელ­დე­ბის უფ­ლე­ბა, ცო­ცხალ არ­სე­ბა­თა შო­რის ერ­თა­დერ­თს, თა­ვის ხა­ტად და მსგავ­სად შექ­მნილ ადა­მი­ანს უბო­ძა, რო­გორც შე­საქ­მის გვირ­გვინს.

ადამ­მა სა­ხე­ლი და­არ­ქვა პი­რუ­ტყვებს, ცის ფრინ­ველთ და ვე­ლის ცხო­ველთ, ასე­ვე მის შემ­წედ შექ­მნილ ქალს; და­ცე­მის შემ­დგომ ადა­მი­ან­მა სა­ხე­ლე­ბი უწო­და თა­ვის შთა­მო­მავლთ, საგ­ნებს, გა­რე­მო-სამ­ყა­როს და ა.შ.

სა­მო­თხე­ში ურ­თი­ერ­თო­ბა ღმერ­თსა და ჩვენს პირ­ველმშობ­ლებს შო­რის სრუ­ლი­ად და­უბ­რკო­ლე­ბე­ლი იყო და პირ­ველმშობ­ლე­ბი ერ­თი­მე­ო­რეს აზ­რის­მი­ე­რად ეზ­რა­ხე­ბოდ­ნენ. ცოდ­ვით და­ცე­მის შემ­დგომ კი ეს კავ­ში­რი და­ირ­ღვა; ჩვე­ნი გრძნო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად და ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლო­ბა გაჩ­ნდა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­ტყვი­სა.

ღმერ­თის მსგავ­სად, ადა­მი­ა­ნის მიერ წარ­მოთ­ქმულ სი­ტყვა­საც ძალა აქვს. ოღონდ, უფ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი ძალა შე­იძ­ლე­ბა იყოს და­დე­ბი­თი ან უარ­ყო­ფი­თი.

იცო­დეთ, არ­ცერ­თი სი­ტყვა უკ­ვა­ლოდ არ ქრე­ბა და ღვთის წი­ნა­შე ჩვე­ნი მე­ტყვე­ლე­ბის გა­მოც გან­ვის­ჯე­ბით. ამი­ტო­მაც წერს მათე მა­ხა­რე­ბე­ლი: ყო­ვე­ლი ფუჭი სი­ტყვის­თვის, რო­მელ­საც იტყვი­ან კაც­ნი, პა­სუხს აგე­ბენ ისი­ნი გან­კი­თხვის დღეს, რად­გან ჩვე­ნი­ვე სი­ტყვე­ბით გან­ვმარ­თლდე­ბით და ჩვე­ნი­ვე სი­ტყვე­ბით გავმტყუნ­დე­ბით (მთ.12,36).

ჩვენ კი რო­გო­რი უგუ­ლის­ხმო­ნი ვართ! ფუჭ სა­უ­ბარ­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ ნა­ხეთ, რო­გო­რი შემ­წიკ­ვლე­ბუ­ლია ჩვე­ნი ბა­გე­ე­ბი და­ცინ­ვით, რის­ხვით, შე­უ­რა­ცხყო­ფით, ცი­ლის­წა­მე­ბით, სიც­რუ­ით, სი­ტყვის გა­ტეხ­ვით, უმა­დუ­რო­ბით, ცრუ ფი­ცით, წყევ­ლით, გი­ნე­ბით...

"ენა მცი­რე ასოა, და დი­დად კი მძლავ­რობს; აჰა, რა მცი­რე ცე­ცხლი ბუ­გავს დიდ ტყეს" და "სავ­სეა მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გეს­ლით" (იაკ.3,5, 8).

"ენით ვა­კურ­თხებთ ღმერ­თს და მა­მას და ენით­ვე ვგმობთ ღმერ­თის ხა­ტად და მსგავ­სად შექ­მნილ კაც­თაც" (იაკ. 3;9). ამი­ტო­მაც, თუ ვინ­მეს "ღმრთის­მოყ­ვა­რე ჰგო­ნია თავი და ლა­გამს არ ამოს­დებს ენას, იცო­დეს, ფუ­ჭია მისი ღვთის­მო­სა­ო­ბა" (იაკ.1, 26).

ერ­თმა კაც­მა სოკ­რა­ტეს ჰკი­თხა: იცი რა უთ­ქვამს შენ­ზე შენს მე­გო­ბარს?

სოკ­რა­ტემ კი­თხვა შე­უბ­რუ­ნა: "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ რის თქმა­საც აპი­რებ, სი­მარ­თლეა?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რად­გან სხვი­სა­გან მო­ვის­მი­ნე.

- რაც უნდა მი­თხრა, კარ­გი ამ­ბა­ვია?

- არა, პი­რი­ქით.

- ე.ი. შენ უნდა მი­თხრა რა­ღაც ცუდი, და არც იცი, ეს რე­ა­ლო­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა. სარ­გებ­ლო­ბის მომ­ტა­ნი თუ მა­ინც არის?

- ვფიქ­რობ, არა.

- "თუ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გინ­და მო­მა­წო­დო, არ არის არც კარ­გი, არც მარ­თა­ლი და არც სა­სარ­გებ­ლო, რა აზრი აქვს მის თქმას?!" _ უპა­სუ­ხა სოკ­რა­ტემ და გა­ნე­შო­რა მო­სა­უბ­რეს.

დღეს ასე ცოტა ვინ­მე თუ მო­იქ­ცე­ვა.

ჩვენ­მა ყო­ფამ ინ­ტრი­გას დიდი გა­სა­ქა­ნი მის­ცა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცხოვ­რე­ბის წე­სად აქ­ცია იგი და ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლი და­ტო­ვა. ეს ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლებს.

არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო ის სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტიც, რომ დიდი ხა­ნია, ვა­ჟე­ბიც და ახლა უკვე გო­გო­ნე­ბიც სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბის მი­სა­მარ­თი­თაც არ ერი­დე­ბი­ან ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას და ვერც ხვდე­ბი­ან, რომ თა­ვის თავს იწყევ­ლი­ან და სას­ტიკ სას­ჯელს გა­ნი­წე­სე­ბენ, რად­გან მშობ­ლის შე­უ­რა­ცხმყო­ფელს ღმერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სჯის.

სა­ერ­თო­დაც, წა­ხა­ლი­სე­ბა ხდე­ბა უცენ­ზუ­რო გა­მოთ­ქმე­ბის და ტი­რა­ჟი­რე­ბა ავად­მყო­ფუ­რი აზ­რე­ბის. ეს სიკ­ვდი­ლის გზაა, ჯო­ჯო­ხე­თის წყვდი­ა­დის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა. ღმერ­თმა ყვე­ლა იხ­სნას ასე­თი და­ცე­მი­სა­გან, მის­ცეთ სი­ტყვა წმინ­და და მარ­თა­ლი და გუ­ლის­ხმის­ყო­ფა ბო­რო­ტი­სა­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი საქ­მე, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ამ­ქვეყ­ნად აღას­რუ­ლოს ადა­მი­ან­მა, არის ლოც­ვა. იგი სა­უ­ბა­რია ღმერ­თთან, სი­ნა­ნუ­ლია, მის წი­ნა­შე სუ­ლი­სა და გუ­ლის გან­ფე­ნაა. ეკ­ლე­სი­ის და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სათ­ვის ლოც­ვა პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა, მაგ­რამ იგი ასე­ვე მო­ვა­ლე­ო­ბაა სა­ე­რო პირ­თათ­ვის.

აი, რო­გორ გვა­რი­გებს მო­ცი­ქუ­ლი: "უჭირს რო­მე­ლი­მე თქვენ­განს? ილო­ცოს; ხა­რობს ვინ­მე? ფსალ­მუ­ნი იგა­ლო­ბოს...რწმე­ნის ლოც­ვა იხ­სნის სნე­ულს...და თუ ცოდ­ვე­ბი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, მი­ე­ტე­ვე­ბა; ილო­ცეთ ერ­თმა­ნე­თის გამო...ბევ­რი რამ ძა­ლუძს მარ­თლის ლოც­ვას"(იაკ. 5. 13, 15-16).

მარ­თალ­ში კი მა­ცხოვ­რის მცნე­ბე­ბით მცხოვ­რე­ბი პი­როვ­ნე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბა, რო­მე­ლიც, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სიყ­ვა­რუ­ლით იქ­ნე­ბა შე­მო­სი­ლი, რად­გან "სიყ­ვა­რუ­ლია სიმ­ტკი­ცე სრულ­ქმნი­ლე­ბი­სა" (კოლ.3,15).

ასე­თი ადა­მი­ა­ნი სხვა­თა­გან დი­დად გა­ნირ­ჩე­ვა. იგი "სულ­გრძე­ლია და ტკბი­ლი. სიყ­ვა­რულს არ შურს, სიყ­ვა­რუ­ლი არ ქედ­მაღ­ლობს, არ ზვა­ობს, არ უკე­თუ­რობს, არ ეძებს თა­ვი­სას, არ მრის­ხა­ნებს, არ გა­ნიზ­რა­ხავს ბო­როტს, არ შეჰ­ხა­რის უსა­მარ­თლო­ბას, ყვე­ლა­ფერს იფა­რავს, ყვე­ლა­ფე­რი სწამს, ყვე­ლაფ­რის იმე­დი აქვს, ყვე­ლა­ფერს ით­მენს (Iკორ. 13.4-9). სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე კი, ღვთის წი­ნა­შე, ნე­ბის­მი­ე­რი სათ­ნო­ე­ბა აზრს კარ­გავს და უქ­მდე­ბა. აი, რა სუ­ლის­შემ­ძვრელ სი­ტყვებს ამ­ბობს წმ. პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი:

"კაც­თა და ან­გე­ლოზ­თა ენებ­ზეც რომ ვმე­ტყვე­ლებ­დე, სიყ­ვა­რუ­ლი თუ არა მაქვს, მხო­ლოდ რვა­ლი ვარ მოჟღ­რი­ა­ლე...წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის მად­ლი რომ მქონ­დეს, ვი­ცო­დე ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო, და მქონ­დეს სრუ­ლი რწმე­ნა ისე, რომ მთე­ბის დაძ­ვრაც შე­მეძ­ლოს, სიყ­ვა­რუ­ლი თუ არა მაქვს, არა­რა ვარ...მთე­ლი ჩემი ქო­ნე­ბა რომ გავ­ყი­დო გლა­ხაკ­თათ­ვის, და და­საწ­ვა­ვად მივ­ცე ჩემი სხე­უ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი თუ არა მაქვს, არა­რას მარ­გია" (I კორ.13.1-3).

ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ღვთა­ებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­პო­ვოთ. ეს უნდა იყოს კაც­თა მოდ­გმის ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი. ამი­ტო­მაც ბრძა­ნებს წმინ­და წე­რი­ლი: "გიყ­ვარ­დეს უფა­ლი ღმერ­თი შენი მთე­ლი შენი გუ­ლით და მთე­ლი შენი სუ­ლით და მთე­ლი შენი გო­ნე­ბით და მთე­ლი შენი ძა­ლით, - აი, უპირ­ვე­ლე­სი მცნე­ბა და მე­ო­რე, ამი­სი მსგავ­სი: გიყ­ვარ­დეს მოყ­ვა­სი შენი, ვი­თარ­ცა თავი შენი" (მარკ.12.30-31).

რო­გორც წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი წერს: "ღმერ­თმა მრა­ვა­ლი გზა და­სა­ხა მას­თან მი­სას­ვლე­ლად. ზოგ­ნი ქალ­წუ­ლე­ბით ბრწყი­ნა­ვენ, სხვა­ნი ქორ­წი­ნე­ბით გან­დიდ­ნენ, კი­დევ სხვა­ნი ქვრი­ვო­ბა­ში უბი­წო­ე­ბის დაც­ვით შე­იმ­კვნენ, ვი­ღა­ცამ მი­წი­ე­რი სი­კე­თე­ნი სრუ­ლად უარ­ყო, ზოგ­მა, _ სა­ნა­ხევ­როდ;

ცოდ­ვამ გძლია? სი­ნა­ნუ­ლით, აღ­სა­რე­ბი­თა და ზი­ა­რე­ბით გა­ნიწ­მინ­დე.

მდი­და­რი ხარ? - მო­წყა­ლე­ბა უხ­ვად გა­ე­ცი.

თუ გი­ჭირს და სხვას მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ვერ შე­ე­წე­ვი, ავად­მყოფს მი­ხე­დე, პა­ტი­მა­რი მო­ი­ნა­ხუ­ლე, ჭიქა წყა­ლი მწყურ­ვალს მი­ა­წო­დე, მწი­რი შე­ი­ფა­რე, მტი­რალ­თან იტი­რე, ვინ­მე სი­ტყვით ანუ­გე­შე...

თუ ისე­თი ღა­ტა­კი ხარ და დავ­რდო­მი­ლი, რომ ვე­რა­ვის და­ეხ­მა­რე­ბი, უდვრტვინ­ვე­ლად გა­და­ი­ტა­ნე ეს ყვე­ლა­ფე­რი და მარ­თა­ლი იო­ბი­ვით უდი­დეს ჯილ­დოს მი­ი­ღებ.

ამ­გვა­რი იყო სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი ლა­ზა­რეს სათ­ნო­ე­ბა. მას თა­ვის­თვის საზ­რდოც არ ჰქონ­და, ვერც ავად­მყოფს შე­ე­წე­ო­და და ვერც სა­პყრო­ბი­ლე­ში მყოფს, რად­გან უძ­ლუ­რე­ბის გამო, წა­მოდ­გო­მის უნა­რიც არ ჰქონ­და, ამას­თან ხე­დავ­და სას­ტიკ­თა და უს­ჯუ­ლო­თა პა­ტივ­სა და გან­ცხრო­მას და ერთი სი­ტყვაც არ დას­ცდე­ნია გუ­ლის­წყრო­მი­სა, არა­მედ მხო­ლოდ მად­ლობ­და ღმერ­თს ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის.

აი, ასე­თი ცხოვ­რე­ბის გამო და­იმ­კვიდ­რა მან აბ­რა­ა­მის წი­ა­ღი."

რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ძნე­ლია ხორ­ცი­სა და სუ­ლის ტკი­ვილს გა­უძ­ლო ისე, რომ გან­კი­თხვა­ში არ ჩა­ვარ­დე; ეს მო­წა­მე­ო­ბის ტოლ­ფა­სია და სათ­ნო­ე­ბა­თა მწვერ­ვა­ლი. ჩვენს დრო­ში ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია და დავ­რდო­მი­ლიც და თუ ვინ­მე შეძ­ლებს წმინ­და ლა­ზა­რე­სა­ვით უდ­რტვინ­ვე­ლად, მად­ლო­ბით მი­ი­ღოს გან­საც­დე­ლი, დი­დე­ბის გვირ­გვინს მო­ი­პო­ვებს.

ამ ეპის­ტო­ლე­ში ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ზო­გი­ერთ ას­პექტს შე­ვე­ხეთ მხო­ლოდ. ბუ­ნებ­რი­ვია, პრობ­ლე­მე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტი გვაქვს, ამას ემა­ტე­ბა მთელს მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბა, ათა­სო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის დაღ­ვრი­ლი სის­ხლი, დევ­ნილ­თა სიმ­წა­რე და ხვა­ლინ­დე­ლი გა­ურ­კვე­ვე­ლი დღის მო­ლო­დი­ნი...რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტად მძი­მეა, მაგ­რამ უფრო სა­ში­ში ხორ­ცის მოკ­ვდი­ნე­ბა კი არა, სუ­ლის წარ­წყმე­დაა!

უფა­ლი მო­წყა­ლეა. მთა­ვა­რია, შე­ვიც­ნოთ თავი ჩვე­ნი, გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, სად არის ოქ­როს შუ­ა­ლე­დი, სა­დამ­დე უნდა ჰქონ­დეს ზღვა­რი ჩვენს ქმე­დე­ბას, ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რომ იგი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნი არ იყოს. მო­ვუს­მი­ნოთ ერ­თმა­ნეთს, უარი ვთქვათ კა­ტე­გო­რი­ულ აზ­როვ­ნე­ბა­ზე, უარი ვთქვათ ჩვენს სი­სუს­ტე­ებ­ზე, რათა შევ­ძლოთ სუ­ლი­ე­რად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყოთ, რომ ჩვენ­ზეც აღ­სრულ­დეს პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვე­ბი:

"ოდეს­ღაც ზო­გი­ერ­თი თქვენ­გა­ნი ცოდ­ვის მონა იყო, მაგ­რამ გა­ნი­ბა­ნეთ, მაგ­რამ გა­ნიწ­მინ­დეთ, მაგ­რამ გან­მარ­თლდით უფ­ლის ჩვე­ნი იესო ქრის­ტეს სა­ხე­ლით და ღმერ­თის ჩვე­ნის სუ­ლით." (Iკორ.6,11)

ჩემო საყ­ვა­რე­ლო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო: ქარ­თველ­ნო, აფხაზ­ნო, ოსნო, უდინ­ნო, ქურთნო, იე­ზიდ­ნო, ბერ­ძენ­ნო, რუს­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო, სო­მეხ­ნო, ებ­რა­ელ­ნო, ქისტნო, ჩე­ჩენ­ნო, ლეკ­ნო და ყო­ველ­ნო შვილ­ნო ივე­რი­ი­სა, ჩვენს სამ­შობ­ლო­ში მკვიდ­რნო და ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, ან­თე­ბუ­ლი სან­თლით კვლა­ვაც მი­ვე­გე­ბოთ ბეთ­ლემს მი­მა­ვალ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ­სა და მარ­თალ იო­სებს. და­ვი­თის ქა­ლაქს უკვე უახ­ლოვ­დე­ბი­ან მოგ­ვნი, სა­და­ცაა მწყემ­სე­ბიც მო­ის­მე­ნენ ან­გე­ლოზ­თა სა­გა­ლო­ბელს. მაშ, ჩვენც ნუ დავ­ყოვ­ნდე­ბით, სუ­ლით მი­ვე­ახ­ლოთ ახალ­შო­ბილ ყრმას და მუხ­ლმოდ­რე­კით შევ­თხო­ვოთ: შენი ვარ, გვა­ცხოვ­ნე ჩვენ!

ყვე­ლას გი­ლო­ცავთ შობა-ახალ­წელს და გი­სურ­ვებთ, რომ ამ დღე­ე­ბის მად­ლით მოხ­დეს ჩვე­ნი გან­წმენ­და, გა­ნახ­ლე­ბა და სი­კე­თით აღვსე­ბა. შე­ვიყ­ვა­როთ და გა­ვი­ხა­როთ ერ­თმა­ნე­თით; მა­შინ ღმერ­თიც შეგ­ვიყ­ვა­რებს და გვა­ცხოვ­ნებს.

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და სუ­ლი­ე­რად აღ­გა­მაღ­ლოთ.

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

თბი­ლი­სი, შობა ქრის­ტე­სი, 2015-2016 წელი

"Christianity is a religion of love but it hates sin" – Christmas Epistle of Georgia’s Catholicos-Patriarch

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

2016 წლის საშობაო ეპისტოლე

2016 წლის საშობაო ეპისტოლე

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე

"დღეს ყოველი დაბადებული იშვებს და იხარებს, რამეთუ ქრისტე იშვა ქალწულისაგან" (სადღესასწაულო)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

დღეს ხარობს ყოველი სულდგმული, ცა და ქვეყანა, ხარობს ჩვენი სულები და სამყაროც ივსება ანგელოზთა საგალობლით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".

- რა არის მიზეზი ამ საოცარი სულიერი ზეიმისა?

- ის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა სამოთხისეული ნეტარების მოპოვებისა, დაკარგული სიწმინდის აღდგენისა და სულიერი განახლებისა. დღეს ძე ღვთისა განხორციელდა, რათა ადამიანი ღმერთამდე აღამაღლოს!

"საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქუაბი ცათა ემსგავსა, ქალწული - ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროისა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი, დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ" (სადღესასწაულო).

მაშ, მივეგებოთ ახლადშობილ ყრმას და გავხსნათ კარნი გულისანი, რათა ჩვენშიც იშვას ქრისტე.

- ვართ კი ღირსნი, რომ იესო მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენს გულებში?

- რა თქმა უნდა, არა და არც არასდროს ვიქნებით მზად ამ დიდი საიდუმლოსათვის, მაგრამ მოწყალება და სიყვარული ღვთისა იმდენად მიუწვდომელია და უნაპირო, რომ ეს სასწაული სრულდება. ოღონდ ამას თავისი აუცილებელი პირობაც ახლავს.

- კერძოდ?

- ადამიანი თანაზიარი უნდა გახდეს ღვთაებრივი სიყვარულისა.

- როგორ შევძლოთ ეს?

- წმ. პავლე მოციქული მიუთითებს, რომ ღმერთთან კავშირისათვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტი რწმენა, სასოება და სიყვარული. ამათ შორის კი უპირატესად სახელდებს სიყვარულს (I კორ. 13.13), რადგან რწმენა და სასოება, მხოლოდ ამქვეყნად არსებობს და ჩვენი მიწიერი ყოფისთვისაა აუცილებელი, ხოლო სიყვარული ჰგიეს უკუნისამდე.

- როგორია ღვთაებრივი სიყვარული?

- ახალმა აღთქმამ განაცხადა საოცარი რამ, _ "ღმერთი სიყვარულია"(ინ.4,8).

ამის სრული სისავსით უწყება ვერ შეძლო ვერცერთმა რელიგიამ. ქრისტემდეც და შემდგომაც ადამის მოდგმას არ უხილავს ღმერთი, რომელიც მისთვის მსხვერპლად გაიღებდა თავის თავს და ცხონების ერთადერთ გზას გაუკვალავდა.

"შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ" (ინ. 13,34); "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მოყვასისათვის (ინ. 15,13.), _ ბრძანებს იესო.

ქრისტიანობამ აბსოლიტურად სხვა გაგება შესძინა მოყვასის ცნებას. მართლმორწმუნეთათვის მოყვასია ყველა, _ მისი ერის თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ნაცნობი თუ უცნობი, დამნაშავე თუ უდანაშაულო, მდიდარი თუ ღარიბი, კეთილისმყოფელი თუ მტერი!

"მე გეუბნებით თქვენ, გიყვარდეთ თქვენი მტერნი, დალოცეთ მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენს მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის, რათა იყოთ თქვენ შვილნი მამისა თქვენისა ზეციერისა" (მთ. 5.44-45).

ეს არის მანამადე არსმენილი და არგაგონილი სიტყვები, მანმადე არსად და არასდროს გაცხადებული სიმაღლე ღვთაებრივი სიყვარულისა.

ასეთი სიყვარულით აღსავსე იყო ჩვენი ხალხი საუკუნეთა მანძილზე. ამიტომაც, თავგანწირვით იცავდა იგი მოყვასს, სამშობლოსა და ჭეშმარიტ რწმენას და, ამავე დროს, სისხლით მორწყულ თავის მიწა-წყალზე სითბოს არ აკლებდა უცხოტომელთ. ჩვენს დევიზად იქცა რუსთველის უკვდავი სიტყვები:

"მე იგი ვარ...ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად..." "სიყვარული აღგვამაღლებს."

ასეთმა დამოკიდებულებამ, ცხოვრების ასეთმა წესმა გადაგვატანინა ათასგვარი ქარტეხილი და დღემდე მოგვიყვანა. ჩვენ კი როგორ ვცხოვრობთ?

აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები და გაყალბებული სიყვარული იკავებს. ასეა აქაც.

სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს ხანმოკლე დროით ეწვევა ხოლმე, დღეს სიყვარულს უწოდებენ. იგი, პირველ რიგში, ნამდვილი სიყვარულისაგან იმით განსხვავდება, რომ თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება.

ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან.

მოჩვენებითი სიყვარული არის დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზიც. ცოლ-ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ. რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებების გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხიმგებლობაზე და `ახალი სიყვარულის" ძებნას იწყებენ.

ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უთანხმოება წარმოშვას; ასეთ გარემოში კი ბავშვები ითრგუნებიან და მძიმე ხასიათი უყალიბდებათ.

აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში, ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემა, პატიების, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისაგან დაცლილნი და ნაკლულევანნი იქნებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს.

მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან?

ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა. ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სულიერი და ხორციელი ერთობისათვის, რათა ერთმანეთს შეეწიონ იმ მდგომარეობის მისაღწევად, რასაც გულისხმობს განღმრთობა.

ეს პროცესი ჰგავს ოქროს გამოდნობას, რაც ოჯახურ ყოფაში ვლინდება ღვთის სადიდებლად ურთიერთმსხვერპლშეწირული სიყვარულით, განსაცდელთა ერთობლივი დათმენით და მოყვასისადმი მსახურებით.

რა თქმა უნდა, განღმრთობის მიღწევის სურვილი არის ბერ-მონოზვნური ცხოვრების მთავარი აზრიც, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულყოფის პროცესი განსაკუთრებულ მოღვაწეობას გულისხმობს. იგი უფრო რთული გზა არის და ნურავინ იფიქრებს, რომ ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ბერ-მონოზვნობა არის ასკეტური მსახურება ღვთისა და მოყვასისათვის ამ სიტყვის ფართო გაგებით.

წმინდა წერილი ბრძანებს: "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ.1.27), _ როგორი დიდი აზრია ჩადებული ამ წინადადებაში, რომელიც გვიცხადებს, რომ უფლის სადიდებელად მოწოდებული მარტომყოფობაც და ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაც დალოცვილია და ცხოვრების ამ წესის დარღვევა, მოშლა, ან დამახინჯება არ შეიძლება.

უსიყვარულობასთან ერთად ჩვენი ყოფისთვის მეტად დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა ისეთი აზროვნებისთვის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ცოდვა აღარ არის ცოდვა, არამედ - ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო ცოდვის სიყვარული, _ თურმე ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახე. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ უფლის მიერ დადგენილი მცნებების შეცვლაც კი სურთ, რათა ღვთისაგან არ იქნენ მხილებულნი, არამედ, მისაღებნი გახდნენ ყველასათვის. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესს, დამცირებისა და დაცინვის ობიექტი ხდება.

ეს არც არის გასაკვირი. ჯერ კიდევ ბრძენი სოლომონი წერდა: "ღვთისმგმობელის დამრიგებელი დამცირებას მიიღებს, ბოროტეულის მამხილებელი, - შეურაცხყოფას" (სიბრძნ. სოლ. 9,7).

როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. რა თქმა უნდა, მას უყვარს ძე შეცდომილიც, ოღონდ მონანული, მაგრამ სძულს ცოდვა. ქრისტე მკვეთრ ზღვარს ავლებს სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამბობს: "არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა" (მთ. 10.34).

გავიხსენოთ პავლე მოციქულიც: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს... ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი" (Iკორ. 6.9-10).

მათდამი ჩვენი სიყვარული იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ვეცადოთ, როგორმე დავანახოთ მათი ცდომილება. ერთი პიროვნების სწორ გზაზე დაყენებაც კი, კეთილისმყოფელის მრავალ დანაშაულს დაჰფარავს. თუმცა ამის მიღწევა ადვილი არ არის, მით უმეტეს დღეს, როდესაც ამპარტავნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვეღარ იტანს შენიშვნას.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ხშირად სხვაში ვხედავთ გამოსასწორებელ ნაკლს და საკუთარი თავი გვავიწყდება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: "შეიცანი თავი შენი;" რომაელებიც იმეორებდნენ: "NOSCE TE IPSUM." " სახარებაც გვარიგებს: "რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?" (მთ.7.3).

საკუთარი თავის შეცნობა ზოგიერთს ადვილი ჰგონია და არ იცის, რომ სინამდვილეში პიროვნების სამსახოვნებასთან აქვს საქმე: 1. როგორადაც თვითონ ხედავს იგი საკუთარ თავს. 2. როგორც სხვები ხედავენ მას და 3. როგორიცაა ის სინამდვილეში.

ყველაზე რთული ამ მესამე მდგომარეობის აღმოჩენაა, რადგან ჩვენში არსებული ამპარტავნებით სავსე ეგოისტური "მე" ჩვენს სისუსტეებსა და მცდარ ნაბიჯებს მუდმივად გამართლებას უძებნის და შემწყნარებელია მათ მიმართ; ეს კი რეალობის შეგრძნებას გვიჩლუნგებს.

გონიერია ის, ვინც სწორად განსჯის უნარს შეიძენს და თავის შინაგან სამყაროში ჩახედვისას არაფრის შელამაზებას არ მოინდომებს.

მაშინ მიემსგავსება იგი იმ ჭეშმარიტ მჭვრეტელს, რომელიც უკვე ნათლად ხედავს თავისი სულის აქამდე ბუნდოვან, ან თუნდაც სრულიად უცნობ, ფრიად დაზიანებულ სამყაროს და მისი აღდგენისა და განახლებისაკენ ისწრაფვის.

ჩვენი ნამდვილი "მე-ს" დამახინჯების მიზეზი არასწორ ქმედებებთან ერთად ცუდ-მეტყველება და ცუდი აზრებია.

საერთოდ, სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი მისდამი ზერელე დამოკიდებულებას ვიჩენთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ მას მარადიულ სიკვდილ-სიცოცხლესთან ღრმა კავშირი აქვს.

რატომ აქვს სიტყვას ასეთი დატვირთვა?

წმინდა იოანე მახარებელი მაცხოვარზე საუბრით იწყებს თავის სახარებას და ასე წერს: "პირველითგან იყო სიტყვა" (ინ. 1.1).

დიახ, მოციქული, რომელმაც განგვიცხადა, რომ ღმერთი სიყვარულია, სიყვარულთან ერთად, მას სიტყვადაც სახელდებს, რითაც ხაზს უსვამს მაცხოვრის საღვთო, ბუნებით ძეობას და ამასთან ცხადყოფს მამის და მხოლოდშობილი ძის, სიტყვის, შემოქმედებით ძალას, რადგან ძე, როგორც შემოქმედი, მამისაგან ცალკე არ განიხილება: "სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა...და ყოველივე მის მიერ შეიქმნა"(ინ. 1.1-3).

სამყაროს წარმოშობის შესახებ ბიბლიაში წერია: "თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი...და იქმნა ასე. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის აღმნიშვნელად...და იქმნა ასე"(დაბ. I. 3,6,7,14,15)...

ანუ სიტყვით ხდება დაბადება, ქმნილებათათვის სიცოცხლისა და ფუნქციის მინიჭება, რაც ღმერთის თვისებაა!

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვა-სახელს, როგორც პიროვნებისათვის, ისე საგნისა თუ მოვლენისათვის, რადგან მასში ჩადებული შინა არსი ბევრ რამეს განსაზღვრავს. სახელდება თავდაპირველად ყოვლადწმინდა სამების მიერ მოხდა:

"ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე,...მყარს ღმერთმა უწოდა ცა, ხმელეთს, - მიწა (დაბ.1.5.8.10), ადამსაც სახელი მან დაარქვა...

შემდეგ კი ღმერთმა მეტყველების უნარი და სახელდების უფლება, ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთს, თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს უბოძა, როგორც შესაქმის გვირგვინს.

ადამმა სახელი დაარქვა პირუტყვებს, ცის ფრინველთ და ველის ცხოველთ, ასევე მის შემწედ შექმნილ ქალს; დაცემის შემდგომ ადამიანმა სახელები უწოდა თავის შთამომავლთ, საგნებს, გარემო-სამყაროს და ა.შ.

სამოთხეში ურთიერთობა ღმერთსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის სრულიად დაუბრკოლებელი იყო და პირველმშობლები ერთიმეორეს აზრისმიერად ეზრახებოდნენ. ცოდვით დაცემის შემდგომ კი ეს კავშირი დაირღვა; ჩვენი გრძნობების გამოსავლენად და ერთმანეთთან ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელობა გაჩნდა მატერიალური სიტყვისა.

ღმერთის მსგავსად, ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც ძალა აქვს. ოღონდ, უფლისგან განსხვავებით, მისი ძალა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.

იცოდეთ, არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება და ღვთის წინაშე ჩვენი მეტყველების გამოც განვისჯებით. ამიტომაც წერს მათე მახარებელი: ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს, რადგან ჩვენივე სიტყვებით განვმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით (მთ.12,36).

ჩვენ კი როგორი უგულისხმონი ვართ! ფუჭ საუბარზე რომ აღარაფერი ვთქვათ ნახეთ, როგორი შემწიკვლებულია ჩვენი ბაგეები დაცინვით, რისხვით, შეურაცხყოფით, ცილისწამებით, სიცრუით, სიტყვის გატეხვით, უმადურობით, ცრუ ფიცით, წყევლით, გინებით...

"ენა მცირე ასოა, და დიდად კი მძლავრობს; აჰა, რა მცირე ცეცხლი ბუგავს დიდ ტყეს" და "სავსეა მომაკვდინებელი გესლით" (იაკ.3,5, 8).

"ენით ვაკურთხებთ ღმერთს და მამას და ენითვე ვგმობთ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ კაცთაც" (იაკ. 3;9). ამიტომაც, თუ ვინმეს "ღმრთისმოყვარე ჰგონია თავი და ლაგამს არ ამოსდებს ენას, იცოდეს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა" (იაკ.1, 26).

ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: იცი რა უთქვამს შენზე შენს მეგობარს?

სოკრატემ კითხვა შეუბრუნა: "დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?

- ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რადგან სხვისაგან მოვისმინე.

- რაც უნდა მითხრა, კარგი ამბავია?

- არა, პირიქით.

- ე.ი. შენ უნდა მითხრა რაღაც ცუდი, და არც იცი, ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. სარგებლობის მომტანი თუ მაინც არის?

- ვფიქრობ, არა.

- "თუ ინფორმაცია, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, რა აზრი აქვს მის თქმას?!" _ უპასუხა სოკრატემ და განეშორა მოსაუბრეს.

დღეს ასე ცოტა ვინმე თუ მოიქცევა.

ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამწუხარო ფაქტიც, რომ დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის.

საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა. ღმერთმა ყველა იხსნას ასეთი დაცემისაგან, მისცეთ სიტყვა წმინდა და მართალი და გულისხმისყოფა ბოროტისაგან თავის დასაღწევად.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა. იგი საუბარია ღმერთთან, სინანულია, მის წინაშე სულისა და გულის განფენაა. ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის.

აი, როგორ გვარიგებს მოციქული: "უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? ფსალმუნი იგალობოს...რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს...და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო...ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას"(იაკ. 5. 13, 15-16).

მართალში კი მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან "სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა" (კოლ.3,15).

ასეთი ადამიანი სხვათაგან დიდად განირჩევა. იგი "სულგრძელია და ტკბილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (Iკორ. 13.4-9). სიყვარულის გარეშე კი, ღვთის წინაშე, ნებისმიერი სათნოება აზრს კარგავს და უქმდება. აი, რა სულისშემძვრელ სიტყვებს ამბობს წმ. პავლე მოციქული:

"კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე...წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს სრული რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ...მთელი ჩემი ქონება რომ გავყიდო გლახაკთათვის, და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არარას მარგია" (I კორ.13.1-3).

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ. ეს უნდა იყოს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი. ამიტომაც ბრძანებს წმინდა წერილი: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მარკ.12.30-31).

როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს: "ღმერთმა მრავალი გზა დასახა მასთან მისასვლელად. ზოგნი ქალწულებით ბრწყინავენ, სხვანი ქორწინებით განდიდნენ, კიდევ სხვანი ქვრივობაში უბიწოების დაცვით შეიმკვნენ, ვიღაცამ მიწიერი სიკეთენი სრულად უარყო, ზოგმა, _ სანახევროდ;

ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე.

მდიდარი ხარ? - მოწყალება უხვად გაეცი.

თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე...

თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდვრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ.

ამგვარი იყო სახარებისეული ლაზარეს სათნოება. მას თავისთვის საზრდოც არ ჰქონდა, ვერც ავადმყოფს შეეწეოდა და ვერც საპყრობილეში მყოფს, რადგან უძლურების გამო, წამოდგომის უნარიც არ ჰქონდა, ამასთან ხედავდა სასტიკთა და უსჯულოთა პატივსა და განცხრომას და ერთი სიტყვაც არ დასცდენია გულისწყრომისა, არამედ მხოლოდ მადლობდა ღმერთს ყველაფრისათვის.

აი, ასეთი ცხოვრების გამო დაიმკვიდრა მან აბრაამის წიაღი."

რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლობით მიიღოს განსაცდელი, დიდების გვირგვინს მოიპოვებს.

ამ ეპისტოლეში ჩვენი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შევეხეთ მხოლოდ. ბუნებრივია, პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს, ამას ემატება მთელს მსოფლიოში შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი, დევნილთა სიმწარე და ხვალინდელი გაურკვეველი დღის მოლოდინი...რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტად მძიმეა, მაგრამ უფრო საშიში ხორცის მოკვდინება კი არა, სულის წარწყმედაა!

უფალი მოწყალეა. მთავარია, შევიცნოთ თავი ჩვენი, გავაცნობიეროთ, სად არის ოქროს შუალედი, სადამდე უნდა ჰქონდეს ზღვარი ჩვენს ქმედებას, ჩვენს თავისუფლებას, რომ იგი უარყოფითი შედეგის მომტანი არ იყოს. მოვუსმინოთ ერთმანეთს, უარი ვთქვათ კატეგორიულ აზროვნებაზე, უარი ვთქვათ ჩვენს სისუსტეებზე, რათა შევძლოთ სულიერად განახლებული ცხოვრება დავიწყოთ, რომ ჩვენზეც აღსრულდეს პავლე მოციქულის სიტყვები:

"ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ცოდვის მონა იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ, მაგრამ განმართლდით უფლის ჩვენი იესო ქრისტეს სახელით და ღმერთის ჩვენის სულით." (Iკორ.6,11)

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ანთებული სანთლით კვლავაც მივეგებოთ ბეთლემს მიმავალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს. დავითის ქალაქს უკვე უახლოვდებიან მოგვნი, სადაცაა მწყემსებიც მოისმენენ ანგელოზთა საგალობელს. მაშ, ჩვენც ნუ დავყოვნდებით, სულით მივეახლოთ ახალშობილ ყრმას და მუხლმოდრეკით შევთხოვოთ: შენი ვარ, გვაცხოვნე ჩვენ!

ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს და გისურვებთ, რომ ამ დღეების მადლით მოხდეს ჩვენი განწმენდა, განახლება და სიკეთით აღვსება. შევიყვაროთ და გავიხაროთ ერთმანეთით; მაშინ ღმერთიც შეგვიყვარებს და გვაცხოვნებს.

ღმერთმა დაგლოცოთ და სულიერად აღგამაღლოთ.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი, შობა ქრისტესი, 2015-2016 წელი

“Christianity is a religion of love but it hates sin” – Christmas Epistle of Georgia’s Catholicos-Patriarch

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია