პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალეკო ელისაშვილი – პროკურატურა ბესელია-კობახიძეს "ანგარიშს ყოველდღიურად აბარებს"
ალეკო ელისაშვილი – პროკურატურა ბესელია-კობახიძეს "ანგარიშს ყოველდღიურად აბარებს"

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ბე­სე­ლია-კო­ბა­ხი­ძეს "ან­გა­რიშს ყო­ველ­დღი­უ­რად აბა­რებს", - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ელი­საშ­ვილ­მა ე.წ. შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში, მას გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი არ და­კავ­ში­რე­ბია და უც­ნო­ბია, რა ეტაპ­ზეა საქ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა ელი­საშ­ვი­ლის პი­რად მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, რომ­ლის ექ­სპერ­ტი­ზაც ამ დრომ­დე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის თქმით, გა­მომ­ძი­ებ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას 6 თვემ­დე დრო სჭირ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან, რო­გორც ჩა­ფარ­ცხვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­გან გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ჩემი ტე­ლე­ფო­ნის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გე­ბი, მა­შინ რო­დე­საც ექ­სპერ­ტი­ზა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რე - პრო­კუ­რა­ტუ­რა არის სა­მარ­ცხვი­ნო, ჩა­ფარ­ცხვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს კე­ზე­რაშ­ვი­ლის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ირაკ­ლი შო­თა­ძე. მის­გან ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ბოლო პე­რი­ოდ­ში კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბე­სე­ლია-კო­ბა­ხი­ძეს ყო­ველ­დღი­ურ ან­გა­რიშს აბა­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რა", - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ამას­თან, რო­გორც შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, "ისე­თი თე­მე­ბი წა­მო­ტივ­ტივ­და ბე­სე­ლია-კო­ბა­ხი­ძის ირ­გვლივ, პრო­კუ­რა­ტუ­რაც კი ვერ გა­ექ­ცა, რომ ეს სა­კი­თხე­ბი არ და­ე­ყე­ნე­ბი­ნა".

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ამას ცხად­ყოფს შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის და პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბე­ბის შე­საძ­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რომ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ გავ­რცელ­და.

"ეს სა­კი­თხი უნდა გა­ირ­კვეს, რის­თვი­საც სა­ჭი­როა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა", - აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას მხარს უჭერს.

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე იმე­დოვ­ნებს, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შიც" "აღ­მო­აჩ­ნდე­ბათ საღი აზრი" და კო­მი­სია შე­იქ­მნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ალეკო ელისაშვილი – პროკურატურა ბესელია-კობახიძეს "ანგარიშს ყოველდღიურად აბარებს"

ალეკო ელისაშვილი – პროკურატურა ბესელია-კობახიძეს "ანგარიშს ყოველდღიურად აბარებს"

ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ბესელია-კობახიძეს "ანგარიშს ყოველდღიურად აბარებს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ელისაშვილმა ე.წ. შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, მას გამომძიებელი არ დაკავშირებია და უცნობია, რა ეტაპზეა საქმე. რაც შეეხება ელისაშვილის პირად მობილურ ტელეფონს, რომლის ექსპერტიზაც ამ დრომდე არ დასრულებულა, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, გამომძიებლისგან მიღებული ინფორმაციით, ექსპერტიზის ჩატარებას 6 თვემდე დრო სჭირდება.

იხილეთ ვიდეო

"პროკურატურისგან, როგორც ჩაფარცხვის დაწესებულებისგან გაუგებარია, რატომ გამოაქვეყნეს ჩემი ტელეფონის ვიზუალური დათვალიერების შედეგები, მაშინ როდესაც ექსპერტიზა არ დასრულებულა. ეს არის პოლიტიკური მხარე - პროკურატურა არის სამარცხვინო, ჩაფარცხვის დაწესებულება, რომელსაც ხელმძღვანელობს კეზერაშვილის მაღალჩინოსანი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანი ირაკლი შოთაძე. მისგან ეს მოსალოდნელია. ბოლო პერიოდში კონტაქტი არ მქონია გამომძიებელთან, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბესელია-კობახიძეს ყოველდღიურ ანგარიშს აბარებს პროკურატურა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, როგორც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, "ისეთი თემები წამოტივტივდა ბესელია-კობახიძის ირგვლივ, პროკურატურაც კი ვერ გაექცა, რომ ეს საკითხები არ დაეყენებინა".

ელისაშვილის თქმით, ამას ცხადყოფს შეწყალების კომისიის და პოლიტპატიმართა სიებთან დაკავშირებული გამოძიებების შესაძლო გაერთიანება, რომლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

"ეს საკითხი უნდა გაირკვეს, რისთვისაც საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა", - აღნიშნა ელისაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, "თავისუფალი დემოკრატები" საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ "ქართულ ოცნებაშიც" "აღმოაჩნდებათ საღი აზრი" და კომისია შეიქმნება.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."