საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი ფაქტები ნაძვის ხის შესახებ, რომლებიც ჯერ არ იცით
უცნობი ფაქტები ნაძვის ხის შესახებ, რომლებიც ჯერ არ იცით

ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, ოჯა­ხე­ბი ნაძ­ვის ხის მო­სარ­თა­ვად ემ­ზა­დე­ბი­ან - არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ნაძ­ვი ბუ­ნებ­რი­ვია თუ ხე­ლოვ­ნუ­რი, ეს სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. თუმ­ცა, ჩვენ ბევ­რი რამ არ ვი­ცით ნაძ­ვის ხე­ე­ბის შე­სა­ხებ. წარ­მო­გიდ­გენთ უც­ნობ ფაქ­ტებს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად და­გა­ინ­ტე­რე­სებთ.

1. სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხის სუნი, რო­მე­ლიც სა­დღე­სას­წა­უ­ლო პე­რი­ოდ­თან ასო­ცირ­დე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მო­მაკ­ვდა­ვი ხის სუ­ნია - სახ­ლში მდგა­რი ნამ­დვი­ლი ნაძ­ვის ხის სუნი იმის ნი­შა­ნია, რომ ნაძ­ვი ნელ-ნელა კვდე­ბა და გახ­მო­ბის­კენ მი­დის.

2. სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხის ტრა­დი­ცია, რო­გორც დღე­ვან­დელ კულ­ტუ­რა­შია მი­ღე­ბუ­ლი, გერ­მა­ნი­ი­დან მო­დის - სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ ყვე­ლა სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცია არ შე­მოგ­ვი­ღია გერ­მა­ნი­ი­დან. გერ­მა­ნელ ბავ­შვებს უყ­ვე­ბოდ­ნენ კრამ­პუ­სის, ბო­რო­ტი სა­შო­ბაო ცხო­ვე­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ურჩ პა­ტა­რებს აწა­მებ­და.

3. ოდეს­ღაც ტარ­დე­ბო­და სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი სა­ხელ­წო­დე­ბით - "მის სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე" - კონ­კურ­სი 50-იან წლებ­ში და­ი­წყო და ლოს ან­ჯე­ლეს­ში იმარ­თე­ბო­და.

4. სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე­ე­ბი ობო­ბას იზი­დავს - ნაძ­ვის ხის სი­ნო­ტი­ვის გამო, ის ობო­ბას­თვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია სა­ცხოვ­რებ­ლად. ობო­ბებს არ უყ­ვართ არც სვე­ლი და არც მზი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი, ნაძ­ვი კი საკ­მა­ოდ მშრა­ლია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ნო­ტი­ოა, რაც ობო­ბის­თვის ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­რე­მოა.

5. ნაძ­ვის ხე გი­გან­ტურ ზო­მამ­დე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს - სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჭერს წვდე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლი­სა­ნი არი­ან. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ნაძ­ვის ხე 99,7 მეტ­რი სი­მაღ­ლი­საა და ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხეა დე­და­მი­წა­ზე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.com-ს მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უცნობი ფაქტები ნაძვის ხის შესახებ, რომლებიც ჯერ არ იცით

უცნობი ფაქტები ნაძვის ხის შესახებ, რომლებიც ჯერ არ იცით

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ოჯახები ნაძვის ხის მოსართავად ემზადებიან - არ აქვს მნიშვნელობა, ნაძვი ბუნებრივია თუ ხელოვნური, ეს საახალწლო დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ნაძვის ხეების შესახებ. წარმოგიდგენთ უცნობ ფაქტებს, რომლებიც აუცილებლად დაგაინტერესებთ.

1. საახალწლო ნაძვის ხის სუნი, რომელიც სადღესასწაულო პერიოდთან ასოცირდება, სინამდვილეში მომაკვდავი ხის სუნია - სახლში მდგარი ნამდვილი ნაძვის ხის სუნი იმის ნიშანია, რომ ნაძვი ნელ-ნელა კვდება და გახმობისკენ მიდის.

2. საახალწლო ნაძვის ხის ტრადიცია, როგორც დღევანდელ კულტურაშია მიღებული, გერმანიიდან მოდის - საბედნიეროდ, ჩვენ ყველა საახალწლო ტრადიცია არ შემოგვიღია გერმანიიდან. გერმანელ ბავშვებს უყვებოდნენ კრამპუსის, ბოროტი საშობაო ცხოველის შესახებ, რომელიც ურჩ პატარებს აწამებდა.

3. ოდესღაც ტარდებოდა სილამაზის კონკურსი სახელწოდებით - "მის საახალწლო ნაძვის ხე" - კონკურსი 50-იან წლებში დაიწყო და ლოს ანჯელესში იმართებოდა.

4. საახალწლო ნაძვის ხეები ობობას იზიდავს - ნაძვის ხის სინოტივის გამო, ის ობობასთვის საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად. ობობებს არ უყვართ არც სველი და არც მზიანი ადგილები, ნაძვი კი საკმაოდ მშრალია, მაგრამ ამავდროულად ნოტიოა, რაც ობობისთვის ძალიან მიმზიდველი გარემოა.

5. ნაძვის ხე გიგანტურ ზომამდე შეიძლება გაიზარდოს - საახალწლო ნაძვის ხეები, რომლებიც ჭერს წვდება, დაახლოებით ათი წლისანი არიან. ყველაზე მაღალი ნაძვის ხე 99,7 მეტრი სიმაღლისაა და ის ყველაზე მაღალი ხეა დედამიწაზე.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს