პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში გრინჩია...
თბილისში გრინჩია...

თბი­ლის­ში გრინ­ჩია. არ გე­გო­ნოთ, ჯიმ ქერი ჩა­მო­დის ან მწვა­ნე ფორ­მა­ში გა­დაც­მუ­ლი და­დის ვინ­მე, ნამ­დვი­ლია! "თბი­ლი­სე­ლი" გრინ­ჩი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლი­საა, აც­ვია ძი­რი­თა­დად შარ­ვალ-კოს­ტუ­მი, ხში­რად და­დის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ხალ­ხსაც კი არ ემა­ლე­ბა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, გრინ­ჩი ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა, რად­გან თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნებს ახალ წელს პა­რავს, თუმ­ცა სად მი­აქვს, კაც­მა არ იცის. თურ­მე უბ­რძა­ნე­ბია - სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბა მხო­ლოდ თბი­ლი­სის ცენ­ტრს სჭირ­დე­ბა, გა­რე­უბ­ნებს ისიც ეყო­ფა, სა­ერ­თოდ რომ აქვთ ახა­ლი წე­ლიო. გა­რე­უ­ბან­ში თუ ცხოვ­რობ, და­ა­ჯე­ქი ყვი­თელ "მარ­შუტ­კას", მეტ­როს, ავ­ტო­ბუსს, ტაქსს (იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ გა­რე­უ­ბან­ში პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ კას­ტას წარ­მო­ად­გენ) და მან­ქა­ნას (თუ კი­დევ უფრო პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულს) და ნახე გა­ნა­თე­ბე­ბი, რა პრობ­ლე­მა­აო. ამ გრინ­ჩის სა­ხე­ლი და გვა­რი და­ვით ნარ­მა­ნი­აა და მე­რად მუ­შა­ობს.

უი, ხო, ყვე­ლა­ფე­რი მოვ­ყე­ვი და გრინ­ჩის მიერ ახა­ლი წლის მო­პარ­ვის არსი რაში მდგო­მა­რე­ობს, ის არ მით­ქვამს. მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბე­ბი მხო­ლოდ თბი­ლი­სის ნა­წილ­ში და­მონ­ტაჟ­დე­ბა, ნა­წილ­ში კი, ძი­რი­თა­დად გა­რე­უბ­ნებ­ში - არა. კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ მი­ი­ღეს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მე­რი­ა­ში არ გვი­კონ­კრე­ტე­ბენ.

მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­კონ­სტრუ­ი­რე­ბუ­ლი ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბი და­მონ­ტაჟ­და: ვაჟა ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი, ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რი, პე­კი­ნის ქუჩა, კოს­ტა­ვას გამ­ზი­რი ფი­ლარ­მო­ნი­ის მიმ­დე­ბა­რედ, ვა­ხუშ­ტის ხიდი, გლ­და­ნუ­ლის შე­სას­ვლე­ლი (ალ­ბათ ვინ­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ცხოვ­რობს), დუმ­ბა­ძის ქუჩა (აქაც), გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დი­დან კი­ნო­თე­ატრ "სა­ქარ­თვე­ლომ­დე", და­დი­ა­ნის ქუჩა, ბუ­შის ქუჩა, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზი­რი, კოს­ტა­ვას გამ­ზი­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის მიმ­დე­ბა­რედ და შარ­ტა­ვას ქუჩა. ძვე­ლი ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბი - "ან­გე­ლო­ზე­ბი" მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე და­იდ­გა.

ახა­ლი დი­ზა­ი­ნით და ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბით მო­ირ­თო თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი: რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი, კოს­ტა­ვას ქუ­ჩე­ბი, ასე­ვე და­ე­მა­ტა ავ­ლაბ­რის აღ­მარ­თი და თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუჩა. დე­და­ქა­ლა­ქის სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბა­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი ნაძ­ვის ხის მორ­თვა­ში წელს მი­ლი­ონ ლა­რამ­დე თან­ხა და­ი­ხარ­ჯე­ბა.

ჩვენც კაი უმა­დუ­რე­ბი ვართ, ისე! სა­ერ­თოდ რომ გვაქვს ელექტრო­ე­ნერ­გია, იმა­ზეც მად­ლობ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ და ამის ნაც­ვლად მო­ვინ­დო­მეთ გა­რე­უბ­ნებ­ში სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბე­ბი. ან კი­დევ, გა­და­დი ცენ­ტრში სა­ცხოვ­რებ­ლად, რომ ჩარ­ჩი ამ გა­რე­უ­ბან­ში და გრინ­ჩიც აღა­რა­ფერს მოგ­პა­რავს!

იხი­ლეთ| თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბი არ და­მონ­ტაჟ­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

თბილისში გრინჩია...

თბილისში გრინჩია...

თბილისში გრინჩია. არ გეგონოთ, ჯიმ ქერი ჩამოდის ან მწვანე ფორმაში გადაცმული დადის ვინმე, ნამდვილია! "თბილისელი" გრინჩი ასე გამოიყურება: საშუალო სიმაღლისაა, აცვია ძირითადად შარვალ-კოსტუმი, ხშირად დადის ღონისძიებებზე, ხალხსაც კი არ ემალება. როგორც საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობა ამბობს, გრინჩი ძალიან სახიფათოა, რადგან თბილისის გარეუბნებს ახალ წელს პარავს, თუმცა სად მიაქვს, კაცმა არ იცის. თურმე უბრძანებია - საახალწლო განათება მხოლოდ თბილისის ცენტრს სჭირდება, გარეუბნებს ისიც ეყოფა, საერთოდ რომ აქვთ ახალი წელიო. გარეუბანში თუ ცხოვრობ, დააჯექი ყვითელ "მარშუტკას", მეტროს, ავტობუსს, ტაქსს (იმ შემთხვევაში თუ გარეუბანში პრივილეგირებულ კასტას წარმოადგენ) და მანქანას (თუ კიდევ უფრო პრივილეგირებულს) და ნახე განათებები, რა პრობლემააო. ამ გრინჩის სახელი და გვარი დავით ნარმანიაა და მერად მუშაობს.

უი, ხო, ყველაფერი მოვყევი და გრინჩის მიერ ახალი წლის მოპარვის არსი რაში მდგომარეობს, ის არ მითქვამს. მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო განათებები მხოლოდ თბილისის ნაწილში დამონტაჟდება, ნაწილში კი, ძირითადად გარეუბნებში - არა. კითხვაზე, თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, მერიაში არ გვიკონკრეტებენ.

მერიის ინფორმაციით, რეკონსტრუირებული ილუმინაციები დამონტაჟდა: ვაჟა ფშაველას გამზირი, ყაზბეგის გამზირი, პეკინის ქუჩა, კოსტავას გამზირი ფილარმონიის მიმდებარედ, ვახუშტის ხიდი, გლდანულის შესასვლელი (ალბათ ვინმე მაღალჩინოსანი ცხოვრობს), დუმბაძის ქუჩა (აქაც), გადასასვლელი ხიდიდან კინოთეატრ "საქართველომდე", დადიანის ქუჩა, ბუშის ქუჩა, ქეთევან წამებულის გამზირი, კოსტავას გამზირი ტელევიზიის მიმდებარედ და შარტავას ქუჩა. ძველი ილუმინაციები - "ანგელოზები" მარჯანიშვილის მოედანზე დაიდგა.

ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო თბილისის ცენტრალური ნაწილი: რუსთაველის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, კოსტავას ქუჩები, ასევე დაემატა ავლაბრის აღმართი და თამარაშვილის ქუჩა. დედაქალაქის საახალწლო განათებასა და ცენტრალური ნაძვის ხის მორთვაში წელს მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.

ჩვენც კაი უმადურები ვართ, ისე! საერთოდ რომ გვაქვს ელექტროენერგია, იმაზეც მადლობლები უნდა ვიყოთ და ამის ნაცვლად მოვინდომეთ გარეუბნებში საახალწლო განათებები. ან კიდევ, გადადი ცენტრში საცხოვრებლად, რომ ჩარჩი ამ გარეუბანში და გრინჩიც აღარაფერს მოგპარავს!

იხილეთ| თბილისის გარეუბნების ჩამონათვალი, სადაც საახალწლო ილუმინაციები არ დამონტაჟდება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია