სამართალი
სპორტი
საზოგადოება

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
მოზაიკა
მეცნიერება
პოლიტიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წამალარეულები
წამალარეულები

ერთ თე­მას ვარ­ჩევ ხოლ­მე, რო­დე­საც მო­რიგ "პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე" ვფიქ­რობ ყო­ველ სამ­შა­ბათს და ვცდი­ლობ, რომ ეს თემა თუ პრობ­ლე­მა, ად­გი­ლის სიმ­ცი­რის გამო, მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­პაქ­ტუ­რად და მოკ­ლედ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. თუ ეს ხერ­ხდე­ბა, ხან­და­ხან სხვა რა­მე­ზეც ვა­მახ­ვი­ლებ ხოლ­მე თქვენს ყუ­რა­დღე­ბას. ახლა, რა­ტომ "გა­ვამ­ხი­ლე" ჩემი მუ­შა­ო­ბის ეს დე­ტა­ლი: გა­სულ ხუთ­შა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სვეტ­ში ნახ­სე­ნე­ბი და დიდი გნი­ას-ალი­ა­ქო­თის გა­მოწ­ვე­ვი, პატ­რი­არ­ქის სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლი და იმ კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან (პა­ტი­მარ ქალ­თა სპექ­ტაკლს ვგუ­ლის­ხმობ) გა­მომ­დი­ნა­რე სურ­ვი­ლი თუ ნატ­ვრა (ნე­ტავ უფ­ლე­ბა მქონ­დეს, რომ ესე­ნი ყვე­ლა შე­ვი­წყა­ლოო), შემ­დგო­მი დიდი და, ჩემი აზ­რით, სა­მარ­ცხვი­ნო ამ­ბე­ბის მხო­ლოდ "პრე­ლუ­დია" გახ­და.

შე­გახ­სე­ნებთ: ჯერ პატ­რი­არ­ქს წა­ე­სივ­ნენ აფ­თრე­ბი­ვით, მას რომ შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცეს, ამით უამ­რა­ვი ღვთის­მსა­ხუ­რი თუ პო­ლი­ტი­კო­სი ისარ­გებ­ლებს და "ფუ­ლის კე­თე­ბას" და­ი­წყებ­სო; მერე ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა თქვა ის, რაც თქვა; მერე ზვი­ად ქო­რი­ძემ და­ა­მა­ტა რა­ღაც მსგავ­სი უმ­სგავ­სო­ბა (კარ­გია ტავ­ტო­ლო­გია ხან­და­ხან, ზუს­ტია); მერე მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ თავ­დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­ი­დან და ნირ­წამ­ხდარ­მა ისა­უბ­რა; მერე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ტე­ლე­ფო­ნი­დან მე­სი­ჯე­ბი გაქ­რა და ა. შ.

მოკ­ლედ, იმის თქმა მინ­და, რომ დღეს ძა­ლი­ან გა­მიძ­ნელ­დე­ბა ერთი ამ­ბით შე­მო­ფარ­გვლა, რად­გან მთე­ლი ეს ნა­გა­ვი ერთ მძი­ვად არის ას­ხმუ­ლი...

ალე­კო ელი­საშ­ვილს დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, მე­გობ­რად ვთვლი, კო­ლე­გა ხომ არის და არის და ამი­ტომ ძა­ლი­ან მი­ჭირს იმის თქმა, თუ რა მინ­და: მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდეს თუ მტყუ­ა­ნი.

მაგ­რამ გვერ­დით გა­დავ­დოთ ის, თუ რა მირ­ჩევ­ნია მე, ის ვთქვათ, საქ­მე რას­თან გვაქვს. ვთქვათ კი არა, იქ­ნებ მივ­ხვდეთ, თო­რემ ვა­რი­ან­ტი ბევ­რია და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან: 1. ელი­საშ­ვი­ლი სრულ სი­მარ­თლეს ლა­პა­რა­კობს და ბე­სე­ლია, კომ­ბა­ხი­ძეც და სხვე­ბი მექ­რთა­მე­ე­ბი არი­ან; 2. ელი­საშ­ვილს მარ­თლაც ურე­კავ­დნენ და სთხოვ­დნენ ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბის გამო ბრალ­დე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბას, მაგ­რამ ეს მათი, მხო­ლოდ რო­გორც ად­ვო­კა­ტე­ბის სურ­ვი­ლი იყო; 3. ელი­საშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს იგო­ნებს და ამით პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­წე­რას ცდი­ლობს, რად­გან ად­რე­ვე სა­უბ­რობ­დნენ, რომ მას პარ­ტი­ის შექ­მნა სურს; 4. ელი­საშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს იგო­ნებს, რად­გან "ნა­ცე­ბის" აგენ­ტია და მათ­გან ფი­ნანსდე­ბა; 5. ელი­საშ­ვილს ყვე­ლა­ფე­რი და­ე­სიზ­მრა; 6. ელი­საშ­ვი­ლი გო­ი­მია, ეს ინ­ფორმ­ცა­ია თა­ვის დრო­ზე ვერ "და­ა­ბი­ნა­ვა" წე­სი­სა და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და ახლა რაც მო­უ­ვა, თა­ვის თავს და­აბ­რა­ლოს; 7. ელი­საშ­ვი­ლი გი­ჟია, შე­იძ­ლე­ბა ბომ­ბი დაგ­ვი­დოს ან დაგ­ვკბი­ნოს, მა­გის იზო­ლი­რე­ბაა სა­ჭი­რო და ა. შ.

დას­კვნის ნე­ბის­მი­ე­რი ამ ვა­რი­ან­ტთა­გა­ნი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით შე­გიძ­ლი­ათ აირ­ჩი­ოთ, მაგ­რამ ამ "დას­კვნა­თა დას­კვნა" ერ­თია და მოდი, ამა­ზე ნუ ვი­და­ვებთ: ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ცუ­დად არის საქ­მე! ად­გი­ლი დავ­ზო­გე, თო­რემ ამ "ძა­ლი­ან"-ებით ორი გვერ­დი რომ შეგ­ვევ­სო, ალა­ლი იქ­ნე­ბო­და.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

წამალარეულები

წამალარეულები

ერთ თემას ვარჩევ ხოლმე, როდესაც მორიგ "პროვოკაციაზე" ვფიქრობ ყოველ სამშაბათს და ვცდილობ, რომ ეს თემა თუ პრობლემა, ადგილის სიმცირის გამო, მაქსიმალურად კომპაქტურად და მოკლედ შემოგთავაზოთ. თუ ეს ხერხდება, ხანდახან სხვა რამეზეც ვამახვილებ ხოლმე თქვენს ყურადღებას. ახლა, რატომ "გავამხილე" ჩემი მუშაობის ეს დეტალი: გასულ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ სვეტში ნახსენები და დიდი გნიას-ალიაქოთის გამოწვევი, პატრიარქის სრულიად გულწრფელი და იმ კონკრეტული სიტუაციიდან (პატიმარ ქალთა სპექტაკლს ვგულისხმობ) გამომდინარე სურვილი თუ ნატვრა (ნეტავ უფლება მქონდეს, რომ ესენი ყველა შევიწყალოო), შემდგომი დიდი და, ჩემი აზრით, სამარცხვინო ამბების მხოლოდ "პრელუდია" გახდა.

შეგახსენებთ: ჯერ პატრიარქს წაესივნენ აფთრებივით, მას რომ შეწყალების უფლება მიეცეს, ამით უამრავი ღვთისმსახური თუ პოლიტიკოსი ისარგებლებს და "ფულის კეთებას" დაიწყებსო; მერე ალეკო ელისაშვილმა თქვა ის, რაც თქვა; მერე ზვიად ქორიძემ დაამატა რაღაც მსგავსი უმსგავსობა (კარგია ტავტოლოგია ხანდახან, ზუსტია); მერე მანანა კობახიძემ თავდაცვითი პოზიციიდან და ნირწამხდარმა ისაუბრა; მერე პროკურატურაში ტელეფონიდან მესიჯები გაქრა და ა. შ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დღეს ძალიან გამიძნელდება ერთი ამბით შემოფარგვლა, რადგან მთელი ეს ნაგავი ერთ მძივად არის ასხმული...

ალეკო ელისაშვილს დიდი ხანია ვიცნობ, მეგობრად ვთვლი, კოლეგა ხომ არის და არის და ამიტომ ძალიან მიჭირს იმის თქმა, თუ რა მინდა: მართალი აღმოჩნდეს თუ მტყუანი.

მაგრამ გვერდით გადავდოთ ის, თუ რა მირჩევნია მე, ის ვთქვათ, საქმე რასთან გვაქვს. ვთქვათ კი არა, იქნებ მივხვდეთ, თორემ ვარიანტი ბევრია და აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან: 1. ელისაშვილი სრულ სიმართლეს ლაპარაკობს და ბესელია, კომბახიძეც და სხვები მექრთამეები არიან; 2. ელისაშვილს მართლაც ურეკავდნენ და სთხოვდნენ ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო ბრალდებულის შეწყალებას, მაგრამ ეს მათი, მხოლოდ როგორც ადვოკატების სურვილი იყო; 3. ელისაშვილი ყველაფერს იგონებს და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, რადგან ადრევე საუბრობდნენ, რომ მას პარტიის შექმნა სურს; 4. ელისაშვილი ყველაფერს იგონებს, რადგან "ნაცების" აგენტია და მათგან ფინანსდება; 5. ელისაშვილს ყველაფერი დაესიზმრა; 6. ელისაშვილი გოიმია, ეს ინფორმცაია თავის დროზე ვერ "დააბინავა" წესისა და კანონის შესაბამისად და ახლა რაც მოუვა, თავის თავს დააბრალოს; 7. ელისაშვილი გიჟია, შეიძლება ბომბი დაგვიდოს ან დაგვკბინოს, მაგის იზოლირებაა საჭირო და ა. შ.

დასკვნის ნებისმიერი ამ ვარიანტთაგანი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ, მაგრამ ამ "დასკვნათა დასკვნა" ერთია და მოდი, ამაზე ნუ ვიდავებთ: ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდად არის საქმე! ადგილი დავზოგე, თორემ ამ "ძალიან"-ებით ორი გვერდი რომ შეგვევსო, ალალი იქნებოდა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია