Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიაში პრეპარატი "ნუროფენი" აკრძალეს
ავსტრალიაში პრეპარატი "ნუროფენი" აკრძალეს

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­რეკ­ლა­მო ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი "ნურო­ფენ ექ­სპრე­სის" საქ­მეს იძი­ე­ბენ - ცნო­ბი­ლია, რომ ავ­სტრა­ლი­ურ­მა სა­სა­მარ­თლომ ბრი­ტა­ნუ­ლი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლის მწარ­მო­ებ­ლებს მათი წამ­ლის ზოგი ვერ­სი­ის გა­ყიდ­ვა აუკ­რძა­ლა.

ავ­სტრა­ლი­ის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­სა­მარ­თლომ "ნურო­ფე­ნის" ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბის გა­ყიდ­ვა აკ­რძა­ლა, რომ­ლე­ბიც სტან­დარ­ტუ­ლი "იბუპრო­ფე­ნის" აბე­ბის იდენ­ტუ­რი გახ­ლდათ, თუმ­ცა რეკ­ლა­მა იუ­წყე­ბო­და, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის იყო და ამის გამო ორ­ჯერ ძვი­რი ღირ­და.

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­რეკ­ლა­მო სტან­დარ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტო იძი­ებს 12 სა­ჩი­ვარს "ნურო­ფენ ექ­სპრე­სის" სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. საქ­მის გან­ხილ­ვა იმი­ტომ ხდე­ბა, რომ რეკ­ლა­მა მომ­ხმა­რე­ბელს თავ­გზას უბ­ნევს, ირ­წმუ­ნე­ბა, თით­ქოს პრო­დუქ­ტი თა­ვის კუნ­თებ­ზე მოქ­მე­დებს. ამას­თან, რეკ­ლა­მა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "ნურო­ფენ ექ­სპრე­სი" უფრო მალე არ­ჩენს თა­ვის ტკი­ვილს, ვიდ­რე "პა­რა­ცე­ტა­მო­ლი" ან "იბუპრო­ფე­ნი".

ავ­სტრა­ლი­ის სა­მომ­ხმა­რებ­ლო სა­ა­გენ­ტომ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი მარ­ტში შე­ი­ტა­ნა იმ მო­ტი­ვით, რომ მომ­ხმა­რებ­ლებს რეკ­ლა­მა­ში ატყუ­ებ­დნენ, რად­გან აცხა­დებ­დნენ, რომ ოთხი პრო­დუქ­ტი - ნურო­ფე­ნი ზურ­გის ტკი­ვი­ლის­თვის, ნურო­ფე­ნი პე­რი­ო­დუ­ლი ტკი­ვი­ლე­ბის­თვის, ნურო­ფე­ნი მიგ­რე­ნუ­ლი ტკი­ვი­ლის­თვის და ნურო­ფე­ნი თა­ვის ტკი­ვი­ლის­თვის დამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო სპე­ცი­ფი­უ­რი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლე­ბის მო­სახ­სნე­ლად, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ყვე­ლა მათ­გა­ნი ერ­თნა­ი­რი აღ­მოჩ­ნდა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია itv.com-ს მი­ხედ­ვით.

ავსტრალიაში პრეპარატი "ნუროფენი" აკრძალეს

ავსტრალიაში პრეპარატი "ნუროფენი" აკრძალეს

ბრიტანული სარეკლამო ზედამხედველები "ნუროფენ ექსპრესის" საქმეს იძიებენ - ცნობილია, რომ ავსტრალიურმა სასამართლომ ბრიტანული ტკივილგამაყუჩებლის მწარმოებლებს მათი წამლის ზოგი ვერსიის გაყიდვა აუკრძალა.

ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ "ნუროფენის" ტკივილგამაყუჩებლების გაყიდვა აკრძალა, რომლებიც სტანდარტული "იბუპროფენის" აბების იდენტური გახლდათ, თუმცა რეკლამა იუწყებოდა, რომ განსხვავებული შემადგენლობის იყო და ამის გამო ორჯერ ძვირი ღირდა.

ბრიტანული სარეკლამო სტანდარტების სააგენტო იძიებს 12 საჩივარს "ნუროფენ ექსპრესის" სატელევიზიო რეკლამასთან დაკავშირებით. საქმის განხილვა იმიტომ ხდება, რომ რეკლამა მომხმარებელს თავგზას უბნევს, ირწმუნება, თითქოს პროდუქტი თავის კუნთებზე მოქმედებს. ამასთან, რეკლამაში ნათქვამია, რომ "ნუროფენ ექსპრესი" უფრო მალე არჩენს თავის ტკივილს, ვიდრე "პარაცეტამოლი" ან "იბუპროფენი".

ავსტრალიის სამომხმარებლო სააგენტომ სასამართლოში სარჩელი მარტში შეიტანა იმ მოტივით, რომ მომხმარებლებს რეკლამაში ატყუებდნენ, რადგან აცხადებდნენ, რომ ოთხი პროდუქტი - ნუროფენი ზურგის ტკივილისთვის, ნუროფენი პერიოდული ტკივილებისთვის, ნუროფენი მიგრენული ტკივილისთვის და ნუროფენი თავის ტკივილისთვის დამზადებული იყო სპეციფიური ხასიათის ტკივილების მოსახსნელად, სინამდვილეში კი ყველა მათგანი ერთნაირი აღმოჩნდა.

მომზადებულია itv.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია