საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე "პლაც" ფასების კლების კვალდაკვალ, ფასებზე კლების ტენდენციას მიყვება კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი’’. მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისიდან, სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე ფასები შემცირდა 10 თეთრით ყველა სახის ნავთობპროდუქტებზე და დღეის მდგომარეობით შეადგენს:
სუპერი - 1,87
ნანო პრემიუმი - 1,79
ევრო რეგულარი - 1,68
ნანო რეგულარი - 1,65
ნანო დიზელი - 1,62
ევრო დიზელი - 1,77
გარდა ამისა, კომპანია თავის ერთგულ მომხმარებელს და ფასდაკლების ბარათი - "ENERGY CARD’’ -ს მფლობელებს დამატებით 7 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს. ალტერნატივის სახით სასაჩუქრე ქულების დაგროვება ასევე შესაძლებელია "უნიქარდი’’-ს ბარათებზეც.
სოკარი ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლისათვის კომფორტულ, ხარისხიან გარემოზე და ასევე პრიორიტეტულად მიაჩნია საწვავის დაბალი, ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნება.
R