სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ოჯახი უნდა მივატოვო და ციხეში წავიდე?"
"ახლა ოჯახი უნდა მივატოვო და ციხეში წავიდე?"

ბოლო წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მე­ო­რე ად­გილ­ზეა გო­გო­ნე­ბის ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის რი­ცხვით, მხო­ლოდ მოლ­დო­ვა გვის­წრებს.­ სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღე 12 არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა თხოვ­დე­ბა. რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის 24% სწო­რედ არას­რულ­წლო­ვან წყვი­ლებ­ზე მო­დის. ნა­ად­რევ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რია აჭა­რა­ში, შემ­დეგ - შიდა ქარ­თლში.

ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი ხში­რად არას­რულ­წლო­ვან­თა მშობ­ლე­ბი არი­ან. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი გო­გო­ნებს იძუ­ლე­ბი­თაც ათხო­ვე­ბენ, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში. მარ­თა­ლია, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით იძუ­ლე­ბა ის­ჯე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მა­ინც ხდე­ბა. მო­მა­ვალ წელს 18 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდე­ბის ქორ­წი­ნე­ბა მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს თან­ხმო­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხოლო 2017 წლი­დან სა­ერ­თოდ აიკ­რძა­ლე­ბა 18 წლამ­დე ასა­კის პირ­თა ქორ­წი­ნე­ბა.

გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში 20 წლის გი­ორ­გი ნიბ­ლა­ძეს 15 წელს მი­უღ­წე­ველ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის ბრალ­დე­ბით ასა­მარ­თლე­ბენ. გი­ორ­გიმ შარ­შან თა­ნა­სოფ­ლელ 15 წლის გო­გო­ნა­ზე, ნინო კო­კა­ურ­ზე იქორ­წი­ნა, წელს კი მას ამის გამო ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს და არას­რულ­წლოვ­ნის ცო­ლად შერ­თვის­თვის 7-დან 9 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. არა­და, წყვილს უკვე შვი­ლიც ჰყავს, ისი­ნი ორი თვის გო­გო­ნას ზრდი­ან. ახალ­გაზ­რდე­ბი სო­ფელ ვა­რი­ან­ში ცხოვ­რო­ბენ.

გი­ორ­გი ნიბ­ლა­ძე: - მე და ნი­ნომ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით. გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და მის მშობ­ლებს გო­გოს ხელი ვთხო­ვე. 300-კა­ცი­ა­ნი ქორ­წი­ლი გვქონ­და. ჯვა­რიც და­ვი­წე­რეთ და არა­ვის უთ­ქვამს, რომ ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. 10 მა­ისს ხე­ლიც მო­ვა­წე­რეთ. 14 სექ­ტემ­ბერს გო­გო­ნა შეგ­ვე­ძი­ნა, დე­და­ჩე­მის სა­ხე­ლი, მა­ი­კო და­ვარ­ქვით. მა­მო­ბას ვნატ­რობ­დი და იმის ნაც­ვლად, რომ მა­მო­ბის სი­ხა­რუ­ლი მეგ­რძნო, ჩემი გო­ნე­ბა სულ სხვა რა­მე­ზე გა­და­ერ­თო - მი­ზე­ზი პრო­კუ­რა­ტუ­რის ზარი გახ­და.

ბავ­შვის და­ბა­დე­ბის მე­ო­რე დღეს­ვე იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში წა­ვე­დი და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად. ჩვე­უ­ლებ­რივ და­ა­რე­გის­ტრი­რეს ბავ­შვი, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს და­მი­ბა­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. იქ კი გან­მი­ცხა­დეს, რომ თუ არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი პრო­კუ­რა­ტუ­რის პი­რო­ბებს, 7-დან 9 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა მე­მუქ­რე­ბო­და.

- რას გთა­ვა­ზობ­დნენ?

- უნდა მე­ღი­ა­რე­ბი­ნა, რომ არას­რულ­წლო­ვან­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი მქონ­და და 3 წელს საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბას გა­მი­ფორ­მებ­დნენ, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვთქვი. ამის შემ­დეგ საქ­მე სა­სა­მარ­თლოს გა­დას­ცეს. ამ მუხ­ლით ძა­ლი­ან ბევ­რი ახალ­გაზ­რდაა დღეს გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, უმ­რავ­ლე­სო­ბას ცო­ლის შერ­თვის გამო პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და­ა­დეს.

- როცა ცოლი შე­ირ­თეთ, არ იცო­დით, რომ დას­ჯა­დი იყო 15 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნას­თან ქორ­წი­ნე­ბა?

- არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვქონ­და მსგავ­სი კა­ნო­ნის არ­სე­ბო­ბა­ზე, თო­რემ რა პრობ­ლე­მა იყო, რამ­დე­ნი­მე თვე­ში ნინო 16 წლის გახ­დე­ბო­და და მერე ვი­ქორ­წი­ნებ­დით. ჩვენს სო­ფელ­ში და სხვა სოფ­ლებ­შიც ბევ­რი ოჯა­ხი ასეა შექ­მნი­ლი.

როცა საქ­მე აღ­ძრეს, ვი­ცო­დი, იმ შემ­თხვე­ვა­ში და­ვის­ჯე­ბო­დი, თუ გო­გოს ოჯა­ხი იქ­ნე­ბო­და წი­ნა­აღ­მდე­გი და ისე წა­მო­ვიყ­ვან­დი. ჩემი მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი დაგ­ვთან­ხმდნენ, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია ჩვე­ნი ქორ­წი­ლის კა­სე­ტაც. მათ ჩვე­ნე­ბაც მის­ცეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­სა­მარ­თლოს, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩემს დას­ჯას ითხოვს. რა­ტომ უნდა და­მინ­გრი­ონ ოჯა­ხი, იმი­ტომ, რომ ახა­ლი კა­ნო­ნი შე­მო­ი­ღეს?

როცა ხელი მო­ვა­წე­რეთ, არც მა­შინ უთ­ქვამს ვინ­მეს, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლია. ჩემი ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­რი­ცხვა­ზეც ხომ იყო, არც მა­შინ უთ­ქვამთ ექი­მებს რამე. ახლა ოჯა­ხი უნდა მი­ვა­ტო­ვო და ცი­ხე­ში წა­ვი­დე? მთე­ლი სო­ფე­ლი ფეხ­ზე დად­გა. ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ძა­ლა­დო­ბა არ ყო­ფი­ლა, წე­სი­ე­რი ოჯა­ხი გვაქვს. სკო­ლა­შიც ყვე­ლამ იცო­და, რომ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­და. ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე დიდ გა­ნათ­ლე­ბას სკო­ლა­ში იღებს და მას­წავ­ლე­ბელ­მა მა­ინც უნდა გა­ნუ­მარ­ტოს მოს­წავ­ლეს, რომ კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია არას­რულ­წლო­ვან­თა ქორ­წი­ნე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თბი­ლი­სის სკო­ლებ­შიც არ ეცო­დი­ნე­ბათ, რომ ეს დას­ჯა­დია.

სა­ნამ ამ კა­ნონს მი­ი­ღე­ბენ, მა­ნამ­დე უნდა და­ფიქ­რდნენ, რა პრობ­ლე­მას უქ­მნი­ან უკვე შექ­მნილ ოჯა­ხებს. ახლა რომ აცხა­დე­ბენ, დას­ჯა­დი­აო, გა­სა­გე­ბია. ამი­ე­რი­დან ყვე­ლას ეცო­დი­ნე­ბა, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ფაქ­ტი უკვე მომ­ხდა­რია და ეს უკვე შექ­მნილ ოჯა­ხებ­ზე არ უნდა გავ­რცელ­დეს. ოჯახს გვინ­გრე­ვენ. რა­ტომ უნდა ვიყო ნა­სა­მარ­თლე­ვი? ამი­ტომ კა­ტე­გო­რი­ულ უარს ვამ­ბობ საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა­ზე. და­ნა­შა­უ­ლად მით­ვლი­ან ოჯა­ხის შექ­მნას?

ნინო კო­კა­უ­რი, 16 წლის: - გი­ორ­გი ჩემი დის კლა­სე­ლია. მას სკო­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. მე მე­ა­თე კლას­ში დავ­დი­ო­დი. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, ერ­თმა­ნეთს რომ ვხვდე­ბო­დით. დე­დამ კი მი­თხრა, ჯერ პა­ტა­რა ხარო, მაგ­რამ ჩვენს სიყ­ვა­რულს წინ ვერ და­უდ­გა და ვი­ქორ­წი­ნეთ. როცა ხელი მო­ვა­წე­რეთ, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლშიც არა­ვის უთ­ქვამს, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლი იყო. ვა­რი­ან­ში ბევ­რი 15 წლის გო­გოა გა­თხო­ვი­ლი. ერთი გოგო ვიცი, შვილს ელო­დე­ბა და ისიც ვიცი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩა­საფ­რე­ბუ­ლია, რო­დის გა­ა­ჩენს, რომ მის ქმარს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნოს. ეს არის სა­მარ­თა­ლი? იმა­ზე თუ ფიქ­რო­ბენ, მე რა უნდა გა­ვა­კე­თო მარ­ტო შვილ­თან ერ­თად, თუ ჩემს ქმარს და­ი­ჭე­რენ?

გაგ­რძე­ლე­ბა

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

"ახლა ოჯახი უნდა მივატოვო და ციხეში წავიდე?"

"ახლა ოჯახი უნდა მივატოვო და ციხეში წავიდე?"

ბოლო წლების მონაცემებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა გოგონების ნაადრევი ქორწინების რიცხვით, მხოლოდ მოლდოვა გვისწრებს.­ სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვანი გოგონა თხოვდება. რეგისტრირებული ქორწინების 24% სწორედ არასრულწლოვან წყვი­ლებზე მოდის. ნაადრევ ასაკში ქორწინება ყველაზე ხშირია აჭარაში, შემდეგ - შიდა ქართლში.

ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი გოგონებს იძულებითაც ათხოვებენ, ეს განსაკუთრებით ხშირია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებში. მართალია, კანონმდებლობით იძულება ისჯება, მაგრამ ფაქტია, მსგავსი შემთხვევები მაინც ხდება. მომავალ წელს 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება შესაძლებელი, ხოლო 2017 წლიდან საერთოდ აიკრძალება 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება.

გორის რაიონულ სასამართლოში 20 წლის გიორგი ნიბლაძეს 15 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით ასამართლებენ. გიორგიმ შარშან თანასოფლელ 15 წლის გოგონაზე, ნინო კოკაურზე იქორწინა, წელს კი მას ამის გამო ბრალი წაუყენეს და არასრულწლოვნის ცოლად შერთვისთვის 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. არადა, წყვილს უკვე შვილიც ჰყავს, ისინი ორი თვის გოგონას ზრდიან. ახალგაზრდები სოფელ ვარიანში ცხოვრობენ.

გიორგი ნიბლაძე: - მე და ნინომ ქართული ტრადიციული ოჯახი შევქმენით. გვიყვარდა ერთმანეთი და მის მშობლებს გოგოს ხელი ვთხოვე. 300-კაციანი ქორწილი გვქონდა. ჯვარიც დავიწერეთ და არავის უთქვამს, რომ ჩვენი ქორწინება არ შეიძლებოდა. 10 მაისს ხელიც მოვაწერეთ. 14 სექტემბერს გოგონა შეგვეძინა, დედაჩემის სახელი, მაიკო დავარქვით. მამობას ვნატრობდი და იმის ნაცვლად, რომ მამობის სიხარული მეგრძნო, ჩემი გონება სულ სხვა რამეზე გადაერთო - მიზეზი პროკურატურის ზარი გახდა.

ბავშვის დაბადების მეორე დღესვე იუსტიციის სახლში წავედი დაბადების მოწმობის ასაღებად. ჩვეულებრივ დაარეგისტრირეს ბავშვი, მაგრამ მეორე დღეს დამიბარეს პროკურატურაში. იქ კი განმიცხადეს, რომ თუ არ დავთანხმდებოდი პროკურატურის პირობებს, 7-დან 9 წლამდე პატიმრობა მემუქრებოდა.

- რას გთავაზობდნენ?

- უნდა მეღიარებინა, რომ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი მქონდა და 3 წელს საპროცესო გარიგებას გამიფორმებდნენ, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი. ამის შემდეგ საქმე სასამართლოს გადასცეს. ამ მუხლით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დღეს გასამართლებული. განსაკუთრებით აზერბაიჯანელები, უმრავლესობას ცოლის შერთვის გამო პირობითი მსჯავრი დაადეს.

- როცა ცოლი შეირთეთ, არ იცოდით, რომ დასჯადი იყო 15 წლამდე ასაკის გოგონასთან ქორწინება?

- არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მსგავსი კანონის არსებობაზე, თორემ რა პრობლემა იყო, რამდენიმე თვეში ნინო 16 წლის გახდებოდა და მერე ვიქორწინებდით. ჩვენს სოფელში და სხვა სოფლებშიც ბევრი ოჯახი ასეა შექმნილი.

როცა საქმე აღძრეს, ვიცოდი, იმ შემთხვევაში დავისჯებოდი, თუ გოგოს ოჯახი იქნებოდა წინააღმდეგი და ისე წამოვიყვანდი. ჩემი მეუღლის მშობლები დაგვთანხმდნენ, ამის დამადასტურებელია ჩვენი ქორწილის კასეტაც. მათ ჩვენებაც მისცეს პროკურატურასა და სასამართლოს, მაგრამ პროკურატურა ჩემს დასჯას ითხოვს. რატომ უნდა დამინგრიონ ოჯახი, იმიტომ, რომ ახალი კანონი შემოიღეს?

როცა ხელი მოვაწერეთ, არც მაშინ უთქვამს ვინმეს, რომ ეს დანაშაულია. ჩემი ორსული მეუღლე საავადმყოფოში აღრიცხვაზეც ხომ იყო, არც მაშინ უთქვამთ ექიმებს რამე. ახლა ოჯახი უნდა მივატოვო და ციხეში წავიდე? მთელი სოფელი ფეხზე დადგა. ნებისმიერი დაადასტურებს, რომ ძალადობა არ ყოფილა, წესიერი ოჯახი გვაქვს. სკოლაშიც ყველამ იცოდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. ადამიანი ყველაზე დიდ განათლებას სკოლაში იღებს და მასწავლებელმა მაინც უნდა განუმარტოს მოსწავლეს, რომ კანონით აკრძალულია არასრულწლოვანთა ქორწინება. დარწმუნებული ვარ, თბილისის სკოლებშიც არ ეცოდინებათ, რომ ეს დასჯადია.

სანამ ამ კანონს მიიღებენ, მანამდე უნდა დაფიქრდნენ, რა პრობლემას უქმნიან უკვე შექმნილ ოჯახებს. ახლა რომ აცხადებენ, დასჯადიაო, გასაგებია. ამიერიდან ყველას ეცოდინება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ფაქტი უკვე მომხდარია და ეს უკვე შექმნილ ოჯახებზე არ უნდა გავრცელდეს. ოჯახს გვინგრევენ. რატომ უნდა ვიყო ნასამართლევი? ამიტომ კატეგორიულ უარს ვამბობ საპროცესო გარიგებაზე. დანაშაულად მითვლიან ოჯახის შექმნას?

ნინო კოკაური, 16 წლის: - გიორგი ჩემი დის კლასელია. მას სკოლა დამთავრებული ჰქონდა. მე მეათე კლასში დავდიოდი. ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, ერთმანეთს რომ ვხვდებოდით. დედამ კი მითხრა, ჯერ პატარა ხარო, მაგრამ ჩვენს სიყვარულს წინ ვერ დაუდგა და ვიქორწინეთ. როცა ხელი მოვაწერეთ, იუსტიციის სახლშიც არავის უთქვამს, რომ ეს დანაშაული იყო. ვარიანში ბევრი 15 წლის გოგოა გათხოვილი. ერთი გოგო ვიცი, შვილს ელოდება და ისიც ვიცი, რომ პროკურატურა ჩასაფრებულია, როდის გააჩენს, რომ მის ქმარს ბრალი წაუყენოს. ეს არის სამართალი? იმაზე თუ ფიქრობენ, მე რა უნდა გავაკეთო მარტო შვილთან ერთად, თუ ჩემს ქმარს დაიჭერენ?

გაგრძელება

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია