Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაიტანს ლარი ზამთრის მძიმე თვეებს
როგორ გადაიტანს ლარი ზამთრის მძიმე თვეებს

რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეკო­ნო­მის­ტე­ბი ლა­რის კურ­სის გამ­ყა­რე­ბას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ. იქვე მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ეროვ­ნულ­მა ბან­კმა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის ან­გა­რი­ში და მას­ზე დაყ­რდნო­ბით მთავ­რო­ბამ ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ოს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზით, 2016 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 2,1-2,15-ის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. 2014 წლის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბე­რი ქარ­თუ­ლი ვა­ლუ­ტის ის­ტო­რი­ა­ში შავ ფურ­ცელ­ზე ჩა­ი­წე­რე­ბა. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბის შემ­დეგ ლარ­მა სწრა­ფი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და­ი­წყო. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­ი­სად მსგავ­სი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის მკვეთ­რი დე­ვალ­ვა­ცი­ის და­სა­წყი­სად 2014 წლის 25 ნო­ემ­ბე­რი ით­ვლე­ბა, იმ დღეს 1 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 1,8 ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. 2015 წლის 28 იან­ვარს ლა­რის კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უკვე 2,01 ლარი იყო. ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია და დე­ვალ­ვა­ცი­ის ობი­ექ­ტურ მი­ზე­ზებს სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბიც და­ერ­თო. გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სწრა­ფად გან­ვი­თარ­და და 19 მარტს ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში /,2 ლა­რამ­დე და­ე­ცა. 29 აპ­რილს უკვე 2,3-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, ხოლო 26 აგ­ვის­ტოს 2,41 ლარს. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის­თვის ასე­ვე მძი­მე აღ­მოჩ­ნდა სექ­ტემ­ბე­რი, რო­დე­საც ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კურ­სით ლარი დო­ლარ­თან 2,45 ლა­რამ­დე გა­უ­ფა­სურ­და, ხოლო ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტებ­ში 1 დო­ლა­რი 2,50 ლა­რიც კი ღირ­და.

მი­ზე­ზე­ბი და პროგ­ნო­ზი

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის მკვეთ­რი დე­ვალ­ვა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი გა­ნი­ხი­ლე­ბა, ერ­თია სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბი. დო­ლა­რი რე­გი­ო­ნის ყვე­ლა ქვეყ­ნის ვა­ლუ­ტას­თან მყარ­დე­ბო­და და ამ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ეკო­ნო­მი­კაც სუს­ტდე­ბო­და. ამან გა­მო­იწ­ვია ქარ­თუ­ლი ექ­სპორ­ტის შემ­ცი­რე­ბა, ამას­თა­ნა­ვე იკლო ფუ­ლად­მა გზავ­ნი­ლებ­მა, ხოლო სა­გა­და­სახ­დე­ლო ბა­ლან­სის დე­ფი­ციტ­მა 701,5 მი­ლი­ონ დო­ლარს უწია.

მე­ო­რე მი­ზე­ზად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტუ­რი ხარ­ჯვა და­სა­ხელ­და. უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა, რომ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი მათ­თვის გა­მო­ყო­ფილ სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებს ვერ ით­ვი­სე­ბენ, ხოლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ყო­ველ­თვის ვარ­დე­ბა. წლის ბო­ლოს კი, ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯე­ბის კუ­თხით გარ­ღვე­ვის მას­შტა­ბე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად ერ­თბა­შად დიდი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა იხარ­ჯე­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, ლა­რის კურ­სზე ნე­გა­ტი­ურ წნეხს აძ­ლი­ე­რებს.

მე­სა­მე მი­ზე­ზად, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პო­ლი­ტი­კა გა­ნი­ხი­ლე­ბა. ეკო­ნო­მის­ტე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი აცხა­დებს, რომ სებ-ის მიერ რე­ფი­ნან­სი­რე­ბის სეს­ხე­ბის მო­ცუ­ლო­ბის სწრაფ­მა ზრდამ, ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი­სა და სხვა მო­ნე­ტა­რუ­ლი აგ­რე­გა­ტე­ბის არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბამ ლარი იმა­ზე მე­ტად გა­ა­უ­ფა­სუ­რა, ვიდ­რე ამის ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი არ­სე­ბობ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როგორ გადაიტანს ლარი ზამთრის მძიმე თვეებს

როგორ გადაიტანს ლარი ზამთრის მძიმე თვეებს

რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ეკონომისტები ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებენ. იქვე მიუთითებენ, რომ ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიში და მასზე დაყრდნობით მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშაოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, 2016 წლის მეორე ნახევრიდან ლარი დოლართან მიმართებაში 2,1-2,15-ის ფარგლებში იქნება. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი ქართული ვალუტის ისტორიაში შავ ფურცელზე ჩაიწერება. ეს ის პერიოდია, როდესაც რამდენიმეწლიანი სტაბილურობის შემდეგ ლარმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო. ანალიტიკოსების განცხადებით, გაისად მსგავსი კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის.

ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციის დასაწყისად 2014 წლის 25 ნოემბერი ითვლება, იმ დღეს 1 დოლარის ღირებულებამ 1,8 ლარს გადააჭარბა. 2015 წლის 28 იანვარს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 2,01 ლარი იყო. ამ მაჩვენებელმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და დევალვაციის ობიექტურ მიზეზებს სპეკულაციებიც დაერთო. გაუფასურების პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდა და 19 მარტს ლარი დოლართან მიმართებაში /,2 ლარამდე დაეცა. 29 აპრილს უკვე 2,3-ს გადააჭარბა, ხოლო 26 აგვისტოს 2,41 ლარს. ეროვნული ვალუტისთვის ასევე მძიმე აღმოჩნდა სექტემბერი, როდესაც ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსით ლარი დოლართან 2,45 ლარამდე გაუფასურდა, ხოლო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარი 2,50 ლარიც კი ღირდა.

მიზეზები და პროგნოზი

ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციის რამდენიმე მიზეზი განიხილება, ერთია საგარეო ფაქტორები. დოლარი რეგიონის ყველა ქვეყნის ვალუტასთან მყარდებოდა და ამ სახელმწიფოების ეკონომიკაც სუსტდებოდა. ამან გამოიწვია ქართული ექსპორტის შემცირება, ამასთანავე იკლო ფულადმა გზავნილებმა, ხოლო საგადასახდელო ბალანსის დეფიციტმა 701,5 მილიონ დოლარს უწია.

მეორე მიზეზად სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა დასახელდა. უკვე ტრადიციად იქცა, რომ სახელმწიფო უწყებები მათთვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს ვერ ითვისებენ, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველთვის ვარდება. წლის ბოლოს კი, ბიუჯეტის ხარჯების კუთხით გარღვევის მასშტაბების შესამცირებლად ერთბაშად დიდი რაოდენობის თანხა იხარჯება, რაც, თავის მხრივ, ლარის კურსზე ნეგატიურ წნეხს აძლიერებს.

მესამე მიზეზად, ეროვნული ბანკის პოლიტიკა განიხილება. ეკონომისტების უდიდესი ნაწილი აცხადებს, რომ სებ-ის მიერ რეფინანსირების სესხების მოცულობის სწრაფმა ზრდამ, ინტერვენციებისა და სხვა მონეტარული აგრეგატების არასწორად გამოყენებამ ლარი იმაზე მეტად გააუფასურა, ვიდრე ამის ობიექტური მიზეზი არსებობდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია