მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავიწყებული ირლანდიელი მონები
დავიწყებული ირლანდიელი მონები

ბევ­რმა არ იცის, რომ ამე­რი­კა­ში თეთ­რი მო­ნე­ბიც ჰყავ­დათ და სწო­რედ მათ და­აწ­ვათ მხრებ­ზე ახა­ლი სამ­ყა­როს პირ­ველ კო­ლო­ნი­ა­თა მშე­ნებ­ლო­ბე­ბის მთე­ლი სიმ­ძი­მე (შავ­კა­ნი­ა­ნე­ბი მათ მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­უ­ერ­თდნენ). ეს თეთ­რი მო­ნე­ბი ირ­ლან­დი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ.

ინ­გლი­სურ გე­მებს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით "ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ქო­ნე­ლი" გა­დაჰ­ყავ­დათ რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ, ასე­ვე სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში. ასი ათა­სო­ბით მა­მა­კა­ცი, ქალი და პა­ტა­რა ბავ­შვე­ბიც კი... აჯან­ყე­ბის, ან ბრძა­ნე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ სას­ტი­კად სჯიდ­ნენ.

არ არის სა­ჭი­რო ყვე­ლა სის­ხლი­ან გა­რე­მო­ე­ბა­თა ჩა­მოთ­ვლა - ჩვენ ხომ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით აფ­რი­კე­ლი მო­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის ბო­რო­ტე­ბა­ნი. მაგ­რამ ახლა სა­უ­ბა­რი განა აფ­რი­კელ მო­ნებ­ზეა? მე­ფე­ებ­მა ჯე­იმზ მე­ო­რე სტი­უ­არ­ტმა (1685-1688) და მა­მა­მის­მა ჩარლზ პირ­ველ­მა (1625-1649) ირ­ლან­დი­ელ­თა და­მო­ნე­ბით ბევ­რი რამ ჩა­ი­დი­ნეს მო­ნო­ბის და­კა­ნო­ნე­ბის­თვის. უახ­ლო­ე­სი მე­ზობ­ლე­ბის დეჰუ­მა­ნი­ზა­ცი­ის პრაქ­ტი­კას კი სა­თა­ვე და­უ­დო ლორდ-პრო­ტექ­ტორ­მა ოლი­ვერ კრომ­ველ­მა (1653-1658). კრომ­ვე­ლის ლაშ­ქრო­ბა ირ­ლან­დი­ა­ში ირ­ლან­დი­ელ­თა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ გე­ნო­ცი­დად იქცა. თუ 1641 წელს ირ­ლან­დი­ა­ში 1,5 მლნ ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, 1652 წლის­თვის 850 ათა­სი მცხოვ­რე­ბი დარ­ჩა, ამას­თან, მათ­გან 150 ათა­სი ინ­გლი­სე­ლი კო­ლო­ნის­ტი გახ­ლდათ, ანუ ირ­ლან­დი­ელ­მა ხალ­ხმა მო­სახ­ლე­ო­ბის 50-56% და­კარ­გა.

ირ­ლან­დი­ე­ლე­ბით ვაჭ­რო­ბა მა­შინ და­ი­წყო, როცა ჯე­იმზ მე­ო­რემ 30 000 ირ­ლან­დი­ე­ლი ტუ­სა­ღი ამე­რი­კა­ში მო­ნე­ბად გა­ყი­და. მის­მა 1625 წლის პროკ­ლა­მა­ცი­ამ და­ა­კა­ნო­ნა ირ­ლან­დი­ე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გაგ­ზავ­ნა და მათი გა­ყიდ­ვა ინ­გლი­სე­ლი მო­ა­ხალ­შე­ნე­ე­ბით­ვის ვესტ-ინ­დო­ეთ­ში. XVII სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში ირ­ლან­დი­ელ მო­ნებს ყვე­ლა­ზე ხში­რად ან­ტი­გუ­ა­სა და მონ­სე­რატ­ში ყიდ­დნენ. შე­დე­გად, მონ­სე­რა­ტის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ს ირ­ლან­დი­ე­ლი მო­ნე­ბი შე­ად­გენ­დნენ. მალე ირ­ლან­დია "ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ქო­ნე­ლის" უმ­სხვი­ლე­სი წყა­რო გახ­და ინ­გლი­სე­ლი მო­ა­ხალ­შე­ნე­ე­ბის­თვის, ანუ ახა­ლი სამ­ყა­როს პირ­ვე­ლი მო­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თეთრკა­ნი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ.

1652-1689 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, 50 000-ზე მეტი ირ­ლან­დი­უ­რი წარ­მო­შო­ბის მა­მა­კა­ცი, ქალი და ბავ­შვი ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ის კო­ლო­ნი­ებ­ში ბარ­ბა­დოს­ზე და ვირ­ჯი­ნი­ა­ში პლან­ტა­ცი­ებ­ში მო­ნე­ბად სა­მუ­შა­ოდ ძა­ლით გა­და­იყ­ვა­ნეს. სხვა სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბიც, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი დი­სი­დენ­ტე­ბი, და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბი უელ­სი­სა და შოტ­ლან­დი­ის და­პყრო­ბილ რე­გი­ო­ნებ­ში - ყვე­ლა­ნი მო­ნე­ბად გაგ­ზავ­ნეს ბარ­ბა­დოს­ზე სა­მუ­და­მო სა­ცხოვ­რებ­ლად. ყო­ვე­ლი­ვე ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა კრომ­ველს მო­ე­შო­რე­ბი­ნა ნე­ბის­მი­ე­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ელე­მენ­ტი და ამას­თან გა­ე­ჩი­ნა კარ­გი შე­მო­სავ­ლის წყა­რო მათი გა­ყიდ­ვით პლან­ტა­ცი­ე­ბის მფლო­ბელ­თათ­ვის.

ბარ­ბა­დოს­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლი თეთრკა­ნი­ა­ნი პა­ტიმ­რე­ბის წილი იმ­ხე­ლა იყო, რომ 1701 წლის­თვის კუნ­ძულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 25 000 მო­ნი­დან, 21 700 ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­შო­ბის იყო.

დღეს ბევ­რი ერი­დე­ბა ირ­ლან­დი­ე­ლი მო­ნე­ბის მოხ­სე­ნი­ე­ბას ნამ­დვი­ლი ტერ­მი­ნით - "მონა". მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყე­ნე­ბენ ტერ­მინს "სა­კონ­ტრაქ­ტო მსა­ხუ­რე­ბი". თუმ­ცა უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში XVII-XVIII სა­უ­კუ­ნებ­ში ირ­ლან­დი­ე­ლებს სწო­რედ მო­ნე­ბად, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ პი­რუ­ტყვს ისე ჰყიდ­დნენ. ამ დროს ვაჭ­რო­ბა აფ­რი­კე­ლი მო­ნე­ბით მხო­ლოდ იწყე­ბო­და.

XVII სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს აფ­რი­კე­ლი მონა ძა­ლი­ან ძვი­რი - 50 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი ღირ­და. ირ­ლან­დი­ე­ლი მონა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ღირ­და - არა­უ­მე­ტეს 5 გირ­ვან­ქი­სა. თუ ირ­ლან­დი­ელ მო­ნას პატ­რო­ნი ამათ­რა­ხებ­და, და­ღა­რავ­და და სიკ­ვდი­ლამ­დე სცემ­და, ეს და­ნა­შა­უ­ლად არ ით­ვლე­ბო­და. მისი სიკ­ვდი­ლი ზა­რა­ლის მუხ­ლში გა­დი­ო­და, თუმ­ცა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბის, ვიდ­რე ძვი­რი შავ­კა­ნი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა.

ინ­გლი­სე­ლი მო­ნათ­მფლო­ბე­ლე­ბი ირ­ლან­დი­ე­ლი ქა­ლებს იყე­ნებ­დნენ სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბი­სა და შე­მო­სავ­ლის­თვის. მო­ნე­ბის შვი­ლე­ბიც მო­ნე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ამ­რავ­ლებ­დნენ თა­ვი­სი ბა­ტო­ნის ქო­ნე­ბას. ისეთ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ირ­ლან­დი­ე­ლი ქალი რა­ღაც გზით მი­ი­ღებ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მისი შვი­ლე­ბი ბა­ტო­ნის მო­ნე­ბად რჩე­ბოდ­ნენ. ამი­ტომ, ირ­ლან­დი­ე­ლი დე­დე­ბი, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი იშ­ვი­ა­თად ტო­ვებ­დნენ შვი­ლებს და მო­ნო­ბა­ში რჩე­ბოდ­ნენ.

ინ­გლი­სე­ლე­ბი ფიქ­რობ­დნენ, უკეთ რო­გორ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ეს ქა­ლე­ბი (ხში­რად, უკვე 12 წლის გო­გო­ნე­ბი) შე­მო­სავ­ლის გა­საზ­რდე­ლად. მათ და­ი­წყეს ირ­ლან­დი­ე­ლი ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის შეჯ­ვა­რე­ბა აფ­რი­კელ მა­მა­კა­ცებ­თან, რათა მი­ე­ღოთ სხვა­ნა­ი­რი კა­ნის ფე­რის მქო­ნე მო­ნე­ბი. ბარ­ბა­დოს­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი არ­ქი­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, ზო­გი­ერ­თი პლან­ტა­ტო­რი იქამ­დე მი­ვი­და, რომ და­ი­წყეს რა­სე­ბის შეჯ­ვა­რე­ბის პრო­ცე­სის სის­ტე­მა­ტი­ზე­ბა "სა­ჯი­შე ფერ­მე­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბით, შე­რე­უ­ლი რა­სის ბავ­შვე­ბის გამ­რავ­ლე­ბის მიზ­ნით. ახა­ლი მუ­ლა­ტე­ბი უფრო ძვი­რი ღირ­დნენ, ვიდ­რე ირ­ლან­დი­ე­ლი მო­ნე­ბი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და მო­ა­ხალ­შე­ნე­ებს, აღარ ეყი­დათ აფ­რი­კე­ლი მო­ნე­ბი და და­ე­ზო­გათ ფული. ირ­ლან­დი­ე­ლი ქა­ლე­ბი­სა და შავ­კა­ნი­ა­ნე­ბის შეჯ­ვა­რე­ბის პრაქ­ტი­კა რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლი გრძელ­დე­ბო­და და იმ­დე­ნად ფარ­თოდ გავ­რცელ­და, რომ 1681 წელს მი­ღე­ბუ­ლი იქნა კა­ნო­ნი "გა­სა­ყი­დი მო­ნე­ბის წარ­მო­ე­ბის მიზ­ნით ირ­ლან­დი­ე­ლი მონა-ქა­ლე­ბი­სა და აფ­რი­კე­ლი მონა-მა­მა­კა­ცე­ბის შეჯ­ვა­რე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ" - მოკ­ლედ, ეს ამ­ბა­ვი მხო­ლოდ იმი­ტომ შე­წყდა, რომ ხელს უშ­ლი­და მო­ნე­ბით მო­ვაჭ­რე კომ­პა­ნი­ებს მო­გე­ბის მი­ღე­ბა­ში.

ბარ­ბა­დო­სი­სა და ან­ტი­გუ­ას დღე­ვან­დე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა - ყა­ვის­ფე­რი მუ­ლა­ტე­ბი ძი­რი­თა­დად, წარ­მო­ად­გე­ნენ წარ­სულ­ში აფრო-ირ­ლა­დი­უ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი შეჯ­ვა­რე­ბის შე­დეგს. ბარ­ბა­დო­სის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის, სუ­პერ­ვას­კვლავ რი­ა­ნას ძარ­ღვებ­ში ირ­ლან­დი­უ­რი სის­ხლი­ცაა; მისი მამა ირ­ლან­დი­ე­ლი­სა და აფ­რი­კე­ლის შთა­მო­მა­ვა­ლია.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ბარ­ბა­დო­სის ირ­ლან­დი­ელ მო­ნა­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მკვეთ­რი კლე­ბა და­ი­წყო. ნა­წი­ლობ­რივ იმი­ტომ, რომ ჩაყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე ბევ­რი იღუ­პე­ბო­და მძი­მე შრო­მის გამო და ასე­ვე შავ­კა­ნი­ა­ნებ­თან რა­სობ­რი­ვი შე­რე­ვის შე­დე­გად.

ინ­გლი­სი კი­დევ ერთ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის მან­ძილ­ზე აგ­რძე­ლებ­და ათო­ბით ათა­სი ირ­ლან­დი­ე­ლი მო­ნის გა­და­ზიდ­ვას. მხო­ლოდ 1798 წლის ირ­ლან­დი­ელ­თა აჯან­ყე­ბის შემ­დეგ ათა­სო­ბით ირ­ლან­დი­ე­ლი მონა გა­ი­ყი­და ორი­ვე ამე­რი­კა­სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში. ერთი იგ­ლი­სუ­რი გე­მი­დან კი ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში 1302 ცო­ცხა­ლი მონა გა­და­ყა­რეს საკ­ვე­ბის მა­რა­გის სიმ­ცი­რის გამო.

ირ­ლან­დი­ე­ლებ­მა შავ­კა­ნი­ან­თა თა­ნას­წო­რად, ხოლო XVII სა­უ­კუ­ნე­ში მე­ტა­დაც, სრუ­ლად გა­მოს­ცა­დეს მო­ნო­ბის კოშ­მა­რი. მხო­ლოდ 1839 წელს გა­და­წყვი­ტა ინ­გლის­მა მო­ნათ­ვაჭ­რო­ბის შე­წყვე­ტა. თუმ­ცა ეს არ უშ­ლი­და ხელს ინ­გლი­სელ მე­კობ­რე­ებს გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ იგი­ვე საქ­მი­ა­ნო­ბა. თუმ­ცა ახა­ლი კა­ნო­ნი გახ­და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ირ­ლან­დი­ურ კოშ­მა­რულ სა­ტან­ჯვე­ლით დას­რუ­ლე­ბის გზა­ზე.

მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თა­ვი­სი უახ­ლო­ე­სი მე­ზობ­ლე­ბის მი­მართ ამ ბო­რო­ტე­ბებს ინ­გლი­სე­ლებ­მა მო­უ­ძებ­ნეს გა­მარ­თლე­ბა რა­სობ­რი­ვი თე­ო­რი­ის მოხმო­ბით. აი, რას წერ­და 1899 წლის ინ­გლი­სუ­რი ჟურ­ნა­ლი "ჰარ­პერს უიკ­ლი":

"იბე­რი­ე­ლე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად მი­ე­კუთ­ვნე­ბოდ­ნენ აფ­რი­კულ რა­სას, რო­მე­ლიც ათა­სო­ბით წლის შემ­დეგ ეს­პა­ნე­თის გავ­ლით გავ­რცელ­და და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. მათი შთა­მო­მავ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ხდე­ბა ყორ­ღა­ნებ­ში ან დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლებ­ში, ამ ქვეყ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლებ­ში. თა­ვის ქა­ლე­ბი და­ბა­ლი, წინ გა­მო­წე­უ­ლი ქვე­დაყ­ბით. მათ მო­აღ­წი­ეს ირ­ლან­დი­ა­ში და შე­ე­რევ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვებს და­სავ­ლეთ­სა და სამ­ხრეთ­ში, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ თა­ვად წარ­მო­ად­გენ­დნენ უმ­დაბ­ლეს რა­სას და მო­დი­ოდ­ნენ ქვის ხა­ნის ვე­ლუ­რე­ბის­გან. ისი­ნი, და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს­გან იზო­ლა­ცი­ის გამო, სი­ცო­ცხლის­თვის ჯან­საღ ბრძო­ლა­ში არას­დროს გა­მო­უ­დევ­ნი­ათ და ამ­რი­გად, ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად, მათ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლეს ად­გი­ლი უმაღ­ლეს რა­სებს".

"მაგ­რამ რა­ტომ არა­ფერს ჰყვე­ბი­ან ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­სა­ხებ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო სკო­ლებ­ში? რა­ტომ არ არის ეს წიგ­ნებ­ში ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ? რა­ტომ ამ­ბო­ბენ ამის თა­ო­ბა­ზე ასე იშ­ვი­ა­თად მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი? ნუთუ ასო­ბით ათა­სი ირ­ლან­დი­ე­ლი მსხვერ­პლი არ არის გახ­სე­ნე­ბის ღირ­სი? თუ მათ ის­ტო­რი­ა­საც იგი­ვე უნდა და­ე­მარ­თოს რაც მათ ბა­ტო­ნებს სურ­დათ? სრუ­ლი გაქ­რო­ბა, თით­ქოს ეს ყო­ვე­ლი­ვე არა­სო­დეს მომ­ხდა­რა? ვერც ერთი და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ირ­ლან­დი­ელ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა დაბ­რუ­ნე­ბო­და მშობ­ლი­ურ ნა­პი­რებს, რათა მო­ე­ყო­ლა თა­ვი­სი ტან­ჯვის შე­სა­ხებ. ეს და­კარ­გუ­ლი მო­ნე­ბია, ისი­ნი, ვი­საც და­ვი­წყე­ბის ფარ­და გა­და­ა­ფა­რა ის­ტო­რი­ამ და ჩას­წო­რე­ბულ­მა ის­ტო­რი­ის წიგ­ნებ­მა.

დღე­ის­თვის ბარ­ბა­დო­სის შავ­კა­ნი­ან ად­გი­ლობ­რივ­თა შო­რის რჩე­ბა მომცრო თემი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ირ­ლან­დი­ე­ლი მო­ნე­ბის შთა­მო­მავ­ლებს. ირ­ლან­დი­ელ ყო­ფილ მო­ნა­თა თემი წარ­მო­ად­გენს ჯაჭ­ვე­ბით და­ბორ­კი­ლი კელ­ტი წი­ნაპ­რე­ბის ტრა­გი­კუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცო­ცხალ მოწ­მო­ბას. შავ­კა­ნი­ა­ნი ბარ­ბა­დო­სე­ლე­ბი მათ "წი­თელ ფე­ხებს" ეძა­ხი­ან. ეს იმ­თა­ვით­ვე და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მეტ­სა­ხე­ლი იყო და წარ­მოდ­გე­ბო­და პირ­ვე­ლი თეთრკა­ნი­ა­ნი მო­ნე­ბის წით­ლად დამ­წვა­რი კი­დუ­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ვერ უძ­ლებ­დნენ კა­რი­ბის ტრო­პი­კულ კლი­მატს.

ამ­ჟა­მად თემი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 400 ადა­მი­ანს ით­ვლის, კუნ­ძუ­ლის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ცხოვ­რობს და წმინ­და იო­ა­ნეს ეკ­ლე­სი­ის მრევლს წარ­მო­ად­გენს. თემი ენერ­გი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რა­სობ­რივ შე­რე­ვას მრა­ვალ­რი­ცხო­ვან შავ­კა­ნი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას­თან. ისი­ნი თავს ძი­რი­თა­დად ირ­ჩე­ნენ ნა­ტუ­რა­ლუ­რი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით და თევ­ზა­ო­ბით. ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ სი­ღა­ტა­კემ­დე მიყ­ვა­ნილ ადა­მი­ან­თა ჯგუფს თა­ნამ­დე­რო­ვე ბარ­ბა­დოს­ზე.

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია

AMBEBI.GE

წყა­რო: მონ­რე­ა­ლე­ლი კა­ნა­დე­ლი ის­ტო­რი­კო­სის სტა­ტია თეთ­რი მო­ნე­ბის სე­სა­ხებ ამე­რი­კულ კო­ლო­ნი­ებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

დავიწყებული ირლანდიელი მონები

დავიწყებული ირლანდიელი მონები

ბევრმა არ იცის, რომ ამერიკაში თეთრი მონებიც ჰყავდათ და სწორედ მათ დააწვათ მხრებზე ახალი სამყაროს პირველ კოლონიათა მშენებლობების მთელი სიმძიმე (შავკანიანები მათ მოგვიანებით შეუერთდნენ). ეს თეთრი მონები ირლანდიელები იყვნენ.

ინგლისურ გემებს დიდი რაოდენობით "ადამიანური საქონელი" გადაჰყავდათ როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ამერიკაში. ასი ათასობით მამაკაცი, ქალი და პატარა ბავშვებიც კი... აჯანყების, ან ბრძანებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ სასტიკად სჯიდნენ.

არ არის საჭირო ყველა სისხლიან გარემოებათა ჩამოთვლა - ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით აფრიკელი მონებით ვაჭრობის ბოროტებანი. მაგრამ ახლა საუბარი განა აფრიკელ მონებზეა? მეფეებმა ჯეიმზ მეორე სტიუარტმა (1685-1688) და მამამისმა ჩარლზ პირველმა (1625-1649) ირლანდიელთა დამონებით ბევრი რამ ჩაიდინეს მონობის დაკანონებისთვის. უახლოესი მეზობლების დეჰუმანიზაციის პრაქტიკას კი სათავე დაუდო ლორდ-პროტექტორმა ოლივერ კრომველმა (1653-1658). კრომველის ლაშქრობა ირლანდიაში ირლანდიელთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ გენოციდად იქცა. თუ 1641 წელს ირლანდიაში 1,5 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, 1652 წლისთვის 850 ათასი მცხოვრები დარჩა, ამასთან, მათგან 150 ათასი ინგლისელი კოლონისტი გახლდათ, ანუ ირლანდიელმა ხალხმა მოსახლეობის 50-56% დაკარგა.

ირლანდიელებით ვაჭრობა მაშინ დაიწყო, როცა ჯეიმზ მეორემ 30 000 ირლანდიელი ტუსაღი ამერიკაში მონებად გაყიდა. მისმა 1625 წლის პროკლამაციამ დააკანონა ირლანდიელი პოლიტიკური პატიმრების საზღვარგარეთ გაგზავნა და მათი გაყიდვა ინგლისელი მოახალშენეებითვის ვესტ-ინდოეთში. XVII საუკუნის შუა წლებში ირლანდიელ მონებს ყველაზე ხშირად ანტიგუასა და მონსერატში ყიდდნენ. შედეგად, მონსერატის მთელი მოსახლეობის 70%-ს ირლანდიელი მონები შეადგენდნენ. მალე ირლანდია "ადამიანური საქონელის" უმსხვილესი წყარო გახდა ინგლისელი მოახალშენეებისთვის, ანუ ახალი სამყაროს პირველი მონების უმრავლესობა თეთრკანიანები იყვნენ.

1652-1689 წლების პერიოდში სავარაუდოდ, 50 000-ზე მეტი ირლანდიური წარმოშობის მამაკაცი, ქალი და ბავშვი ბრიტანეთის იმპერიის კოლონიებში ბარბადოსზე და ვირჯინიაში პლანტაციებში მონებად სამუშაოდ ძალით გადაიყვანეს. სხვა სამხედრო ტყვეებიც, ასევე პოლიტიკური დისიდენტები, დაპატიმრებულები უელსისა და შოტლანდიის დაპყრობილ რეგიონებში - ყველანი მონებად გაგზავნეს ბარბადოსზე სამუდამო საცხოვრებლად. ყოველივე ამან საშუალება მისცა კრომველს მოეშორებინა ნებისმიერი მოწინააღმდეგე ელემენტი და ამასთან გაეჩინა კარგი შემოსავლის წყარო მათი გაყიდვით პლანტაციების მფლობელთათვის.

ბარბადოსზე გადაყვანილი თეთრკანიანი პატიმრების წილი იმხელა იყო, რომ 1701 წლისთვის კუნძულზე არსებული დაახლოებით 25 000 მონიდან, 21 700 ევროპული წარმოშობის იყო.

დღეს ბევრი ერიდება ირლანდიელი მონების მოხსენიებას ნამდვილი ტერმინით  - "მონა". მათთან დაკავშირებით იყენებენ ტერმინს "საკონტრაქტო მსახურები". თუმცა უმრავლეს შემთხვევაში XVII-XVIII საუკუნებში ირლანდიელებს სწორედ მონებად, როგორც ჩვეულებრივ პირუტყვს ისე ჰყიდდნენ. ამ დროს ვაჭრობა აფრიკელი მონებით მხოლოდ იწყებოდა.

XVII საუკუნის ბოლოს აფრიკელი მონა ძალიან ძვირი - 50 გირვანქა სტერლინგი ღირდა. ირლანდიელი მონა გაცილებით ნაკლები ღირდა - არაუმეტეს 5 გირვანქისა. თუ ირლანდიელ მონას პატრონი ამათრახებდა, დაღარავდა და სიკვდილამდე სცემდა, ეს დანაშაულად არ ითვლებოდა. მისი სიკვდილი ზარალის მუხლში გადიოდა, თუმცა გაცილებით ნაკლების, ვიდრე ძვირი შავკანიანის მკვლელობა.

ინგლისელი მონათმფლობელები ირლანდიელი ქალებს იყენებდნენ საკუთარი სიამოვნებისა და შემოსავლისთვის. მონების შვილებიც მონები იყვნენ, რომლებიც ამრავლებდნენ თავისი ბატონის ქონებას. ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ ირლანდიელი ქალი რაღაც გზით მიიღებდა თავისუფლებას, მისი შვილები ბატონის მონებად რჩებოდნენ. ამიტომ, ირლანდიელი დედები, გათავისუფლების შემთხვევაშიც კი იშვიათად ტოვებდნენ შვილებს და მონობაში რჩებოდნენ.

ინგლისელები ფიქრობდნენ, უკეთ როგორ გამოეყენებინათ ეს ქალები (ხშირად, უკვე 12 წლის გოგონები) შემოსავლის გასაზრდელად. მათ დაიწყეს ირლანდიელი ქალებისა და გოგონების შეჯვარება აფრიკელ მამაკაცებთან, რათა მიეღოთ სხვანაირი კანის ფერის მქონე მონები. ბარბადოსზე არსებული საზოგადოებრივი არქივები აჩვენებს, ზოგიერთი პლანტატორი იქამდე მივიდა, რომ დაიწყეს რასების შეჯვარების პროცესის სისტემატიზება "საჯიშე ფერმების" საშუალებით, შერეული რასის ბავშვების გამრავლების მიზნით. ახალი მულატები უფრო ძვირი ღირდნენ, ვიდრე ირლანდიელი მონები, რაც საშუალებას აძლევდა მოახალშენეებს, აღარ ეყიდათ აფრიკელი მონები და დაეზოგათ ფული. ირლანდიელი ქალებისა და შავკანიანების შეჯვარების პრაქტიკა რამდენიმე ათწლეული გრძელდებოდა და იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ 1681 წელს მიღებული იქნა კანონი "გასაყიდი მონების წარმოების მიზნით ირლანდიელი მონა-ქალებისა და აფრიკელი მონა-მამაკაცების შეჯვარების აკრძალვის შესახებ" - მოკლედ, ეს ამბავი მხოლოდ იმიტომ შეწყდა, რომ ხელს უშლიდა მონებით მოვაჭრე კომპანიებს მოგების მიღებაში.

ბარბადოსისა და ანტიგუას დღევანდელი მოსახლეობა - ყავისფერი მულატები ძირითადად, წარმოადგენენ წარსულში აფრო-ირლადიული ძალადობრივი შეჯვარების შედეგს. ბარბადოსის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, სუპერვასკვლავ რიანას ძარღვებში ირლანდიური სისხლიცაა; მისი მამა ირლანდიელისა და აფრიკელის შთამომავალია.

დროთა განმავლობაში ბარბადოსის ირლანდიელ მონათა რაოდენობამ მკვეთრი კლება დაიწყო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩაყვანიდან მალევე ბევრი იღუპებოდა მძიმე შრომის გამო და ასევე შავკანიანებთან რასობრივი შერევის შედეგად.

ინგლისი კიდევ ერთ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე აგრძელებდა ათობით ათასი ირლანდიელი მონის გადაზიდვას. მხოლოდ 1798 წლის ირლანდიელთა აჯანყების შემდეგ ათასობით ირლანდიელი მონა გაიყიდა ორივე ამერიკასა და ავსტრალიაში. ერთი იგლისური გემიდან კი ატლანტის ოკეანეში 1302 ცოცხალი მონა გადაყარეს საკვების მარაგის სიმცირის გამო.

ირლანდიელებმა შავკანიანთა თანასწორად, ხოლო XVII საუკუნეში მეტადაც, სრულად გამოსცადეს მონობის კოშმარი. მხოლოდ 1839 წელს გადაწყვიტა ინგლისმა მონათვაჭრობის შეწყვეტა. თუმცა ეს არ უშლიდა ხელს ინგლისელ მეკობრეებს გაეგრძელებინათ იგივე საქმიანობა. თუმცა ახალი კანონი გახდა პირველი ნაბიჯი ირლანდიურ კოშმარულ სატანჯველით დასრულების გზაზე.

მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თავისი უახლოესი მეზობლების მიმართ ამ ბოროტებებს ინგლისელებმა მოუძებნეს გამართლება რასობრივი თეორიის მოხმობით. აი, რას წერდა 1899 წლის ინგლისური ჟურნალი "ჰარპერს უიკლი":

"იბერიელები თავდაპირველად მიეკუთვნებოდნენ აფრიკულ რასას, რომელიც ათასობით წლის შემდეგ ესპანეთის გავლით გავრცელდა დასავლეთ ევროპაში. მათი შთამომავლების აღმოჩენა ხდება ყორღანებში ან დაკრძალვის ადგილებში, ამ ქვეყნების სხვადასხვა ნაწილებში. თავის ქალები დაბალი, წინ გამოწეული ქვედაყბით. მათ მოაღწიეს ირლანდიაში და შეერევნენ ადგილობრივებს დასავლეთსა და სამხრეთში, რომლებიც სავარაუდოდ თავად წარმოადგენდნენ უმდაბლეს რასას და მოდიოდნენ ქვის ხანის ველურებისგან. ისინი, დანარჩენი სამყაროსგან იზოლაციის გამო, სიცოცხლისთვის ჯანსაღ ბრძოლაში არასდროს გამოუდევნიათ და ამრიგად, ბუნების კანონების თანახმად, მათ გაუთავისუფლეს ადგილი უმაღლეს რასებს".

"მაგრამ რატომ არაფერს ჰყვებიან ყოველივე ამის შესახებ ჩვენს სახელმწიფო და კერძო სკოლებში? რატომ არ არის ეს წიგნებში ისტორიის შესახებ? რატომ ამბობენ ამის თაობაზე ასე იშვიათად მასობრივი ინფორმაციის საშუალებები? ნუთუ ასობით ათასი ირლანდიელი მსხვერპლი არ არის გახსენების ღირსი? თუ მათ ისტორიასაც იგივე უნდა დაემართოს რაც მათ ბატონებს სურდათ? სრული გაქრობა, თითქოს ეს ყოველივე არასოდეს მომხდარა? ვერც ერთი დაზარალებულმა ირლანდიელმა ვერ მოახერხა დაბრუნებოდა მშობლიურ ნაპირებს, რათა მოეყოლა თავისი ტანჯვის შესახებ. ეს დაკარგული მონებია, ისინი, ვისაც დავიწყების ფარდა გადააფარა ისტორიამ და ჩასწორებულმა ისტორიის წიგნებმა.

დღეისთვის ბარბადოსის შავკანიან ადგილობრივთა შორის რჩება მომცრო თემი, რომელიც მოიცავს ირლანდიელი მონების შთამომავლებს. ირლანდიელ ყოფილ მონათა თემი წარმოადგენს ჯაჭვებით დაბორკილი კელტი წინაპრების ტრაგიკული მემკვიდრეობის ცოცხალ მოწმობას. შავკანიანი ბარბადოსელები მათ "წითელ ფეხებს" ეძახიან. ეს იმთავითვე დამამცირებელი მეტსახელი იყო და წარმოდგებოდა პირველი თეთრკანიანი მონების წითლად დამწვარი კიდურებისგან, რომლებიც ვერ უძლებდნენ კარიბის ტროპიკულ კლიმატს.

ამჟამად თემი, რომელიც დაახლოებით 400 ადამიანს ითვლის, კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს და წმინდა იოანეს ეკლესიის მრევლს წარმოადგენს. თემი ენერგიულად ეწინააღმდეგება რასობრივ შერევას მრავალრიცხოვან შავკანიან მოსახლეობასთან. ისინი თავს ძირითადად ირჩენენ ნატურალური სოფლის მეურნეობით და თევზაობით. ისინი წარმოადგენენ სიღატაკემდე მიყვანილ ადამიანთა ჯგუფს თანამდეროვე ბარბადოსზე.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

წყარო: მონრეალელი კანადელი ისტორიკოსის სტატია თეთრი მონების სესახებ ამერიკულ კოლონიებში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა