სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნანობს ანდრია გველესიანი?
რას ნანობს ანდრია გველესიანი?

მომ­წონს, რომ ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვარ", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი. ის თა­მა­შობს "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის" არა­ერთ სპექ­ტაკლში, ასე­ვე, სე­რი­ალ­ში "ჩვენ­თან ერ­თად" და იღე­ბენ ფილმში, რო­მელ­ზე ლა­პა­რა­კიც ჯერ არ სურს. რის გამო საყ­ვე­დუ­რო­ბენ, რო­გო­რი უნდა იყოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი გოგო, რო­დის კარ­გავს წო­ნას­წო­რო­ბას, რო­დის იბ­ნე­ვა და რას ფიქ­რობს დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1992 წლის 24 ივ­ლი­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მაშ­ვე­ლი. ეს სფე­რო დღე­საც ძა­ლი­ან მხიბ­ლავს. კი­ნო­მა­ნი ვი­ყა­ვი და რო­მელ ფილ­მსაც ვუ­ყუ­რებ­დი ან რო­მელ სე­რი­ალ­საც ვნა­ხავ­დი, მინ­დო­და, ის გმი­რი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ეკ­რან­ზე და­დე­ბი­თად იყო წარ­მო­ჩე­ნი­ლი. ხმის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­ბრი მაქვს და ერთი პე­რი­ო­დი გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. მერე ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ვი­წყე და ცურ­ვამ გა­მი­ტა­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ფეხ­ბურ­თით და­ვინ­ტე­რეს­დი. 2 წელი მად­რიდ­ში ვცხოვ­რობ­დი. იქ ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი, თან - კო­ლე­ჯში ვსწავ­ლობ­დი. თე­ატ­რის კლა­სი ერ­ქვა, სა­დაც სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბას გვას­წავ­ლიდ­ნენ. ჰოდა, პირ­ვე­ლად თე­ატ­რით იქ "მო­ვი­წამ­ლე", მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბა მი­წევ­და და პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე ბევ­რი აღარ მი­ფიქ­რია, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...კონ­კრე­ტუ­ლად ერთი შე­ფა­სე­ბა არ მახ­სენ­დე­ბა, ზოგი რას ამ­ბობს, ზოგი - რას. ოჯახ­ში რას ამ­ბო­ბენ? მათ ხში­რად ვერც ვნა­ხუ­ლობ. სახ­ლში რომ მივ­დი­ვარ, ვი­ძი­ნებ. მგო­ნია, რომ ჩემ­ზე ყვე­ლა კარ­გს ლა­პა­რა­კობს.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...სიყ­ვა­რუ­ლი შე­მიძ­ლია. ადა­მი­ა­ნებ­ში ამ ნიჭს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი რთუ­ლია. მომ­წონს ის, რომ ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვარ. საქ­მის კე­თე­ბი­სას ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი - რა­საც ვა­კე­თებ, გუ­ლით ვა­კე­თებ.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...აფექ­ტუ­რო­ბა. "აფეთ­ქე­ბე­ბი" მა­ხა­სი­ა­თებს, რაც კარ­გი ნამ­დვი­ლად არ არის.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...ყვე­ლა­ზე მე­ტად, უსა­მარ­თლო­ბას. ჩემ­და­მი უსა­მარ­თლოდ მოქ­ცე­ვა კი­დევ შე­იძ­ლე­ბა, ავი­ტა­ნო, მაგ­რამ ვერც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ვე­რა­ვის ვა­პა­ტი­ებ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი უსა­მარ­თლოდ მო­პყრო­ბას.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა...

- ...ბავ­შვო­ბა­ში, სკო­ლა­ში ვიმ­ღე­რე. იმ­დე­ნად დიდი ხმა მქონ­და, მიკრო­ფო­ნი არ მომ­ცეს, ისე შე­მას­რუ­ლე­ბი­ნეს სიმ­ღე­რა. აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და ბევ­რი თბი­ლი სი­ტყვა მი­ვი­ღე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რის სი­ტყვე­ბიც კი მახ­სოვს: "და­სა­წყი­სი -ოოო, ეს ყვე­ლა­ფე­რია". ეს იყო ჩემი წარ­მა­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­პერ­წკა­ლი.

- სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში შევ­ცვლი­დი.

- ...არა­ფერს შევ­ცვლი­დი. ისე­თე­ბი უნდა ვი­ყოთ, რო­გო­რე­ბიც და­ვი­ბა­დეთ. ვვარ­ჯი­შობ, მუდ­მი­ვად და ბევ­რს ვშრო­მობ. იმე­დია, "ღიპი" არ და­მე­დე­ბა. ჭარ­ბი წო­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ჯერ არ მაქვს.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...რა თქმა უნდა, მსი­ა­მოვ­ნებს. რო­გორც ყვე­ლა მსა­ხი­ობს, აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი მეც მიყ­ვარს. ხე­ლო­ვა­ნი ამით საზ­რდო­ობს, მით უმე­ტეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში.

-

დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...მიყ­ვარს.

- თუ ადა­მი­ა­ნი ერთი და იმა­ვე შეც­დო­მას რამ­დენ­ჯერ­მე და­უშ­ვებს...

- ...სა­ბო­ლო­ოდ, ალ­ბათ ისეთს მი­ვი­ღებ, რო­გო­რი­ცაა.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე...

- ...ვსწავ­ლობ. ვცდი­ლობ, წარ­სუ­ლით არას­დროს ვი­ცხოვ­რო. ჩემ­თვის მთა­ვა­რია ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა გა­ვაც­ნო­ბი­ე­რო და მო­მა­ვალ­ში, როცა იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოვ­ხვდე­ბი, უკვე ერთხელ ჩა­დე­ნი­ლი შეც­დო­მა აღარ გა­ვი­მე­ო­რო.

- სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე მის­წავ­ლია...

- ...ბევ­რი რამ. სხვე­ბის შეც­დო­მებ­ზეც მის­წავ­ლია, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­ზე

გა­მოც­დი­ლი მა­ინც სხვაა.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...აი, ეს "როცა" ბო­ლოს რო­დის იყო, ვე­ღარც კი ვიხ­სე­ნებ. იშ­ვი­ა­თად ვიბ­ნე­ვი. მარ­თვის მოწ­მო­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ავი­ღე. სა­ჭეს­თან პირ­ვე­ლად რომ დავ­ჯე­ქი, მა­ინც და­ვი­ბე­ნი.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...რო­მე­ლი­მე თბილ ქვე­ყა­ნა­ში, მყუდ­რო ად­გილ­ზე, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ძა­ლი­ან რთუ­ლია, გან­მარ­ტო, რა არის. სიყ­ვა­რუ­ლი ღმერ­თია. (პა­უ­ზის შემ­დეგ) ბა­ნა­ლუ­რია, მაგ­რამ ჩემ­თვის ასეა. ეს გრძნო­ბა ღმერ­თთან ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ახ­ლო­ებს.

- პირ­ვე­ლად რომ შე­მიყ­ვარ­და...

- ...იყო სი­გი­ჟე­ე­ბი და ა.შ.

- ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი...

- ...ვარ. ის ჩემი კო­ლე­გა მა­ი­კო ვა­წა­ძეა. ჩვენ ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ახ­ლა­ხან "ბე­დის­წე­რის თე­ატ­რში" სიძე-პა­ტარ­ძლის რო­ლე­ბი ვი­თა­მა­შეთ.

- სა­სურ­ვე­ლი გოგო უნდა იყოს...

- ...ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო. ყვე­ლაფ­რით სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს, კარ­გი­თაც და ცუ­დი­თაც.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...სი­ჯი­უ­ტის გამო.

- ვნა­ნობ, რომ...

- ...დათ­მო­ბა კარ­გი თვი­სე­ბაა, მაგ­რამ ბევ­რჯერ მა­ში­ნაც და­მით­მია, როცა არ უნდა და­მეთ­მო. ისე, რომ დავ­ფიქ­რდე, ამის გამო ვნა­ნობ? შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არც ვა­ნობ. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რას ნანობს ანდრია გველესიანი?

რას ნანობს ანდრია გველესიანი?

მომწონს, რომ ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული ვარ", - ამბობს მსახიობი ანდრია გველესიანი. ის თამაშობს "ახმეტელის თეატრის" არაერთ სპექტაკლში, ასევე, სერიალში "ჩვენთან ერთად" და იღებენ ფილმში, რომელზე ლაპარაკიც ჯერ არ სურს. რის გამო საყვედურობენ, როგორი უნდა იყოს მისთვის სასურველი გოგო, როდის კარგავს წონასწორობას, როდის იბნევა და რას ფიქრობს დაშვებულ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1992 წლის 24 ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მაშველი. ეს სფერო დღესაც ძალიან მხიბლავს. კინომანი ვიყავი და რომელ ფილმსაც ვუყურებდი ან რომელ სერიალსაც ვნახავდი, მინდოდა, ის გმირი გამოვსულიყავი, რომელიც ეკრანზე დადებითად იყო წარმოჩენილი. ხმის ძალიან მაღალი ტემბრი მაქვს და ერთი პერიოდი გადაწყვეტილი მქონდა, კონსერვატორიაში ჩამებარებინა, ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი. მერე ეს ყველაფერი დავივიწყე და ცურვამ გამიტაცა, მოგვიანებით კი ფეხბურთით დავინტერესდი. 2 წელი მადრიდში ვცხოვრობდი. იქ ფეხბურთს ვთამაშობდი, თან - კოლეჯში ვსწავლობდი. თეატრის კლასი ერქვა, სადაც სამსახიობო ოსტატობას გვასწავლიდნენ. ჰოდა, პირველად თეატრით იქ "მოვიწამლე", მერე საქართველოში დავბრუნდი. იმ პერიოდში აბიტურიენტობა მიწევდა და პროფესიულ არჩევანზე ბევრი აღარ მიფიქრია, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კონკრეტულად ერთი შეფასება არ მახსენდება, ზოგი რას ამბობს, ზოგი - რას. ოჯახში რას ამბობენ? მათ ხშირად ვერც ვნახულობ. სახლში რომ მივდივარ, ვიძინებ. მგონია, რომ ჩემზე ყველა კარგს ლაპარაკობს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...სიყვარული შემიძლია. ადამიანებში ამ ნიჭს ძალიან ვაფასებ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია. მომწონს ის, რომ ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული ვარ. საქმის კეთებისას ბოლომდე ვიხარჯები - რასაც ვაკეთებ, გულით ვაკეთებ.

- თვისება, რომელიც არ მომ­წონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...აფექტურობა. "აფეთქებები" მახასიათებს, რაც კარგი ნამდვილად არ არის.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ყველაზე მეტად, უსამართლობას. ჩემდამი უსამართლოდ მოქცევა კიდევ შეიძლება, ავიტანო, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში ვერავის ვაპატიებ საყვარელი ადამიანებისადმი უსამართლოდ მოპყრობას.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ბავშვობაში, სკოლაში ვიმღერე. იმდენად დიდი ხმა მქონდა, მიკროფონი არ მომცეს, ისე შემასრულებინეს სიმღერა. აპლოდისმენტები და ბევრი თბილი სიტყვა მივიღე. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო. კონცერტმაისტერის სიტყვებიც კი მახსოვს: "დასაწყისი -ოოო, ეს ყველაფერია". ეს იყო ჩემი წარმატების პირველი ნაპერწკალი.

- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი.

- ...არაფერს შევცვლიდი. ისეთები უნდა ვიყოთ, როგორებიც დავიბადეთ. ვვარჯიშობ, მუდმივად და ბევრს ვშრომობ. იმედია, "ღიპი" არ დამედება. ჭარბი წონისკენ მიდრეკილება ჯერ არ მაქვს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...რა თქმა უნდა, მსიამოვნებს. როგორც ყველა მსახიობს, აპლოდისმენტები მეც მიყვარს. ხელოვანი ამით საზრდოობს, მით უმეტეს, საქართველოში.

-

დათმობა შემიძლია, თუ...

- ...მიყვარს.

- თუ ადამიანი ერთი და იმავე შეცდომას რამდენჯერმე დაუშვებს...

- ...საბოლოოდ, ალბათ ისეთს მივიღებ, როგორიცაა.

- დაშვებულ შეცდომებზე...

- ...ვსწავლობ. ვცდილობ, წარსულით არასდროს ვიცხოვრო. ჩემთვის მთავარია ჩადენილი ქმედება გავაცნობიერო და მომავალში, როცა იმავე სიტუაციაში მოვხვდები, უკვე ერთხელ ჩადენილი შეცდომა აღარ გავიმეორო.

- საკუთარ შეცდომებზე მისწავლია...

- ...ბევრი რამ. სხვების შეცდომებზეც მისწავლია, მაგრამ საკუთარ თავზე

გამოცდილი მაინც სხვაა.

- ვიბნევი, როცა...

- ...აი, ეს "როცა" ბოლოს როდის იყო, ვეღარც კი ვიხსენებ. იშვიათად ვიბნევი. მართვის მოწმობა რამდენიმე თვის წინ ავიღე. საჭესთან პირველად რომ დავჯექი, მაინც დავიბენი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...რომელიმე თბილ ქვეყანაში, მყუდრო ადგილზე, საყვარელ ადამიანთან ერთად.

- სიყვარული ეს...

- ...ძალიან რთულია, განმარტო, რა არის. სიყვარული ღმერთია. (პაუზის შემდეგ) ბანალურია, მაგრამ ჩემთვის ასეა. ეს გრძნობა ღმერთთან ყველაზე მეტად გაახლოებს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...იყო სიგიჟეები და ა.შ.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ. ის ჩემი კოლეგა მაიკო ვაწაძეა. ჩვენ ჯგუფელები ვიყავით. ახლახან "ბედისწერის თეატრში" სიძე-პატარძლის როლები ვითამაშეთ.

- სასურველი გოგო უნდა იყოს...

- ...ჩემთვის საინტერესო. ყველაფრით საინტერესო უნდა იყოს, კარგითაც და ცუდითაც.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სიჯიუტის გამო.

- ვნანობ, რომ...

- ...დათმობა კარგი თვისებაა, მაგრამ ბევრჯერ მაშინაც დამითმია, როცა არ უნდა დამეთმო. ისე, რომ დავფიქრდე, ამის გამო ვნანობ? შეიძლება ითქვას, არც ვანობ. ამ ყველაფერზე ბევრი რამ ვისწავლე.  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება