მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორც იქნა, ღირსეულად წავაგეთ
როგორც იქნა, ღირსეულად წავაგეთ

11 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თელ­თა ნაკ­რებ­მა ეს­ტო­ნე­თის ფეხ­ბურ­თელ­თა ნაკ­რებ­თან ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი გა­მარ­თა. ეს­ტო­ნელ­თა ნაკ­რე­ბის პრო­ფი­ლი იმი­ტომ და­ვა­კონ­კრე­ტე, რომ თა­მა­შის დროს, 20-25 წუ­თი­დან ჩარ­თულ მა­ყუ­რე­ბელს ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თა­მა­ში ეგო­ნე­ბო­და. არა­და შოტ­ლან­დი­ას­თან მო­გე­ბის და გერ­მა­ნი­ას­თან საკ­მა­ოდ კარ­გი თა­მა­შის მერე, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მი­ნი­მუმ ფრეს მა­ინც ელო­და, თა­ნაც ეს­ტო­ნეთ­თან, რო­მელ­მაც ევრო 2016-ის შე­სარ­ჩევ ტურ­ნირ­ზე მხო­ლოდ 4 გო­ლის გა­ტა­ნა მო­ა­ხერ­ხა. კახი ცხა­და­ძის ხელ­ში ასე­თი უსუ­სუ­რი თა­მა­ში ეროვ­ნულ ნაკ­რებს ჯერ არ ჩა­უ­ტა­რე­ბია, პო­ლო­ნეთ­თან 0-4 წა­გე­ბულ თა­მაშ­შიც კი უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ.

სხვა­თა შო­რის, ეს­ტო­ნე­ლებ­მა საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რად შე­ას­რუ­ლეს ჰიმ­ნი, ჩემ ბავ­შვო­ბა­ში ელე­მენტზე მო­მუ­შა­ვე მაგ­ნი­ტო­ფონს, ბა­ტა­რია რომ და­უჯ­დე­ბო­და და ნელა უკ­რავ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ეგრე იმ­ღე­რეს ჰიმ­ნი, მა­შინ მიყო გულ­მა რე­ჩხი, ესე­ნი ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის მო­დუ­ნე­ბას ხომ არ ცდი­ლო­ბენ-მეთ­ქი და ეგრე აგიხ­დეს ყვე­ლა­ფე­რი.

მი­უ­ხე­და­ვად წა­გე­ბუ­ლი მატ­ჩი­სა, და­უ­ნა­ხა­ვი უნდა იყო ადა­მი­ა­ნი რომ ვერ შე­ამ­ჩნიო ის ათწუ­თი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი, რო­დე­საც მე­ტო­ქეს ზე­დი­ზედ რამ­დე­ნი­მე კუ­თხუ­რი ჩა­ვუ­წო­დეთ და სა­კუ­თარ კარ­თან მი­ვა­ჯაჭ­ვეთ. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ამი­რა­ნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ეს­ტო­ნე­ლებ­მა ჯაჭ­ვე­ბი ისე მალე და­წყვი­ტეს, რომ ფი­ნია, რო­მელ­საც ჯაჭ­ვი უნდა ელო­კა, რათა ლოკ­ვით გა­ე­ლია, უსაქ­მუ­რად და­ტო­ვეს, სწო­რედ ისე, რო­გორც ჩვე­ნი დაც­ვა.

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ მას­პინ­ძლო­ბა­ში ბა­და­ლი არ გვყავს და რომ ყვე­ლა სტუ­მა­რი ისე გრძნობს ჩვენ­თან თავს, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში. დიახ, ეს­ტო­ნე­ლი თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ჩვენს სა­ჯა­რი­მო­ში ყვე­ლა­ფერს ისე აკე­თებ­დნენ, რო­გორც გა­უ­ხარ­დე­ბო­დათ. ჩვე­ნე­ბი ძი­რი­თად დროს მა­რან­ში ატა­რებ­დნენ, სტუმ­რის­თვის ღვი­ნის ამო­სა­ტა­ნად. ასე იმი­ტომ მგო­ნია, რომ სა­ჯა­რი­მო­ში არ იყ­ვნენ და სხვა­გან სად უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ?!

უკვე მე­რამ­დე­ნედ ხდე­ბა, რომ პირ­ვე­ლი ტა­ი­მის მერე, რო­მე­ლიც 0-0-ით სრულ­დე­ბა, მე­ო­რე ტა­იმ­ში ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და­უშ­ვე­ბელ შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ და სა­ბო­ლო­ოდ სა­მარ­ცხვი­ნოდ მარ­ცხდე­ბი­ან. რა­ტომ­ღაც ერთი ფიქ­რი ამეკ­ვი­ა­ტა - ალ­ბათ ჰგო­ნი­ათ რომ თა­მა­ში 45 წუთი გრძელ­დე­ბა, ხოლო მე­ო­რე ტა­ი­მი მხო­ლოდ გარ­თო­ბა და ვარ­ჯი­შია, სა­დაც გა­ტა­ნილ გოლს არა­ვი­თა­რი აზრი არ აქვს.

ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლოთ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა იმ­დე­ნად ცუ­დად ითა­მა­შა, გოგი თო­ფა­ძის და თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა ერ­თად გა­და­ფა­რა, ეს კი ისე­თი­ვე რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მეა, რო­გორც ცე­ცხლთან შიშ­ვე­ლი ხე­ლით ბრძო­ლა. ამი­ტომ ბი­ჭე­ბი ქე­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია, რო­დე­საც შენი გუნ­დის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ირო­ნი­ით წერ. ძა­ლი­ან მინ­და კარ­გის და­ნახ­ვა, მაგ­რამ ეს­ტო­ნეთ­თან თა­მაშ­ში კარ­გის და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან კარ­გი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, გარ­და იმი­სა, რომ რო­გორც იქნა, ღირ­სე­უ­ლად წა­ვა­გეთ, თო­რემ ამო­ვი­და ყელ­ში ამ­დე­ნი და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი წა­გე­ბე­ბი.

ისე, რა უიღ­ბლოა კახი ცხა­და­ძე, ისეთ თა­მა­შებ­ში შე­მო­იყ­ვა­ნა ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი, სა­დაც მისი შე­მოს­ვლის არა­ვი­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბა არ იყო, გუ­შინ სა­ერ­თოდ არ შე­მო­იყ­ვა­ნა, მე­ტიც, გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლიც არ ყო­ლია, არა­და და­აბ­რა­ლებ­და კაცი წა­გე­ბას.

პ.ს. მალე ალ­ბა­ნეთ­თან გვი­წევს თა­მა­ში, იმე­დია ამ სტა­ტი­ი­სა­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლის და­წე­რა მო­მი­წევს, რად­გან ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი, "ჩა­საფ­რე­ბუ­ლებს" სა­კუ­თა­რი მა­გა­რი თა­მა­შით გაგ­ვა­ჩუ­მე­ბენ.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

როგორც იქნა, ღირსეულად წავაგეთ

როგორც იქნა, ღირსეულად წავაგეთ

11 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ესტონეთის ფეხბურთელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა. ესტონელთა ნაკრების პროფილი იმიტომ დავაკონკრეტე, რომ თამაშის დროს, 20-25 წუთიდან ჩართულ მაყურებელს ორი განსხვავებული სპორტის წარმომადგენელთა თამაში ეგონებოდა. არადა შოტლანდიასთან მოგების და გერმანიასთან საკმაოდ კარგი თამაშის მერე, გულშემატკივარი მინიმუმ ფრეს მაინც ელოდა, თანაც ესტონეთთან, რომელმაც ევრო 2016-ის შესარჩევ ტურნირზე მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა. კახი ცხადაძის ხელში ასეთი უსუსური თამაში ეროვნულ ნაკრებს ჯერ არ ჩაუტარებია, პოლონეთთან 0-4 წაგებულ თამაშშიც კი უკეთ გამოიყურებოდნენ.

სხვათა შორის, ესტონელებმა საკმაოდ უცნაურად შეასრულეს ჰიმნი, ჩემ ბავშვობაში ელემენტზე მომუშავე მაგნიტოფონს, ბატარია რომ დაუჯდებოდა და ნელა უკრავდა, დაახლოებით ეგრე იმღერეს ჰიმნი, მაშინ მიყო გულმა რეჩხი, ესენი ჩვენი ბიჭების მოდუნებას ხომ არ ცდილობენ-მეთქი და ეგრე აგიხდეს ყველაფერი.

მიუხედავად წაგებული მატჩისა, დაუნახავი უნდა იყო ადამიანი რომ ვერ შეამჩნიო ის ათწუთიანი მონაკვეთი, როდესაც მეტოქეს ზედიზედ რამდენიმე კუთხური ჩავუწოდეთ და საკუთარ კართან მივაჯაჭვეთ. ჩვენდა სამწუხაროდ, ამირანისაგან განსხვავებით, ესტონელებმა ჯაჭვები ისე მალე დაწყვიტეს, რომ ფინია, რომელსაც ჯაჭვი უნდა ელოკა, რათა ლოკვით გაელია, უსაქმურად დატოვეს, სწორედ ისე, როგორც ჩვენი დაცვა.

გუშინ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მასპინძლობაში ბადალი არ გვყავს და რომ ყველა სტუმარი ისე გრძნობს ჩვენთან თავს, როგორც საკუთარ სახლში. დიახ, ესტონელი თავდამსხმელები ჩვენს საჯარიმოში ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც გაუხარდებოდათ. ჩვენები ძირითად დროს მარანში ატარებდნენ, სტუმრისთვის ღვინის ამოსატანად. ასე იმიტომ მგონია, რომ საჯარიმოში არ იყვნენ და სხვაგან სად უნდა წასულიყვნენ?!

უკვე მერამდენედ ხდება, რომ პირველი ტაიმის მერე, რომელიც 0-0-ით სრულდება, მეორე ტაიმში ჩვენი ფეხბურთელები დაუშვებელ შეცდომებს უშვებენ და საბოლოოდ სამარცხვინოდ მარცხდებიან. რატომღაც ერთი ფიქრი ამეკვიატა - ალბათ ჰგონიათ რომ თამაში 45 წუთი გრძელდება, ხოლო მეორე ტაიმი მხოლოდ გართობა და ვარჯიშია, სადაც გატანილ გოლს არავითარი აზრი არ აქვს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საქართველოს ნაკრებმა იმდენად ცუდად ითამაშა, გოგი თოფაძის და თამაზ მეჭიაურის ყველა განცხადება ერთად გადაფარა, ეს კი ისეთივე რთული გასაკეთებელი საქმეა, როგორც ცეცხლთან შიშველი ხელით ბრძოლა. ამიტომ ბიჭები ქებას იმსახურებენ.

რეალურად, ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც შენი გუნდის შესახებ მხოლოდ ირონიით წერ. ძალიან მინდა კარგის დანახვა, მაგრამ ესტონეთთან თამაშში კარგის დანახვა შეუძლებელია, რადგან კარგი არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ როგორც იქნა, ღირსეულად წავაგეთ, თორემ ამოვიდა ყელში ამდენი დაუმსახურებელი წაგებები.

ისე, რა უიღბლოა კახი ცხადაძე, ისეთ თამაშებში შემოიყვანა ზურაბ ხიზანიშვილი, სადაც მისი შემოსვლის არავითარი საჭიროება არ იყო, გუშინ საერთოდ არ შემოიყვანა, მეტიც, გამოძახებულიც არ ყოლია, არადა დააბრალებდა კაცი წაგებას.

პ.ს. მალე ალბანეთთან გვიწევს თამაში, იმედია ამ სტატიისაგან რადიკალურად განსხვავებულის დაწერა მომიწევს, რადგან ჩვენი ბიჭები, "ჩასაფრებულებს" საკუთარი მაგარი თამაშით გაგვაჩუმებენ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია