პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეძლებს თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოსახლებას
შეძლებს თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოსახლებას

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იქად­ნე­ბა, რომ მალე სა­სახ­ლი­დან პრე­ზი­დენტს ძა­ლით გა­მო­ა­სახ­ლე­ბენ. მარ­გვე­ლაშ­ვილს რე­ზი­დენ­ცი­ის და­ტო­ვე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს, სურს მას ეს თუ არა, გა­ნა­ცხა­და გუ­შინ ექ­სპრე­მი­ერ­მა. მარ­თა­ლია, იუ­რის­ტე­ბის თქმით, სა­მარ­თლებ­რი­ვად ამის ბერ­კე­ტი მთავ­რო­ბას გა­აჩ­ნია, მაგ­რამ პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, რომ ეს "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საკ­მა­ოდ ძვი­რად და­უჯ­დე­ბა. რე­ზი­დენ­ცია სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­უძ­ლია მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის მისი ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ. მან­ვე უნდა და­ად­გი­ნოს თუ სად გა­ნაგ­რძობს იგი მოღ­ვა­წე­ო­ბას. თუკი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი რე­ზი­დენ­ცი­ას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით არ და­ტო­ვებს, იძუ­ლე­ბით აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ აგე­ბულ სა­სახ­ლე­ში შეს­ვლის გამო ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტს ყვე­ლა სა­ჯა­რო გა­მოს­ვლი­სას აკ­რი­ტი­კებს. შემ­თხვე­ვა ხე­ლი­დან არც გუ­შინ გა­უშ­ვია, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას პრე­ზი­დენ­ტის უარს ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ცი­ნიზ­მის ძა­ლი­ან მა­ღალ დონე" უწო­და", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით - "შეძ­ლებს თუ არა მთავ­რო­ბა პრე­ზი­დენ­ტის გა­მო­სახ­ლე­ბას".

"მთა­ვა­რი, რა­საც მე ვხე­დავ, არის ის, რომ ყვე­ლამ უნდა და­იც­ვას კა­ნო­ნი, პა­ტი­ვი სცეს ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს. პირ­ველ რიგ­ში, პრე­ზი­დენ­ტმა... რა თქმა უნდა, ეს უნდა დას­რულ­დეს და დას­რულ­დე­ბა, მას ეს სურს თუ არ სურს. სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­მწი­ფო უნდა იყოს და სტრუქ­ტუ­რებ­მა თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. თა­ვის დრო­ზე მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქმე­დე­ბის­გან თავს შე­ი­კა­ვებს. ეგ დროც დად­გე­ბა," - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. იუ­რის­ტე­ბი იმ პრო­ცე­დუ­რებს გან­მარ­ტა­ვენ, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნის­თვი­საა სა­ჭი­რო და ამ­ბო­ბენ, რომ თუკი მთავ­რო­ბა ამას მო­ინ­დო­მებს, მი­აღ­წევს კი­დეც.

"იუ­რის­ტი პა­ა­ტა შა­ვა­ძე ამ­ბობს, რომ მთავ­რო­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, თუ სად უნდა ას­რუ­ლებ­დეს პრე­ზი­დენ­ტი თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას და რო­მელ შე­ნო­ბა­საც გა­მო­უ­ყოფს, პრე­ზი­დენ­ტი იმას უნდა დას­ჯერ­დეს. "პრე­ზი­დენტს არ აქვს უფ­ლე­ბა, გა­ჯი­ნი­ან­დეს და იქი­დან გა­მოს­ვლა­ზე უარი თქვას. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სათ­ვის კი სა­მარ­თლებ­რი­ვად ყვე­ლა ბერ­კე­ტი არ­სე­ბობს. თუკი მთავ­რო­ბა მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ პრე­ზი­დენ­ტმა სა­სახ­ლე უნდა და­ტო­ვოს, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად უნდა აღ­სრულ­დეს. კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბას წინ პრე­ზი­დენ­ტიც კი ვერ აღუდ­გე­ბა. შე­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბაა და მთავ­რო­ბას შე­უძ­ლია, იგი სა­მარ­თლებ­რი­ვი ხერ­ხით გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლოს და მე­სა­კუთ­რეს - სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­ა­ბა­როს," - ამ­ბობს შა­ვა­ძე.

"გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, ად­ვო­კა­ტი: "ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა უბ­რა­ლოდ და­ად­გი­ნოს, რომ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია ამა და ამ მი­სა­მარ­თზე უნდა იყოს. აღ­სრუ­ლე­ბაც ჩვე­უ­ლებ­რივ მოხ­დე­ბა, პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, კა­ნონს და­ე­მორ­ჩი­ლოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ძა­ლით გა­მო­სახ­ლე­ბის სცე­ნაც კი ვნა­ხოთ. თუმ­ცა, სა­მარ­ცხვი­ნო იქ­ნე­ბა, აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრე­ზი­დენ­ტი სა­სახ­ლი­დან ძა­ლით გა­მო­ა­სახ­ლოს. ეს მთე­ლი ქვეყ­ნი­სათ­ვი­საა ცუდი."

"პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის გარ­შე­მო შექ­მნილ ამ ხან­გრძლივ აჟი­ო­ტაჟს "სა­მარ­ცხვი­ნოს" უწო­დებს პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძე და ამ­ბობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ვნებს რო­გორც მმარ­თვე­ლი გუნ­დის, ისე ქვეყ­ნის იმიჯ­სა და სა­ხეს. ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბით და­კა­ვე­ბას ურ­ჩევს. "არ მგო­ნია, ეს ქვეყ­ნი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი იყოს. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უმუ­შევ­რო­ბა ყვა­ვის, სი­ღა­ტა­კეა, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა ყო­ველ­დღე უფა­სურ­დე­ბა და ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა, და­ვი­ჯე­რო, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, თუ რო­მელ შე­ნო­ბა­ში იჯ­დე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი? მმარ­თვე­ლი პარ­ტია და­ნა­სის­ხლა­დაა გა­და­კი­დე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, ახალ პრე­ზი­დენ­ტსაც, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ქვე­ყა­ნას სა­ხელს უტეხს. რომ ამ­ბო­ბენ, ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცია უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლად უნდა გა­და­კეთ­დე­სო, არა­გო­ნივ­რუ­ლია, რად­გან გა­და­კე­თე­ბა იმ­ხე­ლა ფასი დაჯ­დე­ბა, რომ სჯობს, სა­ერ­თოდ ახა­ლი აა­შე­ნონ, დიდი სხვა­ო­ბა არ იქ­ნე­ბა," - აცხა­დებს ცინ­ცა­ძე.

შეძლებს თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოსახლებას

შეძლებს თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოსახლებას

"ბიძინა ივანიშვილი იქადნება, რომ მალე სასახლიდან პრეზიდენტს ძალით გამოასახლებენ. მარგველაშვილს რეზიდენციის დატოვება აუცილებლად მოუწევს, სურს მას ეს თუ არა, განაცხადა გუშინ ექსპრემიერმა. მართალია, იურისტების თქმით, სამართლებრივად ამის ბერკეტი მთავრობას გააჩნია, მაგრამ პოლიტოლოგები იმაზე მიანიშნებენ, რომ ეს "ოცნების" ხელისუფლებას საკმაოდ ძვირად დაუჯდება. რეზიდენცია სახელმწიფოს საკუთრებაა, შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პრეზიდენტისათვის მისი ჩამორთმევის შესახებ. მანვე უნდა დაადგინოს თუ სად განაგრძობს იგი მოღვაწეობას. თუკი მარგველაშვილი რეზიდენციას საკუთარი სურვილით არ დატოვებს, იძულებით აღსრულების პროცესი დაიწყება. სააკაშვილის მიერ აგებულ სასახლეში შესვლის გამო ივანიშვილი პრეზიდენტს ყველა საჯარო გამოსვლისას აკრიტიკებს. შემთხვევა ხელიდან არც გუშინ გაუშვია, როდესაც ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის უარს ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით "ცინიზმის ძალიან მაღალ დონე" უწოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით - "შეძლებს თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოსახლებას".

"მთავარი, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი, პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს. პირველ რიგში, პრეზიდენტმა... რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს თუ არ სურს. სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა თავისი უფლებამოსილება უნდა განახორციელონ. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. ეგ დროც დადგება," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. იურისტები იმ პროცედურებს განმარტავენ, რომელიც პრეზიდენტის სასახლიდან გამოყვანისთვისაა საჭირო და ამბობენ, რომ თუკი მთავრობა ამას მოინდომებს, მიაღწევს კიდეც.

"იურისტი პაატა შავაძე ამბობს, რომ მთავრობის გადასაწყვეტია, თუ სად უნდა ასრულებდეს პრეზიდენტი თავის საქმიანობას და რომელ შენობასაც გამოუყოფს, პრეზიდენტი იმას უნდა დასჯერდეს. "პრეზიდენტს არ აქვს უფლება, გაჯინიანდეს და იქიდან გამოსვლაზე უარი თქვას. მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კი სამართლებრივად ყველა ბერკეტი არსებობს. თუკი მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტმა სასახლე უნდა დატოვოს, ეს გადაწყვეტილება ჩვეულებრივად უნდა აღსრულდეს. კანონის აღსრულებას წინ პრეზიდენტიც კი ვერ აღუდგება. შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა და მთავრობას შეუძლია, იგი სამართლებრივი ხერხით გამოათავისუფლოს და მესაკუთრეს - სახელმწიფოს ჩააბაროს," - ამბობს შავაძე.

"გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი: "ამისათვის საჭიროა, მინისტრთა კაბინეტმა უბრალოდ დაადგინოს, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ამა და ამ მისამართზე უნდა იყოს. აღსრულებაც ჩვეულებრივ მოხდება, პრეზიდენტი ვალდებული იქნება, კანონს დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ისაა გამორიცხული, ძალით გამოსახლების სცენაც კი ვნახოთ. თუმცა, სამარცხვინო იქნება, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პრეზიდენტი სასახლიდან ძალით გამოასახლოს. ეს მთელი ქვეყნისათვისაა ცუდი."

"პრეზიდენტის სასახლის გარშემო შექმნილ ამ ხანგრძლივ აჟიოტაჟს "სამარცხვინოს" უწოდებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ვნებს როგორც მმართველი გუნდის, ისე ქვეყნის იმიჯსა და სახეს. ის ხელისუფლებას უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებით დაკავებას ურჩევს. "არ მგონია, ეს ქვეყნისათვის ყველაზე პრინციპული საკითხი იყოს. ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა ყვავის, სიღატაკეა, ეროვნული ვალუტა ყოველდღე უფასურდება და ფასები იზრდება, დავიჯერო, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელ შენობაში იჯდება მარგველაშვილი? მმართველი პარტია დანასისხლადაა გადაკიდებული "ნაციონალურ მოძრაობას", ყოფილ პრეზიდენტს, ახალ პრეზიდენტსაც, ეს ყველაფერი კი ქვეყანას სახელს უტეხს. რომ ამბობენ, ავლაბრის რეზიდენცია უმაღლეს სასწავლებლად უნდა გადაკეთდესო, არაგონივრულია, რადგან გადაკეთება იმხელა ფასი დაჯდება, რომ სჯობს, საერთოდ ახალი ააშენონ, დიდი სხვაობა არ იქნება," - აცხადებს ცინცაძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."