სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც ილიაუნშია გადაღებული და მასზე ღვთისმშობელია გამოსახული. ნახატზე ღვთისმშობელი თავს იკლავს. როგორც ფოტოს გამომქვეყნებელმა განგვიცხადა, ნახატი ლია უკლებას ეკუთვნის და ის ილიაუნში 24-25 ოქტომბრის კონფერენციის ფარგლებში გამოფინეს.
თვითმკვლელ ღვთისმშობელს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, სტუდენტები აღშფოთდნენ. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ეს დირბის ღვთისმშობლის კარიკატურაა, რომელიც ავტორმა 17 მაისის მოვლენებს მიუძღვნა.
ბერდია ბერიძე, სტუდენტი:
"ღვთისმშობელი თავს იკლავს ილიაუნიში"
გასაგებია, რომ ვსწავლობთ ლიბერალურ უნივერსიტეტში, თუმცა რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა ჩემთვის იგივე გაუნათლებლობაა და უგუნურობაა, როგორც რელიგიური ფანატიზმი, რელიგიის და მამაოების გაფეტიშება. უბრალოდ, არ შეიძლება სხვის სიწმინდეს ასეთი სახით შეეხო. არ ვიცი სურათის შინაარსი, თუმცა ფორმა მიუღებელია ჩემთვის და ბევრი სტუდენტისთვის, ალბათ. სამწუხაროა, რომ ილიაუნიში ხდება ეს.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE