Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძმები მარგველაშვილების საქმიანი ტანდემი
ძმები მარგველაშვილების საქმიანი ტანდემი

გა­და­ცე­მა ბიზ­ნეს PRESS-მა ერ­თდრო­უ­ლად ორ სტუ­მარს, კომ­პა­ნია"თბილ­ღვი­ნოს" დამ­ფუძ­ნებ­ლებს - გი­ორ­გი და ზუ­რაბ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლებს უმას­პინ­ძლა. ამ ბიზ­ნესს ძმე­ბი უძღვე­ბი­ან, თა­ვის დრო­ზე ერ­თმა მარ­კე­ტინ­გი და მე­ნე­ჯმენ­ტი შე­ის­წავ­ლა, მე­ო­რემ კი ღვი­ნის ტექ­ნო­ლო­გია. შემ­დეგ ძა­ლე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნეს და ღვი­ნის კომ­პა­ნი­ას ჩა­უდ­გნენ სა­თა­ვე­ში. რო­გორ შედ­გა ძმე­ბის საქ­მი­ა­ნი ტან­დე­მი, რამ­დე­ნი იყო სას­ტარ­ტო თან­ხა და რა არის ქარ­თულ ღვი­ნო­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - ამის შე­სა­ხებ მკი­თხვე­ლი გა­და­ცე­მის ბეჭ­დუ­რი ვერ­სი­ი­დან შე­ი­ტყობს.

- რო­გორ შედ­გა თქვე­ნი საქ­მი­ა­ნი ტან­დე­მი? რო­დის და­ი­წყეთ ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა, ვისი იდეა იყო?

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი: ზურა პრო­ფე­სი­ით მეღ­ვი­ნეა, გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი. სტა­ჟი­რე­ბა­ზე იყო კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და მისი პირ­ვე­ლი­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა მეღ­ვი­ნე­ო­ბით და­ი­წყო. მე მარ­კე­ტინ­გი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის გან­ხრით ვსწავ­ლობ­დი სა­ზღვარ­გა­რეთ. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი და ჩემი გან­ხრით ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო დამ­თხვე­ვა მოხ­და. მსოფ­ლიო ბან­კის სა­წარ­მო­თა რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის მხარ­და­ჭე­რის პრო­ექ­ტში, ზუს­ტად ისეთ სა­წარ­მო­ებს უწევ­დნენ კონ­სულ­ტა­ცი­ებს, რო­გორ­შიც იმ დრო­ის­თვის ზურა მოღ­ვა­წე­ობ­და, კერ­ძოდ, "თბილ­ღვი­ნო­ში". ეს იყო ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა, რო­მელ­საც ჰქონ­და დიდი ის­ტო­რია, თუმ­ცა იმ მო­მენ­ტის­თვის, რო­გორც მრა­ვალ­მა პოსტსაბ­ჭო­თა სა­წარ­მომ, ვერ მო­ახ­დი­ნა ეფექ­ტუ­რი ადაპ­ტი­რე­ბა სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პებ­ზე და კომ­პა­ნია რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებ­და. პირ­ველ ეტაპ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ებ­ში ვმოღ­ვა­წე­ობ­დით, პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ნაკ­ვე­თა მოხ­და. ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ი­ა­რა ამ პრო­ექ­ტმა. კომ­პა­ნია გა­მო­ვი­და იმ ნუ­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლი­დან, კრი­ზი­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და აღ­მას­ვლა და­ი­წყო. შემ­დეგ უკვე ზუ­რას ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, რომ ჩემი დრო­ის მთე­ლი რე­სურ­სით გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი "თბილ­ღვი­ნო­ში".

- ბა­ტონ ზუ­რაბს მინ­და ვკი­თხო: თქვენ გა­მო­ის­ყი­დეთ "თბილ­ღვი­ნოს" ქარ­ხა­ნა პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში...

ზუ­რაბ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი: საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და გრძე­ლი პრო­ცე­სი იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 90-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა, აუქ­ცი­ო­ნე­ბის წე­სით გა­ე­ყი­და მთე­ლი რიგი ქო­ნე­ბა და მათ შო­რის, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "თბილ­ღვი­ნო". ჩვე­ნი პირ­ვე­ლი წილი აქ­ცი­ე­ბი­სა აუქ­ცი­ონ­ზე შე­ვი­ძი­ნეთ, ამ შე­ძე­ნი­ლი წი­ლით ჩვენ გავ­ხდით ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი აქ­ცი­ო­ნე­რი და ნელ-ნელა და­ვი­წყეთ რთუ­ლი ეტა­პი...

- მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ძმებს შო­რის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა არ ყო­ფი­ლა?

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი: კი, რო­გორ არა. თუმ­ცა უფრო მეტი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა წარ­სულ­ში იყო. ახლა უფრო თან­მხვედ­რია ჩვე­ნი აზ­რე­ბი, მაგ­რამ დღემ­დე, მთელ რიგ სა­კი­თხებ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი გვაქვს.

- კონ­სენ­სუ­სამ­დე რო­გორ მი­დი­ხართ?

ზუ­რაბ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი: მსჯე­ლო­ბი­თა და არ­გუ­მენ­ტა­ცი­ე­ბით.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბაა, რომ ერთ ბიზ­ნეს­ში არა თუ ძმე­ბი, არა­მედ მე­გობ­რე­ბიც არ უნდა იყ­ვნენ, რად­გან საქ­მე გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ურ­თი­ერ­თო­ბებს აფუ­ჭებს.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი: არის ამა­ში სი­მარ­თლე. რო­დე­საც ადა­მი­ან­თან არ გა­კავ­ში­რებს არც ნა­თე­სა­უ­რი, არც ახლო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, მას­თან პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა ნაკ­ლებ ემო­ცი­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. იმ ადა­მი­ან­თან მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ულ სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლობ და მისი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი შენ­ში ძვრას არ იწ­ვევს. რო­დე­საც უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვი ან მე­გო­ბა­რია, უფრო რე­აქ­ტი­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყო ემო­ცი­უ­რად, როცა რა­ღა­ცა­ზე ვერ თან­ხმდე­ბი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ძმები მარგველაშვილების საქმიანი ტანდემი

ძმები მარგველაშვილების საქმიანი ტანდემი

გადაცემა ბიზნეს PRESS-მა ერთდროულად ორ სტუმარს, კომპანია"თბილღვინოს" დამფუძნებლებს - გიორგი და ზურაბ მარგველაშვილებს უმასპინძლა. ამ ბიზნესს ძმები უძღვებიან, თავის დროზე ერთმა მარკეტინგი და მენეჯმენტი შეისწავლა, მეორემ კი ღვინის ტექნოლოგია. შემდეგ ძალები გააერთიანეს და ღვინის კომპანიას ჩაუდგნენ სათავეში. როგორ შედგა ძმების საქმიანი ტანდემი, რამდენი იყო სასტარტო თანხა და რა არის ქართულ ღვინოში ყველაზე მთავარი - ამის შესახებ მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.

- როგორ შედგა თქვენი საქმიანი ტანდემი? როდის დაიწყეთ ერთობლივი საქმიანობა, ვისი იდეა იყო?

გიორგი მარგველაშვილი: ზურა პროფესიით მეღვინეა, განათლება საქართველოში, აგრარულ უნივერსიტეტში აქვს მიღებული. სტაჟირებაზე იყო კალიფორნიაში, შეერთებულ შტატებში და მისი პირველივე გამოცდილება მეღვინეობით დაიწყო. მე მარკეტინგისა და მენეჯმენტის განხრით ვსწავლობდი საზღვარგარეთ. სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დავბრუნდი და ჩემი განხრით ვმუშაობდი, მაგრამ საინტერესო დამთხვევა მოხდა. მსოფლიო ბანკის საწარმოთა რეკონსტრუქციისა და მენეჯმენტის მხარდაჭერის პროექტში, ზუსტად ისეთ საწარმოებს უწევდნენ კონსულტაციებს, როგორშიც იმ დროისთვის ზურა მოღვაწეობდა, კერძოდ, "თბილღვინოში". ეს იყო ღვინის წარმოება, რომელსაც ჰქონდა დიდი ისტორია, თუმცა იმ მომენტისთვის, როგორც მრავალმა პოსტსაბჭოთა საწარმომ, ვერ მოახდინა ეფექტური ადაპტირება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე და კომპანია რესტრუქტურიზაციას საჭიროებდა. პირველ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სფეროებში ვმოღვაწეობდით, პროფესიული თანაკვეთა მოხდა. ძალიან წარმატებულად ჩაიარა ამ პროექტმა. კომპანია გამოვიდა იმ ნულოვანი წერტილიდან, კრიზისული მდგომარეობიდან და აღმასვლა დაიწყო. შემდეგ უკვე ზურას ინიციატივა იყო, რომ ჩემი დროის მთელი რესურსით გადმოვსულიყავი "თბილღვინოში".

- ბატონ ზურაბს მინდა ვკითხო: თქვენ გამოისყიდეთ "თბილღვინოს" ქარხანა პრივატიზაციის პროცესში...

ზურაბ მარგველაშვილი: საკმაოდ საინტერესო და გრძელი პროცესი იყო. მოგეხსენებათ, 90-იანი წლების შუა პერიოდში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, აუქციონების წესით გაეყიდა მთელი რიგი ქონება და მათ შორის, სააქციო საზოგადოება "თბილღვინო". ჩვენი პირველი წილი აქციებისა აუქციონზე შევიძინეთ, ამ შეძენილი წილით ჩვენ გავხდით ყველაზე მსხვილი აქციონერი და ნელ-ნელა დავიწყეთ რთული ეტაპი...

- მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქმესთან დაკავშირებით ძმებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა?

გიორგი მარგველაშვილი: კი, როგორ არა. თუმცა უფრო მეტი აზრთა სხვადასხვაობა წარსულში იყო. ახლა უფრო თანმხვედრია ჩვენი აზრები, მაგრამ დღემდე, მთელ რიგ საკითხებზე განსხვავებული აზრები გვაქვს.

- კონსენსუსამდე როგორ მიდიხართ?

ზურაბ მარგველაშვილი: მსჯელობითა და არგუმენტაციებით.

- გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ერთ ბიზნესში არა თუ ძმები, არამედ მეგობრებიც არ უნდა იყვნენ, რადგან საქმე გარკვეულ ეტაპზე ურთიერთობებს აფუჭებს.

გიორგი მარგველაშვილი: არის ამაში სიმართლე. როდესაც ადამიანთან არ გაკავშირებს არც ნათესაური, არც ახლო მეგობრული ურთიერთობა, მასთან პროფესიული თანაარსებობა ნაკლებ ემოციებთან არის დაკავშირებული. იმ ადამიანთან მხოლოდ პროფესიულ საკითხებზე მსჯელობ და მისი განსხვავებული აზრი შენში ძვრას არ იწვევს. როდესაც უახლოესი ნათესავი ან მეგობარია, უფრო რეაქტიული შეიძლება იყო ემოციურად, როცა რაღაცაზე ვერ თანხმდები.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია