პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიის ეკონომიკური "სასწაული"
გერმანიის ეკონომიკური "სასწაული"

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კა პრაქ­ტი­კუ­ლად დან­გრე­უ­ლი იყო. ომმა, ჰიტ­ლე­რის დე­და­მი­წის გა­დაწ­ვის პო­ლი­ტი­კის მი­ხედ­ვით, შე­ნო­ბე­ბის 20 პრო­ცენ­ტი გა­ა­ნად­გუ­რა. 1947 წელს ერ­თე­ულ მო­სახ­ლე­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბა 1938 წლის დო­ნის მხო­ლოდ 51 პრო­ცენ­ტი იყო. სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი რა­ცი­ო­ნი დღე­ში 1,040 და 1,550 კა­ლო­რი­ას შე­ად­გენ­და. 1947 წელს სამ­რეწ­ვე­ლო წარ­მო­ე­ბის შე­დე­გე­ბი 1938 წლის მაჩ­ვე­ნებ­ლის მხო­ლოდ მე­სა­მე­დი იყო. გარ­და ამი­სა, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­ი­ხო­ცა. ექ­სპერ­ტებს კი მი­აჩ­ნდათ, რომ გერ­მა­ნია აშშ-ის კე­თილ­დღე­ო­ბის სა­ხელ­მწი­ფოს სარ­ჩე­ნი გახ­დე­ბო­და. მაგ­რამ, ოცი წლის შემ­დეგ გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კა მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ნა­წი­ლის შურს იწ­ვევ­და. ხოლო ომი­დან ათ წელ­ზე უფრო ნაკ­ლე­ბი დრო­ის შემ­დეგ ხალ­ხი უკვე გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კურ სას­წა­ულ­ზე ლა­პა­რა­კობ­და.

რამ გა­მო­იწ­ვია ეს ე.წ. სას­წა­უ­ლი? ამის მი­ზე­ზი ორი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი გახ­და: სა­ვა­ლუ­ტო რე­ფორ­მა და ფა­სე­ბის კონ­ტრო­ლის გა­უქ­მე­ბა. შემ­დე­გი ფაქ­ტო­რი 1948 და 1949 წლებ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბის ზღვრუ­ლი დო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­წე­ვა იყო.

ცვლი­ლე­ბე­ბამ­დე

1948 წლამ­დე, 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხი ფა­სე­ბის კონ­ტრო­ლის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და. ასე­თი რე­ჟი­მი მათ 1936 წელს ადოლფ ჰიტ­ლერ­მა და­უ­წე­სა, ამ გზით მის მთავ­რო­ბას საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად და­ბალ ფა­სებ­ში შე­ძე­ნა შე­ეძ­ლო (რუზ­ველტმა და ჩერ­ჩილ­მა ასე­ვე და­ა­წე­სეს ფა­სებ­ზე კონ­ტრო­ლი). 1945 წლის ნო­ემ­ბერ­ში მო­კავ­ში­რე­თა სა­ო­კუ­პა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ბრი­ტა­ნე­თის, საფ­რან­გე­თის და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა­გან იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, ჰიტ­ლე­რის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბის კონ­ტრო­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ყო­ვე­ლი მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფო გერ­მა­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ის გან­სა­ზღვრულ "ზო­ნას" აკონ­ტრო­ლებ­და. 1948 წელს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ზო­ნა­ში კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ფა­სებ­ში დათ­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინ­დექ­სი 1938 წლის ანა­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის მხო­ლოდ 31 პრო­ცენ­ტი იყო. ჯერ კი­დევ 1947 წელს, გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი ფუ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა - ნაღდ ვა­ლუ­ტას და­მა­ტე­ბუ­ლი და­ნა­ზო­გე­ბი მო­თხოვ­ნა­ზე - 1936 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით ხუთ­ჯერ იყო გაზ­რდი­ლი. ფუ­ლის მა­სის მკვეთ­რი ზრდა, ნა­წი­ლობ­რივ გაზ­რდილ ფა­სებ­თან ერ­თად, დე­ფი­ცი­ტის მი­ზე­ზი გახ­და.

საკ­ვებ­ზე ფა­სე­ბის კონ­ტროლ­მა წარ­მოქ­მნა დე­ფი­ცი­ტი, შე­დე­გად ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რებ­თა გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა თა­ვად და­ი­წყო საკ­ვე­ბის მოყ­ვა­ნა, ხოლო ნა­წი­ლი დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში სოფ­ლე­ბის­კენ მი­ე­შუ­რე­ბო­და, რომ ბარ­ტე­რუ­ლი გაც­ვლის გზით პრო­დუქ­ტე­ბი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა.

ცვლი­ლე­ბე­ბი

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი მო­კავ­ში­რე­თა მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი საბ­ჭო­დან გა­მო­ვი­და, აშშ-ის ზო­ნის სამ­ხედ­რო მმარ­თვალ­მა, გე­ნე­რალ­მა ლუ­ცი­უს დ. კლე­იმ, მის ფრანგ და ბრი­ტა­ნელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, 1948 წლის 20 ივ­ნისს ფუ­ლა­დი რე­ფორ­მა

გა­ა­ტა­რა. ძი­რი­თა­დი იდეა რა­იხს მარ­კის უფრო ცოტა რა­ო­დე­ნო­ბის სხვა ლე­გა­ლუ­რი ვა­ლუ­ტით შეც­ვლა­ში მდგო­მა­რე­ობ­და - ახალ ვა­ლუ­ტას გერ­მა­ნუ­ლი მარ­კა ეწო­დე­ბო­და. ამის შემ­დეგ, ფუ­ლის მი­წო­დე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ი­ზღუ­დე­ბო­და და კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი, გერ­მა­ნულ მარ­კებ­ში ნაკ­ლე­ბი დე­ფი­ცი­ტი იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ფუ­ლა­დი რე­ფორ­მა უაღ­რე­სად კომ­პლექ­სუ­რი იყო. უამ­რავ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ის შე­ე­ხო, წმინ­და აქ­ტი­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უმ­ცირ­და. სა­ერ­თო მას­შტა­ბით ფუ­ლის მი­წო­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 93 პრო­ცენ­ტით შე­ი­ზღუ­და.

იმა­ვე კვი­რა დღეს გერ­მა­ნუ­ლი ბრი­ტა­ნულ-ამე­რი­კუ­ლი ეკო­ნო­მი­კის საბ­ჭომ, ლუდ­ვიგ ერ­ჰარ­დის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნი­თა და სო­ცი­ალ­დე­მოკ­რა­ტე­ბის წევ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ფა­სე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მოს­ცა. ეს კა­ნო­ნი ერ­ჰარდს ფა­სებ­ზე კონ­ტრო­ლის გა­უქ­მე­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და.

ფუ­ლად რე­ფორ­მა­სა და ფა­სე­ბის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, მთავ­რო­ბამ ასე­ვე საგ­რძნობ­ლად შე­ამ­ცი­რა სა­გა­და­სა­ხა­დო გა­ნაკ­ვე­თი. ახალ­გაზ­რდა ეკო­ნო­მის­ტმა ვოლ­ტერ ჰე­ლერ­მა, რო­მე­ლიც იმ დროს გერ­მა­ნი­ა­ში აშშ-ის სამ­ხედ­რო შტაბ­ში მუ­შა­ობ­და, ხოლო შემ­დეგ პრე­ზი­დენტ კე­ნე­დის ეკო­ნო­მი­კურ მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გახ­და, 1949 წლის რე­ფორ­მებს სტა­ტია მი­უ­ძღვნა. იგი წერ­და: ექ­სტრე­მა­ლუ­რად მა­ღა­ლი გა­ნაკ­ვე­თე­ბის დამ­თრგუნ­ვე­ლი ეფექ­ტის აღ­საკ­ვე­თად, სამ­ხედ­რო მთავ­რო­ბის ¹64ე დად­გე­ნი­ლე­ბამ, ფუ­ლა­დი რე­ფორ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, გერ­მა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­უქ­მა. კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი (მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დი), რო­მე­ლიც პროგ­რე­სუ­ლი იყო და 35-დან 65 პრო­ცენ­ტმდე იც­ვლე­ბო­და, წრფი­ვი გახ­და და 50 პრო­ცენტს გა­უ­ტოლ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის უმაღ­ლე­სი გა­ნაკ­ვე­თი 95 პრო­ცენ­ტი დარ­ჩა, იგი მხო­ლოდ 250 000 გერ­მა­ნუ­ლი მარ­კის ზე­მოთ წლი­ურ შე­მო­სა­ვალ­ზე ვრცელ­დე­ბო­და. კონ­ტრას­ტის­თვის, 1946 წელს მო­კავ­ში­რე­ებ­მა 60 000 რა­იხს მარ­კის ზე­მოთ (და­ახ­ლო­ე­ბით 6 000 გერ­მა­ნუ­ლი მარ­კა) შე­მო­სავ­ლე­ბი 95 პრო­ცენ­ტით და­ბეგ­რეს. 1950 წელს სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლე­ბის მქო­ნე გერ­მა­ნე­ლის­თვის, რომ­ლის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 2 400 გერ­მა­ნულ მარ­კა­ზე ოდ­ნავ მეტი იყო, ზღვრუ­ლი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი 18 პრო­ცენ­ტი იყო. იგი­ვე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 1948 წელს ეკ­ვი­ვა­ლენტ თან­ხას რა­იხს მარ­კებ­ში იღებ­და, 85-პრო­ცენ­ტი­ა­ნი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დით იბეგ­რე­ბო­და.

ცვლი­ლე­ბე­ბი შემ­დეგ

ამ ყვე­ლა­ფერ­მა გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კა­ზე კა­ტა­ლი­ზა­ტო­რის ეფექ­ტი მო­ახ­დი­ნა. ვო­ლი­ში წერ­და: "ქვეყ­ნის სული უეც­რად შე­იც­ვა­ლა. უღიმ­ღა­მო, მში­ე­რი, მკვდრე­ბის მსგავ­სი ფი­გუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში ლუკ­მა­პუ­რის მო­სა­პო­ვებ­ლად მა­თხოვ­რობ­დნენ — ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დნენ".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

გერმანიის ეკონომიკური "სასწაული"

გერმანიის ეკონომიკური "სასწაული"

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა პრაქტიკულად დანგრეული იყო. ომმა, ჰიტლერის დედამიწის გადაწვის პოლიტიკის მიხედვით, შენობების 20 პროცენტი გაანადგურა. 1947 წელს ერთეულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 1938 წლის დონის მხოლოდ 51 პროცენტი იყო. საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებული საკვების ოფიციალური რაციონი დღეში 1,040 და 1,550 კალორიას შეადგენდა. 1947 წელს სამრეწველო წარმოების შედეგები 1938 წლის მაჩვენებლის მხოლოდ მესამედი იყო. გარდა ამისა, შრომისუნარიანი გერმანელი მამაკაცების დიდი ნაწილი დაიხოცა. ექსპერტებს კი მიაჩნდათ, რომ გერმანია აშშ-ის კეთილდღეობის სახელმწიფოს სარჩენი გახდებოდა. მაგრამ, ოცი წლის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა მსოფლიოს უდიდესი ნაწილის შურს იწვევდა. ხოლო ომიდან ათ წელზე უფრო ნაკლები დროის შემდეგ ხალხი უკვე გერმანიის ეკონომიკურ სასწაულზე ლაპარაკობდა.

რამ გამოიწვია ეს ე.წ. სასწაული? ამის მიზეზი ორი ძირითადი ფაქტორი გახდა: სავალუტო რეფორმა და ფასების კონტროლის გაუქმება. შემდეგი ფაქტორი 1948 და 1949 წლებში გადასახადების ზღვრული დონის მნიშვნელოვანი დაწევა იყო.

ცვლილებებამდე

1948 წლამდე, 12 წლის განმავლობაში, გერმანელი ხალხი ფასების კონტროლის პირობებში ცხოვრობდა. ასეთი რეჟიმი მათ 1936 წელს ადოლფ ჰიტლერმა დაუწესა, ამ გზით მის მთავრობას საბრძოლო მასალების ხელოვნურად დაბალ ფასებში შეძენა შეეძლო (რუზველტმა და ჩერჩილმა ასევე დააწესეს ფასებზე კონტროლი). 1945 წლის ნოემბერში მოკავშირეთა საოკუპაციო ადმინისტრაციამ, რომელიც შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის და საბჭოთა კავშირისაგან იყო დაკომპლექტებული, ჰიტლერის მიერ დაწესებული ფასების კონტროლის შენარჩუნება გადაწყვიტა.

ყოველი მოკავშირე სახელმწიფო გერმანიის ტერიტორიის განსაზღვრულ "ზონას" აკონტროლებდა. 1948 წელს შეერთებული შტატების ზონაში კონტროლირებულ ფასებში დათვლილი ცხოვრების ღირებულების ინდექსი 1938 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 31 პროცენტი იყო. ჯერ კიდევ 1947 წელს, გერმანიის ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა - ნაღდ ვალუტას დამატებული დანაზოგები მოთხოვნაზე - 1936 წლის მაჩვენებელთან შედარებით ხუთჯერ იყო გაზრდილი. ფულის მასის მკვეთრი ზრდა, ნაწილობრივ გაზრდილ ფასებთან ერთად, დეფიციტის მიზეზი გახდა.

საკვებზე ფასების კონტროლმა წარმოქმნა დეფიციტი, შედეგად ქალაქებში მცხოვრებთა გარკვეულმა ნაწილმა თავად დაიწყო საკვების მოყვანა, ხოლო ნაწილი დასვენების დღეებში სოფლებისკენ მიეშურებოდა, რომ ბარტერული გაცვლის გზით პროდუქტები მოეპოვებინა.

ცვლილებები

მას შემდეგ, რაც რუსეთი მოკავშირეთა მაკონტროლებელი საბჭოდან გამოვიდა, აშშ-ის ზონის სამხედრო მმართვალმა, გენერალმა ლუციუს დ. კლეიმ, მის ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, 1948 წლის 20 ივნისს ფულადი რეფორმა

გაატარა. ძირითადი იდეა რაიხს მარკის უფრო ცოტა რაოდენობის სხვა ლეგალური ვალუტით შეცვლაში მდგომარეობდა - ახალ ვალუტას გერმანული მარკა ეწოდებოდა. ამის შემდეგ, ფულის მიწოდება მნიშვნელოვნად შეიზღუდებოდა და კონტროლირებული ფასების პირობებშიც კი, გერმანულ მარკებში ნაკლები დეფიციტი იყო მოსალოდნელი. ფულადი რეფორმა უაღრესად კომპლექსური იყო. უამრავ ადამიანს, რომელსაც ის შეეხო, წმინდა აქტივები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. საერთო მასშტაბით ფულის მიწოდება დაახლოებით 93 პროცენტით შეიზღუდა.

იმავე კვირა დღეს გერმანული ბრიტანულ-ამერიკული ეკონომიკის საბჭომ, ლუდვიგ ერჰარდის დაჟინებული თხოვნითა და სოციალდემოკრატების წევრების საწინააღმდეგოდ, ფასების გათავისუფლების დადგენილება გამოსცა. ეს კანონი ერჰარდს ფასებზე კონტროლის გაუქმების უფლებას აძლევდა.

ფულად რეფორმასა და ფასების გამოთავისუფლებასთან ერთად, მთავრობამ ასევე საგრძნობლად შეამცირა საგადასახადო განაკვეთი. ახალგაზრდა ეკონომისტმა ვოლტერ ჰელერმა, რომელიც იმ დროს გერმანიაში აშშ-ის სამხედრო შტაბში მუშაობდა, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ კენედის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა, 1949 წლის რეფორმებს სტატია მიუძღვნა. იგი წერდა: ექსტრემალურად მაღალი განაკვეთების დამთრგუნველი ეფექტის აღსაკვეთად, სამხედრო მთავრობის ¹64ე დადგენილებამ, ფულადი რეფორმის პარალელურად, გერმანიაში არსებული გადასახადების დიდი ნაწილი გააუქმა. კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი (მოგების გადასახადი), რომელიც პროგრესული იყო და 35-დან 65 პროცენტმდე იცვლებოდა, წრფივი გახდა და 50 პროცენტს გაუტოლდა. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადის უმაღლესი განაკვეთი 95 პროცენტი დარჩა, იგი მხოლოდ 250 000 გერმანული მარკის ზემოთ წლიურ შემოსავალზე ვრცელდებოდა. კონტრასტისთვის, 1946 წელს მოკავშირეებმა 60 000 რაიხს მარკის ზემოთ (დაახლოებით 6 000 გერმანული მარკა) შემოსავლები 95 პროცენტით დაბეგრეს. 1950 წელს საშუალო შემოსავლების მქონე გერმანელისთვის, რომლის წლიური შემოსავალი 2 400 გერმანულ მარკაზე ოდნავ მეტი იყო, ზღვრული საშემოსავლო გადასახადი 18 პროცენტი იყო. იგივე ადამიანი, რომელიც 1948 წელს ეკვივალენტ თანხას რაიხს მარკებში იღებდა, 85-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრებოდა.

ცვლილებები შემდეგ

ამ ყველაფერმა გერმანიის ეკონომიკაზე კატალიზატორის ეფექტი მოახდინა. ვოლიში წერდა: "ქვეყნის სული უეცრად შეიცვალა. უღიმღამო, მშიერი, მკვდრების მსგავსი ფიგურები, რომლებიც ქუჩაში ლუკმაპურის მოსაპოვებლად მათხოვრობდნენ — ცხოვრებას დაუბრუნდნენ".

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს