პოლიტიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღის ბოლოს მაინც ამოვიდა "თეთრი კვამლი" - სფფ-მ ახალი პრეზიდენტი აირჩია
"დღის ბოლოს მაინც ამოვიდა "თეთრი კვამლი" - სფფ-მ ახალი  პრეზიდენტი აირჩია

დღეს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის არ­ჩევ­ნე­ბი დას­რულ­და, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო "holiday inn"-ში ჩა­ტარ­და. არ­ჩე­ვე­ნე­ბი, ისე რო­გორც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი გა­მოდ­გა, თუმ­ცა დღის ბო­ლოს მა­ინც ამო­ვი­და "თეთ­რი კვამ­ლი" და მომ­დევ­ნო წლე­ბი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­მაც 18 ხმა მი­ი­ღო, მის­მა უშუ­ა­ლო კონ­კრუ­ნეტ­მა რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძემ 15 ხოლო მე­სა­მე კან­დი­დატს მა­მუ­კა კვა­რა­ცხე­ლი­ას კი მხა­რი არა­ვინ და­უ­ჭი­რა.

სი­ახ­ლე ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის სი­ახ­ლე ისე­თი სა­ჭი­როა, რო­გორც თევ­ზის­თვის წყა­ლი. ქარ­თუ­ლი ფე­ხუბრთი სა­მა­რის პი­რა­საა, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მყოფ ადავმყოფს ჰგავს, რომ­ლის პატ­რონ­საც რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან გა­მო­სუ­ლი ექი­მე­ბი მხო­ლოდ თა­ვის გა­დაქ­ნე­ვით პა­სუ­ხო­ბენ. ასეთ ავად­მყო­ფებს მერე ცნო­ბი­ლი კლი­ნი­კი­დან მკურ­ნალ ექი­მებს ჩა­მო­უყ­ვა­ნენ ხოლ­მე და ამ მკურ­ნალს ყვე­ლა იმე­დის თვა­ლით შეს­ცქე­რის, ხში­რად ხდე­ბა სას­წა­უ­ლი და ავად­მყო­ფი მო­ი­ხე­დავს, მაგ­რამ ხში­რად...

ასეთ მკურ­ნა­ლად გვე­სა­ხე­ბა ყვე­ლას ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან რთუ­ლი მი­სია აქვს, სა­ფეხ­ბურ­თო ენა­ზე რომ ვთქვათ "ტაიმ-ბოლი" უნდა ამო­აგ­დოს, მა­შინ როცა ძი­რი­თა­დი დრო­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე ათი­ოდ წუ­თია დარ­ჩე­ნი­ლი. ფეხ­ბურ­თელ კო­ბის სტა­დი­ონ­ზე ბევ­რი სას­წა­უ­ლი მო­უხ­დე­ნია, მაგ­რამ შეძ­ლებს იგი­ვეს მე­ნე­ჯე­რი კო­ბი­აშ­ვი­ლი?!

"კო­ბის" მარ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს, გან­სხვა­ვე­ბით რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძი­სა­გან, რო­მე­ლიც წლე­ბია იმ უწყე­ბის მმარ­თველ გუნდშია რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­საც აპი­რებ­და. მას ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, ფე­დე­რა­ცი­ა­ში ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ე­ტა­რე­ბი­ნა,მაგ­რამ მას ეს ან არ გა­მოს­დი­ო­და ან კი­დევ მისი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი უშე­დე­გო იყო. რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე სფფ-ს მე­ო­რე კაცი იყო, იმ სფფ-ს რომ­ლის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა მოს­ყი­დულ თა­მაშ­ში შემ­ჩნე­უ­ლი ეროვ­ნუ­ლი ჩემპტი­ო­ნა­ტის მო­ნა­წი­ლე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და მსა­ჯე­ბი, იმ სფფ-ს მე­ო­რე კაცი იყო რო­მელ­მაც ვერ გა­არ­კვია ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტანს დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია რომ არ ჰქონ­და და ამის გამო ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ხევდრა გა­მო­ა­ტო­ვი­ნა, თუმ­ცა მის სა­ხელსვე უკავ­შირ­დე­ბა იდე­ა­ლუ­რად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი უე­ფას სუ­პერ თასი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა სხვა მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­წინ­და­რი გახ­დეს. მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, თუ ეროვ­ნულ ნაკ­რებს ცუდი შე­დე­გე­ბი აქვს მა­შინ სფფ-ს მუ­შა­ო­ბაც წა­რუ­მა­ტებ­ლად ფას­დე­ბა, რე­ზის დროს კი ნაკ­რებს შე­დე­გი არ ჰქო­ნია, ბუ­ნებ­რი­ვია, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი თვი­თონ ვერ ითა­მა­შებს, მაგ­რამ ის მა­ინც უნდა მო­ა­ხერ­ხოს რომ ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა დამ­კვიდ­რდეს. ამის გარ­და ლე­ვან­მა კი­დევ ბევ­რი რამე უნდა მო­ა­ხერ­ხოს, მან უნდა შეძ­ლოს და ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის თა­მა­შებ­ზე მა­ყუ­რე­ბე­ლი და­აბ­რუ­ნოს, ლე­ვან­მა ისიც უნდა შეძ­ლოს, რომ ქარ­თულ­მა გუნ­დებ­მა აგ­ვსი­ტოს პირ­ველ რი­ცხვებ­ში არ და­ას­რუ­ლონ ევ­რო­თასებ­ზე გა­მოს­ვლა, ქარ­თულ ფეხ­ბურთს ავ­ტო­რი­ტე­ტი უნდა და­უბ­რუ­ნოს (იმ­დე­ნი რა­ღა­ცის მოგ­ვა­რე­ბა უწევს,მგო­ნი სი­რი­ის კონ­ფლიქ­ტიც "კო­ბის"მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი გახ­დე­ბა), მოკ­ლედ, ლე­ვანს ძა­ლი­ან მძი­მე საქ­მეს­თან უწევს შე­ჭი­დე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მან ეს ძა­ლი­ან კარ­გად უწყის და რად­გან მა­ინც გა­და­წყვი­ტა პრე­ზი­დენ­ტო­ბა გა­მო­დის რომ ამის­თვის მზა­დაა. ფეხ­ბურ­თელ "კო­ბის", ბო­რო­ტად არა­სო­დეს უსარ­გებ­ლია გულ­შე­მატ­კივ­რის სიყ­ვა­რუ­ლით, ის ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე მებ­რძო­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო, იბ­რძო­და იმ დრო­საც როცა სხვე­ბი უბ­რა­ლოდ იდ­გნენ. იმე­დია, პრე­ზი­დენ­ტიც ასე­თი იქ­ნე­ბა და ქარ­თულ ფეხ­ბურთს იმ რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან გა­მო­იყ­ვანს სა­ი­დან გა­მოს­ვლაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

წარ­მა­ტე­ბე­ბი ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო!

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"დღის ბოლოს მაინც ამოვიდა "თეთრი კვამლი" - სფფ-მ ახალი პრეზიდენტი აირჩია

"დღის ბოლოს მაინც ამოვიდა "თეთრი კვამლი" - სფფ-მ ახალი  პრეზიდენტი აირჩია

დღეს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები დასრულდა, რომელიც სასტუმრო "holiday inn"-ში ჩატარდა. არჩევენები, ისე როგორც წინასაარჩევნო პერიოდი ძალიან დაძაბული გამოდგა, თუმცა დღის ბოლოს მაინც ამოვიდა "თეთრი კვამლი" და მომდევნო წლები ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იქნება, რომელმაც 18 ხმა მიიღო, მისმა უშუალო კონკრუნეტმა რევაზ არველაძემ 15 ხოლო მესამე კანდიდატს მამუკა კვარაცხელიას კი მხარი არავინ დაუჭირა.

სიახლე ყველაფერს სჭირდება, მაგრამ ქართული ფეხბურთისთვის სიახლე ისეთი საჭიროა, როგორც თევზისთვის წყალი. ქართული ფეხუბრთი სამარის პირასაა, რეანიმაციაში მყოფ ადავმყოფს ჰგავს, რომლის პატრონსაც რეანიმაციიდან გამოსული ექიმები მხოლოდ თავის გადაქნევით პასუხობენ. ასეთ ავადმყოფებს მერე ცნობილი კლინიკიდან მკურნალ ექიმებს ჩამოუყვანენ ხოლმე და ამ მკურნალს ყველა იმედის თვალით შესცქერის, ხშირად ხდება სასწაული და ავადმყოფი მოიხედავს, მაგრამ ხშირად...

ასეთ მკურნალად გვესახება ყველას ლევან კობიაშვილი, რომელსაც ძალიან რთული მისია აქვს, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ "ტაიმ-ბოლი" უნდა ამოაგდოს, მაშინ როცა ძირითადი დროის დასრულებამდე ათიოდ წუთია დარჩენილი. ფეხბურთელ კობის სტადიონზე ბევრი სასწაული მოუხდენია, მაგრამ შეძლებს იგივეს მენეჯერი კობიაშვილი?!

"კობის" მართვის დიდი გამოცდილება არ აქვს, განსხვავებით რევაზ არველაძისაგან, რომელიც წლებია იმ უწყების მმართველ გუნდშია რომლის პრეზიდენტობასაც აპირებდა. მას ჰქონდა საშუალება, ფედერაციაში ძირეული ცვლილებები გაეტარებინა,მაგრამ მას ეს ან არ გამოსდიოდა ან კიდევ მისი ჩატარებული რეფორმები უშედეგო იყო. რევაზ არველაძე სფფ-ს მეორე კაცი იყო, იმ სფფ-ს რომლის სახელსაც უკავშირდება მოსყიდულ თამაშში შემჩნეული ეროვნული ჩემპტიონატის მონაწილე ფეხბურთელები და მსაჯები, იმ სფფ-ს მეორე კაცი იყო რომელმაც ვერ გაარკვია ეროვნული ნაკრების კაპიტანს დისკვალიფიკაცია რომ არ ჰქონდა და ამის გამო ოფიციალური შეხევდრა გამოატოვინა, თუმცა მის სახელსვე უკავშირდება იდეალურად ორგანიზებული უეფას სუპერ თასი, რომელიც შესაძლოა სხვა მასშტაბური ღონისძიებების საწინდარი გახდეს. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, თუ ეროვნულ ნაკრებს ცუდი შედეგები აქვს მაშინ სფფ-ს მუშაობაც წარუმატებლად ფასდება, რეზის დროს კი ნაკრებს შედეგი არ ჰქონია, ბუნებრივია, ლევან კობიაშვილი თვითონ ვერ ითამაშებს, მაგრამ ის მაინც უნდა მოახერხოს რომ ეროვნულ ნაკრებში საბრძოლო განწყობა დამკვიდრდეს. ამის გარდა ლევანმა კიდევ ბევრი რამე უნდა მოახერხოს, მან უნდა შეძლოს და ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე მაყურებელი დააბრუნოს, ლევანმა ისიც უნდა შეძლოს, რომ ქართულმა გუნდებმა აგვსიტოს პირველ რიცხვებში არ დაასრულონ ევროთასებზე გამოსვლა, ქართულ ფეხბურთს ავტორიტეტი უნდა დაუბრუნოს (იმდენი რაღაცის მოგვარება უწევს,მგონი სირიის კონფლიქტიც "კობის"მოსაგვარებელი გახდება), მოკლედ, ლევანს ძალიან მძიმე საქმესთან უწევს შეჭიდება. დარწმუნებული ვარ მან ეს ძალიან კარგად უწყის და რადგან მაინც გადაწყვიტა პრეზიდენტობა გამოდის რომ ამისთვის მზადაა. ფეხბურთელ "კობის", ბოროტად არასოდეს უსარგებლია გულშემატკივრის სიყვარულით, ის ყოველთვის ბოლომდე მებრძოლი სპორტსმენი იყო, იბრძოდა იმ დროსაც როცა სხვები უბრალოდ იდგნენ. იმედია, პრეზიდენტიც ასეთი იქნება და ქართულ ფეხბურთს იმ რეანიმაციიდან გამოიყვანს საიდან გამოსვლაც ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელი.

წარმატებები ბატონო პრეზიდენტო!

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია