პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილები, რომელთა მონახულება ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და ცნობილი ადამიანებისთვისაც კი აკრძალულია
ადგილები, რომელთა მონახულება ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და ცნობილი ადამიანებისთვისაც კი აკრძალულია

სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­სა და ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო არის ად­გი­ლე­ბი, რო­მელ­თა მო­ნა­ხუ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნე­ბის­თვის, მდიდ­რე­ბი­სა და ცნო­ბი­ლე­ბის­თვი­საც კი აკ­რძა­ლუ­ლია.

კოკა-კო­ლას სარ­და­ფი, აშშ, ჯორ­ჯი­ის შტა­ტი

ას წე­ლი­წად­ზე მე­ტია, უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბის ბა­ზარ­ზე კოკა-კოლა უპი­რო­ბო ლი­დე­რია. ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნია პო­პუ­ლა­რუ­ლი სას­მე­ლის რე­ცეპ­ტის სა­ი­დუმ­ლოს გულ­მოდ­გი­ნედ ინა­ხავს. სარ­და­ფი, სა­დაც კოკა-კო­ლას რე­ცეპ­ტი ინა­ხე­ბა, ჯორ­ჯი­ის შტატ­ში, ატ­ლან­ტა­ში ინა­ხე­ბა და მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კარ­გად აღ­ჭურ­ვილ და და­ცულ ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

პო­ლი­გო­ნი "ვუ­მე­რა“, ავ­სტრა­ლია

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდ, "ვუ­მე­რას“ პო­ლი­გონ­ზე უცხო პირ­თა შეს­ვლა სას­ტი­კად აკ­რძა­ლუ­ლია, რად­გან ეს სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტია. პო­ლი­გონს სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ავ­სტრა­ლი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის, რად­გან "ვუ­მე­რას“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა­დას­ხვა ია­რაღს ცდი­ან.

რე­ზერ­ვა­ცია "ვალე დო ია­ვა­რი“, ბრა­ზი­ლია

"ვალე დო ია­ვა­რის“ რე­ზერ­ვა­ცია ამა­ზო­ნის ჯუნ­გლებ­ში მდე­ბა­რე ზო­ნაა, სა­დაც უკვე ასო­ბით წე­ლი­წა­დია, ად­გი­ლობ­რი­ვი ტო­მე­ბი სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ. რე­ზერ­ვა­ცი­ის აღ­მო­ჩე­ნა მხო­ლოდ თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ბრა­ზი­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 77 000 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო პირ­თა შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია.

ჩრდი­ლო­ეთ სენ­ტი­ნე­ლის კუნ­ძუ­ლი, ბენ­გა­ლის ყურე

ჩრდი­ლო­ეთ სენ­ტი­ნე­ლის კუნ­ძუ­ლი ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ად­გი­ლია, თუმ­ცა იქ მოხ­ვედ­რა არა­ვის შე­უძ­ლია. კუნ­ძუ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს­თან რა­ი­მე სა­ხის კონ­ტაქ­ტზე უარს აცხა­დებს, ამი­ტომ იქ ჩა­სუ­ლი უცხო­ე­ლი შე­იძ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლი­თაც და­სა­ჯონ.

ქა­ლა­ქი მეჟგო­რიე, რუ­სე­თი

რუ­სე­თის ბაშ­კი­რეთ­ში მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი მეჟგო­რიე და­ხუ­რუ­ლი ქა­ლა­ქია, რად­გან იქ ცხოვ­რო­ბენ სა­ი­დუმ­ლო სა­წარ­მო­ებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ნატო-ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ქა­ლა­ქის ის­ტო­რია ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მეჟგო­რი­ე­ში ჩას­ვლა მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სურტსე­ის კუნ­ძუ­ლი, ის­ლან­დია

სურტსეი - და­უ­სახ­ლე­ბე­ლი კუნ­ძუ­ლია, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე წერ­ტილ­ში მდე­ბა­რე­ობს. სურტსეი 1963 წელს, ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნა. კუნ­ძუ­ლი იმ­დე­ნად უნი­კა­ლუ­რია, რომ იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა სი­ა­შია შეყ­ვა­ნი­ლი. სურტსეი - ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლია, თუმ­ცა სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გამო, კუნ­ძულ­ზე ჩას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ავტორი:

ადგილები, რომელთა მონახულება ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და ცნობილი ადამიანებისთვისაც კი აკრძალულია

ადგილები, რომელთა მონახულება ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და ცნობილი ადამიანებისთვისაც კი აკრძალულია

სოციალური სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მსოფლიოს გარშემო არის ადგილები, რომელთა მონახულება ყველაზე გავლენიანებისთვის, მდიდრებისა და ცნობილებისთვისაც კი აკრძალულია.

კოკა-კოლას სარდაფი, აშშ, ჯორჯიის შტატი

ას წელიწადზე მეტია, უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე კოკა-კოლა უპირობო ლიდერია. ათწლეულების განმავლობაში კომპანია პოპულარული სასმელის რეცეპტის საიდუმლოს გულმოდგინედ ინახავს. სარდაფი, სადაც კოკა-კოლას რეცეპტი ინახება, ჯორჯიის შტატში, ატლანტაში ინახება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად აღჭურვილ და დაცულ ადგილად მიიჩნევა.

პოლიგონი "ვუმერა“, ავსტრალია

მსოფლიოში ყველაზე დიდ, "ვუმერას“ პოლიგონზე უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია, რადგან ეს სამხედრო დანიშნულების ობიექტია. პოლიგონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ავსტრალიის შეიარაღებული ძალებისთვის, რადგან "ვუმერას“ ტერიტორიაზე სხვადასხვა იარაღს ცდიან.

რეზერვაცია "ვალე დო იავარი“, ბრაზილია

"ვალე დო იავარის“ რეზერვაცია ამაზონის ჯუნგლებში მდებარე ზონაა, სადაც უკვე ასობით წელიწადია, ადგილობრივი ტომები სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ. რეზერვაციის აღმოჩენა მხოლოდ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოსურათებით გახდა შესაძლებელი. ბრაზილიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 77 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა აკრძალულია.

ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული, ბენგალის ყურე

ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული ინდოეთის ოკეანეში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, თუმცა იქ მოხვედრა არავის შეუძლია. კუნძულის მოსახლეობა ცივილიზებულ სამყაროსთან რაიმე სახის კონტაქტზე უარს აცხადებს, ამიტომ იქ ჩასული უცხოელი შეიძლება სიკვდილითაც დასაჯონ.

ქალაქი მეჟგორიე, რუსეთი

რუსეთის ბაშკირეთში მდებარე ქალაქი მეჟგორიე დახურული ქალაქია, რადგან იქ ცხოვრობენ საიდუმლო საწარმოებზე დასაქმებული ადამიანები. ნატო-ში მიიჩნევენ, რომ ქალაქის ისტორია ბირთვული იარაღის წარმოებას უკავშირდება. საინტერესოა, რომ მეჟგორიეში ჩასვლა მხოლოდ სპეციალური საშვითაა შესაძლებელი.

სურტსეის კუნძული, ისლანდია

სურტსეი - დაუსახლებელი კუნძულია, რომელიც ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე წერტილში მდებარეობს. სურტსეი 1963 წელს, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა. კუნძული იმდენად უნიკალურია, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი. სურტსეი - ულამაზესი ადგილია, თუმცა სეისმური აქტივობის გამო, კუნძულზე ჩასვლა შეუძლებელია.

იხილეთ გაგრძელება

"უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია" - 300-წლოვანი ვაზი წინანდალში, რომელიც ევრაზიის სამეულშია

NASA COVID-19-თან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება!

"მცურავი ხეების" და ხელოვნური კუნძულების პარკი - დანიაში უჩვეულო დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ