სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური ოპერაცია გერმანიაში - ქართველი სიამის ტყუპი დააცალკევეს
უნიკალური ოპერაცია გერმანიაში - ქართველი სიამის ტყუპი დააცალკევეს

მე­დი­ცი­ნის სფე­როს ერ­თერ­თი სენ­სა­ცია, რო­მელ­ზეც მსოფ­ლიო ალ­ბათ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ისა­უბ­რებს, გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­აა, რომ­ლის გმი­რე­ბი ქარ­თვე­ლი, ექ­ვსი თვის პა­ტა­რე­ბი არი­ან.

სტა­ტი­ას ამის შე­სა­ხებ გა­ზე­თი "ვერ­სია" აქ­ვეყ­ნებს.

ოპე­რა­ცია ხუთი სა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ექ­ვსი თვის სი­ა­მის ტყუ­პი თა­მა­რი და თებ­რო­ლე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ოს­ტა­ტო­ბის, შე­უ­და­რე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის შე­დე­გად, ერ­თმა­ნეთს და­ა­ცალ­კე­ვეს. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა და რო­გორც პრო­ფე­სო­რი ტო­მას ბო­ე­მერ­სი ამ­ბობს, გო­გო­ნე­ბი აბ­სო­ლი­ტუ­რად ჯან­მრთე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ჯან­სა­ღი და შე­უ­ზღუ­და­ვი იქ­ნე­ბა მათი ცხოვ­რე­ბის მო­მა­ვა­ლი.

ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და, თუმ­ცა მიზ­ნის მიღ­წე­ვა არც ისე ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე ღვიძ­ლის გა­ყო­ფა და ახალ­შო­ბი­ლე­ბის მუც­ლის კედ­ლე­ბის და­ხურ­ვა იყო. პა­რა­ლე­ლუ­რად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ორი­ვე პა­ცი­ენტს ნარ­კო­ზი ერ­თდრო­უ­ლად, აბ­სო­ლი­ტურ სი­ზუს­ტით მი­წო­დე­ბო­და.

81 000 ევ­როდ ღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია შე­მო­წი­რუ­ლო­ბით და­ფი­ნანსდა. და­ფი­ნან­სე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებ­ზე ვერ იმოქ­მე­დებ­და. ოპე­რა­ცი­ას ქი­რურ­გი­დან და­წყე­ბუ­ლი , ექთ­ნით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ზედ­მი­წევ­ნით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბიტ მო­ე­კი­და.

175 დღე იცო­ცხლეს გო­გო­ნებ­მა ისე, რომ ერ­თმა­ნეთ­თან იყ­ვნენ შე­სის­ხლხორ­ცე­ბულ­ნი. დღეს კი მათ კი­ოლ­ნის ბავ­შვთა კლი­ნი­კის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გან­ცალ­კე­ვე­ბულ სა­წო­ლებ­ზე სძი­ნავთ.

ეს ოპე­რა­ცია მთე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს სენ­სა­ცია და წარ­მა­ტე­ბაა, 32 წლის ქარ­თვე­ლი დე­დის­თვის კი გა­მარ­ჯვე­ბა - იგი ხომ ექ­ვსი­ო­დე თვის წინ, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, იმედ­გა­და­წუ­რუ­ლი იყო და მხო­ლოდ სას­წა­უ­ლის იმე­დი ჰქონ­და. ეს ოპე­რა­ცია მის­თვის ნატ­ვრის ახ­დე­ნა, მე­ო­რედ და­ბა­დე­ბაა. "ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი მშობ­ლის პო­ზი­ცია, რწმე­ნაა", ამ­ბობს გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი,- "ეს რომ არა, უძ­ლურ­ნი ვიქ­ნე­ბო­დით. მან დიდი და პრობ­ლე­მე­ბით სა­ვა­სე გზა გა­მო­ი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ამ­დე, შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო და კი­ოლ­ნის კლი­ნი­კის ექი­მებს ანდო ტყუ­პის სი­ცო­ცხლე. მისი რწმე­ნა ჩვენც ძა­ლას გვმა­ტებ­და".

ტყუ­პის ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში მამა, ნა­თე­სა­ვე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ. მათ დაბ­რუ­ნე­ბას ორი წლის და­ი­კო თეკ­ლაც ელის.

მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად, დღი­თი­დღე უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. "ჭრი­ლო­ბე­ბის კვა­ლიც კი არ დარ­ჩე­ბათ, ნორ­მა­ლუ­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ექ­ნე­ბათ, შეძ­ლე­ბენ გან­ვლონ ცელ­ქი, ონა­ვა­რი ბავ­შვო­ბა, მარ­თონ ვე­ლო­სი­პე­დი, ფეხ­შიშ­ვე­ლებ­მა მო­ირ­ბი­ნონ მინ­დორ-ველი, იცეკ­ვონ",- აცხა­დებს პრო­ფე­სო­რი ტო­მას ბუ­მერ­სი და "სა­ი­უ­ვე­ლი­რო ოს­ტა­ტო­ბის" კვალ­ზე - გო­გო­ნე­ბის მუ­ცელ­ზე მი­უ­თი­თებს,- "იმე­დია ლა­მა­ზი, დახ­ვე­წი­ლი გა­მო­მი­ვი­და. არც გა­რუ­ჯვის შერ­ცხვე­ბათ და თუ მო­ი­სურ­ვე­ბენ, მო­დე­ლე­ბიც გა­ოვ­ლენ," ხუმ­რობს და პა­ტა­რებს ისევ ეფე­რე­ბა პრო­ფე­სო­რი. ემო­ცი­ას გერ­მა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც ვერ მა­ლა­ვენ. ამი­ტო­მა­ცაა, ერთ-ერთ გა­ზეთ­ში და­ბეჭ­დილ სტა­ტი­ას, ავ­ტო­რი ამ­გვა­რად ამ­თავ­რებს: "პრო­ფე­სო­რი ისე­თი სით­ბო­თი, სიყ­ვა­რუ­ლით ეფე­რე­ბა პა­ტა­რებს, კი­დევ ერთხელ ვრწმუნ­დე­ბი, რომ სიყ­ვა­რუ­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის სა­თა­ვე. ერთი მე­რო­რეს ვერ გა­მო­რი­ცხავს, ორი­ვე ერ­თად კი გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი ხდე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

უნიკალური ოპერაცია გერმანიაში - ქართველი სიამის ტყუპი დააცალკევეს

უნიკალური ოპერაცია გერმანიაში - ქართველი სიამის ტყუპი დააცალკევეს

მედიცინის სფეროს ერთერთი სენსაცია, რომელზეც მსოფლიო ალბათ დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებს, გერმანიაში ჩატარებული ოპერაციაა, რომლის გმირები ქართველი, ექვსი თვის პატარები არიან.

სტატიას ამის შესახებ გაზეთი "ვერსია" აქვეყნებს.

ოპერაცია ხუთი სათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექვსი თვის სიამის ტყუპი თამარი და თებროლე წარმოუდგენელი ოსტატობის, შეუდარებელი პროფესიონალიზმის შედეგად, ერთმანეთს დააცალკევეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და როგორც პროფესორი ტომას ბოემერსი ამბობს, გოგონები აბსოლიტურად ჯანმრთელები იქნებიან.  ჯანსაღი და შეუზღუდავი იქნება მათი ცხოვრების მომავალი.

ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა მიზნის მიღწევა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მთავარი სირთულე ღვიძლის გაყოფა და ახალშობილების მუცლის კედლების დახურვა იყო. პარალელურად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე პაციენტს ნარკოზი ერთდროულად, აბსოლიტურ სიზუსტით მიწოდებოდა.

81 000 ევროდ ღირებული ოპერაცია შემოწირულობით დაფინანსდა. დაფინანსება, სამწუხაროდ ქართველ პაციენტებზე ვერ იმოქმედებდა. ოპერაციას ქირურგიდან დაწყებული , ექთნით დასრულებული ყველა ზედმიწევნით პასუხისმგებლობიტ მოეკიდა.

175 დღე იცოცხლეს გოგონებმა ისე, რომ ერთმანეთთან იყვნენ შესისხლხორცებულნი. დღეს კი მათ კიოლნის ბავშვთა კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განცალკევებულ საწოლებზე სძინავთ.

ეს ოპერაცია მთელი სამედიცინო სფეროს სენსაცია და წარმატებაა, 32 წლის ქართველი დედისთვის კი გამარჯვება - იგი ხომ ექვსიოდე თვის წინ, სასოწარკვეთილი, იმედგადაწურული იყო და მხოლოდ სასწაულის იმედი ჰქონდა. ეს ოპერაცია მისთვის ნატვრის ახდენა, მეორედ დაბადებაა. "ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მშობლის პოზიცია, რწმენაა", ამბობს გერმანელი პროფესორი,- "ეს რომ არა, უძლურნი ვიქნებოდით. მან დიდი და პრობლემებით სავასე გზა გამოიარა საქართველოდან გერმანიამდე, შეუძლებელი შეძლო და კიოლნის კლინიკის ექიმებს ანდო ტყუპის სიცოცხლე. მისი რწმენა ჩვენც ძალას გვმატებდა".

ტყუპის ოპერაციის დასრულებას, საქართველოში მამა, ნათესავები და გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ. მათ დაბრუნებას ორი წლის დაიკო თეკლაც ელის.

მათი მდგომარეობა სტაბილურად, დღითიდღე უმჯობესდება. "ჭრილობების კვალიც კი არ დარჩებათ, ნორმალური დამოუკიდებელი ფიზიოლოგიური მდგომარეობა ექნებათ, შეძლებენ განვლონ ცელქი, ონავარი ბავშვობა, მართონ ველოსიპედი, ფეხშიშველებმა მოირბინონ მინდორ-ველი, იცეკვონ",- აცხადებს პროფესორი ტომას ბუმერსი და "საიუველირო ოსტატობის" კვალზე - გოგონების მუცელზე მიუთითებს,- "იმედია ლამაზი, დახვეწილი გამომივიდა. არც გარუჯვის შერცხვებათ და თუ მოისურვებენ, მოდელებიც გაოვლენ," ხუმრობს და პატარებს ისევ ეფერება პროფესორი. ემოციას გერმანელი ჟურნალისტებიც ვერ მალავენ. ამიტომაცაა, ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილ სტატიას, ავტორი ამგვარად ამთავრებს: "პროფესორი ისეთი სითბოთი, სიყვარულით ეფერება პატარებს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სიყვარულია პროფესიონალიზმის სათავე. ერთი მერორეს ვერ გამორიცხავს, ორივე ერთად კი გმირობის ტოლფასი ხდება".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია