ჩინეთში ექიმები საგონებელში ჩავარდნენ, როდესაც მოხუცი ქალის თავზე გიგანტური წანაზარდი დაინახეს. 87 წლის ლიან სიუჩჟენი საავადმყოფოში 13 სანტიმეტრიანი რქისგან გასათავისუფლებლად მივიდა.
ლიანის შვილი ყვება, რომ თავიდან მას თავის ძლიერი ქავილი ჰქონდა, შემდეგ იმ ადგილზე კოპი გაუჩნდა. კოპი მცირე მოცულობის იყო, ქავილის შეგრძნება კი სახალხო მედიცინის საშუალებით მოურჩინეს.
თუმცა ორი წლის წინ პენსიონერმა შემთხვევით მოიგლიჯა კოპზე კანი და მის ადგილას ძალიან სწრაფად დაიწყო ფორმირება ნამდვილმა რქამ, რომელსაც სისხლდენა ახლდა. ლიანს ახლა გამუდმებით ტკივა თავი და ცუდად სძინავს.
ექიმებმა დაადგინეს, რომ რქა კეთილთვისებიანი კერატინული კანის სიმსივნეა და მისი მოშორება ურჩიეს, სანამ სიმსივნე ავთვისებიანი გამხდარა. თუმცა ლიანის ნათესავებს ეშინიათ, რომ ქალი ოპერაციას ვერ გადაიტანს.
”დედაჩემი მოხუცია. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგი იდეაა. ოპერაციის დროს რამე ისე რომ არ წავიდეს, შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს”, - განაცხადა ლიანის შვილმა.