Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-ს ახრჩობენ - მარკ მალენის სვეტი
"რუსთავი 2"-ს ახრჩობენ - მარკ მალენის სვეტი

როცა ხე­ლი­სუ­ფალთ სურთ, მათი გან­ზრახ­ვა რაც შე­იძ­ლე­ბა, ცო­ტამ შე­ნიშ­ნოს, გან­ცხა­დე­ბას გვი­ან ნა­შუ­ა­დღევს აკე­თე­ბენ. სა­ღა­მოს ახალ ამ­ბებ­ში ფაქ­ტის გა­შუ­ქე­ბა ვე­ღარ ეს­წრე­ბა, მე­ო­რე დღის მთა­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის­თვის კი ამ­ბა­ვი უკვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია. თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, სუ­ლაც პა­რას­კევს გა­ა­კე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბას, ვი­ნა­ი­დან შა­ბათ-კვი­რას ახალ ამ­ბებს ნაკ­ლე­ბი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს. ამას სუ­ლაც არ­და­დე­გე­ბის დროს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ. აგ­ვის­ტო სა­ქარ­თე­ლო­შიც და დიპ­ლო­მა­ტი­ურ წრე­ებ­შიც არ­და­დე­გე­ბის დროა. პა­პა­ნა­ქე­ბა სი­ცხის გამო თბი­ლი­სი დაც­ლი­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის­გან და უსი­ა­მოვ­ნო სურპრი­ზის გა­სა­კე­თებ­ლად ამა­ზე კარ­გი დრო რა უნდა იყოს! აგ­ვის­ტოს სურპრი­ზე­ბი ხომ ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს!

"რუს­თა­ვი 2"-ში ყო­ველ­თვის იგ­რძნო­ბო­და ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მა­ჯის­ცე­მა. 1994 წელს, როცა კომ­პა­ნი­ამ მა­უ­წყებ­ლო­ბა და­ი­წყო, ის უმალ იქცა შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ვის ტკი­ვი­ლად. რე­აქ­ცი­ა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა - შე­ვარ­დნა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში ხან სა­გა­და­სა­ხა­დო ინ­სპექ­ცია, ხან სხვა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­უშ­ვა, თუმ­ცა ამა­ოდ. სა­ბო­ო­ლოდ, 2001 წლის ოქ­ტომ­ბრის მი­წუ­რულს რამ­დე­ნი­მე რეგ­ვე­ნიც მი­აგ­ზავ­ნა, რათა სა­ერ­თოდ და­ე­ხუ­რათ კომ­პა­ნია, მაგ­რამ "რუს­თა­ვი 2"-მა მთე­ლი ეს სცე­ნა პირ­და­პირ ეთერ­ში აჩ­ვე­ნა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყო­ვე­ლი­ვე რე­ა­ლო­ბა­ში ენა­ხა. მეტ­რო დე­ლის­თან, იქ სა­დაც "რუს­თა­ვი 2"-ის" ოფი­სი გახ­ლდათ გან­თავ­სე­ბუ­ლი, კომ­პა­ნი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად არა­ერ­თი მო­ქა­ლა­ქე მი­ვი­და. მათ მე­ო­რე დღეს პარ­ლა­მენ­ტთან შეხ­ვედ­რა შეს­თა­ვა­ზეს. ეს რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბო­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სად­გუ­რის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ, შემ­დეგ, ყვე­ლა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კორ­პუ­სე­ბი­დან, პარ­ლა­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ათა­სო­ბით სტუ­დენ­ტი და­იძ­რა - ეს დიდი მასა იყო და ამან გა­ა­მარ­თლა - ზუ­რაბ ჟვა­ნია გა­დად­გა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რე­ა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია გა­უჩ­ნდა. და ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ იმი­ტომ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის და­ხურ­ვას ლა­მობ­და.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბი­სას "რუს­თა­ვი 2"-ს ბევ­რად ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა და პო­პუ­ლა­რო­ბა ჰქონ­და, ვი­ნა­ი­დან იმას აშუ­ქებ­და, რაც სურ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. "კუ­რი­ე­რი" მო­სა­წყე­ნი ხდე­ბო­და და მა­ყუ­რებ­ლე­ბის ინ­ტე­რესს სხვა არ­ხე­ბი იპყრობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის "იმე­დი" , რო­მელ­მაც სან­დრო გვირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. იმე­დი პირ­და­პირ ეთერ­ში აშუ­ქებ­და 2007 წლის დე­მონ­სტრა­ცი­ებს და მხარს უჭერ­და მათ. ხოლო როცა ტე­ლე­კომ­პა­ნია ეთერ­ში იმ დის­კომ­ფორ­ტის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო გა­ნიც­დი­და, ამ უკა­ნას­კნელ­მა სა­გან­გე­ბო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი შე­იყ­ვა­ნა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭერ­თა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას სჯე­რო­და, რომ "იმე­დი" სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის დამ­ხო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და და, ამ­დე­ნად, მას­ში შე­ვარ­დნა სავ­სე­ბით ლე­გი­ტი­მუ­რი იყო. ეს და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტი გახ­ლდათ. შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ხურ­ვის სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი სა­ბა­ბი დიდი შეც­დო­მა იყო. ამის შემ­დგომ "იმე­დი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რუ­პო­რად იქცა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა­ზე კარ­გად ე. წ. მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კით გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც მთელ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­და­პირ ეთერ­ში გა­მო­უ­ცხა­დეს, რომ რუ­სე­თი შე­მო­იჭ­რა. ცხა­დია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა პა­ნი­კამ მო­იც­ვა, ხოლო რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ლი­დე­რე­ბის შემ­ყუ­რე ადა­მი­ა­ნებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ეს ყო­ვე­ლი­ვე სი­ყალ­ბე იყო და მათ­ში სი­ძულ­ვილ­მა გა­იღ­ვი­ძა.

"რუს­თა­ვი 2"-ის შემ­თხვე­ვა­ში ბოლო აკორ­დი მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გახ­ლდათ. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე მო­ი­თხოვ­და კომ­პა­ნი­ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის

გაგ­რძე­ლე­ბის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას. არა­და, წე­სით, ამ ტი­პის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც მო­პა­სუ­ხე ვე­ღარ აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, ორი­ვე მხა­რის და, ამა­ვე დროს, მო­სა­მარ­თლის შე­თან­ხმე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა გახ­დეს.

ყო­ვე­ლი­ვე ამის უკან, არის ადა­მი­ან­თა გრძე­ლი სია და, ისი­ნი ამ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია არა­ო­ბი­ექ­ტუ­რია, გა­მო­ხა­ტავს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს, რაც საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლია, რათა ის და­ი­ხუ­როს. ეს თით­ქოს, სა­ყო­ველ­თაო აზრი გახ­ლდათ, მაგ­რამ გა­დამ­წყვე­ტი, მა­ინც, მო­სა­მარ­თლის ვერ­დიქ­ტი აღ­მოჩ­ნდა. და მა­შინ, რო­დე­საც ხალ­ხს მი­აჩ­ნია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ს უნდა ჰქონ­დეს მა­უ­წყებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ვე­რა­ვინ იმოქ­მე­დებს, ვი­ღებთ იმა­ვე სუ­რათს რაც მი­შას დროს ჩან­და ეს კი სხვა არა­ფე­რია, თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბინ­ძუ­რი პრა­კტი­კა.

კარ­გია თუ ცუდი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრში გახ­ლა­ვან და მათ შო­რის, "რუს­თა­ვი 2" ყვე­ლა­ზერ პო­პუ­ლა­რუ­ლია. მა­ვან­მა, შე­საძ­ლოა, და­ი­ჯე­როს, რომ ეს ცუდი და არას­წო­რია, მაგ­რამ გან­ცხა­დე­ბა, რომ ამ მი­ზე­ზით ტე­ლე­ვი­ზია უნდა და­ი­ხუ­როს, არის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო სვლა. ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც ამ მთავ­რო­ბას წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­გან გა­ნას­ხვა­ვებს, ეს სა­მა­უ­წყებ­ლო თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოა. ახლა, ერთი მო­სა­მარ­თლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, ეს ყო­ვე­ლი­ვე კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა. ესაა დღე­ვან­დე­ლი სი­ახ­ლე? ესაა ინ­სტრუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც სა­სა­მარ­თლო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას სა­სიკ­ვდი­ლო დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს? ასე­თია ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა? ეს ელის სხვა ბიზ­ნე­სებ­საც? მე არ მახ­სენ­დე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩე­ლი, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბა მი­ე­პყრო, რა­საც ახლა ეს პრო­ცე­სი იღებს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"რუსთავი 2"-ს ახრჩობენ - მარკ მალენის სვეტი

"რუსთავი 2"-ს ახრჩობენ - მარკ მალენის სვეტი

როცა ხელისუფალთ სურთ, მათი განზრახვა რაც შეიძლება, ცოტამ შენიშნოს, განცხადებას გვიან ნაშუადღევს აკეთებენ. საღამოს ახალ ამბებში ფაქტის გაშუქება ვეღარ ესწრება, მეორე დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის კი ამბავი უკვე მოძველებულია. თუ შესაძლებლობა აქვთ, სულაც პარასკევს გააკეთებენ განცხადებას, ვინაიდან შაბათ-კვირას ახალ ამბებს ნაკლები მაყურებელი ჰყავს. ამას სულაც არდადეგების დროს გაკეთებული განცხადება ურჩევნიათ. აგვისტო საქართელოშიც და დიპლომატიურ წრეებშიც არდადეგების დროა. პაპანაქება სიცხის გამო თბილისი დაცლილია მოსახლეობის დიდი ნაწილისგან და უსიამოვნო სურპრიზის გასაკეთებლად ამაზე კარგი დრო რა უნდა იყოს! აგვისტოს სურპრიზები ხომ ყველას კარგად გვახსოვს!

"რუსთავი 2"-ში ყოველთვის იგრძნობოდა ქართული დემოკრატიის მაჯისცემა. 1994 წელს, როცა კომპანიამ მაუწყებლობა დაიწყო, ის უმალ იქცა შევარდნაძის ხელისუფლების თავის ტკივილად. რეაქციამაც არ დააყოვნა - შევარდნაძემ ტელეკომპანიაში ხან საგადასახადო ინსპექცია, ხან სხვა სახელისუფლებო სტრუქტურათა წარმომადგენლები შეუშვა, თუმცა ამაოდ. საბოოლოდ, 2001 წლის ოქტომბრის მიწურულს რამდენიმე რეგვენიც მიაგზავნა, რათა საერთოდ დაეხურათ კომპანია, მაგრამ "რუსთავი 2"-მა მთელი ეს სცენა პირდაპირ ეთერში აჩვენა და სრულიად საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა ყოველივე რეალობაში ენახა. მეტრო დელისთან, იქ სადაც "რუსთავი 2"-ის" ოფისი გახლდათ განთავსებული, კომპანიის მხარდასაჭერად არაერთი მოქალაქე მივიდა. მათ მეორე დღეს პარლამენტთან შეხვედრა შესთავაზეს. ეს რამდენიმე ასეული ადამიანი, საკმარისი არ იქნებოდა სატელევიზიო სადგურის გადასარჩენად, მაგრამ, შემდეგ, ყველა საუნივერსიტეტო კორპუსებიდან, პარლამენტის მიმართულებით ათასობით სტუდენტი დაიძრა - ეს დიდი მასა იყო და ამან გაამართლა - ზურაბ ჟვანია გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან და შევარდნაძის ხელისუფლებას რეალური ოპოზიცია გაუჩნდა. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლება "რუსთავი 2"-ის დახურვას ლამობდა.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას "რუსთავი 2"-ს ბევრად ნაკლები გავლენა და პოპულარობა ჰქონდა, ვინაიდან იმას აშუქებდა, რაც სურდა ხელისუფლებას. "კურიერი" მოსაწყენი ხდებოდა და მაყურებლების ინტერესს სხვა არხები იპყრობდა, განსაკუთრებით კი, ბადრი პატარკაციშვილის "იმედი" , რომელმაც სანდრო გვირგვლიანის მკვლელობა გაასაჯაროვა. იმედი პირდაპირ ეთერში აშუქებდა 2007 წლის დემონსტრაციებს და მხარს უჭერდა მათ. ხოლო როცა ტელეკომპანია ეთერში იმ დისკომფორტის შესახებ საუბრობდა, რომელსაც ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების გამო განიცდიდა, ამ უკანასკნელმა საგანგებო დანიშნულების რაზმი შეიყვანა ტელეკომპანიაში. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა აბსოლუტურ უმრავლესობას სჯეროდა, რომ "იმედი" სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ მოუწოდებდა და, ამდენად, მასში შევარდნა სავსებით ლეგიტიმური იყო. ეს დაუსაბუთებელი არგუმენტი გახლდათ. შესაბამისად, ტელეკომპანიის დახურვის სრულიად აბსურდული საბაბი დიდი შეცდომა იყო. ამის შემდგომ "იმედი" ხელისუფლების რუპორად იქცა და ეს ყველაფერი ყველაზე კარგად ე. წ. მოდელირებული ქრონიკით გამოჩნდა, როდესაც მთელ საქართველოს პირდაპირ ეთერში გამოუცხადეს, რომ რუსეთი შემოიჭრა. ცხადია, საზოგადოება პანიკამ მოიცვა, ხოლო რამდენიმე წუთში ლიდერების შემყურე ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ყოველივე სიყალბე იყო და მათში სიძულვილმა გაიღვიძა.

"რუსთავი 2"-ის შემთხვევაში ბოლო აკორდი მოსამართლის გადაწყვეტილება გახლდათ. მოსარჩელე მხარე მოითხოვდა კომპანიის ფუნქციონირების

გაგრძელებისთვის შეუძლებელი პირობების შექმნას. არადა, წესით, ამ ტიპის სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობისას, მდგომარეობა, როდესაც მოპასუხე ვეღარ აგრძელებს ფუნქციონირებას, ორივე მხარის და, ამავე დროს, მოსამართლის შეთანხმებული გადაწყვეტილება უნდა გახდეს.

ყოველივე ამის უკან, არის ადამიანთა გრძელი სია და, ისინი ამჟამინდელ ხელისუფლებას წარმოადგენენ, რომელსაც მიაჩნია, რომ ტელეკომპანია არაობიექტურია, გამოხატავს ყოფილი ხელისუფლების ინტერესებს, რაც საკმარისი საფუძველია, რათა ის დაიხუროს. ეს თითქოს, საყოველთაო აზრი გახლდათ, მაგრამ გადამწყვეტი, მაინც, მოსამართლის ვერდიქტი აღმოჩნდა. და მაშინ, როდესაც ხალხს მიაჩნია, რომ "რუსთავი 2"-ს უნდა ჰქონდეს მაუწყებლობის საშუალება, ხოლო ხელისუფლება სერიოზული სახით აცხადებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და მის გადაწყვეტილებაზე ვერავინ იმოქმედებს, ვიღებთ იმავე სურათს რაც მიშას დროს ჩანდა ეს კი სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური მიზნების სასამართლოს მეშვეობით რეალიზაციის ბინძური პრაკტიკა.

კარგია თუ ცუდი, ტელევიზიები ქართული პოლიტიკის ცენტრში გახლავან და მათ შორის, "რუსთავი 2" ყველაზერ პოპულარულია. მავანმა, შესაძლოა, დაიჯეროს, რომ ეს ცუდი და არასწორია, მაგრამ განცხადება, რომ ამ მიზეზით ტელევიზია უნდა დაიხუროს, არის ძალიან სახიფათო სვლა. ორი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ მთავრობას წინა ხელისუფლებიგან განასხვავებს, ეს სამაუწყებლო თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლოა. ახლა, ერთი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ეს ყოველივე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ესაა დღევანდელი სიახლე? ესაა ინსტრუმენტი, რომლითაც სასამართლო ტელეკომპანიას სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს? ასეთია ჩვენი ყოველდღიურობა? ეს ელის სხვა ბიზნესებსაც? მე არ მახსენდება სამოქალაქო სარჩელი, რომელსაც ქართველი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების ამხელა ყურადღება მიეპყრო, რასაც ახლა ეს პროცესი იღებს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია