პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბარსელონა" "სევილია" - 4:4
"ბარსელონა" "სევილია" - 4:4

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი| უეფა-ს სუ­პერ­თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში ან­გა­რი­ში გა­თა­ნაბრდა. თბი­ლის­ში, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე", სა­დაც ერ­თმა­ნეთს სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბი "ბარ­სე­ლო­ნა" და "სე­ვი­ლია" უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ან­გა­რი­ში 4:4-ია. "ბარ­სე­ლო­ნას" კარ­ში "სე­ვი­ლი­ას" მიერ 81-ე წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლის ავ­ტო­რი კო­ნოპ­ლი­ან­კაა.

პირ­ვე­ლი გოლი მატ­ჩის მე­სა­მე წუთ­ზე "სე­ვი­ლი­ას" ფეხ­ბურ­თელ­მა ევერ ბა­ნე­გამ გა­ი­ტა­ნა. მეშ­ვი­დე წუთ­ზე ლი­ო­ნელ მე­სიმ ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა. მე-16 წუთ­ზე მე­სიმ კი­დევ ერთი გოლი გა­ი­ტა­ნა. 44-ე წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლის ავ­ტო­რი "ბარ­სე­ლო­ნას" ფეხ­ბურ­თე­ლი რა­ფი­ნი­აა, 52-ე წუთ­ზე გოლი სუ­ა­რეს­მა გა­ი­ტა­ნა. 57-ე წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლის ავ­ტო­რი "სე­ვი­ლი­ას" ფეხ­ბურ­თე­ლი რე­ი­ე­სია. 72-ე წუთ­ზე კი "სე­ვი­ლი­ას" ფეხ­ბურ­თელ­მა გა­მე­ი­რომ პე­ნალ­ტი ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა და "ბარ­სე­ლო­ნას­თან" ან­გა­რი­შის სხვა­ო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რა. 81-ე წუთ­ზე ან­გა­რი­ში გა­თა­ნაბრდა.

ეს­პა­ნუ­რი გუნ­დე­ბი სუ­პერ­თა­სის მატჩს შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბით მარ­თა­ვენ:

ბარ­სე­ლო­ნა: ტერ შტე­გე­ნი, პიკე, დანი ალ­ვე­ში, მას­კე­რა­ნო, მა­ტიე, რა­კი­ტი­ჩი, ბუს­კეტ­სი, ინი­ეს­ტა, რა­ფი­ნია, სუ­ა­რე­სი, მესი.

სე­ვი­ლია: ბეტო, ტრე­მუ­ლი­ნა­სი, რამი, კოკე, კრი­ხო­ვი­ა­კი, კრონ-დელი, იბო­რა, რე­ი­ე­სი, ბა­ნე­გა, ვი­ტო­ლო, გა­მე­ი­რო.

უეფა-ს სუ­პერ­თა­სის დღე­ვან­დე­ლი მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" შეხ­ვედ­რის გახ­სნი­თი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა.

გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის პირ­ველ ნა­წილ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვა. ამის შემ­დეგ ორი­ვე გუნ­დი გა­მო­ვი­და მინ­დორ­ზე და შეს­რულ­და უეფა-ს სუ­პერ თა­სის ჰიმ­ნი. ცე­რე­მო­ნი­ის მთა­ვარ დატ­ვირ­თვას ატა­რებ­და 1000 ბავ­შვის, ასე­ვე, სხვა პი­რე­ბის, ფეხ­ბუ­თე­ლის და მსა­ჯის მიერ შეკ­რუ­ლი ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი, რო­გორც მშვი­დო­ბის და ერ­თი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დგა ცეკ­ვის ან­სამ­ბლი "ერი­სი­ო­ნი". წარ­მოდ­გე­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200 მო­ცეკ­ვა­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და: 80 პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, 70-90 მო­ზარ­დი, 10-20 მე­დო­ლე ბავ­შვი.

მო­ზარ­დებ­მა მო­ე­დან­ზე შე­მო­ი­ტა­ნეს უზარ­მა­ზარ დრო­შე­ბი უეფა-ს ევ­რო­პა ლი­გი­სა და უეფა-ს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის თასე­ბის და უეფა-ს სუ­პერ თა­სის ლო­გოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, ასე­ვე სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ფორ­მა­ტის ასო­ე­ბით და­წე­რი­ლი გუნ­დე­ბის სა­ხე­ლე­ბი და დე­ვი­ზი "ფეხ­ბურ­თი მშვი­დო­ბის­თვის გვა­ერ­თი­ა­ნებს".

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მო­ე­წყო ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი. პირ­ვე­ლად, გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 1000 ბავ­შვის და მათი თან­მხლე­ბი პი­რის, ასე­ვე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­სა და მსა­ჯე­ბი­სა­გან შექ­მნი­ლი ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი, მშვი­დო­ბი­სა და ერ­თი­ა­ნო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დათო ფორჩხი­ძის სტუ­დი­ის ბავ­შვებ­მა ჯონ ლე­ნო­ნის სიმ­ღე­რა "იმა­გი­ნე" შე­ას­რუ­ლეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და უეფა-ს ბავ­შვთა ფონ­დის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია, გა­ავ­რცე­ლოს ძლი­ე­რი გზავ­ნი­ლი: "ფეხ­ბურ­თი მშვი­დო­ბის­თვის გვა­ერ­თი­ა­ნებს."

პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ცხრა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცია და­უ­კავ­შირ­და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის მხარ­დამ­ჭერ აღი­ა­რე­ბულ უწყე­ბას, რათა ამ პრო­ექ­ტის­თვის შე­ერ­ჩი­ათ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. ბავ­შვე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ 10-12 წლის, ად­გი­ლობ­რი­ვი მა­სობ­რი­ვი სა­ფეხ­ბურ­თო ტურ­ნი­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, ბავ­შვთა სახ­ლე­ბის ბი­ნად­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნი­ლე­ბი და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

ცო­ცხალ ჯაჭვში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: 20 ბავ­შვი და 3 უფ­რო­სი სომ­ხე­თი­დან, 20 ბავ­შვი და 2 უფ­რო­სი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, 15 ბავ­შვი და 2 უფ­რო­სი ბე­ლო­რუ­სი­დან, 720 ბავ­შვი და 130 უფ­რო­სი სა­ქარ­თვე­ლო­დან, 10 ბავ­შვი და 2 უფ­რო­სი ყა­ზა­ხე­თი­დან, 19 ბავ­შვი და 4 უფ­რო­სი მოლ­დო­ვი­დან, 9 ბავ­შვი და 3 უფ­რო­სი რუ­სე­თი­დან, 15 ბავ­შვი და 3 უფ­რო­სი თურ­ქე­თი­დან და 20 ბავ­შვი და 3 უფ­რო­სი უკ­რა­ი­ნი­დან.

უეფა-ს სუ­პერ­თა­სის მატჩში ერ­თმა­ნეთს "ბარ­სე­ლო­ნა" და "სე­ვი­ლია" უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. შეხ­ვედ­რა "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: მე­სის ორი გოლი ევ­რო­პის სუ­პერ­თას­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"ბარსელონა" "სევილია" - 4:4

"ბარსელონა" "სევილია" - 4:4

განახლებული| უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაში ანგარიში გათანაბრდა. თბილისში, "დინამო არენაზე", სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები "ბარსელონა" და "სევილია" უპირისპირდებიან ანგარიში 4:4-ია. "ბარსელონას" კარში "სევილიას" მიერ 81-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი კონოპლიანკაა.

პირველი გოლი მატჩის მესამე წუთზე "სევილიას" ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ გაიტანა. მეშვიდე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა. მე-16 წუთზე მესიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 44-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "ბარსელონას" ფეხბურთელი რაფინიაა, 52-ე წუთზე გოლი სუარესმა გაიტანა. 57-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "სევილიას" ფეხბურთელი რეიესია. 72-ე წუთზე კი "სევილიას" ფეხბურთელმა გამეირომ პენალტი ზუსტად შეასრულა და "ბარსელონასთან" ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 81-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა.

ესპანური გუნდები სუპერთასის მატჩს შემდეგი შემადგენლობით მართავენ:

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, დანი ალვეში, მასკერანო, მატიე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, რაფინია, სუარესი, მესი.

სევილია: ბეტო, ტრემულინასი, რამი, კოკე, კრიხოვიაკი, კრონ-დელი, იბორა, რეიესი, ბანეგა, ვიტოლო, გამეირო.

უეფა-ს სუპერთასის დღევანდელი მატჩის დაწყებამდე, "დინამო არენაზე" შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვა. ამის შემდეგ ორივე გუნდი გამოვიდა მინდორზე და შესრულდა უეფა-ს სუპერ თასის ჰიმნი. ცერემონიის მთავარ დატვირთვას ატარებდა 1000 ბავშვის, ასევე, სხვა პირების, ფეხბუთელის და მსაჯის მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მშვიდობის და ერთიანობის სიმბოლო.

საზოგადოების წინაშე წარდგა ცეკვის ანსამბლი "ერისიონი". წარმოდგენაში დაახლოებით 200 მოცეკვავე მონაწილეობდა: 80 პროფესიონალი მოცეკვავე, 70-90 მოზარდი, 10-20 მედოლე ბავშვი.

მოზარდებმა მოედანზე შემოიტანეს უზარმაზარ დროშები უეფა-ს ევროპა ლიგისა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასების და უეფა-ს სუპერ თასის ლოგოს გამოსახულებით, ასევე სამგანზომილებიანი ფორმატის ასოებით დაწერილი გუნდების სახელები და დევიზი "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".

ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ცოცხალი ჯაჭვი. პირველად, გახსნის ცერემონიაში წარმოდგენილი იყო 1000 ბავშვის და მათი თანმხლები პირის, ასევე ფეხბურთელებისა და მსაჯებისაგან შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი, მშვიდობისა და ერთიანობის მხარდასაჭერად.

ღონისძიებაზე დათო ფორჩხიძის სტუდიის ბავშვებმა ჯონ ლენონის სიმღერა "იმაგინე" შეასრულეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს ბავშვთა ფონდის ამ ინიციატივის მიზანია, გაავრცელოს ძლიერი გზავნილი: "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს."

პროექტში ჩართული თითოეული ცხრა ეროვნული ასოციაცია დაუკავშირდა თავის ქვეყანაში დაუცველი ბავშვების მხარდამჭერ აღიარებულ უწყებას, რათა ამ პროექტისთვის შეერჩიათ მონაწილეები. ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ 10-12 წლის, ადგილობრივი მასობრივი საფეხბურთო ტურნირების გამარჯვებულები, ბავშვთა სახლების ბინადრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები და სამხედრო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები.

ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეობდნენ: 20 ბავშვი და 3 უფროსი სომხეთიდან, 20 ბავშვი და 2 უფროსი აზერბაიჯანიდან, 15 ბავშვი და 2 უფროსი ბელორუსიდან, 720 ბავშვი და 130 უფროსი საქართველოდან, 10 ბავშვი და 2 უფროსი ყაზახეთიდან, 19 ბავშვი და 4 უფროსი მოლდოვიდან, 9 ბავშვი და 3 უფროსი რუსეთიდან, 15 ბავშვი და 3 უფროსი თურქეთიდან და 20 ბავშვი და 3 უფროსი უკრაინიდან.

უეფა-ს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" უპირისპირდებიან. შეხვედრა "დინამო არენაზე" მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: მესის ორი გოლი ევროპის სუპერთასზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია