მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ლობირებს "კეზერას" ინტერპოლში
ვინ ლობირებს "კეზერას" ინტერპოლში

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს ინ­ტერ­პო­ლი აღარ ეძებს - სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რი­დან ამო­ი­ღეს. მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ინ­ტერ­პო­ლის­ გე­ნე­რა­ლურ­მა სამ­დივ­ნომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თუ­ლი მხა­რის არ­გუ­მენ­ტე­ბის გაც­ნო­ბის გარ­ეშე მი­ი­ღო. სხვა­თა შო­რის, პრო­კუ­რატ­ურ­ის­გან ანა­ლო­გი­უ­რი გან­მარ­ტე­ბა რამ­დე­ნი­მე­ თვის წინ, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის შემ­თხვ­ევა­შიც მო­ვის­მი­ნეთ, თუმ­ცა ვინ ან რა ფაქ­ტო­რი უშ­ლის უწყე­ბას ხელს, რომ ინ­ტერ­პოლს არ­გუ­მენ­ტე­ბი დრო­უ­ლად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე მი­ა­წო­დოს, გა­უ­გე­ბა­რია.

"საქ­ა­რთვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ გეგ­მავს მი­მარ­თოს ინ­ტერ­პო­ლის შე­სა­ბა­მის და­ნა­ყოფს და არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე­ დაყ­რდნო­ბით მო­ი­თხო­ვოს და­ვით კე­ზე­რაშვ­ილის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის აღ­დგე­ნა... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის­ სა­ფუძ­ველ­ზე, კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ქართ­ვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კითხს ამ­ჟა­მად დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, საქა­რთვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ სა­მე­ფოს კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­თან და ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის მიზ­ნით მო­თხოვ­ნი­სა­მებრ აწ­ვდის­ მათ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და მასა­ლებს", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ­გან­ცხა­დე­ბა­ში, და­მა­ტე­ბი­თი გან­მარ­ტე­ბის­გან­ კი უწყე­ბა­ში თავს იკა­ვე­ბენ.

კე­ზე­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი შოთა მინ­დე­ლი­­: - ინ­ტერ­პო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წინ ჩვენ მიერ გა­დაგ­ზავ­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­ უძღო­და, რის შემ­დე­გაც კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა გა­უქ­მდა.­ ისეთ­მა კომ­პე­ტენ­ტურ­მა და სან­დო­ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რო­გო­რიც ინ­ტერ­პო­ლია, არგუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად დაას­აბუ­თა, რომ კეზე­რაშ­ვი­ლის მიმა­რთ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა­ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. მსგავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ინ­ტერ­პო­ლი იშ­ვი­ა­თად იღებს, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კი ეს უკვე მე­ო­რე პრე­ცე­დენ­ტია.

- პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის­ აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით ინ­ტერ­პოლ­ში და­მა­ტე­ბი­თი­ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­დაგ­ზავ­ნას აპი­რებს, ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ მისი ექ­სტრა­დი­რე­ბის საკ­ითხზე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­სა­მარ­თლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლობს.

- რო­გორც უნდა ეცა­დონ, კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს. ამა­ზე უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ და მერ­წმუ­ნეთ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ინ­ტერპ­ო­ლი ვერც იმა­ში და­არ­წმუ­ნა, რომ ექ­სპრე­ზ­იდენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა და­ე­წყო:

"სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სამ­დივ­ნოს მიერ და­დე­ბი­თი გადა­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქნა მი­ღე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ზა­დებს სა­ჭი­რო მა­სა­ლებს და გეგ­მავს, მი­მარ­თოს ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ სამ­დივ­ნოს და მო­ი­თხო­ვოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბაც", - გან­მარ­ტა­ვენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი: - ცუდი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი თა­მაშ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა და აბ­სურ­დის თე­ატრს და­ემ­სგავ­სა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჩათ­ვა­ლა, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ დევ­ნის შე­წყვე­ტას ისევ ინ­ტერ­პოლს გა­და­აბ­რა­ლებ­და და ამით სა­კუ­თარ და­ნა­შა­ულს გა­მო­ის­ყიდ­და, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ფერს ხვდე­ბა. არა მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რამ, პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტამ ვერ მო­ა­ხერ­ხა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მი­წო­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის.

ჩემი აზ­რით, ინ­ტერ­პო­ლის გა­დ­ა­­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ როლი ევრ­ოპარ­ლა­მენ­ტში მიღ­ებუ­ლ­მა რე­ზო­ლუ­ცი­ებ­მა ითა­მა­შა, რაც მმარ­თვე­ლი გუნ­დის და­ნა­შა­უ­ლია. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მმარ­თველ გუნ­დზეც უნდა გა­და­ნა­წილ­დეს, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბე­ბი დიდი ხა­ნია მო­რა­ლის ფარ­გლებს გას­ცდა.

ვინ ლობირებს "კეზერას" ინტერპოლში

ვინ ლობირებს "კეზერას" ინტერპოლში

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ინტერპოლი აღარ ეძებს - სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი წითელი ცირკულარიდან ამოიღეს. მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ინტერპოლის­ გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება ქართული მხარის არგუმენტების გაცნობის გარ­ეშე მიიღო. სხვათა შორის, პროკურატ­ურ­ისგან ანალოგიური განმარტება რამდენიმე­ თვის წინ, ზურაბ ადეიშვილის შემთხვ­ევაშიც მოვისმინეთ, თუმცა ვინ ან რა ფაქტორი უშლის უწყებას ხელს, რომ ინტერპოლს არგუმენტები დროულად, გადაწყვეტილების მიღებამდე მიაწოდოს, გაუგებარია.

"საქ­ა­რთველოს მთავარი პროკურატურა­ გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე­ დაყრდნობით მოითხოვოს დავით კეზერაშვ­ილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა... მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის­ საფუძველზე, კეზერაშვილის საქართ­ველოში ექსტრადიციის საკითხს ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სასამართლო განიხი­ლავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქა­რთველოს მთავარი პროკურატურა­ აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებუ­ლი­ სამეფოს კომპეტენტურ ორგანოებთან და ექსტრადიციის საკითხის წარმატებით დასრულების მიზნით მოთხოვნისამებრ აწვდის­ მათ ყველა საჭირო ინფორმაციასა და მასა­ლებს", - ნათქვამია პროკურატურის ­განცხადებაში, დამატებითი განმარტებისგან­ კი უწყებაში თავს იკავებენ.

კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდე­ლი­­: - ინტერპოლის გადაწყვეტილებას წინ ჩვენ მიერ გადაგზავნილი მტკიცებულებები­ უძღოდა, რის შემდეგაც კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გაუქმდა.­ ისეთმა კომპეტენტურმა და სანდო­ ორგანიზაციამ, როგორიც ინტერპოლია, არგუ­მენტირებულად დაას­აბუთა, რომ კეზე­რაშვილის მიმა­რთ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა­ ხორციელდებოდა. მსგავს გადაწყვეტილებებს ინტერპოლი იშვიათად იღებს, საქართველოსთვის კი ეს უკვე მეორე პრეცედენტია.

- პროკურატურა საერთაშორისო ძებნის­ აღდგენის მოთხოვნით ინტერპოლში დამატებითი­ დოკუმენტაციის გადაგზავნას აპირებს, ასევე ცნობილი ხდება, რომ მისი ექსტრადი­რების საკ­ითხზე გაერთიანებული სამეფოს სასამართლოსთან თანამშრომლობს.

- როგორც უნდა ეცადონ, კეზერაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ამაზე უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ და მერწმუნეთ, პროკურატურის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. სხვათა შორის, პროკურატურამ ინტერპ­ო­ლი ვერც იმაში დაარწმუნა, რომ ექსპრე­ზ­იდენტ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნა დაეწყო:

"სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადებითი გადა­წყვეტილება არ იქნა მიღებული. საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს საჭირო მასალებს და გეგმავს, მიმართოს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაც", - განმარტავენ პროკურატურაში.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - ცუდი კომბინაციები თამაშდება, ყველაფერი თავდაყირა დადგა და აბსურდის თეატრს დაემსგავსა. პროკურატურამ ჩათვალა, რომ კეზერაშვილის მიმართ დევნის შეწყვეტას ისევ ინტერპოლს გადააბრალებდა და ამით საკუთარ დანაშაულს გამოისყიდდა, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს ხვდება. არა მხოლოდ პროკურატურამ, პოლიტი­კურმა ელიტამ ვერ მოახერხა ახსნა-განმარტების მიწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

ჩემი აზრით, ინტერპოლის გა­დ­ა­­წყვეტილებებში მნიშვნელოვანი­ როლი ევრ­ოპარლამენტში მიღ­ებუ­ლ­მა რეზოლუციებმა ითამაშა, რაც მმართველი გუნდის დანაშაულია. პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზეც უნდა გადანაწილდეს, რომელთა მოქმედებები დიდი ხანია მორალის ფარგლებს გასცდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"