საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას შეეწირა გურიის პოლიციის მაღალჩინოსნების სავარძლები
რას შეეწირა გურიის პოლიციის მაღალჩინოსნების სავარძლები

ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლი ცხე­ლი გა­მოდ­გა - თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს შსს გუ­რი­ის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძეს, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს გუ­რი­ის სამ­ხა­რეო უფ­რო­სი გოჩა ალ­ფა­ი­ძე და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის გუ­რი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ზაზა გობ­რო­ნი­ძე, თუმ­ცა, გობ­რო­ნი­ძე თბი­ლის­ში შსს დე­პარ­ტა­მენ­ტში ერთ-ერთი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად გა­და­იყ­ვა­ნეს, სხვა პოსტზე გა­და­იყ­ვა­ნეს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის გუ­რი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და­ვით ჭან­ტუ­რია.

შსს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ სამ­ხა­რე­ოს უფ­რო­სის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა - რამ­დე­ნი­მე დღე­ში თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძის გუნ­დის წევ­რებ­საც: მის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს ლაშა ბა­კუ­რა­ძეს და ოზურ­გე­თი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სებს - გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვილ­სა და ირაკ­ლი შა­ვიშ­ვილს.

"გუ­რია ნი­უ­სის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძი­სა და მისი გუნ­დის მო­სა­შო­რებ­ლად ორი ე. წ. "დაჯ­გუ­ფე­ბა" გა­ერ­თი­ან­და. წყა­როს თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბა იყო კონ­ტრდაზ­ვერ­ვის გუ­რი­ის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როსს ზაზა გობ­რო­ნი­ძეს და გუ­რი­ის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ უფ­როსს გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძეს შო­რის. რამ­დე­ნი­მე წყა­რო ამ­ბობს, რომ ზაზა გობ­რო­ნი­ძე მდი­ნა­რა­ძეს და მის გუნდს შსს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლით, იო­სებ გო­გაშ­ვი­ლით ემუქ­რე­ბო­და, რად­გან გო­გაშ­ვი­ლი, გობ­რო­ნი­ძე და გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე სოსო ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი ერთი გუნ­დის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი არი­ან, ეს უკა­ნას­კნელ­ნი კი ქა­ლაქ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან "და­მე­გობ­რე­ბულ" სა­ახ­ლობ­ლო წრეს წარ­მო­ად­გე­ნენ.

რო­გორც გა­მო­ცე­მის წყა­რო ამ­ბობს, გობ­რო­ნი­ძეს მდი­ნა­რა­ძის პოს­ტის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა სურ­და, რა­ზეც მდი­ნა­რა­ძე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო. წყა­როს მტკი­ცე­ბით, მდი­ნა­რა­ძეს და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ასე­ვე, ქა­ლაქ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცით, მდი­ნა­რა­ძემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლი არ და­ფა­რა, რის გა­მოც მათ შო­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, ამ ბოლო დროს ლა­მის ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

შსს გუ­რი­ის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ბიზ­ნეს­მენ ილია კე­ჭაყ­მა­ძეს­თა­ნაც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო, ეს უკა­ნას­კნე­ლი მდი­ნა­რა­ძეს ლო­ბი­რებ­და კი­დეც, თუმ­ცა, "გუ­რია ნი­უ­სის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ბოლო დღე­ებ­ში მათ შო­რი­საც და­ი­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა. რო­გორც წყა­რო ამ­ბობს, მდი­ნა­რა­ძე მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთ ფაქ­ტო­რად, სწო­რედ ილია კე­ჭაყ­მა­ძეს­თან ახლო მე­გობ­რო­ბას ასა­ხე­ლებს.

წყა­როს მო­წო­დე­ბულ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ ზაზა გობ­რო­ნი­ძე, გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძე და ილია კე­ჭაყ­მა­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რას შეეწირა გურიის პოლიციის მაღალჩინოსნების სავარძლები

რას შეეწირა გურიის პოლიციის მაღალჩინოსნების სავარძლები

ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებისთვის წლევანდელი ზაფხული ცხელი გამოდგა - თანამდებობა დაატოვებინეს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გიორგი მდინარაძეს, გაათავისუფლეს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამხარეო უფროსი გოჩა ალფაიძე და კონტრდაზვერვის გურიის სამსახურის უფროსი ზაზა გობრონიძე, თუმცა, გობრონიძე თბილისში შსს დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს, სხვა პოსტზე გადაიყვანეს საპატრულო პოლიციის გურიის სამმართველოს უფროსი დავით ჭანტურია.

შსს გურიის პოლიციაში ცვლილებები მხოლოდ სამხარეოს უფროსის გათავისუფლებით არ დასრულებულა - რამდენიმე დღეში თანამდებობები დაატოვებინეს გიორგი მდინარაძის გუნდის წევრებსაც: მის პირველ მოადგილეს ლაშა ბაკურაძეს და ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსებს - გიორგი გაფრინდაშვილსა და ირაკლი შავიშვილს.

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი მდინარაძისა და მისი გუნდის მოსაშორებლად ორი ე. წ. "დაჯგუფება" გაერთიანდა. წყაროს თქმით, დაპირისპირება იყო კონტრდაზვერვის გურიის სამსახურის ყოფილ უფროსს ზაზა გობრონიძეს და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი მდინარაძეს შორის. რამდენიმე წყარო ამბობს, რომ ზაზა გობრონიძე მდინარაძეს და მის გუნდს შსს მინისტრის მოადგილით, იოსებ გოგაშვილით ემუქრებოდა, რადგან გოგაშვილი, გობრონიძე და გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი ერთი გუნდის წევრები და მეგობრები არიან, ეს უკანასკნელნი კი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ჩინოვნიკებთან "დამეგობრებულ" საახლობლო წრეს წარმოადგენენ.

როგორც გამოცემის წყარო ამბობს, გობრონიძეს მდინარაძის პოსტის ხელში ჩაგდება სურდა, რაზეც მდინარაძე ინფორმირებული იყო. წყაროს მტკიცებით, მდინარაძეს დაუპირისპირდნენ, ასევე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. წყაროს ინფორმაცით, მდინარაძემ ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაული არ დაფარა, რის გამოც მათ შორის დაძაბული ურთიერთობა, ამ ბოლო დროს ლამის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ბიზნესმენ ილია კეჭაყმაძესთანაც ახლო ურთიერთობაში იყო, ეს უკანასკნელი მდინარაძეს ლობირებდა კიდეც, თუმცა, "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ამ ბოლო დღეებში მათ შორისაც დაიძაბა ურთიერთობა. როგორც წყარო ამბობს, მდინარაძე მისი გათავისუფლების ერთ-ერთ ფაქტორად, სწორედ ილია კეჭაყმაძესთან ახლო მეგობრობას ასახელებს.

წყაროს მოწოდებულ ამ ინფორმაციებს კატეგორიულად უარყოფენ ზაზა გობრონიძე, გიორგი მდინარაძე და ილია კეჭაყმაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა